ოცნებები გამექცნენ,
ნიავ-ნიავ მივყვები...
ქარში რომ არ დავეცე
ხეებს მივეხუტები.
დაე, ზიარად გავიყოთ სევდა,
რომ არ დაგვატყდეს ჩვენ მარტოობა,
დევნის თუ შურის გავიყოთ დარდი,
თუნდ შუღლის იყოს, ოღონდ გავიყოთ,
მარტოობაში საშველიც რაა?!
არაა, არაა!
ნათელა გორგოშაძე-დუმბაძე
2015. 11.
დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 31, 2015 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წინათ, "ხალხი ბნელი რომ იყო", ასე მგონია მათი უმრავლესობა ამ სიბნელიდან სინათლისკენ გასასვლელს ეძებდა. ყოველშემთხვევაში ჩვენი ახლანდელი "განათებულობა" [ლ არ გამომრჩენია, განათებულობა უნდა იყოს] ამაზე მიუთითებს. მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ეს ძიება და შემდეგ ნაყოფი უკუღმართული გამოდგა. ახლა როცა ხალხი განათდა, ყველა ერთიანად სიბნელს ეტანება. არ მინდა დავწერო, მაგრამ თითები და გონება არ მემორჩილება და…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2015 წელი. 9:30pm —
4 კომენტარი
________________
ახალი წლის წინა ღამე იყო. სარკმელს მიკრული პატარა და-ძმა ჩამუქებულ ზეცას ასცქეროდა. არსად არ ჩანდნენ თოვლის ფიფქები, ერთიც არ ტრიალებდა ჰაერში. არადა, როგორ უნდოდათ ბავშვებს თოვლი საახალწლოდ, როგორ ნატრობდნენ ...
ერთმა ბეღურამ უყურა, უყურა დაღონებულ და-ძმას, მერე ფრთა ფრთას შემოჰკრა და ქალაქის თავზე გაწოლილ მძიმე ღრუბლებს მიაშურა. ღრუბლის რბილ კალთაზე უთვალავ თოვლის ფიფქს ეძინა მყუდროდ და ტკბილად.
- რა დროს ძილია -…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2015 წელი. 12:30am —
არ არის კომენტარები
_______________
ვრცელი და ნათელი სივრცეა. ადგილ-ადგილ თეთრი მასა მოკრიალებული და მოსწორებულია, ზოგიერთ ადგილას შეგროვებული და ბორცვივით ამაღლებული. იქით რომ გაიხედავთ საითაც ყიჟინა წავიდა, დაინახავთ მათ მარცხნივ და მარჯვნივ თეთრი მასა როგორ იყრება და გორას აკეთებს. დგას ერთ ადგილას და მხოლოდ თავს ატრიალებს, თვალებს აცეცებს. კარგად უნდა გაერკვეს სად არის და რა ხდებოდა მის გარშემო. მზე მართლაც თბილი გამოდგა და ხელებსა და ფეხებში უკვე სითბოსაც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 28, 2015 წელი. 9:30pm —
1 კომენტარი
________________
შემოდგომის მზიანი და ცივი დღეა, ბუნება ყვითელმა ფერმა მოიცვა. ირგვლივ ყველაფერი დადუმებულია, მყუდროებას მხოლოდ ფოთლების შრიალი არღვევს... მე კი ვდგავარ და ვუსმენ მათ საამო შრიალს, თითქოს ვცდილობ გავარკვიო თუ რისი თქმა სურთ... წამით გაირინდა ყველაფერი და ვხვდები რომ ეს სიჩუმე კარგს არ უნდა ნიშნავდეს... და აი, ამოვარდა საშინელი და ძლიერი ქარი და თითქოს ყურში გარკვევით ჩამჩურჩულებს: "ის წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდება",…
დაამატა თამუნა გოგინაშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 27, 2015 წელი. 4:00pm —
4 კომენტარი
________________
2015 წლის 25 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ხალხური რეწვითი ხელოვნების სკოლების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრების 38 წლისთავს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა თექის, მატერიის, ხის მასალით, ასევე, მძივებითა და სხვ. დამზადებული გამოყენებითი ხელოვნების…
დაამატა giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 27, 2015 წელი. 6:00am —
არ არის კომენტარები
_______________
ეკლესია და მის გარშემო განვითარებული ამბები, მუდმივად წერა-კითხვა, სჯა-ბაასის საგანია ჩვენს საზოგადოებაში. რამდენიმე ხნის წინ გამოვაქვეყნე ბლოგ პოსტი სათაურით "ვისი უნდა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 26, 2015 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დილანდელივით ფხაკუნზე გაეღვიძა. ალბათ მეგობრებმა მოაკითხეს. უცბად ეს ფხაკუნი მისკენ დაიძრა და მის ძირში გაიფხაკუნა. გრძნობს როგორ მიათრევს რაღაც ძალა გაურკვეველი მიმართულებით. მერე უცბად სიმსუბუქე, მერე ფრენა ამ თეთრ მასასთან ერთად და უფრო დიდ სითეთრეში ვარდნა. "ნეტავ რა მოხდა? ახლა სად არის?" ვერაფერს ხედავს, არადა მნიშვნელოვანია იპოვოს კარი, რომლიდანაც სითბო გამოდის. უნდა სცადოს და ეს გაყინული ფეხები როგორმე გაათბოს, აამოძრაოს. ნელ-ნელა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2015 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შეამჩნია, რომ ფანჯრებიდან შუქი იმაზე მეტად შემოდიოდა, ვიდრე დილით, როცა თვალი პირველად გაახილა. მერე კარგად დააკვირდა - ფანჯრები გაუწმენდიათ. მიუახლოვდა და იქიდან დაიწყო თავისი მეგობრების ცქერა. ყურებაში იმდენად გაერთო, ვერც კი მიხვდა ფანჯარას როგორ მიაწვა. გაიღო და გადავარდა, ჯერ თოვლში გადაკოტრიალდა და შემდეგ მოლიპულ აივანზე დაეცა. იქაც თოვლი დახვდა, კიდევ მოუწია თოვლში კოტრიალი.
წუთის წინ სასიამოვნო სიგრილე, უცბად საშინელ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 20, 2015 წელი. 7:30pm —
4 კომენტარი
________________
გოგო.
ისეთი დღეებიც ხომ არის ხოლმე,
როცა ვარსკვლავებიან ზეცას ჩაისუნთქავ
და წვები ნაწვიმარი.
ქარწაღებული.
და გიკვირს, რატომ არ მოდიან
ძვირფასი ადამიანები,
როცა მათ ახსოვხარ,
როცა ალბათ, მათაც ეძვირფასები.
გიკვირს, და მერე მოდის სიზმარი,
რომ დგახარ,და მათი ზურგები
უხმოდ გელაპარაკებიან.
ისუნთქავ კიდევ ერთ ზამთარს.
კიდევ ერთ მარტოობას.
და…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2015 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ხელოვნური ინტელექტი XX საუკუნის პროდუქტია და ლოგიკური გაგრძელება ცივილიზაციის ისტორიისა, ცოდნის დაგროვებისა. ცოდნა ინახებოდა ადამიანთა გონებაში, შემდეგ დამწერლობამ ბიბლიოთეკებში მოათავსა ის, შემდეგ ცოდნა ელექტრო იმპულსებად გადაიქცა და რობოტების ხელში აღმოჩნდა.
სამეცნიერო ფანტასტიკა კინემატოგრაფიაში საკმაოდ პოპულარული და რეიტინგული ჟანრია და უამრავ ცნობილ და დიდ რეჟისორს აქვს ფილმი ამ ჟანრზე.…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 17, 2015 წელი. 9:00pm —
2 კომენტარი
________________
- მამა ადამიანები რატომ ტირიან დღეს, მაშინ როცა გუშინ იცინოდნენ?
რადგან სიხარული და სევდა გარდაუვალია შვილო, ის ჩვენშია, ერთმანეთისგან განუყოფელნი.
- მა რა არის წუთისოფელი?
ის ჩვენი დროებითი სამყოფელია.
- მამა საიდან მოვედით ან სად წავალთ?
მოვედით მარადისობიდან და მარადისობას მივეცემით.
- მა შენ ხომ არასოდეს მიმატოვებ?
მხოლოდ თვალი ტოვებს თვალს, გული გულს…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 17, 2015 წელი. 12:30am —
არ არის კომენტარები
_______________
შემდეგი მომხსენებელი იქნება სურვილების ეშმაკი.
- მოახსენე თავად ბელზებულს, რა ხდება შენს სამინისტროში? - ომახიანად კი დაიწყო, მაგრამ უცბად შეეცვალა ხმა ვასილისკოს, რადგან კათედრა უნდა დაეთმო ყველაზე მომხიბლავი ეშმაკუნასათვის, რომელიც თვალის ერთი ჩაპაჭუნებითაც კი სურვილების მთელს კორიანტელს დააყენებდა გონებაში. რაღა დაგიმალოთ და თვით ბელზებულსაც კი ეშინოდა მისი.
- თავადო, როგორც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 14, 2015 წელი. 4:30pm —
2 კომენტარი
________________
მისი გაღვიძება სიხარულის შეძახილით აღნიშნეს, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ, მათ ხომ უფრო ადრე გაიღვიძეს?! მაგრამ ახლა ფიქრის დრო არ ჰქონდა, მთავარი იყო წყურვილი მოეკლა. იწრიალა ოთახში, იბორიალა, ეძება, ბოლოს მიირბინა თავის სარწყულთან და გემრიელად გამოცალა. წყურვილი რომ მოიკლა, გაჩერდა და მძიმედ ამოისუნთქა. ღია კარში წუთისოფლის თეთრი სტუმრები მოჩანდნენ, გაუჩერებლად მოდიოდნენ ზემოდან.
"ესენი არიან თეთრი სტუმრები?!" - გაიფიქრა - "გუშინ,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 10, 2015 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
ბალეტი (ფრანგულად: ballet; იტალიურად: balletto; ხოლო გვიანლათინურად ballo, თითოეული მათგანი კი ნიშნავს "ვცეკვავ"), სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო–მუსიკალური ფორმით. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვაშია. მან ჩამოყალიბება დაიწყო XVI საუკუნეში ევროპაში. უმეტეს წილად ბალეტს საფუძვლად უდევს რაიმე…
დაამატა Tatia Khvedelidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 9, 2015 წელი. 7:30pm —
4 კომენტარი
________________
ერთი ქალი თავის დაქალთან, ახლადგაცნობილ მამაკაცზე ჭორაობდა, რომელსაც არც ისე კარგად იცნობდა. იმ ღამით ქალმა სიზმარი ნახა, მის თავს ზემოთ უზარმაზარი ხელი გამოჩნდა და მასზე მიუთითა. ქალი მაშინვე დანაშაულის წარმოუდგენელმა გრძნობამ შეიპყრო. დილით აღსარების სათქმელად წავიდა. სამრევლოს მოხუც მღვდელს - მამაო რურკის შეხვდა და ყველაფერი უამბო.
- ჭორაობა ცოდვად ითვლება? - ჰკითხა ქალმა მოხუცს - ეს ყოვლისშემძლე…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 8, 2015 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
აგრილებულა ზაფხულის დილა,
ხე შემოდგომის სიყვითლეს იმჩნევს.
რამდენ სიავეს შეესწრო თვალი,
გული კი მაინც სიცოცხლეს ირჩევს.
თუმცა კი გვიან მაგრამ დღეს მესმის
რაც არ მესმოდა ადრე მშობლების.
გახუნებულა ბავშვობის წლები,
როგორც სიმწვანე ამ ხის ფოთლების.
და როცა ქარი უხსოვარ დროსის
თვალწინ გაწელავს ერთ ფირად წარსულს,
გული უცრემლოდ მაშინ იტირებს
და ამოხეთქავს სიღრმეში დაფლულს.
თვალცრემლიანი…
დაამატა kkashei_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 6, 2015 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
კაკლის წასაღებად ჭერში შემოპარული ციყვის უყურადღებო ფხაკუნმა გააღვიძა. სიცივე იგრძნო. ლანდების გასარჩევად სამყოფი სინათლე შემოდიოდა თოვლით თითქმისდაფარული სარკმლიდან. ბუხარი მიჩუმათებულიყო, სამაგიეროდ ოთახის კუთხეში დატანებული, მარანში გასასვლელი კარი ჭრიალებდა - იქიდან სულ სიცივე უბერავდა. ნაბადში გაკრულს წამოდგომა ჭირისდღესავით ეზარებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა - ასე დარჩენა არ შეიძლებოდა. თვალები მოიფშვნიტა და ოთახს ინტერესიანად მოავლო…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2015 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
თუ სამართლიანობას მოითხოვ, რაშიც გინდა იყოს, როცა შენი მოყვასი უსამართლოდ მოგექცევა, შეგარცხვენს, შეურაცხგყოფს, დაგარტყამს, გაგაგდებს ან შენს სიცოცხლეს ხელყოფს, თავად აღმოჩნდები უსამართლო, მიიჩნევ რა მას დამნაშავედ ან ვნებიანად განიკითხავ. რადგან მისგან ითხოვ იმას, რაც ღმერთს მისთვის არ უბოძებია. და თუ კარგად გაიგებ, რასაც გეუბნები, ყველა უდანაშაულო იქნება შენთვის ნებისმიერ შეცდომაში, და მხოლოდ შენ იქნები ყველაფერში დამნაშავე!
დაამატა nino geldiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2015 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ისევ შენსკენ გამომიწია გულმა, ჩემო ქართლოს ბაბუა. მე თვითონაც მიკვირს, ეს მერამდენე ზაფხულს ვატარებ შენთან და სრულებითაც არა ვარ მოწყენილი. მართალი გითხრა, წელს კი ვყოყმანობდი, მინდოდა გამესეირნა რომელიმე მოდურ აგარაკზე. უნივერსიტეტში ჩემი ამხანაგებისგან ყურები მაქვს გამოჭედილი ნაირ-ნაირ მარშრუტებზე ლაპარაკით. მითუმეტეს, წელს ბოლო კურსზე ვართ და ისეთი გეგმები აქვთ სამოგზაუროდ, გული მწყდებოდა. ვფიქრობდი, ცოტა ხნით მოვინახულებ ჩემს ქართლოს ბაბუას, მერე სადმე…
გაგრძელება
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2015 წელი. 2:03am —
1 კომენტარი
________________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•