დღეს სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა, გუშინ ვაჟა აზარაშვილი. დღის მთავარი პოლიტიკური ამბავი კვლავაც პარლამენტიდან ისმოდა, სადაც ირაკლი კობახიძის მთავრობას მოუსმინეს და როგორც ადვილად წარმოადგენილი იყო, ნდობა გამოუცხადეს, მათ შორის უმრავლესობიდან წასულმა პარტიებმა და ოპოზიციონერებმა. გვიან საღამოს დასრულდა ეს ამბავი, ამიტომ მთელი დღის ნიუსრუმი ახალ მთავარობას დაეთმო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 8, 2024 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს პრეზიდენტის დღე იყო. ალბათ უფრო სენტიმენტალურ გამოსვლას ველოდებით, მაგრამ საკმაოდ თანმიმდევრული და მომზადებული იყო ქალბატონი პრეზიდენტი დღევანდლეი გამოსვლისთვის. ეს მისი ბოლო წლიური ანგარიშია პრეზიდენტის რანგში. შესაბამისად დღის მთავარი თემა სწორედ ის და მისი ინიციატივა იყო - ერთი პარტიის შექმნის. ასევე ოთხ მინისტრსაც მოუსმინეს პარლამენტარებმა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6622…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 6, 2024 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ორშაბათი მძიმე დღეაო, მაგრამ დღეს მძიმე კი არა, ხანგრძლივი უფრო გამოდგა, რადგან სასწრაფოდ ასარჩევ-დასამტკიცებელ მინისტრთა კაბინეტს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. ცხადია, ნდობას გამოუცხადებენ, მაგრამ მოსმენა მაინც სავალდებულოა. მთელი დღე ამ საკითხებს და სუსის აღოჩენილი ასაფეთქებლების ირგვლივ ტრიალებდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6648 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 5, 2024 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წვიმიანი დღეებით იწყება თებერვლის პირველი კვირა - 6 თებერვლამდე საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თითქის გადაიღალნენ კვირის ბოლოს და განსაკუთრებული სიახლეები და ახალი ამბები არ გვქონია, მაგრამ სამომვალო გეგმა მაინც ცნობილია - მთავრობა პროგრამა წარადგინა სახელწოდებით - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6688 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 2, 2024 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სანამ თებერვალი ისე მოიკრებს ძალას რომ ხეში ან ხევებში წყალი ჩააყენოს, იქამდე ქვეყანაში სამთავრობო დიდი ცვლილებებია წარმოდგენილი - პრემიერი წავიდა და მის ნაცვლად ახალი პრემიერი წარსდგა, ერთი ირაკლი, მეორე ირაკლიმ შეცვალა. პირველი თებერვალი იღბლიანი აღმოჩნდა მგოსნის გამზირისთვისაც - მართალია რეაბილიტაციის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა, ძალიან შორს, მაგრამ მოძრაობა ორმხრივად აღსდგა წერეთელზე და ესეც კი ეზეიმება…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 1, 2024 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ზამთარი მიილია. კიდევ ერთი ხანდახანსიცივეშეპარული ზამთარი. მომდევნო დღეები კი შედარები შხაპუნა იქნება, გაზაფხული წვიმებით დაიწყებაო ამბობენ სინოპტიკოსები. ქვეყნის გარეთ თუ უკრაინის ამბავია აქტუალური, ქვეყნის შიგნით, უკრაინის მოქალაქე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გარშემო განვითარებული მოვლენების და გამოთქმული კომენტარების შეფასებების დღეა და ასევე, ხალხის ძალებშემოკრებილი პარტიის ინიციატივის განხილვები - აგენტები. დღეს 1 აშშ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 28, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ომის წლისთავი მოვიდა. მოლოდინები - ორ თვეში რუსეთი ყველაფერს აიღებს ან სანქციები მაქსიმუმ სამ-ოთხ თვეში რუსეთს თვითონ დაშლის - არ გამართლდა. ომის წლისთავის აღნიშვნა კვლავ ომში მოუწია უკრაინას და მის გულშემატკივარ მსოფლიოს. ცხადია, დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო საქართველოში და პოლიტიკური განცხადებებიც მთლიანად ამ თემის გარშემო ტრიალებდა და მომიჯნავედ - ევროკავშირის გზა. ცხადია, ბოლო კვირის რეზონანსული ამბავიც - აგენტებად რეგისტრაციების…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 24, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
უკვე ბოლო წლების ტრადიციად გვექცა რომ თებერვლის შუა რიცხვებში ზამთარი უნდა დაგვიდგეს - სინოპტიკოსებიც ამბობენ, რომ საქართველოში უამინდობა 18 თებერვლამდე გაგრძელდება. დღის მთავარი ამბავი სინოდის სხდომა იყო, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხაინა არ ჩატარებულა და დღესაც ძალიან სწრაფად, ორმოციოდე წუთში დასრულდა, თუმცა ოქმი ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. ასევე ევროკავშირის და რუსეთი გზა, ახალი ელჩი და სხვა ამბები შეგვხვდა მეინსტრიმში. დღეს 1 აშშ დოლარის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 14, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
უცნაური, უჩვეულო ამინდით დაიწყო ორშაბათი - თოვდა და მზე დაგვნათოდა. ფაქტია რომ ძალიან აცივდა და უახლოესი დღები ასეთი იქნება. დღის მთავარი ამბავი კულტურას და მის მინისტრ წულუკიანს უკავშირდებოდა, ასევე პრემიერის ფართო, საერთაშრორისო ტრიბუნიდან გამოსვლები და შეხვედრები, ცოტა ოპოზიციური სიჭრელე და ანონსები აქციებზე, მიშა და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6619 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 13, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
თებერვლის სრული კვირიაკე მიილია. დღის მთავარ ამბავს თავდაცვის მინისტრის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა და განცხადებები წარმოადგენდა, ცხადია ფართო გამოხმაურება მოჰყვა ამ თემას. ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელი ერთმანეთის საკინკლაო ამბებიც მრავლად იყო. ასევე საპარლამენტო განხილავ ჟურნალისტების საკანონმდებლო ორგანოში მოღვაწეობის შესახებ. ტრაგედია და უკრაინის ომიც ასევე მეინსტრიმში იყო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6670…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 10, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მთელი მსოფლიო თურქეთ-სირიის ტრაგედიით არის მოცული და შესაბამისად, სიახლეების მთავარი ამბავი ისევ იქიდან ისმის. ქვეყნის შიგნით, ოპოზიციური განწყობების, პოზიციური რუსული ფრენა-სიკეთეების, სააკაშვილის გამოსაშვები აქციების და ამერიკის ელჩის განცხადებებია პოპულარული. ცოტა ცესკო, ცოტა უგულავა და დაჭერილი ტერორისტის უდანაშაულობებიც აქტუალურია. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6702 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 9, 2023 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
როცა პარლამენტი ამუშავდება, დღის ნიუსფიდი უფრო მრავალფეროვანი ხდებაო, ნათქვამი არ არის, მაგრამ დაკვირვებაა. აქტუალობა ცხადია ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ თემას ჰქონდა - თურქეთში მომხდარ მიწისძვრებს. რაც შეეხება ქვეყნის შიდა ამბებს, აქ ბოიკოტი, აქციები, მიშას ჯანმრთელობა და ევროპულ მომავალზე კომენტარები იყო. პრეზიდენტის ვრცელი განცხადებაც გავრცელდა დღის ბოლოს. მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. დღეს 1…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 7, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ომი უფრო ხანგრძლივი და სასტიკი გამოდგა. ალბათ, ასეც არ ვარაუდობდა არავინ, მათ შორის არც თავდამსხმელი რუსეთი და არც დამხდური უკრაინა, მაგრამ ფაქტი ასეთია - ომი უკვე მეხუთე დღეა გრძელდება და ნელ-ნელა უფრო მკაცრდება კიდეც. დღესვე განსაკუთრებით აქტუალური იყო პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლები და მერე მისი კომენტარები. ჰაკერებისგან კი ველოდებით რუსეთის აგენტების სიას და იქ ქართული გვარ-სახელების ამოკითხვას. ასე მიიწურა თებერვალი. ლარის ამბავი - 1…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 28, 2022 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
კიდევ ორი დღე ომში - უკრაინაში ომი გრძელდება და რუსები ჯერ-ჯერობით არ ჩერდებიან. მეტიც, დღეს უკვე პუტინმა ბირთვულ იარაღის გამოყენებაზე მზაობის და მომზადების ბრძანებაც გასცა. სანქციები მკაცრდება და უკრაიანში საბრძოლო იარაღი იგზავნება. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.1720 ლარია.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 27, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს ოკუპაციის დღეა! აი, ყოველ წელს რომ თბილისის თალხსა და ცელით მოსულ სიკვდილზე წერენ ხოლმე, ის დღე. თუმცა ამჯერად ოკუპაცია უკრაინაში მიმდინარეობს და მთელი მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს დღის წესრიგიც სწორედ უკარაინიდან „იმართება“. ომის საშინელებამ ბოლო ორი დღე ისეთი ხანგრძლივი გახადა რომ გამორკვევაც კი ჭირს. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.1540 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2022 წელი. 11:30pm —
2 კომენტარი
________________
უკრაინაში ომი დაიწყო! გამთენიისას რუსულმა ბომბებმა გააღვიძა უკრაინა და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში, ამ დრომდე არ შეჩერებულა. შესავალ სიტყვაში სხვა ვერაფერს დავწერთ - ომია. ლარის ამბავი დოლარტან უარესდება - 1 დოლარის ღირებულება - 3.252 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 24, 2022 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
გუშინდელი, ორიანების თარიღი რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაწყების თარიღად მოინიშნება, სავარაუდოდ. თუმცა ჯერ ღია ცეცხლი და ტყვიების ზუზუნი არ ისმი (ღმერთმა ნურც ქნას) თუმცა თითქოს ყველაფერი აქეთკენ მიდის. მთელი მსოფლიო ახლა სწორედ უკრაინა-რუსეთის ან პირიქით ომის თვალთვალშია და შიდა პოლიტიკური ამბებიც კი მათ ფონზე განიხილება, ყოველშემთხვევაში ჩვენთან ასეა. დღეს იუნკერების დღე გვაქვს და რამდენიმე სიტყვა ნიუსრმში მათაც დაეთმოთ. ლარის ამბავი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 23, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტრადიციულად, როდესაც ექსპრეზიდენტის სასამართლო დღის მთავარი განხილვის თემაა ხოლმე და დღესაც ასე იყო - მეინსტრიმის ერთი სიმი მას დაეთმო. ვრცელი ამბავი მოჰყვა გავრცელებულ ვიდეოკადრებს რომელშიც ჩანს ერთი მორჩილი როგორ ურტყამს მეორეს. დღეს ასევე ინსპექტორის სამსახურზეც იყო ნიუსები და ცხადია, უკრაინის ძალიან მძიმე და დაძაფული თემაც არავის დავიწყებია. თბილი დღეები გრძელდება მომდევნო ორი სამი დღე, ამიტომ ვისიამოვნოთ გაზაფხულით. ლარის ამბავი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 21, 2022 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
პოლიტიკის ეპიცენტრი თუ რუსთავში გადავიდოდა ვინ წაროიდგენდა, მაგრამ ფაქტია, ბადრი ჯაფარიძემ ეს შეძლო და თავისი საკანდიდატო მობრუნების მცდელობით, პოლუსური დაპირისპირება გააგრძელა. დღეს პარლამენტის საქმიანობიდან მხოლოდ ბადრი არ მეინსტრიმდებოდა, ფინანსთა მინისტრსაც ერთ-ერთი აქტუალური და ვრცელი კომენტარები ჰქონდა. ასევე უკრაინის საკითხს და პროკურატურის ამბების, აუდიტორულს თუ დაგეგმილს. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0008 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
უკრაინაში ომი არ არის! დღევანდელმა მოლოდინმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა ჯარის მობილიზება და მზადყოფან ჯერ კვლავ აქტუალურია. მსოფლიო უკრაინისკენ იმზირება. ჩვენს ქვეყანაში კი აქტუალურია ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურა რუსთავის არჩევნებში. საინტერესო იყო სხვადასხვა წვრილ-წვრილი ამბებიც. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 2.9934 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 16, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•