აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 8, 2024 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 3, 2024 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
აპრილი თბილი დღეები მიეწყო და რა უცნაურია, რომ დღეს საგანგებო სამსახურმა დააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები - 3 და 4 აპრილს, ამინდი მკვეთრად გაუარესდება და ყურადღებით იყავითო, ზღვაზე შტორმიაო და ა.შ. დღეს ძალიან საქმიანი დღე გამოდგა - პარლამენტი გენდერულ კვოტირებასა და ქალი დეპუტატების თანაბარრაოდენობრიობაზე საუბრობდა, ოპოზიცია სიღარიბეზე, ომბუდსმენი წლის შეჯამებით გამოვიდა, ხოლო მმართველი გუნდი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 2, 2024 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარტის ბოლო მზიანია - შეგვიძლია ბოლო დღეების აქტუალურ მოტივზე წავიმღეროთ - კვირის ბოლომდე თბილი, უნალექო ამინდი შენარჩუნდებაო. ქვეყანაში კი არჩევნების წელს, როგორც ყოველთვის, აქტუალურია არჩევნები - ისევ საარჩევნო ბარიერები, კონსტიტუციური ცვლილებები, საარჩევნო სამზადისები, გაყალბებისა თუ გაუყალბებლობის მექანიზმები და ა.შ. ამჯერად, ემიგრანტი ქართველების ჩართულობა იყო მეინსტრიმული. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 29, 2024 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2024 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 25, 2024 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა, გუშინ ვაჟა აზარაშვილი. დღის მთავარი პოლიტიკური ამბავი კვლავაც პარლამენტიდან ისმოდა, სადაც ირაკლი კობახიძის მთავრობას მოუსმინეს და როგორც ადვილად წარმოადგენილი იყო, ნდობა გამოუცხადეს, მათ შორის უმრავლესობიდან წასულმა პარტიებმა და ოპოზიციონერებმა. გვიან საღამოს დასრულდა ეს ამბავი, ამიტომ მთელი დღის ნიუსრუმი ახალ მთავარობას დაეთმო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 8, 2024 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს პრეზიდენტის დღე იყო. ალბათ უფრო სენტიმენტალურ გამოსვლას ველოდებით, მაგრამ საკმაოდ თანმიმდევრული და მომზადებული იყო ქალბატონი პრეზიდენტი დღევანდლეი გამოსვლისთვის. ეს მისი ბოლო წლიური ანგარიშია პრეზიდენტის რანგში. შესაბამისად დღის მთავარი თემა სწორედ ის და მისი ინიციატივა იყო - ერთი პარტიის შექმნის. ასევე ოთხ მინისტრსაც მოუსმინეს პარლამენტარებმა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6622…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 6, 2024 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ორშაბათი მძიმე დღეაო, მაგრამ დღეს მძიმე კი არა, ხანგრძლივი უფრო გამოდგა, რადგან სასწრაფოდ ასარჩევ-დასამტკიცებელ მინისტრთა კაბინეტს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. ცხადია, ნდობას გამოუცხადებენ, მაგრამ მოსმენა მაინც სავალდებულოა. მთელი დღე ამ საკითხებს და სუსის აღოჩენილი ასაფეთქებლების ირგვლივ ტრიალებდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6648 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 5, 2024 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წვიმიანი დღეებით იწყება თებერვლის პირველი კვირა - 6 თებერვლამდე საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თითქის გადაიღალნენ კვირის ბოლოს და განსაკუთრებული სიახლეები და ახალი ამბები არ გვქონია, მაგრამ სამომვალო გეგმა მაინც ცნობილია - მთავრობა პროგრამა წარადგინა სახელწოდებით - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6688 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 2, 2024 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სანამ თებერვალი ისე მოიკრებს ძალას რომ ხეში ან ხევებში წყალი ჩააყენოს, იქამდე ქვეყანაში სამთავრობო დიდი ცვლილებებია წარმოდგენილი - პრემიერი წავიდა და მის ნაცვლად ახალი პრემიერი წარსდგა, ერთი ირაკლი, მეორე ირაკლიმ შეცვალა. პირველი თებერვალი იღბლიანი აღმოჩნდა მგოსნის გამზირისთვისაც - მართალია რეაბილიტაციის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა, ძალიან შორს, მაგრამ მოძრაობა ორმხრივად აღსდგა წერეთელზე და ესეც კი ეზეიმება…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 1, 2024 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შემოდგომის პირველი თვეც იწურება და ჯერ კიდევ ფარცხალაძის და პრეზიდენტის მოგზაურობების თემებია აქტუალური. ევროკავშირისგან ველოდებით რამეს, მაგრამ თან წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ თუ სტატუსი ან რაიმე მსგავსი არ გვექნება, ეს უსამართლობაა და უფრო მეტად არ მოგვეწონება ევროპა, ვიდრე აქამდე არ მოგვწონდა. პრემიერმა მდიდარი ვიყავი ყოველთვის და რა გიკვრით ჩარტერით რომ დავფრინავო. ლავროვმა ჩვენ ღარიბაშვილთან დავალაგეთ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჯერ კიდევ წვიმებია ბევრი, ყოველშემთხვევაში, ხვალ და ზეგ, აღმოსავლეთში იწვიმებს, ხოლო დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი გვექნებაო სინოპტიკოსებმა. სამაგიეროდ პოლიტიკურად აქტიური შემოდგომის ქარმა დაუბერა თბილისში, კერძოდ, შუშებიანი შენობიდან გაავრცელეს რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება წლის ბოლოს. დღის მთავარი ამბავიც ეგ იყო. ასევე ფარცხალაძის სანქციების თემაც კიდევ აქტიურობს, პრეზიდენტიც…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 18, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს სწავლა დაიწყო თუ განახლდა, როგორც უნდა ითქვას ან იკითხებოდეს, თქვენ ისე წაიკითხეთ. ფაქტია, მოსწავლე-ახალგაზრდობა სასწავლო გარემოში დაბრუნდა და ცხადია, დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი ესეც იყო, მით უფრო რომ პერმიერმა 30K სტუდენტს „ვალები გადაუხადა“. სხვა არანაკლებ თუ უფრო მნიშვნელვანი ამბავი იყო ფარცხალაძის ამერიკული სანქციები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6333 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 15, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეიდან რომ გამოდარებას ველოდით, ბუნებამ არც მასეა საქმეო და ახლა სინოპტიკოსებმა ცოტა შეცვალეს პირვანდელი ჩვენება - 13-15 სექტემბრის პერიოდში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდებაო. ამინდი აირია პოლიტიკაშიც - ნაცები ვერ გამორკვეულან ნაცობის საფუძვლებში და ღირებულებებში, ქოცები ვერ გამორკვეულან პრემიერი დაიცვან თუ პრემიერის მამა, პრეზიდენტი იმპიჩმენტს ელოდება და არსაიდან გაჩნდა ამერიკის ბაზების საქართველოში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 13, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მომდევნო სამი დღე შეიძლება წვიმიანი იყოს ან შიგადაშიგ წვიმიანი მაინცო, სინოპტიკოსებმა. პარალელურად ქალბატონი პრეიზდენტი მშობლიურადსაყვარელ საფრანგეთში მაკრონს შეხვდა, აქეთ ნაცებში გაურკვევლობაა და იქით ოცნება თავის მოწონებულ პრეზიდენტს აიმპიჩმენტებს. კალაძე თბილისის „მიხედვას“ განაგრძობს. ცესკოსთვის პარლამენტში კიდევ ახალ რეგულაციებს იღებენ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6268 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 6, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ესეც ეშხში შესული შემოდგომა - ჯერ ერთი რომ ქალაქში საცობები ძველებური სიდიადით დაბრუნდა და ასე ყოველნაბიჯგადათხრილ ქუჩებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია სადმე გადაადგილება - ე.ი. ხალხი დაბრუნდა, მეორეც დღეს უკვე პარლამენტიც ამუშავდა და ნიუსებიც მოგროვდა, უფრო კომენტარები ვიდრე საინტერესო ფაქტები ან რაიმე სასარგებლოდ გამოსადეგი. პრეზიდენტის იმპიჩმენტი კვლავ დღის მთავარი ამბავია და ასევე ბორელის მოახლოებული ვიზიტი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 5, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
საპირველსექტემბროდ ცუდი სპორტული დღე გამოდგა, დღეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიასთან 100:73 თითქმის სრულად დაკარგეს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. ამ დროს, ქართლმა ოცნებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაიწყო - მიზეზი, ჩვენ ავუკრძალეთ წასვლა და ის მაინც წავიდა ევროპაშიო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6293 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 1, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვიდრე აგვისტო მიიწურა, თბილისის ზოგიერთ უბანში მაინც მოაწყო წვიმის ტბორები და ქალაქის ქუჩების დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. ძირითადად გლდანი დაიტბორა, მაგრამ დაშავებულებზე ინფო არ გვაქვსო - მერია აცხადებს. დღის მთავარი ამბავი, ევროკავშირის 2030 წლის გაფართოების მოლოდინსა და მიშელის „დაიმედებას“ ეხებოდა, ასევე კარასინის განცხადებას - აფხაზეთისა და ოსეთის საერთაშორისო აღიარებაზე. დეგნანის წერილი გვქონდა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 29, 2023 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მედვედევის გამოხტომას ოსეთის და აფხაზეთის მიერთებაზე, ცხადია, ცხინვალიდან მიუჭახუნეს და ბანი მისცეს, საპასუხოდ, ჩვენთანაც გაკეთდა განცხადებები და დღის მთავარ თემად შეიძლება სწორედ ეს ამბავი მოვიაზროთ. შოვით შეშინებულზე რიკოთის აუდიტის მოთხოვნა იყო ამბავი, ასევე ცოტა ჯანდაცვა და ცოტაც 2023 მოსავლიანობა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6334 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 23, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•