ორშაბათი მძიმე დღეაო, მაგრამ დღეს მძიმე კი არა, ხანგრძლივი უფრო გამოდგა, რადგან სასწრაფოდ ასარჩევ-დასამტკიცებელ მინისტრთა კაბინეტს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. ცხადია, ნდობას გამოუცხადებენ, მაგრამ მოსმენა მაინც სავალდებულოა. მთელი დღე ამ საკითხებს და სუსის აღოჩენილი ასაფეთქებლების ირგვლივ ტრიალებდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6648 ლარია.
მთავრობაში დაწინაურებულები - პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
შეფასებები - ანა ნაცვლიშვილი - „ლელო“ ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს. ლევან ბეჟაშვილი - მთავრობის ეს შემადგენლობა მხოლოდ „ქოც-ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის - ჩვენი ნდობა ვერ ექნება. პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია და რა სინდისით მოდიან საერთოდ კიდევ ხალხთან სასაუბროდ?! ანა ბუჩუკური - მთავრობის გეგმის 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა. ლადო მგალობლიშვილი - ირაკლი კობახიძის სახით, საქართველოს პრემიერის თანამდებობაზე ეყოლება ქართული პოლიტიკის გამორჩეული ინტელექტუალი. კახა კალაძე - სრული მხარდაჭერა აქვს ირაკლი კობახიძეს, მის გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული პრემიერ-მინისტრი. იაგო ხვიჩია - ირაკლი კობახიძის მინისტრებს რომ ნდობა გამოვუცხადო უმრავლესობაში უნდა გადავიდე და მე მგონი, არავისთვის არანაირი საფუძველი არ მიმიცია, უმრავლესობაში გადასვლას რომ ვაპირებდე. ლევან სამუშია - სამთავრობო პროგრამას უნდა ერქვას - „ენას ძვალი არ აქვს“. თეონა აქუბარდია - სამთავრობო პროგრამას, ისევე როგორც პრემიერობის ახალ კანდიდატს, ჩემი ნდობა არ ექნება - ბიძინა ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადაადგილება მისი ძალაუფლების და გავლენების შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია. სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ხმაური იყო - ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა. ანა ბუჩუკური - ანრი ოხანაშვილი რატომღაც მინისტრობის კანდიდატებს იცავს, ეტყობა არ აქვს იმედი, რომ ისინი პასუხებს გასცემენ, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აკნინებს საკუთარი გუნდის წევრებს. გიორგი ვაშაძე - უმუშევრობისა და სიღარიბის გაღრმავების გეგმა უფროა ის, რაც წარმოადგინეს, ხოლო პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც ეკონომიკის არაფერი გაეგება - ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არაფრის შეცვლას არ აპირებს. მიხეილ სარჯველაძე - „კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა“ - ვშიშობ, ოპოზიციაში ბევრი ჩვენი კოლეგა ვერ დაიკვეხნის, რომ კარგი გამგონეა. მიხეილ დაუშვილი - მინისტრობის კანდიდატებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლობის განცდა. სხდომა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, არმაზ ახვლედიანსაც დაატოვებინეს.
საევროპოდ - პაველ ჰერჩინსკი - როცა საქართველომ გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, ის უკვე სრული სვლით მიემართებოდა ევროკავშირის ტექნიკურ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობისკენ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმებები არ ყოფილა ასეთი შორს მიმავალი. შალვა პაპუაშვილი - ახლო მომავალში ჩვენ ყველა ერთი დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვიქნებით - მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს შორის თანამშრომლობის ხიდების მშენებლობას. მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა დაუშვეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და მაქსიმალურად გავიზიაროთ მათი გამოცდილება. პაველ ჰერჩინსკი - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, ძალიან სერიოზულად შეხედონ რეფორმებს - პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს.
მიშამანია - ომბუდსმენის კონსილიუმი სააკაშვილზე - სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში - რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია, საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.
უსაფრთხოება - სუს-ი - ასაფეთქებელი მოწყობილობების შემოტანაში საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული - პროცესს ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე, „ხალხის მსახურის“ წევრი ანდრეი შარაშიძე უწევდა, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა. ჩნდება ვარაუდი, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ განხორციელდებოდა, როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში საქართველოს დაბრალდებოდა. სუს-ი - ამოღებულია რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება - ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა მასშტაბურ მსხვერპლს. სუს-ი - ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით, „სარფის“ პუნქტით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, „დარიალიდან“ იგეგმებოდა.
საზღვარგარეთულები:
უკრაინა - ჯო ბაიდენი კონგრესს - თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის მადას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებისთვის, ის მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება და ამერიკისთვის ხარჯები გაიზრდება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, სენატის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს, კენჭს არ უყრიან. ჯოზეფ ბორელი უკრაინაში ჩავა. ნიდერლანდები უკრაინას დამატებით ექვს F-16-ის ტიპის გამანადგურებელს გადასცემს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ახალ მექანიზმს განიხილავენ.
აშშ-მა „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო და სახლემეთო შეტევის ფრთოსან რაკეტებს დაარტყეს.
ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 112-მდე გაიზარდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია