მართლაც იგავმიუწვდომელია ახალი ამბების გავრცელების სისწრაფე: ახლადამოსულ მზეს ჯერაც ხეირიანად არ შეემაღლებინა... მზის საათთან წერწეტა ჩრდილი იწვა, რომლის ბოლოც უსასრულობას ერწყმოდა შორეთს მიღმა, როცა ხალხმა უკვე იწყო თავმოყრა სურამის ციხესთან. ხმა გავარდნილიყო, ვიღაც საშიშ დამნაშავეს ციხის კედელში ცოცხლად უპირებენ ჩატანებასო. სულ მალე გაივსო იქაურობა ჩქარი სიარულისგან აქოშინებული, სახეაწითლებული ადამიანებით. სურამის ციხის თაობაზე ისედაც…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 26, 2021 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
სიზმარმა უკან დაიხია, ზუსტად ასე იყო… კედლები მატარებლის ვაგონივით ნელნელა გაცურდნენ სადღაც. ამან მიახვედრა, სიზმარში ვარო, მანამდე ცხადი ეგონა ყოველივე. შეჰყურებდა სიზმარეულ კედლებს, რომლებიც თანდათან შორდებოდნენ, ბოლოს სულაც გაქრნენ, მათი ადგილი საავადმყოფოს პალატის თეთრად შეფეთქილმა კედლებმა დაიკავა.
იწვა და იხსენებდა ეს წუთია ნანახ სიზმარს. ჯერ იმაზე დაფიქრდა, თუ ჰქონია ოდესმე ასეთი შემთხვევა... სხვა დროსაც თუ მიმხვდარა,…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 28, 2020 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჭაჭიას ეძახდნენ, ჭაჭის არაყი უყვარდა ნამეტანი. რა იყო მისთვის ის წუთი, როდესაც ჭაჭის არყით სავსე მომცრო ჭიქას დახედავდა თავის ცხვირწინ... ყოველგვარ ნეტარებაზე მეტი იყო. ჩუმად, გულში გაუღიმებდა, ამ ღიმილს სახე არ გასცემდა. იმ პირველ წუთს სხვა მომდევნო ნეტარი წუთებიც მიემწკრივებოდნენ და მოსდევდნენ, ჭიქის მოხელთება და აწევა, სადღეგრძელო (რაც უფრო მოკლე იყო, ის ჯობდა), და ბოლოს ყველაზე საამური წუთი, არაყს მოწრუპვა, მისი გემოს გასინჯვა. მაინც, რა…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2020 წელი. 2:00am —
არ არის კომენტარები
_______________
ცის თაღი იძროდა მისი ნაბიჯებიდან, ელვას აკვესებდა ჯიღა თვალებით, ფართოდ განტოტვილი რქებით კი თითქოს მთელ სამყაროს შესდგომოდა დედაბოძად.
აზავერი მოდისო, დაურბენდა ეს ძახილი ცის ბინადრებს, ისინიც დიდის ამბით მოემზადებოდნენ მის დასახვედრად. ფარშევანგი მაშინვე კუდს გაშლიდა, რათა საზეიმო ელფერი მიეცა სასურველი სტუმრის მობრძანებისთვის. მგელიც უკუდგებოდა, ოღონდ აშკარად გამომწვევი ნაპერწკლები უხტოდნენ თვალებში. გველი განზე გასრიალდებოდა,…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 27, 2020 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
„ზღაპარს დავეძებ“ - მაღალ თაღზე ცეცხლივით ბრიალებენ ეს სიტყვები, დაუძლეველი ძალით გიზიდავენ. თაღი ბაღის შესასვლელი უნდა იყოს, ეს აქედანაც კარგად ჩანს. თვითონ თაღს ხვიარა მცენარე შემოხვევია, ოღონდ ისე, რომ ცეცხლოვანი წარწერა არ მიჩქმალოს.
წამით ნაბიჯს შეანელებ, დაფიქრდები, ხომ არ გაიმრუდო გზა, ზღაპრისკენ თუ მისი მაძიებლებისკენ ხომ არ გადაუხვიო... და უცბად აღმოაჩენ, რომ უკვე ზემოხსენებული თაღის ქვეშ დგეხარ, ცეცხლოვანი წარწერა…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 16, 2020 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
- მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...
ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.
- აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 21, 2020 წელი. 2:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
... ჭიანჭველა ვარ, ერთი ჭიანჭველათაგანი...
პასუხი არ მოჰყოლია ამ სიტყვებს და ისინიც ჰაერში გამოეკიდნენ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე....
ბაღში ვისხედით ხის მერხზე, ის უკვე იჯდა იქ, ვიღაც გაბურძგვნილი, მეტად მოცვეთილი შესახედაობის ტიპი... მე მივუჯექი გვერდით, მოხერხებულ ადგილს ვეძებდი მზეზე მისაფიცხებლად.
ერთხანს სიჩუმე სუფევდა, მერე კი ისევ გაისმა;
- ჭიანჭველა ვარ, ერთი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2020 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
საფეხური, კიდევ საფეხური, კიდევ მომდევნო... . . . ფართო საფეხურები, გალაქულივით კრიალა ზედაპირებით. მეტად თავმდაბალნი, სულ ოდნავ ქედმაღლობენ ერთმანეთის მიმართ, ალბათ ერთი თითის დადებაზე, მეტით ნამდვილად არა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე შევიგრძნობ. თანაც ეს თავმდაბალი საფეხურები დამრეცად არიან განლაგებულნი... ვიტყოდი, მეტისმეტად დამრეცად. თითქოს ვიღაცამ საგანგებოდ იზრუნა, რათა ამ საფეხურებზე სიარულისას ოდნავი დაღლაც კი არ მეგრძნო.…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 29, 2020 წელი. 4:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
... ადამიანის ცნობიერება „დროის ოკეანის
სანაპიროსთან დაფარფატებს, როგორც
პეპელა წყლის ზედაპირზე, და ეძებს ხომალდს.“
უპანიშადები
ქვიშის საათზე მინდა გესაუბროთ, ამ ბალღურ-ეშმაკურ სათამაშოზე. მისი სული და გული მინის ორი კონუსია, წვეროებით ერთმანეთზე მირჩილული. წვეროების გარდა მინის კონუსებს არაფერი აქვთ…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 26, 2020 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ისე მყისიერად შედგა, თითქოს რაღაც უხილავ დაბრკოლებას გადააწყდაო.... არა, ეს უკვე მეტისმეტი იყო, სიზმარს თუ ჯადოქრობას ჰგავდა, საკუთარ (თუ საოცრად მსგავს ) ქუჩაზე ამოეყო თავი.
დაერჭო შუა ტროტუარზე... კარგა დიდი ადგილი მონიშნა ჩამრგვალებულ- ჩაპუტკუნებული სხეულით. ირგვლივ ისე ევლებოდა მოსიარულე ხალხის ნაკადები, როგორც ჭორომს ევლება მდინარის ტალღები. მუჯლუგუნებსაც ბლომად ღებულობდა ყოველი მხრიდან, მაგრამ თითქოს ვერც კი აღიქვამდა…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 6, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
იმ დღეს მათი ჩხუბი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. უფრო შეხმატკბილებულ ძმაკაცებს ვერსად შეხვდებოდით, ბოლო ხანებში კიდევ უფრო დაუტკბნენ ერთმანეთს... თუ სადმე ახსენებდნენ შაშვის სახელს, იქ კაკაბიც უნდა ყოფილიყო, ანდა პირიქით. მგონი მამლების ჩხუბის გამო წაკამათდნენ, ერთი „ხტუნიას“ აქებდა, მეორე „ძიძგილას“. საუბედუროდ, სხვადასხვა ფალავნის თაყვანისმცემლები იყვნენ განუყრელი ძმაკაცები. თუმცა უწინ თურმე ორივე ერთ ფალავანს ეთაყვანებოდა, მაგრამ…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 1, 2020 წელი. 7:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (დასასრული)
უკვე მერამდენედ ვინატრე გველთან საუბარი... სიზმრად ნანახმა ფრინველ-ღრუბელმა ძალიან დამაფიქრა.
უპირველეს ყოვლისა, იმის შესახებ ვკითხავდი, თუ რად განშტოვდა სიზმარ-ცხადი ამ ზომამდე, რომ ხანდახან სრულებითაც აღარ ჰგვანან ერთმანეთს.
თუნდაც ის საშიშარი ფრინველ-ღრუბელი ვთქვათ, სიზმარში რომ ვნახე... ფრინველ-ღრუბელის მსგავსი არსება,…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2020 წელი. 5:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ნისლი დაეფინა სამოთხის ბაღს; თეთრი ნისლის მკვირვმა ფაფუკმა ბოლქვებმა იწყეს ფარფატი ზევით-ქვევით.
შევყურებ და მახსენდება, რა კარგად ვერთობოდი ამ ფაფუკ ბოლქვებთან თამაშით... მდუმარედ მეთამაშებოდნენ, მათ ხომ სიჩუმე უყვართ...
და, აი ახლა, ისედაც დადუმებულ სამოთხის ბაღს მდუმარე ნისლი ეწვია.
- როგორც ჩანს, დიდი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 24, 2019 წელი. 4:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
- ამჩნევ რაიმეს?
- რაზე ამბობ...
- სამოთხის ბაღში რაღაც გაუგებარი ხდება.
- მაინც რა?
- შეიცვალა. ისეთი აღარაა, როგორიც უწინ იყო...
მეძნელებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ რახან სათქმელი უკვე ვთქვი, სიტყვა აღარ გავწყვიტე. გულდაწყვეტით შევჩივლე ადამს, რომ სამოთხის ბაღს ვეღარ კი ვცნობ ამ ბოლო…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2019 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს ვუყურე მათ ხალისიან თამაშს, მზეზე ნაკლებად როდი უელვარებდათ სირბილისგან აწითლებული ლოყები.
მერე კი ბუჩქნარს მივაშურე ნოყიერი ბოლქვების შესაგროვებლად. როცა ჩემი პაწიები თამაშით დაიღლებიან, პირს ამით ჩაიგემრიელებენ.
ცისფერი ჩხიკვი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 3, 2019 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ერთხელ ყვავილოვან მდელოზე დავსეირნობდით მე და ჩემი პაწია მზეები. მე მათ ვასწავლიდი, თუ როგორ უნდა დაეკრიფათ ყავილები და მერე როგორ შეეკრათ თაიგულებად. მეცინებოდა, როცა ვხედავი, რა უგერგილოდ მბაძავდნენ თავიანთი პატარა ხელებით..
უცბად გველის ტყავი დავინახე, ბოლოსკენ ოდნავ დაკლაკნილი გაწვართულიყო ყვავილებით მოჩითულ ველზე. ჯერ კიდევ არ…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 21, 2019 წელი. 2:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად იძინებს. ასეთ დროს მახსენდება, რომ მეც ძალიან მსიამოვნებდა ჰამაკში ჩაძინება, მთელი სამოთხის ბაღი ნელნელა ირწეოდა ჩემს ჰამაკთან ერთად, ირგვლივ ყოველივე მშვიდი ნეტარებით სუნთქავდა.
კიდევ ბევრ რამეს ვხედავ ჩემთვის კარგად ნაცნობს, როცა ამ…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 16, 2019 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
- ვერ გამიგია, რა გემართება, - ამბობს ადამი და თან გამომცდელად მათვალიერებს. სხეულის ფორმა რომ შემეცვალა, ეს აკვირვებს.
- აკი გითხარი, მზე ჩამისახლდა სხეულში, - ვეუბნები პასუხად.
- ვითომ მართლა ასეა? - ეჭვიანად მეკითხება ადამი. გუმანით ვგრძნობდი, ჩემი სიტყვები არ სჯერა მეთქი და აჰა, გამართლდა ჩემი ვარაუდი, - უკვე კარგად…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2019 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ადრე ხელიდან მტაცებდა ყველაფერს, რასაც კი თვალს მოჰკრავდა... ადამზე გეუბნებით, ახლა კი სულ სხვანაირად იქცევა. რას ვიფიქრებდი, თუ რაიმე ამის მსგავსი მოხდებოდა; ორივე ხელი აუვსია ნაირნაირი მწიფე ხილით და მორბის.
- კარგად ვიცი, ხილი გიყვარს, - მეუბნება.
გემრიელად მივირთმევ მართლაც მშვენივრად დამწიფებულ ხილს, თან ადამსაც…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 31, 2019 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
აღარ ვიცი, რა გზას ვეწიო, ადამს ვეღარსად ვემალები. საითაც არ უნდა წავიდე, ბოლოს აუცილებლად მომძებნის.
არადა, ყოველთვის ვჯაბნიდი უწინ, დამალობანას თამაშის დროს. თითქმის ვერასოდეს მპოულობდა, რამდენიც არ უნდა ვეძებნე. ბოლოს მე თვითონვე დავუძახებდი: „ჭიტა!“ ანდა სიცილი წამსკდებოდა.
ახლა კი, „ჭიტას“ დაძახებას ვინ გაცდის, ისედაც…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 27, 2019 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•