ჩვენ, ადამიანები, ყოველდღიური ყოფით გაწამებულები, ვეღარც კი აღვიქვამთ, რამდენი სასწაული ხდება ყოველ წუთსა და წამს ჩვენ გარშემო რომ ყოველ დილას მზის ამოსვლაც ცის ტატნობზე უდიდესი სასწაულია, რომელიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩვენთვის, ზათქითა და ზარ-ზეიმით კი არა, უჩუმრად და როგორღაც, თავისთავად ხდება. როგორც ყველაფერი სხვა, რაც მადლმოსილი და ღვთისმიერია. მაინც გულმოდგინედ ვეძებთ სასწაულს, რათა ვიწამოთ და ვაღიაროთ ღმერთი.

      ჰოდა, გულმოწყალე ღმერთიც გვანებივრებს მოვლენებით, არანაირ მატერიალურ წესსა და კანონს რომ არ ემორჩილებიან და ვერანაირი მეცნიერული ლოგიკით რომ ვერ აიხსნებიან. სწორედ ამგვარ მოვლენებს ვუწოდებთ ადამიანები სასწაულს. ვუწოდებთ და ვეძიებთ კიდეც.

      ის, რომ მთელი სამყარო, თავისი ღვთაებრივი კოსმოსითა და ჰარმონიულობით, უდიდესი ხილული სასწაულია, არ გვაკმაყოფილებს. უხეშად ვცდილობთ ამ კოსმოსის შესწავლა-დარღვევას, მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას;კადნიერად ვიჭრებით ღვთის მოვალეობაში , უარვყოფთ და მაინც ვებრძვით მას...

      სამყარო კი მაინც განაგრძობს არსებობას: ცისფერი ბურთი მაინც ბრუნავს თავის ორბიტაზე, მზე მაინც ყოველ დილით ამოდის უჩუმრად და უპრეტენზიოდ; ვარსკვლავებით კვლავინდებურად ივსება ცის კაბადონი.

      ახლა აღდგომა მოდის-უდიდესი სასწაული სასწაულთა შორის. მაგრამ მის ბრწყინვალებას წინ ვნების შვიდეულის ტკივილი და გლოვა უძღვის, მაცხოვრის გაყიდვით, ჯვარცმითა და ტკივილით გაჯერებული დღეები. და სწორედ მაშინ, როდესაც გამძაფრებული ტკივილის დატევა შეუძლებელი ხდება, როდესაც მთელი სამყარო დასტირის საფლავად მდებარე უფალს, მორწმუნეებს იმედად და სასოდ ზეციური ცეცხლი მოუვლინა ღმერთმა-მოუვლინა, როგორც სიკვდილზე ძლევისა და ზეციური ნეტარების ჭეშმარიტი და ხილული მაცნე.

      წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა ხომ სრულიად აუხსნელი მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად აღესრულება მაცხოვრის საფლავზე აგებულ ტაძარში. აღესრულება მართლმადიდებელი მღვდელმთავრის ლოცვისა და მართლმადიდებელი არაბების შეძახილების ფონზე. ეს მართლმადიდებლობის ზეიმია.

      როგორც მოციქულები და წმინდა მამები გვამცნობენ, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა ქრისტეს საფლავი. ხოლო აღდგომის ტაძარში, რომელიც მაცხოვრის საფლავზეა აშენებული, იგი პირველად მესამე საუკუნეში გადმოვიდა: სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ცეცხლი შემოკლებიათ და, პატრიარქ ნარცისის კურთხევით, კანდელში სილოამის ემბაზიდან ჩაუსხამთ … წყალი. კანდელების წყლით ავსების შემდეგ ზეციდან გადმოსულ ცეცხლს აუნთია ისინი და ასე ყოფილა ლიტანიობის დასრულებამდე.

      მას შემდეგ ეს სასწაული ყოველწლიურად მეორდებოდა. მაგრამ მის აღსასრულებლად სამი პირობის დაცვა იყო ყოველთვის საჭირო: ტაძარში უნდა ისმოდეს არაბი მართლმადიდებლების ყიჟინა (ერთხელ გააძევეს ისინი ტაძრიდან, მაგრამ, რამდენიმე საათის უნაყოფო ლოდინის შემდეგ, მიხვდნენ და დააბრუნეს. მათი დაბრუნებისთანავე ზეციურმა ცეცხლმა გაანათა ტაძარი); საბაწმინდის ლავრის ბერების ლოცვა უნდა აღევლინებოდეს ეკლესიის კედლებში და კუვუკლიაში მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქი უნდა იყოს შესული. ერთხელ მონოფიზიტებს მოუსყიდიათ ქრისტეს საფლავის მცველი თურქი ჯარისკაცები, გარეთ გამოუძევებიათ იერუსალიმის პატრიარქი და თავიანთი მწყემსმთავარი შეუშვიათ შიგ. მართლმადიდებელი სასულიერო პირი მრევლთან ერთად აცრემლებული დამდგარა ერთ-ერთი სვეტის უკან და ფიქრობდა, რომ სწორედ მისი ცოდვების გამო ვერ გახდა ცეცხლის მიღების ღირსი. უცებ დაიქუხა,მარმარილოს სვეტი გაიპო და ნაპრალიდან გადმოსულმა ცეცხლმა მართლმადიდებელი პატრიარქის სანთლები აანთო. მას შემდეგ აღარავის გასჩენია სურვილი, იერუსალიმის პატრიარქის მაგივრად შესულიყო კუვუკლიაში.

      დიდი შაბათის ეს სასწაული ჭეშმარიტად მართლმადიდებლობის ზეიმია.

      მაცხოვრის საფლავი ცვილის ბეჭდითაა დალუქული. იერუსალიმის პატრიარქს გულმოდგინედ ჩხრეკენ და მხოლოდ ამის შემდეგ უშვებენ კუვუკლიაში. და იწყება დაძაბული მოლოდინი, რომელსაც თან შიშიც ახლავს-სასწაული თუ არ აღესრულა, ეს სამყაროს დასასრულის დასაწყისის მომასწავებელი იქნება. ასე რომ, ყოველწლიურად მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა ეს ჩვენთვის ნაჩუქარი კიდევ ერთი წელიწადია, ღვთის გულმოწყალებისა და სიყვარულის კიდევ ერთი დასტური.

      იერუსალიმის პატრიარქთა მოწმობით, ცეცხლის გარდამოსვლის წინ მაცხოვრის საფლავს ფილა "საუცხოო ფერებად მოელვარე მძივის მარცვლებივით მიმობნეული "მარგალიტებით" იფარება". ბამბით შეგროვებისას ეს მარგალიტები ზეთის წვეთებივით ეკვრიან ერთმანეთს, ხოლო ბამბა, რომლითაც ამ წვეთებს აგროვებენ, სითბოს გამოსცემს. ბამბის სანთელთან მიახლოვებისთანავე სანთლის პატრუქს ცეცხლი ეკიდება და ინთება. მაშინვე თავისით ინთება მაცხოვრის საფლავის ყველა კანდელიც.

      ცეცხლის გარდამოსვლისას ტაძრის მთელი სივრცე მოცისფრო ელვით ნათდება, ხოლო თავად ცეცხლი თბილია და დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში საერთოდ არ წვავს,რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ღვთაებრივ წარმომავლობას.

ნახვა: 268

ტეგები: qwelly, ბლოგი, კუვუკლია, სააღდგომო, ცეცხლი

tamo: მაისი 4, 2013||3:30pm

54. ეს რომ და­ი­ნა­ხეს მის­მა მო­წა­ფე­ებ­მა, ია­კობ­მა და იო­ა­ნემ, უთ­ხრეს: ,,უფა­ლო, თუ გნე­ბავს, ვიტ­ყვით, რომ ცეც­ხლი ჩა­მო­ვი­დეს ცი­დან და მოს­პოს ისი­ნი, რო­გორც ელი­ამ გა­ა­კე­თა”. 55. მაგ­რამ ის მიბ­რუნ­და მათ­კენ, გა­უწ­ყრა და უთ­ხრა: ,,არ იცით ვი­სი სუ­ლი­სა­ნი ხართ? 56. ვი­ნა­ი­დან ძე კა­ცი­სა მო­ვი­და არა ადა­მი­ან­თა სუ­ლე­ბის და­სა­ღუ­პა­ვად, არა­მედ სახ­სნე­ლად!” და წა­ვიდ­ნენ სხვა სო­ფელ­ში. (ლუ­კა, 9, 54-56)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters