ომი უფრო ხანგრძლივი და სასტიკი გამოდგა. ალბათ, ასეც არ ვარაუდობდა არავინ, მათ შორის არც თავდამსხმელი რუსეთი და არც დამხდური უკრაინა, მაგრამ ფაქტი ასეთია - ომი უკვე მეხუთე დღეა გრძელდება და ნელ-ნელა უფრო მკაცრდება კიდეც. დღესვე განსაკუთრებით აქტუალური იყო პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლები და მერე მისი კომენტარები. ჰაკერებისგან კი ველოდებით რუსეთის აგენტების სიას და იქ ქართული გვარ-სახელების ამოკითხვას. ასე მიიწურა თებერვალი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2054 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 28 თებერვალი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 25 პაციენტი. COVID-19-ზე ტესტირების პროგრამაში ცვლილებები შედის - 1-ლი მარტიდან, PCR ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება.

      ხუთი დღე ომში - უკრაინის შსს - რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგად, უკრაინაში ოთხი დღის განმავლობაში 352 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 14 ბავშვია. ვიტალი კლიჩკო - კიეველებს მოვუწოდებ, ეს ღამეც თავშესაფრებში გაატარონ. უკრაინული მედია - რუსეთის ძალებმა ზაპაროჟიეს აეროდრომი დაბომბეს. უკრაინული მედია - რუსეთის ძალებმა ნიკოლაევსკის აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. უკრაინული მედია - რუსეთის ფედერაციის 11 სადესანტო ხომალდი ანექსირებული ყირიმიდან ოდესისკენ მიემართება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატით რუსულ ძალებზე წარმატებული იერიში მიიტანეს. მოიერიშე თვითმფრინავები ბელარუსიდან უკრაინისკენ მიფრინავენ. კიევსა და ხარკოვში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონს - მომდევნო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტია. ჩერნიგოვში რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება. უკრაინის შეიარაღებული ძალები - მტერი კიევში შემოჭრას ცდილობდა, მაგრამ მათი ყველა მცდელობა ჩაიშალა - ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი სახლი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. ვოლოდიმირ ზელენსკი - ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბარი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მქონდა. The Times - კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა აქვს დავალებული. მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა გადაიდო, სანკტ-პეტერბურგის ბირჟაზე კი გარიგების გარდა ყველა სხვა რეჟიმში ვაჭრობა შეჩერებულია. BBC - ჩერნიგოვში, მთელი ღამის განმავლობაში ჭურვები ცვიოდა, ერთი ადამიანი დაშავდა. კიევში, დღეს, 08:00 საათიდან სასურსათო მაღაზიები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნა. დმიტრო კულება - მოვითხოვთ, რუსეთის გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს - ახლა მისი შესყიდვა გულისხმობს იმას, რომ ფულს უხდით ქალების, კაცებისა და ბავშვების მკვლელებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ომი ევროპული გახდა - ძვირფასო უკრაინელებო, წინააღმდეგობის 96 საათი, გამარჯვების, გამბედაობის, თავდადებისა და რწმენის 4 დღე! ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე - ქალაქი სჩასტიე რუსული სამხედროების მიერ 80%-ით არის განადგურებული, მოსახლეობას ევაკუაცია სურს, თუმცა ვერ ხერხდება, რადგან საევაკუაციო ავტობუსები იბომბება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ბერდიანსკის რაიონი დაიკავეს. ბოლო საათებში უკრაინის რამდენიმე ქალაქში საჰაერო დარტყმის მაუწყებელი განგაშის სიგნალის ხმა ისმის. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - მტერმა დაახლოებით 5 300 ჯარისკაცი დაკარგა. რუსეთის ცენტრალური ბანკი წლიურ საპროცენტო განაკვეთს 9,5%-დან 20%-მდე გაზრდის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევის მოსახლეობას „უსაფრთხო დერეფანს“ სთავაზობს. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს, რომ რუსულმა ძალებმა მსოფლიოში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ევროკავშირს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ახალი სპეცპროცედურის მიხედვით სთხოვს. ხარკოვში „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა. ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას - როცა კენჭს ვიყრიდი, ვამბობდი, რომ ყველა უკრაინელი პრეზიდენტია, ახლა კი ყველა ჩვენგანი მეომარია, რადგან პასუხს ვაგებთ ჩვენს მშვენიერ უკრაინაზე. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა თავისი თავი გამოამჟღავნა, თუ როგორი გახდა ის - 4 დღე-ღამეში, რუსული დაბომბვების შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა და 45 დაშავდა. ვოლოდიმირ ზელენსკი რუს სამხედროებს - არ დაუჯეროთ მეთაურებს, დაყარეთ იარაღი და წადით, გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე - რუსეთი განიცდის ისეთ ზარალს, თითქოს ომმა მათ ტერიტორიაზეც გაიარა, რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი? რაში? უკრაინის პრემიერ-მინისტრის განაცხადებით, ოფიციალური კიევი ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს უახლოეს პერიოდში შეიტანს. დმიტრო კულება - გაწყვიტეთ ყველა საქმიანი კავშირი რუსეთთან - რუსეთთან ბიზნესის წარმოება დღეს ნიშნავს 21-ე საუკუნის ჰიტლერის, ვლადიმერ პუტინის დაფინანსებას. CNN - უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან დღემდე რუსეთში ომის საწინაღმდეგო აქციებში მონაწილე 5942 მოქალაქე დააკავეს. რუსულმა ძალებმა სუმში ნავთობის საცავი ააფეთქეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ დიდი დანაკარგების მიუხედავად, მტერი უარს არ ამბობს თავის ძირითად მიზანზე, რაც კიევზე კონტროლის დამყარებას გულისხმობს. ჩერნიგოვიში დაბომბვის გამო ხანძარი გაჩნდა, იწვის ჰიპერმარკეტი და სახლები. BBC - უკრაინაში პაციენტების სამკურნალოდ ჟანგბადის მარაგი მცირდება. BBC - რუსეთმა საკუთარ ავიაკომპანიებს ფრენები 36 ქვეყანაში აუკრძალა. რუსმა სამხედროებმა „გრადის“ ტიპის საბრძოლო სისტემიდან ვოლნოვახის მოსახლეობას ევაკუაციის დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო - უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე 2040 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 45 ბავშვი. უკრაინამ ინტერპოლს რუსეთის ორგანიზაციიდან გარიცხვისკენ მოუწოდა. რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში 30%-ით გაუფასურდა. უკრაინის უმაღლესი რადა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში რუსებისთვის ქონების კონფისკაციას გულისხმობს. CNN - კიევის მახლობლად აფეთქებების ხმა ისმის. სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მტრის 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა განადგურდა.

      პირველი მოლაპარაკებები ომის ფონზე - ბელარუსის საგარეო უწყება იმ ოთახის ფოტოს აქვეყნებს, სადაც რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები სამ საათზე დაიწყო. დიმიტრი პესკოვი უკრაინაში შეჭრაზე - არა მგონია, ოპერაციის შედეგების შეჯამების დრო იყოს. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს - შეგიძლიათ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ - ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად შესაძლებელი გახდება გამოსავლის პოვნა. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა. რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი რამდენიმე დღეში შედგება. ლეონიდ სლუცკი - „მოლაპარაკებები ძნელია. უკრაინის დელეგაცია მზად იყო მოესმინა და მონაწილეობა მიეღო იმ საკითხების ყველაზე დეტალურ განხილვაში, რომლებიც დგას არსებულ დღის წესრიგში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავდით, რომ ასეთი საუბარი არ შემდგარიყო, მაგრამ ის შედგა“. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მოლაპარაკებებზე - რუსული მხარე კვლავ უკიდურესად მიკერძოებულია.

      მაკრონ-პუტინი - ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია - ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ზოგიერთი შეთანხმება დაიცვას. ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან საუბარში ომის შეწყვეტის პირობები დაასახელა. პუტინმა აუცილებელ პირობად დაასახელა „უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების უპირობო გათვალისწინება“, რაც, მისი თქმით, მოიცავს: ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას; უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას; რუსეთის სახელმწიფო ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას. კრემლის ლიდერმა ასევე გაიმეორა თავისი განცხადებები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები „არ ემუქრებიან მშვიდობიან მოსახლეობას და არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე“. „მან ამ ყველაფერში „უკრაინელი ნაციონალისტები“ დაადანაშაულა“, - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

      მსოფლიოს გამოხმაურებები - Reuters - გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხზე გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა. საფრანგეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ რუსეთი. ბორის ჯონსონი - პუტინის მიერ რუსეთის ბირთვული ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა იმ რეალობას მოწყვეტაა, რომელიც უკრაინაშია - ასეთ წინააღმდეგომას კრემლი არ ელოდა. შარლ მიშელი უკრაინელებს - პასუხს ვაგებინებთ მათ, ვინც ამ ომზეა პასუხისმგებელი - ჩვენი იარაღი, საბრძოლო მასალა, რაკეტები და საწვავი თქვენთან მოდის. შვეიცარიის პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა ნეიტრალური ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს და რუსული აქტივები გაყინოს. ფონ დერ ლაიენი - უკრაინა ერთ-ერთი ჩვენთაგანია და გვინდა, რომ ევროკავშირში იყოს. ბელარუსში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ჯო ბაიდენი პარტნიორებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციას განიხილავს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა დღეს გაიმართება. ჟაირ ბოლსონარუ - უკრაინელებმა თავიანთი ქვეყნის ბედი კომიკოსს ანდეს - ბრაზილია რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს. Washington Post-ის ინფორმაციით, ბელარუსმა, რუსეთის დასახმარებლად უკრაინაში საკუთარი ჯარისკაცები შესაძლოა, დღეს გაგზავნოს. პენტაგონი პუტინის გადაწყვეტილებაზე ბირთვული ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ - ეს ნაბიჯი ვითარების გამამწვავებელია. კონდოლიზა რაისი - პუტინის იმედგაცრუება არის ის, რაც უკან დახევას აიძულებს - მას ექნება პარანოია მის გარემოცვასთან დაკავშირებით. სინგაპური რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აპირებს, სასანქციო ღონისძიებებს სამხრეთ კორეაც უერთდება. გაერთიანებული სამეფო რუსეთს კიდევ უფრო მეტ სანქციას უწესებს. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკვე დამტკიცებული 100 მილიონი დოლარის გარდა იაპონია უკრაინის დასახმარებლად კიდევ 100 მილიონ დოლარს გამოყოფს. CNN - ამერიკელთა უმეტესობას სურს, რომ აშშ-მა მეტი გააკეთოს რუსეთის შესაჩერებლად, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგებიან პირდაპირ სამხედრო მოქმედებას. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამშაბათს პოლონეთსა და ესტონეთში გაემგზავრება. CNN - თეთრი სახლი ყურადღებით ადევნებს თვალს ბელარუსს და მზად არის მეტი სანქციის დასაწესებლად. „ფიფა“ და „უეფა“ რუსეთის ყველა კლუბსა და ეროვნულ გუნდს აკრძალავენ. აშშ-ის საელჩო ბელარუსში მუშაობას აჩერებს. რუსეთისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცის დახურვის გამო, სერგეი ლავროვმა ჟენევაში ვიზიტი გააუქმა. ანტონიო გუტერეში - უკრაინაში ბრძოლა უნდა შეწყდეს! ფინეთის მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინას იარაღს გაუგზავნის.

      ქართული უკრაინოფილია - ნიკა მელია - ქართული საჰაერო სივრცე უნდა ჩაიკეტოს პუტინის რუსეთისთვის და რუსეთის პროპაგანდისტული არხები საქართველოში აღარ უნდა მაუწყებლობდნენ. ჯოზეფ ბორელი - საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს ომი, კარგად იცის, თუ რას განიცდის უკრაინელი ხალხი - მოვიდა დრო, მტიცედ დავდგეთ და ხმა ავიმაღლოთ. ეკონომიკის სამინისტრო - უკრაინაში მიმავალი ბორანი ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდება, მასზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები კი სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსდებიან. პაატა მანჯგალაძე - საერთოდ ვერ ვიგებ, სად არის და რას აკეთებს „ქართული ოცნების" ხელისუფლება, გასულია მომსახურების ზონიდან! აკაკი ცომაია - რუსეთის ეკონომიკაზე დაწესებულ სანქციებს რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზეც ექნება გავლენა. კელი დეგნანი - რუსეთის აგრესიას მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღუდგა წინ, საქართველომ ხმამაღლა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა. გიორგი ვაშაძე ევროპული ლიბერალური პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე საქართველოს უკრაინასთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანების ინიციატივით გამოვიდა. სოფლის მეურნეობის მინისტრი - ხორბალთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ არსებობს, დაახლოებით, 50 ათასი ტონის მარაგია ქვეყანაში. ცხინვალი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს აძლიერებს.

      პრემიერის უკრაინულ-მიშისტური ბრიფინგი და კომენტარები - ირაკლი ღარიბაშვილი - შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს, კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი გულისტკივილი გამოვხატო - უკრაინაში რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. კარგად გვახსოვს აგვისტოს ომის დროს ვინ იომა, ე.წ. მთავარსარდალმა მსოფლიოს ჰალსტუხების ჭამითა და მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა თავი - იგივე ხალხი გვიკიჟინებს, რომ ჩავერთოთ ომში. უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. სააკაშვილი, ომის შემდეგ, შესანიშნავად გრძნობდა თავს, მას არავითარი დისკომფორტი არ შექმნია - ომის დროს საკუთარ დედას გადაუფორმა ქონება და დედამისის ქონება დღეის შეფასებით, 120 მილიონს შეადგენს. მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი - ვინმეს უფიქრია, სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში დღეს, სად ვიქნებოდით? ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა, შემდეგ კიევში. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და შემდეგ სხვა ხალხის ინტერესებზე ვიფიქროთ. სანქციებით დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი მოქალაქე, ექსპორტიორი, ფერმერი ვერ შეძლებს რუსეთიდან ფულის გადმორიცხვას - საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ლევან ბეჟაშვილი - პრემიერ-მინისტრი აგრძელებს იმ სირცხვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო - ღარიბაშვილი ისევ რუსულ ნარატივს აგრძელებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით. იაგო ხვიჩია - შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობა არ უნდა, ეძებს მიზეზს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გადააყენონ. ელენე ხოშტარია - ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენს ქვეყანას არცხვენს - რუსული ტყუილია ის, რომ სანქციები არის არაეფექტური, რომ საქართველომ დაიწყო ომი და რომ უკრაინა ვერ მოიგებს. გიგი უგულავა - ირაკლი ღარიბაშვილი მოღალატეა - ოკუპაცია ინგოროყვას ქუჩაზე უკვე გაფორმებულია და მხოლოდ რუსული დროშის აფრიალებაა დარჩენილი. ხატია დეკანოიძე - პრემიერ-მინისტრად რუსეთის გავლენის აგენტი გვყავს. თეა წულუკიანი - მე ვარ ამ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა, მე არ ვარ - „ც“ - ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერი. სალომე სამადაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსული პროპაგანდის გზავნილებს იმეორებს. დავით ზალკალიანი - რა გგონიათ, ჩვენ თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? - აქვე არიან, მათი ოკუპაციის შედეგი ავტობანიდან ჩანს, რამდენიმე წუთი დასჭირდება, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ. ნინო ლომჯარია ირაკლი ღარიბაშვილს - არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც. ხატია დეკანოიძე უმრავლესობას - დღევანდელი განცხადებების ფონზე, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, გულწრფელად არ გირჩევდით ირაკლი ღარიბაშვილის დაცვას. ნიკა მელია - ქართველ ერს დღეს წარმოადგენს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე - ღარიბაშვილი არ დადგა გერმანიის კანცლერთან, ზელენსკისთან, ბაიდენთან, ის დადგა ლუკაშენკოსთან, კადიროვთან და პუტინთან. მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილს - გაჩუმდი! ნუ გვარცხვენ! გია ვოლსკი - უკრაინის მხარდასაჭერად ყველანაირი სოლიდარობა გამოვაცხადეთ, რაც შეგვიძლია და საკმაოდ ბევრი შეგვიძლია. გიგა ბოკერია - შეცდომად მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილის გადაყენება ახლა მთავარ საკითხად წარმოვაჩინოთ, უნდა ვიბრძოლოთ ამ რეჟიმის გამოსაცვლელად. იაგო კაჭკაჭიშვილი - ღარიბაშვილი მწვანე შუქს უნთებს საქართველოს იზოლაციას ცივილიზებული სამყაროსგან - ფაქტია, პრეზიდენტი და პრემიერი ერთ ხმაში არ საუბრობენ და მათ შორის კონფრონტაცია დაიწყო, „უმადურობისთვის“ კი ზურაბიშვილი შეიძლება „დაისაჯოს“.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 169

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters