ისევ შენსკენ გამომიწია გულმა, ჩემო ქართლოს ბაბუა. მე თვითონაც მიკვირს, ეს მერამდენე ზაფხულს ვატარებ შენთან და სრულებითაც არა ვარ მოწყენილი. მართალი გითხრა, წელს კი ვყოყმანობდი, მინდოდა გამესეირნა რომელიმე მოდურ აგარაკზე. უნივერსიტეტში ჩემი ამხანაგებისგან ყურები მაქვს გამოჭედილი ნაირ-ნაირ მარშრუტებზე ლაპარაკით. მითუმეტეს, წელს ბოლო კურსზე ვართ და ისეთი გეგმები აქვთ სამოგზაუროდ, გული მწყდებოდა. ვფიქრობდი, ცოტა ხნით მოვინახულებ ჩემს ქართლოს ბაბუას, მერე სადმე გავემგზავრები მეთქი. მეორე თვეა დაიწყო, რაც აქა ვარ. სადაცაა არდადეგებიც დამთავრდება და მე არსად არ მინდა წასვლა. ძალიან შემიყვარდა ეს მაღალი, თითქოსდა დანით ჩამოთლილი წოწოლა მთები, ჰორიზონტზე შორიდან ერთ დაკბილულ ხაზს რომ ქმნიან. ლამაზი, მწვანე ტყით დაფარული, ასეთივე წოწოლა მთვის წვეროზე აღმართული კოპწია ეკლესია.

      ეს დრო-ჟამისგან ფერშეცვლილი, მაგრამ კარგად შენახული ეკლესია შენი მყუდრო ნავსაყუდელია, აქ შენ ხარ ბატონ-პატრონი, ყველა შენ გემორჩილება. ეკლესიის მაღალ, ჩამუქებულ თაღებქვეშ მუდამ დუმილია გამეფებული. ამ დუმილს მხოლოდ ხმადაბალი ლაპარაკის და კანტიკუნტი ნაბიჯის ხმა თუ დაარღვევს. ფრესკებით მოხატული კედლებიდან დაფიქრებულად შემოგცქერიან ანგელოზთა და წმინდანთა უცნაური, გამოუცნობი სახეები. მათ ჩამუქებულ თვალებში ძველი სევდის ანარეკლი ჩამდგარა. შემოგცქერიან და მეტყველი დუმილით გიამბობენ რაღაც საოცრად იდუმალს, უძველესს და უკვდავს. შეჰყურებ და მთელი სხეულით გრძნობ მათ სიდიადეს, მაგრამ ვერაფრით ვერ გამოთქვამ. მეტად უხეში და უძლურია გონება, რომ ჩაწვდეს ამ საიდუმლოს. მეტად ტლანქი და მოუქნელია ენა, რომ წარმოთქვას წმინდათა წმინდა სიტყვა. ამ საზეიმო მდუმარებაში თავი შემთხვევით შემოფრენილ ბეღურასავით ზედმეტი მგონია. აქ, ამ თაღებქვეშ, გაცოცხლებულ ფრესკას გავხარ, ჩემო ქართლოს ბაბუა. თუმცა ფრესკასა და შენს შორის გარდაუვალი, უხილავი ზღვარია აღმართული, და მაინც თქვენ ესაუბრებით ერთმანეთს, თვალებით რაღაცას ეკითხებით და თითქოს პასუხობთ კიდეც. დიდებული, ხმაურიანი მდინარის სხვადასხვა ნაპირზე მდგარ ადამიანებს ჰგავხართ, რომლებსაც სურთ დაელაპარაკონ, ხმა მიაწვდინონ ერთმანეთს, მაგრამ მდინარის ხმაური ახშობს მათ ხმას. მაინც ბევრი რამ უსიტყვოდ გესმით ერთმანეთისა.

      საოცრად რბილი და მოქნილია შენი ყოველი მოძრაობა. აჩრდილივით დადიხარ და ერწყმი ირგვლივ შემოწოლილ, სანთლების შუქით ოდნავ შეფერადებულ ბინდბუნდს. რა დიდი სიყვარული და გულისყური ჩანს შენს გამოხედვაში, როცა ამ მოხატულ კედლებს შეჰყურებ, ანდა კიდევ ძველთაძველ ხელნაწერებს ფურცლავ. რა ფრთხილად ეხება შენი სანთლისფერი, მოქნილი თითები ყოველ ფურცელს, თითქოსდა უმწეო, შეუბუმბლავ ბარტყებს ეალერსები. მახსოვს, შეგეკითხე ერთხელ, რისთვის გჭირდება-მეთქი ეს ძველი ხელნაწერები. შენ გამიღიმე და მითხარი, ამ ხელნაწერებით უნდა გავაცოცხლო ჩვენი ქვეყნის უძველესი წარსულიო, შენს ჩვეულ სავარძელში ეკლესიის კუთხეში დაუღალავად ფურცლავ და უკირკიტებ მათ, რათა მერე არქივში მზა სახით ვინმე მარჯვე ისტორიკოსმა შეისწავლოს, გამოიკვლიოს და მთელ განათლებულ მსოფლიოს დაუმტკიცოს თავისი ბიჭობა.

      უსიტყვო შეთანხმებად იქცა ამ ბოლო დროს ყველა ჩვენი შეხვედრა. გაფაციცებით შევცქერი შენს მშვიდ, ნათელ სახეს, თეთრი წვერ-ულვაში რომ მართლაც სიმსუბუქის იერს აძლევს. ვეძებ რაიმე ნიშან-წყალს იმ დიდი სიხარულისა, რასაც დიდი ხნის ნანატრის და ნაოცნებარის ახდენა იწვევს. მთელი შენი სიცოცხლე ოცნებობ, კიდევ ერთხელ იხილო რაღაც საოცარი ჩვენება, თამარ მეფის გვირგვინის სხივოსანი ანარეკლი. თურმე ბავშვობაში გინახავს ერთხელ და შენზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. არ ვიცი, საიდან, ძველ ხელნაწერებში ამოვიკითხე თუ რომელიმე თქმულებიდან გაქვს ყურმოკრული, რატომღაც გწამს, რომ თითქოს ეკლესიის მახლობლად, სადღაც ამ მიდამოებში არის დასაფლავებული თამარ მეფე. ორმა თავდადებულმა გმირმა საიდუმლოდ დაასაფლავა გარდაცვლილი დედოფალი, საიდუმლო რომ არ გაეთქვათ უნებურად, ერთმანეთს გული გაუგმირეს მაშინვე. თამარ მეფის სული თავს დაჰფარფატებს აქაურობასო, გწამს შენ, და მისი გვირგვინის ანარეკლიც იმიტომ ჩნდება ხანდახან ეკლესიის მახლობლად... ხევში, ნაკადულის პირასო.

      მართლაც, საოცარი ადგილია ეს პატარა ხევი ეკლესიის ახლოს, თითქოსდა უცნაური ზღაპრული ჩვენებებისთვის ბუნების მიერ საგანგებოდ შემზადებული. წყნარად მობუტბუტე ნაკადული დინჯად მიიკვლევს გზას და გაურკვეველი ბგერებით ავსებს მთელ ხეობას. დაუღალავად მიილტვის წინ. მხოლოდ ერთი წუთით შეჩერდება, თითქოს სულის მოსათქმელად, გამხმარი ხის ძირას, სადაც ბავშვის აკვანისოდენად ჩაღრმავებულია მისი სავალი გზა. შეჩერდება, შეისვენებს და მერე ისევ აგრძელებს გზას. გამხმარი ხე ნამდვილ დეკორაციასავით დგას აქ. არავინ იცის, რა სასწაულით შემორჩა აქაურობას, ნაკადული მუდამ უსველებს სანახევროდ გაშიშვლებულ ფესვებს, მაგრამ გამოფიტულს და წვენდამშრალს, ვეღარას შველის მაცოცხლებელი ნესტი. გაზაფხულზე დაკორძებულ ტოტებს აქა-იქ დააჩნდება სიმწვანე, ისიც შუა ზაფხულამდე ვერ აღწევს, პირველივე ხვატი აჭკნობს. სწორედ აქ გინახავს თურმე ის საოცარი ხილვა, თამარ მეფის გვირგვინის ანარეკლი. ხშირად ერთად ვისხედით აქ მთვარიან ღამეში და შევყურებდით ნაკადულის ჭავლის ციმციმს, შენი დარჩენილი სიცოცხლის წლებს არ დაინანებდი, ოღონდ კიდევ გეხილა ის უცხო ჩვენება. როგორ ნატრობდი, და მაინც შენი სანატრელი გვირგვინი ვერ იხილე. ძალა აღარ გყოფნიდა უკვე, ხევის პირას ვეღარ ჩამოდიოდი ციცაბო კლდეზე. მიტომაც მე ხშირად მარტო ვიჯექი აქ და ვტკბებოდი შუქ-ჩრდილთა თამაშით.

      სამი დღის ავსებული იყო მთვარე. მე გვიან ღამემდე შემოვრჩი ჩვენს საყვარელ ადგილს გამხმარი ხის ძირას. გაბადრული მთვარე ოქროს ზოდივით გაჩხერილიყო გამხმარ ტოტებში. ხანდახან სიო დაურბენდა და წყაროს ბუტბუტთან შეერთებული უცნაური ბგერებით ავსებდა აქაურობას. მთვარე დაუნანებლად აფრქვევდა თავისი მკრთალი შუქის ზღვას. ნაკადულის ჭავლი საოცარი ძალით ციმციმებდა კლდეებზე, უეცრად წყლის მოციმციმე ჭავლით არეკლილი შუქი თითქოს გაძლიერდა, თანდათან გამოიკვეთა, სამეფო გვირგვინის ფორმა მიიღო და საოცარი შუქით აელვარდა... ალბათ ეს არის შენი სანატრელი ხილვა, ქართლოს ბაბუა. ჩქარა, ჩქარა, სადა ხარ, ნახე ეს დიდებული ანარეკლი, სანამ არ გამქრალა... ერთი ნახტომით ამოვათავე ბილიკი ხევიდან. ეკლესიასთანაც თითქოს ერთი ნაბიჯით გავჩნდი, კარებიდანვე შევძახე: ქართლოს ბაბუა, სადა ხარ?... "ააა" _ შემომძახა ექომ, თითქოსდა გამაფრთხილებლად. მეც შემკრთალმა თითის წვერებზე ჩავირბინე ჩაბნელებულ თაღებქვეშ, ის იყო პირი გავაღე, ისევ უნდა დამეძახა შენთვის, კუთხეში იჯექი ჩვეულებრივ, მაგრამ ხმაც ვეღარ ამოვიღე. მშვიდად მიწოლილს ხელები ძველ ხელნაწერებზე გეწყო. ანთებული სანთელი თითქოს მოკრძალებით გადმოხრილიყო კანდელიდან შენსკენ და მისი მდუღარე წვეთები ცრემლებივით დაგდიოდა სანთლისფერ თითებზე, მაგრამ ვეღარაფერს გრძნობდნენ ეს თითები.

      მიცვალებულის დანახვისას მუდამ შიშის გრძნობა მიჩნდება და საოცარია, შენს შემყურეს ამის მსგავსი არაფერი განმიცდია. როგორც მზის ჩასვლა ან ხიდან ფოთლის ჩამოვარდნა არ შეაძრწუნებს ადამიანს, ასევე არ შევძრწუნებულვარ მე, როცა ამ ცარიელ მდუმარე ეკლესიაში შენი გარდაცვალების ერთადერთი მხილველი გავხდი. ლამაზი და მშვიდი იყო შენი გარდაცვალება, თითქოსდა სრულიად უმტკივნეულო. ბუნებრივი გადასვლა ერთი სამყაროდან მეორეში. ამ მშვენიერი, მოზეიმე წუთის გავლენით მე დავიწყე ძველი, მშვენიერი ჩვეულების აღსრულება. დავიწყე სანთლების ანთება. დავდიოდი კედლების გასწვრივ და ვანთებდი სანთლებს. ერთიც არ დამიტოვებია, ყველა ავანთე. და როცა თვალი მოვავლე საზეიმოდ განათებულ ეკლესიას... ო, როგორ ზეიმობდნენ ფრესკები, სიხარულით გაცისკროვნებული თვალებით შემომყურებდნენ. ზეიმობდნენ, რომ შენ მათი სამყაროს კუთვნილება გახდი. წაიშალა უხილავი გარდაუვალი ზღვარი თქვენს შორის და ისინი გღებულობდნენ, როგორც დიდი ხნის ნანატრ მეგობარს, როგორც ტოლსა და სწორს. ზეიმობდნენ ფრესკები, ზეიმობდა მთელი ეკლესია შენს ლამაზ გარდაცვალებას, და მე ვგრძნობდი, თუ რა უადგილო იქნებოდა ცრემლით ან სიტყვით გამომეხატა ჩემი მწუხარება.

      მაგრამ მაინც ვერ შევიკავე თავი. სანთლის მდუღარე წვეთებს ჩემი ცრემლებიც მიჰყვნენ: გული დამწყდა მეტად, რომ არ აგისრულდა შენი სანუკვარი ოცნება, ჩემო ქართლოს ბაბუა, ნეტავ ერთხელ კიდევ გენახა ოდესღაც ბავშვობაში ნანახი ხილვა, თამარ მეფის გვირგვინის სხივოსანი ანარეკლი. თუმცა როდის იყო, ბავშვობის ხილვებს ხელმეორედ ხედავდნენ, ისინი ერთხელ მოდიან მხოლოდ, მერე კი მთელი ცხოვრება ველოდებით და ამ ლოდინში ილევა წუთისოფელი.

ნახვა: 361

ტეგები: Nunu_Qadagidze, Qwelly, qwellyblog, qwellypost, ბაბუა, ბლოგი, ქველი, ცხოვრება, წინაპარი, წუთისოფელი

ლაშა: დეკემბერი 18, 2015||6:54pm

აღარ მოუწევს ანარეკლის ხილვა, ახლა ალბათ თავად მასაც უყურებს.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters