მისი გაღვიძება სიხარულის შეძახილით აღნიშნეს, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ, მათ ხომ უფრო ადრე გაიღვიძეს?! მაგრამ ახლა ფიქრის დრო არ ჰქონდა, მთავარი იყო წყურვილი მოეკლა. იწრიალა ოთახში, იბორიალა, ეძება, ბოლოს მიირბინა თავის სარწყულთან და გემრიელად გამოცალა. წყურვილი რომ მოიკლა, გაჩერდა და მძიმედ ამოისუნთქა. ღია კარში წუთისოფლის თეთრი სტუმრები მოჩანდნენ, გაუჩერებლად მოდიოდნენ ზემოდან.
"ესენი არიან თეთრი სტუმრები?!" - გაიფიქრა - "გუშინ, ჩემი მეგობრები მთელი ღამის განმავლობაში რომ საუბრობდნენ? მხოლოდ ეს გავიგონე მათი ბგერებიდან და ეს დამამახსოვრდა, "თეთრი სტუმრები", ნეტავ ვინ არიან?"
ახლა კი მისი მეგობრები გარეთ თამაშობდნენ, იმ თეთრ სტუმრებს აგორგოლავებდნენ და ერთმანეთს ესტროდნენ. მერე ეს თეთრი შემოიტანეს და იმ ადგილად დადეს, სადაც მაღალი და მწვანე ხე იდგა. მერე ხეს მოაფრქვიეს. ახსოვდა, პირველად რომ თვალი გაახილა სწორედ ეს ხე დაინახა, უჩვეულოდ მორთული ხე იყო, სათამაშოები და ტკბილეული ეკიდა, ზოგჯერ ზედ სანთლებს ამაგრებდნენ და ანთებდნენ, თავზე ყვითელი ბრდღვიალა ვარსკვლავი ედგა, მაგრამ ისე შორს იყო თავიდან თვალებს სტკენდა, რამდენიმე დღეში შეეჩვია და ძალიან შეუყვარდა. ახლა კი ეს სიახლე, რომელიც მის მეგობრებს ასე ამხიარულებდა. უნდოდა ეცადა და გასულიყო, მათ შეერთებოდა. როგორც კი კართან მივიდა, მაშინვე ხელი მოკიდეს და უკან გამოიყვანეს. ახედა. ეს იყო მაღალი, წვერებიანი კაცი, მის მეგობარს რომ თითისქნევით ესაუბრებოდა ან ესიყვარულებოდა ხოლმე. თავზე თავისი მძიმე ხელი გადაუსვა, მოეფერა და ისევ ბუხართან მიიყვანა. არადა ცხელოდა, კარიდან კი სიგრილე უბერავდა, თეთრი სტუმრები კი მის მეგობრებს ამხიარულებდნენ და მასაც უნდოდა თამაში, ცდა ამაო გამოდგა.
ნახვა: 251
ტეგები: Qwelly, qwellyblog, ახალი_წელი, ბლოგი, გუნდაობა, ზამთარი, თამაში, თეთრი_სტუმრები, თოვლი, მეგობრები, მეტი...ნაძვის_ხე, საჩუქარი, ქველი, წუთისოფლის_დილა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია