სანამ თებერვალი ისე მოიკრებს ძალას რომ ხეში ან ხევებში წყალი ჩააყენოს, იქამდე ქვეყანაში სამთავრობო დიდი ცვლილებებია წარმოდგენილი - პრემიერი წავიდა და მის ნაცვლად ახალი პრემიერი წარსდგა, ერთი ირაკლი, მეორე ირაკლიმ შეცვალა. პირველი თებერვალი იღბლიანი აღმოჩნდა მგოსნის გამზირისთვისაც - მართალია რეაბილიტაციის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა, ძალიან შორს, მაგრამ მოძრაობა ორმხრივად აღსდგა წერეთელზე და ესეც კი ეზეიმება დღეს ყრილობაზე შეკრებილ ქართულ ოცნებას. ამასობაში უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ხოლო ევროპა საბოლოოდ ვერ შეჯერდა დახმარებების ახალ პაკეტზე. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6771 ლარია.
პრემიერის ცვლილება ირაკლის შეუცვლელად - კახა კალაძე - რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს აქვს სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია. გივი მიქანაძე - ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციურ განცხადებებს ვისმენთ, მათი სურვილია წარმოაჩინონ, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირებაა - გუნდი ერთიანია - გვაქვს მოლოდინი, რომ 8-9 თებერვალს მთავრობის შემადგენლობა დამტკიცდება. ირაკლი ფავლენიშვილი - ქართველ ხალხს ივანიშვილის კარზე პოლიტიკური „კარუსელი“ არ აინტერესებს, მათ ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამსახური აინტერესებთ. პაატა მანჯგალაძე - პრემიერ-მინისტრის ცვლილებით მხოლოდ თმის ვარცხნილობა და ჰალსტუხის ფერი შეიცვლება - ივანიშვილს თანაშემწედ კობახიძე ეყოლება თუ ღარიბაშვილი, არაფერი იცვლება. თამარ კორძაია - პარლამენტში რომ მოვა, ირაკლი კობახიძემ უნდა უპასუხოს კითხვას, წარმატების ზენიტში მყოფი პრემიერ-მინისტრი რატომ მიდის ასე მოულოდნელად, რას არ აკეთებდა ღარიბაშვილი კარგად და ვინ იგულისხმა ივანიშვილმა, როცა კორუფციაზე ილაპარაკა? თეონა აქუბარდია - თუ „ქართული ოცნების“ მომხრეებს დაელაპარაკებით, მათაც ვერ გაიგეს, როგორ შეიძლება ასეთი რეიტინგული პრემიერი ჩაანაცვლო ყველაზე დაბალრეიტინგული პრემიერით, მათაც ვერ გაიგეს, რას ერჩოდნენ ღარიბაშვილს. პაველ ჰერჩინსკი - მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს. დავით ხაჯიშვილი - რა თქმა უნდა, როცა ირაკლი კობახიძე პარლამენტში მოვა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება - გამოვიყენებთ ჩვენს ტრიბუნას იმისთვის, რომ ხალხს კიდევ ერთხელ დავანახოთ „ქართული ოცნება“. გიორგი კახიანი - გუნდში ისედაც კარგი მდგომარეობა იყო ყველა თვალსაზრისით, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობა იქნება - ეს არ იყო საარჩევნო გათვლა. ზურაბ ჯაფარიძე - ამ სამთავრობო ცვლილებებით არსებითად არაფერი იცვლება - ერთპიროვნული მმართველობაა მთავარი ბარიერი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამას გასაგებად, დამარცვლით გვეუბნებიან. ხატია დეკანოიძე - ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება, სანამ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს - ივანიშვილი თავის პიროვნული ინტერესების ჭრილში უყურებს ყველაფერს, მათ შორის, სამთავრობო ცვლილებებს.
პარტიის ყრილობა - ყრილობა ოცნებაში - სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე - რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია, თვითონ მოისურვა წასვლა, მე არ მომისურვებია. ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის - ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა. 2012 წელს დიქტატორული, მჩაგვრელი რეჟიმიდან ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია. შემოდგომაზე, არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ქვეყნის სწორი განვითარება - მსურს ამ გზაზე წარმატება ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა ირაკლი კობახიძეს. ირაკლი კობახიძე - ის, რომ არსებობს ღარიბაშვილის გუნდი, კობახიძის გუნდი, არის სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი - არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი. ჯუანშერ ბურჭულაძე - მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს, საამაყო, თითქმის 5 წელი გავატარე თავდაცვის სამინისტროში - მადლობელი ვარ კობახიძის, ახალი პრემიერის, მან მთელ გუნდს შემოგვთავაზა თანამდებობებზე დარჩენა. ირაკლი კობახიძე - განსაკუთრებულად სუბიექტური დამოკიდებულება მექნება პარლამენტთან, რაც შეიძლება აისახოს რაღაცნაირად ჩემს საქმიანობაზე, თუმცა არსებითად გაგრძელდება პროცესები იმ რეჟიმში, როგორც წარიმართებოდა აქამდე. ევროინტეგრაციის მიმართულებით, გვაქვს მკაფიო გეგმა, ეს გეგმა, პირველ რიგში, 9 პუნქტის შესრულებას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა - ქვეყნის შემდგომი წინსვლა ახლაც ჩვენს ერთიან ძალისხმევას მოითხოვს, ამ თვალსაზრისით, გუნდის თითოეული წევრის დიდი იმედი მაქვს. მთავრობის ყველა წევრს გუნდში დარჩენა შევთავაზე, ერთადერთი ჯუანშერ ბურჭულაძეს სურს სხვა სფეროში გადანაცვლება და თავდაცვის მინისტრად ირაკლი ჩიქოვანი იქნება წარდგენილი - სხვა არც ერთი მინისტრი არ იცვლება. ირაკლი ღარიბაშვილი - დავიკავე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა - ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, ვინაიდან ამ პარტიით მოვედი პოლიტიკაში, ეს არის ძალიან მშობლიური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ოჯახი. ვამაყობ ჩემი წარმატებული წლებით - პარტიას უნდა მოვახმარო ჩემი გამოცდილება. 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა - ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად. შალვა პაპუაშვილი - ჩვენი გეგმაა, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის, ხუთშაბათის სხდომაზე, განვიხილოთ მთავრობის შემადგენლობა, სამთავრობო პროგრამა და კენჭი ვუყაროთ მთავრობის ახალ შემადგენლობას. მამუკა მდინარაძე - ჩემთან დაკავშირებით ძალიან მარტივია, რაიმე სასკანდალო არ არის - დიახ, უმრავლესობაში არის ამაზე საუბარი და შემდეგ სხდომაზე, ალბათ, როგორც უმრავლესობის ლიდერს, მხარს დამიჭერენ. ანა ნაცვლიშვილი - რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს „ოცნებამ“, ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის - ბურჭულაძე, ალბათ, ნატო-შიც არ წავა და ოკუპანტ ან იდეურად ახლოს მყოფ სახელმწიფოში გააგრძელებს საქმიანობას. რატი ბრეგაძე - ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებებს ვუსურვებ - მთელი გუნდი მზადყოფნაში ვართ იმისთვის, რომ ორივეს მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ. პაატა მანჯგალაძე - 17-ჯერ გადაუხადეს მადლობა ივანიშვილს, არცერთხელ ქართველ ხალხს - ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ?! იაგო ხვიჩია - ბატონი ჯუანშერი იმედია, ნატო-ში საქმეს არ გაგვიფუჭებს. ბექა ლილუაშვილი - მოქალაქეების მიერ უპრეცედენტო ნდობის გამოცხადებიდან 12 წელში, შეგვრჩა ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“. გიორგი ბოტკოველი - ერთადერთი რამ, რაც დღეს ჩვენ „ქართული ოცნების” ყრილობაზე მოვისმინეთ არის ის, რომ ისინი კიდევ ერთხელ ატყუებენ მოსახლეობას, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის. ალეკო ელისაშვილი - ფაქტია, რაღაც აბრაზებს ხოლმე ივანიშვილს, რომელიც დროდადრო გამოვარდება წკეპლით და დაერევა ამ თავის პრემიერ - მინისტრებს - ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ოფისში წესრიგს ამყარებს. გიგა ბოკერია ღარიბაშვილის განცხადებაზე - თქმა, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს რომელიმე ხელისუფლების ბრალია, ეროვნული ინტერესების ღალატია. მამუკა მდინარაძე - გვქონდა პერიოდი, როცა განსაკუთრებული პრივილეგია, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა - დღეს ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, მარტივი არ არის ზიდო უმაღლესი თანამდებობის შესაბამისი ტვირთი. შალვა პაპუაშვილი - ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი იყო ეს ტანდემი, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის სახით. არმაზ ახვლედიანი - ზოგს მიაჩნია, რომ ივანიშვილი ტალეირანია, ფუშეა, მაგრამ მან ვერ გათვალა მთავარი: საქართველოში ავტორიტარიზმი არ მუშაობს - შეიძლება, რაღაც დროით გაუვიდეს, სხვებსაც გასვლიათ, მაგრამ მწარედ მთავრდება.
ოპოპოზიცია - ვოლსკი - პოლონეთის სცენარის გამეორება უნდათ ოპონენტებს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ყველანი „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე არიან. „ლელოს“ სერიოზული მიზეზი აქვს, სამუშაო პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს - „ფორდმუსტანგის“ გამოგელვებით, სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და ურჩევნიათ მათ მიმართ ყურადღება „დაუმორჩილებლების“ კონტექსტში იყოს. ირაკლი ზარქუა ოპოზიციას - „ლუზერები“ ხართ, ხელმოცარულები, ქართველმა ხალხმა იცის თქვენი მისია, ამოცანა და მიზანი და ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ - ჩირგვებში. ხატია დეკანოიძე - ვესაუბრები გვარამიასაც, მელიასაც, საბოლოო კონფიგურაცია ალბათ, თებერვლის ბოლოს გაირკვევა - ყოველთვის ვიყავი სინერგიის და ერთობის მომხრე. მიხეილ სააკაშვილი - ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ - ბრძოლა ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა განვეწყოთ მხოლოდ გამარჯვებისთვის, მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ. დიმიტრი შაშკინი - დღეს ბევრი ზღაპარი მოვისმინეთ, ნერვიულობს „ქართული ოცნება“ - ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც მიაჩნია, რომ „ოცნება“ უნდა მოშორდეს, პოტენციურ პარტნიორად განვიხილავთ, თუ სჭირდებათ ჩვენი დახმარება, მზად ვართ.
წერეთლის გამზირი და სხვა თბილისი - ირაკლი ზარქუა - მიუხედავად იმ მცდელობისა, რომ ზოგიერთი ხელმოცარული ყვავი დაჩხაოდა ამ პროექტს, მაინც შეძლეს დასრულება - მინდა, „ნაცებს“ მივმართო - გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ! წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა. კახა კალაძე - მადლობას ვუხდი შს მინისტრს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში თანადგომისთვის. ირაკლი ბენდელიანი - ბევრჯერ ავხსენი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, როცა ვნახეთ, რომ ის პირობა, რაც მოსახლეობისთვის გვქონდა ნათქვამი, შეიძლება ვერ შესრულებულიყო, ამიტომ მივიღეთ კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება. წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე მოძრაობის მიმართულება იცვლება. კახა კალაძე - მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.
არჩევნების წელი - პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, არჩევნების პარალელურად, 9 ნაბიჯის შესრულებაზე მუშაობა გაგრძელდება, დაჩქარდება კიდეც ისე, რომ საქართველომ შეძლოს შემდგომ ეტაპზე გადასვლა - ეს რეფორმები არ არის ევროკავშირისთვის თავის მოსაწონებლად. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით. პაატა მანჯგალაძე - დარწმუნებული ვარ, გვარამიას უნდა „გამარჯვების კოალიციასთან“ ერთად მონაწილეობდეს საარჩევნო პროცესში, თუ სურვილი აქვს, ამაზე საუბარი შეიძლება - გადაწყვეტილება სააკაშვილმა, გვარამიამ და კოალიციის ლიდერებმა უნდა მიიღონ. ნიკა გვარამია - ვფიქრობ, საქართველოში ამ არჩევნებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ხელისუფლების უზურპაცია არ უნდა დაუშვან არც შიდა და არც საერთაშორისო აქტორებმა.
საზღვარგარეთულები:
დაუსრულებელი ომი - რუსტემ უმეროვი - როგორც წესი, იმარჯვებს ის, ვისაც მეტი საბრძოლო მასალა აქვს ბრძოლისთვის - უკრაინა საარტილერიო ჭურვების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. კირილ ბუდანოვი - ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დახმარება. რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმები, შესაძლოა, გაიზარდოს. ვიქტორია ნულანდი - GLSDB ბომბები უკრაინელი სამხედროებისთვის ფრონტზე უკვე გაიგზავნა. აშშ-ისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს. ბელგიის პრემიერი - დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეთანხმდება. Reuters - ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებთან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვას იწყებს. ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის ლიდერებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით შეთანხმებას, დრო აღარ იცდის. ოლაფ შოლცი უკრაინის დაფინანსებაზე - გადაწყვეტილების მიღების დროა. დონალდ ტუსკი - ევროკავშირი უკრაინით არ დაიღალა, მაგრამ დაიღალა ვიქტორ ორბანით. ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის მხარდაჭერის შეთანხმებაზე - კარგი დღეა ევროპისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის მექანიზმის შექმნაზე გადაწყვეტილება 27-ვე ლიდერმა მიიღო. უკრაინის პრემიერი - მადლობა შარლ მიშელს და ევროკავშირის ლიდერებს ურყევი მხარდაჭერისთვის. მედია - უკრაინის დახმარების პაკეტზე ევროკავშირის შეთანხმება ყოველწლიურ დებატებს და საჭიროების შემთხვევაში, მის ორ წელიწადში გადახედვას ითვალისწინებს. დიმიტრი პესკოვი - ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც რუსეთთან ომის შესახებ საუბრობენ, რუსეთის დემონიზებას ცდილობენ. ვიქტორ ორბანი - მისია შესრულებულია, უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება. შარლ მიშელი - 27-ვე ლიდერი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის მიწოდებაზე შეთანხმდა.
შეტევა იემენზე - აშშ-მა იემენში 10-მდე დრონს დაარტყა.
ირანმა ოთხი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო.
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საზღვაო სუვერენიტეტის დასაცავად ფილიპინები წყალქვეშა ნავებს შეიძენს.
სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ „ჰამასის“ დელეგაცია დღეს ეგვიპტეში მოლაპარაკებებს გამართავს.
გერმანიის აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ფერმერებმა ბრიუსელის ქუჩები ტრაქტორებით გადაკეტეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია