კორონა საქართველოშია, ეკონომიკური ფორუმი და გარჩევა სადილზე

      საღამოს ყველაზე ხმაურიანი ამბავი - ვირუსმა საქართველოშიც შემოაღწია - საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა - ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 თებერვალი, 2020

      მორიგება ტრადიციულად - სუფრასთან - სერგი კაპანაძე - მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება არის არა დათმობა, არამედ ქიში ოპოზიციის მხრიდან. ალეკო ელისაშვილი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ თბილისში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება არსებობს. გია ვოლსკი - ოპოზიცია ერთმანეთში ვერ შეთანხმებულა და სადილის პერიოდში რა შეთანხმებაზეა საუბარი. სერგი კაპანაძე აშშ-ს საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე - ეს არ იყო სადილი, სადაც რაღაც შეთანხმებები იქნა მიღწეული ან მოლაპარაკებების ფორმალური რაუნდი გაიმართა. ეკა ბესელია - ოპოზიციის ყველა ლიდერი უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი და სადაც შესაძლებელი იქნება, ოპოზიციის კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები არ უნდა წაართვან. დიმიტრი ხუნდაძე - ახლა არც ბურთის და არც პურმარილის დრო არ არის - იწურება დრო, როცა შეიძლება საერთო შეთანხმება იქნას ფურცელზე დაწერილი. მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის პოზიციის გამო ერთი ადგილის ტკეპნა გვიწევს - ვიტოვებთ იმედს, რომ დიალოგში შემოვლენ.

      მინისტერიალი სტრასბურგში თბილისის ნაცვლად - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. გია ვოლსკი მინისტერიალის თბილისში ჩატარებაზე - ქართული კანონები არ უნდა დაირღვეს, მაგრამ ამის ალტერნატივა თბილისიდან სხვაგან გადატანა არ არის, თუ ამის აუცილებლობა არ დგას. ზურაბ აბაშიძე ევროსაბჭოს მინისტერიალზე - ყველაფერი ჩატარდება ისე, რომ ჩვენს კანონმდებლობასაც მივაგებთ შესაბამის პატივს და საერთაშორისო ვალდებულებებსაც შევასრულებთ. მარიამ ჯაში - თუ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა თბილისში ჩატარდება, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვიოს. მამუკა მდინარაძე - როცა ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ვერ არჩევს ქვეყანას აყენებს ზიანს თუ "ქართულ ოცნებას", ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება ყველაზე კარგი გამოსავალი იყო. გიგა ბოკერია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის სტრასბურგში გამართვაზე - ცუდია, რომ ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რადგან იყო საზოგადოების და დემოკრატიული ოპოზიციის წნეხი. დავით ზალკალიანი - ძალიან მწყდება გული, რადგან მართლაც უნიკალური შესაძლებლობა იქნებოდა, ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციებისთვის გვემასპინძლა. რომან გოცირიძე - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სტრასბურგში ჩატარება ხელისუფლების კაპიტულანტური პოზიციაა - საქართველოს მთავრობა კვლავ დაემორჩილა რუსეთის შანტაჟს. პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლებას თავის თავზე უნდა აეღო სითამამე და ევროპის საბჭოს მინისტერიალი თბილისში ჩაეტარებინა - ეს არის ხელების აწევა ოპოზიციის სიძლიერეზე.

      ეკონომიკური ფორუმი ფართო განხილვით - სებასტიან მოლინეუსი - საქართველოს ეკონომიკა ოპტიმისტურ ტრაექტორიაზეა. ივანე მაჭავარიანი - მომდევნო წლების პრიორიტეტი სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება. PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი - საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია. ლეშეკ ბალცეროვიჩი - საქართველომ ბევრს მიაღწია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის და ბიზნესის გახსნილობის კუთხით. გიორგი გახარია - საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება, ეს იქნება შავი ზღვის, პირდაპირი ფრენების თუ რკინიგზის საშუალებით. ვანო მაჭავარიანი - ანგარიშვალდებულების კუთხით, ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე რომელიმე მინისტრს გაუკეთებია. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლარის კურსი ბევრ რამეზე, მათ შორის საგარეო მოვლენების განვითარებასა და კორონავირუსის შედეგად მიმოსვლის შეფერხებაზე იქნება დამოკიდებული. სსფ-ს წარმომადგენელი - საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად. ფინანსთა მინისტრი - გასაკვირი არაა, რომ საქართველომ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ინდექსში ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ვასო ურუშაძე - პრემიერი სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაში ალბათ, გადამფრენ ჩიტებს გულისხმობდა. ლეშეკ ბალცეროვიჩი - ინვესტიციების მაღალი დონის გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს. მაია ცქიტიშვილი - მიმდინარე სამუშაოებშია დაახლოებით 140 კმ საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა, საიდანაც 70 კილომეტრის მშენებლობა წელს დასრულდება. ნათია თურნავა - საქართველომ წლების წინ აირჩია ეს გზა - ლიბერალური საბაზრო რეფორმები, ლიბერალური ბაზარი, მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში. ნათია თურნავა - დღეს 46 ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მსოფლიოს მასშტაბით, ეს უდიდესი შესაძლებლობაა ადგილობრივი ბიზნესებისთვის. ივანე მაჭავარიანი - სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. ლეშეკ ბალცეროვიჩი - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით თქვენ, ფაქტობრივად, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წევრი დე ფაქტო გახდით. ივანე მაჭავარიანი - წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ. ნათია თურნავას განცხადებით, ლარის გამყარება იმის დასტურია, რომ ეროვნული ვალუტა მყარი და ჯანსაღი ვალუტაა და ეკონომიკა მყარად ვითარდება. მაია ცქიტიშვილი - ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი და ესაა პირდაპირი ბმა ეკონომიკურ განვითარებასთან. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი - საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს - ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო რეიტინგებში ინდექსების გაუმჯობესებას. სებასტიან მოლინეუსი - ვხედავ მთავრობის მონდომებას, რაც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას - საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატიც კიდევ უფრო უმჯობესდება. კარლ ჰარცელი - DCFTA ზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას. მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკურ კონფერენციაზე, რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის ინტეგრირებული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

      ხორავას ბიჭები - ადვოკატი - ზაზა სარალიძე დაარწმუნეს, თითქოს კალანდიას იმიტომ არ იჭერდნენ, სუბელიანი ხელისუფლებას დაემუქრა, რომ ტრაპიზონში აქვს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები.

      ქართული ჯარი გაუყინავი ღორის ხორცით მომარაგდება.

      მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 13 პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაც კი არ არის

      კალაძე და თბილისის მომავალი - კახა კალაძის ინფორმაციით, კომპანია „თეგეტა მოტორსი“ თბილისში 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანს. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ვადა 28 თებერვალს იწურება. კახა კალაძე - არის ქუჩები, სადაც იყიდება აალებადი მასალები, საბურავები და ისინი ინახება სახლების სარდაფებში - ღმერთმა დაგვიფაროს, ცეცხლის კერა გაჩნდეს, ამას ვერანაირი სახანძრო ვერ უშველის. ორი წლის განმავლობაში 2000 ადამიანი გადავამზადეთ და აქედან 70% გვყავს დასაქმებული - წელს ვაორმაგებთ თანხებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. მოვუწოდებ სამშენებლო კომპანიებს, კეთილი ინებეთ და ვალდებულებები შეასრულეთ - ხალხის გამოგზავნა და თხოვნა, რომ არ დაგვაჯარიმოთ, არ გამოვა. მიკროავტობუსები სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ასევე ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მტვერი იყოს თბილისში. კალაძის ინფორმაციით, გლდანის რაიონის ორ ქუჩაზე შესაბამისმა კომპანიამ სამუშაო უხარისხოდ შეასრულა და მათ თავისივე ხარჯებით მოუწევთ ორივე ქუჩის მოწესრიგება. რევაზ სოხაძე - კახა კალაძის ინიციატივა თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ გადადგმული კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

      დეკანოზის საქმე - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქოს დეკანოზ მამალაძის სასჯელის გადავადებაზე პოზიცია ვერ ექნება - ჩვენი სამუშაო შევასრულეთ და გადავეცით თხოვნა პრეზიდენტს მის შეწყალებაზე.

      ქართველი ჟურნალისტები - ალექსეი პუშკოვი - ქართველი ჟურნალისტები, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკიდურესად ეგზალტირებული ქალბატონები არიან.

საზღვარგარეთულები:

      მილიარდელი ვირუსი - ჩინეთში კორონავირუსის გარდაცვლილთა რაოდენობა 2715-მდე გაიზარდა, ხოლო სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1146-მდე ავიდა. აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ამერიკელებს კორონავირუსის გავრცელების შესახებ აფრთხილებს. იტალია - დაღუპულთა რაოდენობა 11. მედია - ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობები დათბა. ჯანდაცვის მინისტრი - ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო იტალიასთან მიმართებით ამ ეტაპზე დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის დამატებით 115 შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკვე 14,36 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. მაია ცქიტიშვილი - ჩინელ კონტრაქტორებს ვთხოვეთ, თავი შეიკავონ დამატებითი პერსონალის ჩამოყვანაზე, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ საკარანტინო ზომები სწორად ხორციელდება. ნათია თურნავას განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვის გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა. მაია ცქიტიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მაგისტრალის 6 მონაკვეთზე ჩინური კომპანია აწარმოებს სამუშაოებს, დასაქმებულთა 80% ქართველია. ზურაბ ჭიაბერაშვილი - თუ კორონავირუსი საქართველოში დაფიქსირდა, მთავრობამ მასზე რეაგირება ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის ამარა არ უნდა დატოვოს - წინა პლანზე ჯანდაცვის სამინისტრო უნდა გამოვიდეს. ლათინურ ამერიკაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბრაზილიაში დაფიქსირდა. ნათია თურნავა კორონავირუსზე - გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის - ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ.

      ჭეშმარიტება - ვლადიმერ ზელენსკი - კვირაში შვიდი დღეა, დედამიწა მრგვალია, ყირიმი უკრაინაა!

      ომი აღმოსავლეთში - იდლიბის პროვინციაში ასადის არმიის იერიშებს 20 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, პროთურქულმა ძალებმა სირიის სტრატეგიულ ქალაქ ნაირაბზე კონტროლი აღადგინეს

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 160

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

George: თებერვალი 26, 2020||10:30pm

#qwellynews ჯანდაცვის  სამინისტრომ დაადასტურა, რონ საქართველოს მოქალაქეს კორონა-ვირუსი აღმოუჩინეს! #COVID-19

George: თებერვალი 26, 2020||10:33pm

ხეხ.. სანამ კომენტარს ვწერდი პოსტმა გამასწრო( ნეტავ სისწრაფის ვირუსი არსებობს?)

ლაშა: თებერვალი 26, 2020||10:40pm

#qwelynews პირბადეების დეფიციტია - რა გასაკვირია, პირბადეები ხომ ჩინური იყო! )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters