ახლა ისეთი ამბავია მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, რომ ხვალ წვიმა იქნება თუ ელჭექი, აღარავის აინტერესებს. არადა, დღეს გაზაფხულის მშვენიერი დარი იდგა. მსოფლიოს ახლა კორონავირუსი ადარდებს და რაც დრო გადის, უფრო რთული ხდება მისგან თავდაცვა - სამეზობლო იკეტება და ჩვენი ქვეყანაც ამ ჩაკეტილობას შეუერთდა. დღის მთავარი ამბავი იყო მინისტრის პარლამენტში მიუსვლელობაც, აქცია საპატრიარქოსთან და ანას ბაღის მცველები ვარკეთილში.
მსოფლიო ამბით უნდა დავიწყოთ - ჩაკეტილობა ვირუსით - სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 763-მდე გაიზარდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. შეზღუდვასთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანული ავიაკომპანიები გააფრთხილა. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში ცარიელი ბორტებით ჩამოფრინდნენ და ირანის მიმართულებით ტურისტების გადაყვანა უზრუნველყონ. საგარეო უწყება - თუ საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც. მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა. კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით 33 ქვეყანასა და 2 ადმინისტრაციულ რეგიონში დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთთან შედარებით, შესაძლოა, მეტ საფრთხეს თეირანი წარმოადგენდეს. ამირან გამყრელიძე - ახალი კორონავირუსის შემთხვევების 82% მსუბუქად მიმდინარეობს. ამირან გამყრელიძე - იმედი გვაქვს, რომ გრიპის ვირუსის მეორე პიკი არ გვექნება, თუმცა, მედიცინაში გამორიცხული არაფერია. იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. ერაყში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბათუმი-თბილისის რეისი ჩინეთის მოქალაქეების გარეშე, 40 წუთის დაგვიანებით შესრულდა. კორონავირუსის გამო, საქართველო ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამყოფი პირების მიმართ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას იწყებს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, კორონავირუსის გამო გადაიხედება თუ არა იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის საკითხი. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს ტემპერატურა არ უფიქსირდებათ.
ოპოზიციის გეგმები - დავით ბერძენიშვილის ინფორმაციით, 4 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე, ოპოზიციამ შესაძლოა, თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელოს.
გამეორება დაეზარა მინისტრს - ფინანსთა მინისტრი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა. ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობის დეპუტატებს - ტიკარაძე და მაჭავარიანი ვერ მოგყავთ პარლამენტში?! რა ფასი აქვს თქვენს დეპუტატობას. ლევან კობერიძე რომან კაკულიას - ბოდიში, მაგრამ თქვენს მინისტრებს სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ პარლამენტიც და რეგლამენტიც. რომან კაკულია - ვცდილობდი, ფინანსთა მინისტრი დამერწმუნებინა გადაწყვეტილება რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო - ვერ ვიძალადებდი. გედევან ფოფხაძე - მაჭავარიანი და ტიკარაძე არიან ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გააჩნიათ, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ მინისტრის თანამდებობას იკავებდნენ. ბექა ნაცვლიშვილი - ეს ხალხი იმიტომ კი არ მოდის, რომ მაჭავარიანს ფეხი გადაუტრიალდა კიბეზე, ან ტიკარაძის მანქანაში საწვავი არ იყო და „მარშრუტკით“ ვერ წამოვიდა, მათ პასუხები არ აქვთ. დავით ჭიჭინაძე - ივანე მაჭავარიანს ეტყობა აერია, სად იმყოფება - თუ ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ჭრელ პერანგს აცმევენ. რომან კაკულიას განცხადებით, პარლამენტი რეაგირების გარეშე არ დატოვებს იმ ფაქტს, რომ ფინანსთა მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდა. გია ვოლსკი ფინანსთა მინისტრზე - იქნებ საჭიროა, ცოტა მეტი დრო მივცეთ, რომ არა მხოლოდ პასუხები გასცეს, არამედ რეაგირებაც მოახდინოს საკითხებზე, რომელიც მწვავედ იქნა დასმული. გედევან ფოფხაძე - საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ 100 მლნ აქტივების მოპარვასთან მაჭავარიანია დაკავშირებული და ის კი არ უნდა გადადგეს, არამედ ციხეში წავიდეს. მე არ დავარქმევდი, რომ პარლამენტში მისვლას თავი ავარიდე. მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ჩემი აზრით, ამ საკითხს უნდა შევხედოთ შემდეგნაირად: სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის" ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი პრაქტიკულად, შეკითხვებზე პასუხის გაცემას დავუთმე და მანამდე წერილიც კი გავაგზავნე კომიტეტში, რომ გამოვდიოდი „მინისტრის საათზე“ და იქ გავცემდი ყველაფერს პასუხს, თუ რამე დამატებითაც იქნებოდა საჭირო, თანახმა ვიყავი კიდევ მივსულიყავი. თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად, დარბაზი დატოვეს, არც კი იყვნენ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, პასუხი არ აინტერესებდათ, უფრო სწორად მიაჩნიათ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატი ალბათ, იძლევა მეტი სპეკულირების საშუალებას. თამარ ჩუგოშვილი - როდესაც მინისტრი მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს, ეს პარლამენტის პოლიტიკურ სისუსტესა და უუნარობაზე მეტყველებს.
სიმართლე - დავით ჭიჭინაძე - საჭიროა, ამ პარლამენტს დიდი ბოქლომი დავადოთ - ხელფასებსაც ტყუილად ვიღებთ და საწვავსაც ტყუილად ვწვავთ.
ბაღის მცველები - მოსახლეობა „ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სკვერის დანგრევას აპროტესტებს. კახა კალაძე - “ანას ბაღს” არანაირი პრობლემა არ გააჩნია და ვერავინ გაბედავს, რომ სკვერებსა და ბაღებში მშენებლობა განახორციელოს. მერიაში „ანას ბაღის“ დასაცავად მისულ „შეცვალეს“ წევრებს არ უშვებენ. გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ თუ თბილისის მერიისგან პასუხს არ მიიღებენ, „ანას ბაღის“ მიმდებარედ სკვერის მშენებლობას ამაღამ ისევ დაიწყებენ.
ძირითადი გუნდით 90 წუთის ბოლომდე - კახა კალაძე - გუნდში არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი - ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერი, ჰყავს მთავრობა, რომელიც მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში. ბექა ნაცვლიშვილი - „ქართულ ოცნებას" არანაირი საკადრო ცვლილება არ უშველის. გია ვოლსკი - მე ვამბობ, არავითარი ცვლილებები - სტაბილურობაა ქვეყანაში და მთავრობა მუშაობს გამართულად.
თანასწორობის რეალიზება - სახალხო დამცველი - თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ საქართველოში მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
მარში საპატრიარქოსთან - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრებმა საპატრიარქოსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას აპროტესტებდნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, „დეკანოზის განცხადება იმის შესახებ, რომ ბერთუბნის მონასტერი გავლებული სასაზღვრო ზოლის მიხედვით აზერბაიჯანის სიღრმეში მდებარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება“. მათი თქმით, მონასტერი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. „როგორც ჩიჩხიტურის, ასევე ბერთუბნის მონასტერი არის დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი, ხოლო დავით გარეჯი საქართველოს ნაწილი. ამიტომ მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები, მითუმეტეს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსისგან არ უნდა კეთდებოდეს. ეს აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა რევაზიშვილმა.
ქურდობა - სამეგრელოში საფლავების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
კარგი ამბავი - წითელი ნუსხის სახეობა ნაკადულის კალმახის ლიფსიტები გამოიჩეკა.
საზღვარგარეთულები:
თოვლის ბაბუა - დონალდ ტრამპი - ვისურვებდი, რომ უკრაინა და რუსეთი დაახლოვდნენ - ეს ძალიან მაგარი იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია