წვიმიანი დღეებით იწყება თებერვლის პირველი კვირა - 6 თებერვლამდე საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თითქის გადაიღალნენ კვირის ბოლოს და განსაკუთრებული სიახლეები და ახალი ამბები არ გვქონია, მაგრამ სამომვალო გეგმა მაინც ცნობილია - მთავრობა პროგრამა წარადგინა სახელწოდებით - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6688 ლარია.
არა სამთავრობოობა - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილემ ლევან ნატროშვილმა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) თანადამფუძნებელმა, გიორგი კლდიაშვილმა პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესის მათი მონაწილეობის გარეშე წარმართვასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ისაუბრეს. ISFED-ში და IDFI-ში აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც დიდი პრობლემაა. მიხეილ სარჯველაძე - პოლიტიკურ ოპოზიციას ვარქმევ იმ ხალხს, ვინც არასამთავრობო სექტორის ნიღაბქვეშ რეალურად ოპოზიციის პოლიტიკურ საქმეს ემსახურება - მათთვის ხელისუფლების დაზიანების ერთადერთი ინსტრუმენტი ქვეყნის დაზიანებაა. გივი მიქანაძე ISFED-ის და IDFI-ის განცხადებაზე - სამწუხაროა, მაგრამ ეს არის არასამთავრობო სექტორის ამ წარმომადგენლების მხრიდან მორიგი სიცრუის ტირაჟირების მცდელობა.
ჭადრაკობანა - ზურაბ ჭიაბერაშვილი - ივანიშვილი ფაციფუცობს, რომ გადაარჩინოს საკუთარი ძალაუფლება, მაგრამ ერთი ირაკლის მეორე ირაკლით შეცვლა, მოკლე თუ გრძელი როქი საჭადრაკო დაფაზე, უნაყოფო მცდელობაა. პაატა მანჯგალაძე - ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე დააწინაურეს, მე ვიტყვი, რომ ის არ დააწინაურეს - CV-ში შეიძლება ჩაწეროს, რომ იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ არც ირაკლი კობახიძისთვის არ ხდება უკეთესი. თემურ ჯანაშია - ეს ხელისუფლება მეთორმეტე წელია მხოლოდ მაგიდის გარშემო ცვლის სკამებს, არაფერს აკეთებს მოსახლეობისთვის - მთავრობაში გადაადგილება ოლიგარქის პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყანაში არაფერს შეცვლის. ლევან ხაბეიშვილი - „ქართულ ოცნების“ ინტერესი ქართველი ხალხის კეთილდღეობა არ არის - არც ეკონომიკა გაიზრდება და არც არც სამუშაო ადგილები შეიქმნება, რაღაც მაგიდის გარშემო რამდენიმე ადგილი შეიცვალა. ბექა დავითულიანი ოპოზიციაზე - მათ კარგად იციან ირაკლი კობახიძის ინტელექტუალური შესაძლებლობები, ის უნარები, რომლითაც შეუდგება თავისი საქმის კეთებას, ამიტომ არ მგონია, რომ რაიმე პოზიტიურის მოლოდინი ჰქონდეთ საკუთარი თავისთვის. ირაკლი ქადაგიშვილი - საქმე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო მთავრობამ, ბოლომდე მივა, ახალ ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე 2024 წლის არჩევნების შემდეგ წარმოადგენს. პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან. იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერის განცხადებები, რომ ახალი მთავრობა მზად არის იმუშაოს ძალიან ძლიერად, რათა საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით წინ წაიწიოს. გია ხუხაშვილი - გაინტერესებთ ღარიბაშვილი რატომ მოხსნა? იმიტომ, რომ ყელში ამოუვიდა ის, რომ ყველაფერს ბიძინა აკეთებს.
ახალი მომავალი - სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გამოქვეყნდა. მთავარ ამოცანად რჩება ევროკავშირსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, დეოკუპაცია, საქართველოს რეგიონული და გლობალური როლის უფრო განმტკიცება. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიზნით, საქართველო გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან.
საყოველთაო აღწერა - საყოველთაო აღწერის ფარგლებში, მოსახლეობის რაოდენობის გარდა, შინამეურნეობის, მათ შორის ვაზის ჯიშების, მიწის ნაკვეთების ტიპების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ფრინველის სულადობის აღრიცხვაც მოხდება. „საქსტატი“ მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მონაწილეობის მიზნით, მოქალაქეების წახალისებას გეგმავს.
DRI - „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებით ბოლო პერიოდის ნაბიჯები გვაფიქრებინებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ფრთა შესაძლოა, გვერდზე გაწიოს და რადიკალურმა განწყობებმა „ხალხის ძალასთან“ მიმართებით გადმოინაცვლოს.
არჩევნები 2024 - მიხეილ დაუშვილი - ჩვენი მიზანია, „ნაცმოძრაობამ“ თავის განაყოფებიან, დანაყოფებიან, მარტივ მამრავლებიანად, ისევე როგორც „ოცნებამ“ თავის სატელიტებიანად, ჯამში 50%-ზე ნაკლები აიღონ. ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ გამარჯვებისთანავე ოზურგეთში დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდ აეროპორტს ააშენებს - მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა. ვაჟა ბერიძე - საარჩევნო კამპანიაა და ამ დროს პარტიის თავმჯდომარე უნდა გავიდეს ხალხში, შეხვდეს ადამიანებს, გააგებინოს საით მიდის ქვეყანა და ამ თვალსაზრისით ღარიბაშვილი უკეთესი ფიგურაა, ვიდრე კობახიძე.
ციფრული მომავალი - გიორგი ვაშაძე - აშშ-ს ციფრულ სავაჭრო პალატაში, „მაიქროსოფთის“, „ამაზონისა“ და „გუგლის“ წარმომადგენლებს ვხვდებით - საქართველოს შანსი აქვს, რეგიონის ლიდერი იყოს.
მღებავი მებაღე - სასამართლომ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის საკუთარ სახლში დააკავეს. საქმე ეხება სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატისთვის შესხმულ საღებავს. ხატზე გამოსახული იყო სტალინიც, რის მიმართ პროტესტის ნიშნადაც მოიქცა ნატა ფერაძე ასე (თავად როგორც ამბობს). გივი მიქანაძე ნატა ფერაძის საქმეზე - გადაწყვეტილება კანონის ფარგლებშია - მეტიც, გვექნება ინიციატივა, რომ მსგავს ქმედებებზე პასუხისმგებლობა გავამკაცროთ.
საზღვარგარეთულები:
გრანტ შაპსი - დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის დამარცხება უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთის მსგავსი დიქტატორული რეჟიმების მხრიდან თავდასხმის რისკი იზრდება.
ილჰამ ალიევის განცხადებით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, თუ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდება.
ჯო ბაიდენმა, დასავლეთ სანაპიროზე ჩადენილი ძალადობის გამო, ისრაელის 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.
ირანის პრეზიდენტი - ომს არ დავიწყებთ, მაგრამ თუ მჩაგვრელი ქვეყანა ჩვენს დაბულინგებას მოისურვებს, მკაცრად ვუპასუხებთ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ღაზაში ბრძოლების შეჩერება ლიბანთან საზღვარს არ შეეხება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია