ვალებიანი ტელევიზიები, ალვის ხე რუსთაველზე და ახალი კანდიდატები

      როგორც ხდება ხოლმე, თუკი საქმე რომელიმე მედიას ეხება ან მათ დავალიანებას, ვალდებულებას, ჯარიმებს და სახელმწიფოს ჩარევას, მაშინ ყველა დანარჩენი მედია საშუალება მათ შესახებ საუბრობს. ამიტომ დღესაც მთავარი თემა დაინკასოებული ტვ-ები იყო. ასევე კალაძის მილიონიანი ნაძვის ხე და მოსამართლეების მომდევნო კანდიდატები, რომლებიც პარლამენტში წარსადგენად უნდა მოემზადონ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 დეკემბერი, 2019

      მილიონიანი ნაძვის ხე - ვატო შაქარიშვილი - ბევრად უფრო მძიმე პრობლემები გვაქვს ქალაქში, ვიდრე არის კონკრეტული ნაძვის ხის ესთეტიკური და ვიზუალური მხარე. კახა კალაძე - რამდენიც არ უნდა ეცადოს გაბოროტებული და განაწყენებული ოპოზიცია, თბილისი არის ერთ-ერთი საუკეთესოდ მორთული ქალაქი.

      რჩევა - „ლელო საქართველოსთვის“ განათლების სამინისტროსგან კულტურის სფეროს გამოყოფას და სისტემური რეფორმების გატარებას ითხოვს. გია ვოლსკი განათლების სამინისტროსგან კულტურის სფეროს გამოყოფას მიესალმება.

      ხანძარი ტყეში - ატენის და რკონის ხეობებში, ასევე სოფელ ფახულანში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

      ექიმის გათავისუფლება - სიმონ ნოზაძე - ცხინვალმა კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს, რათა ახალ წელს ვაჟა გაფრინდაშვილი თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს.

      შვილებზე ფიქრი - 2019 წლის განმავლობაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3573 ფაქტი გამოვლინდა.

      ფული მედია და ვალდებულება - ნიკა გვარამიას აზრით, ივანიშვილი წინაპირობას ამზადებს „რუსთავი 2“-ის გასაკოტრებლად, რადგან „პირველის“ და „კავკასიის“ ვალები არ არის იმხელა, რომ ვერ გადაიხადონ. „ლელო საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შეაფერხოს დამოუკიდებელი ტელევიზიების ფუნქციონორება. ანზორ ბიწაძე - ბატონო ბიძინა, ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხების თანამშრომლებსაც ჰყავთ ოჯახის წევრები და 5 დღეში ახალი წელი მოდის. ანრი ოხანაშვილი - არ მიკვირს იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც გამოირჩევიან მედიაზე ტერორით, ტელევიზიების დახურვით და ჟურნალისტების ცემით. „ტვ პირველთან" სამოქალაქო მოძრაობების წევრები ტელეკომპანიის ანგარიშებისთვის ინკასოს დადებას აპროტესტებენ. „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით, პარტია დამოუკიდებელ ტელევიზიებზე პოლიტიკურ შეტევას გმობს. კახა კალაძე ტელეკომპანიების ანგარიშებზე ინკასოს დადებაზე - მიმაჩნია, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ - ესაა სწორი მიდგომა. ელენე ხოშტარია - ამ დავალიანებებით ცდილობენ დახურონ „კავკასია“ და მოახრჩონ „ტვ პირველი“ - ეს არის რუსული მეთოდები. ინგა გრიგოლია - ამდენი მილიონი რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიასაშუალებებს და რატომ არ უნდა გადაგვივადონ ჩვენ სულ რაღაც 15 იანვრამდე? ნათია თურნავა ტელეკომპანიების ანგარიშებზე ინკასოს დადებაზე - უნდა შევეჩვიოთ გადასახადების გადახდას. „კავკასიასთან“ „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები, ასევე პოლიტიკოსები ტელეკომპანიის მხარდასაჭერ აქციას მართავენ.

      იმედიანი მომავალი - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - 2020 წელს 1500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდება.

      ფსიქოლოგები სკოლაში - საქართველოს მასშტაბით 2083 საჯარო სკოლიდან ფსიქოლოგი 103 სკოლას ჰყავს

      მოსამართლეების სია - ანა დოლიძე - არაერთხელ ითქვა პარტნიორი სახელმწიფოების და ორგანიზაციების მიერ, რომ საქართველოს სასამართლოში დანიშვნები არ უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ძირეული რეფორმა არ იქნება. ნაზი ჯანეზაშვილი - მოლოდინი მაქვს, რომ იუსტიციის საბჭო დღეს უბრალოდ გააფორმებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სავარაუდოდ, სადღაც კულუარებში მიიღეს. იუსტიციის საბჭო უზენაეს სასამართლოში დარჩენილ 6 ვაკანტურ ადგილზე პარლამენტისათვის წარსადგენი მოსამართლეების საკითხზე მსჯელობს. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს 6 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატების შერჩევის პროცედურა საბჭოში დარღვევებით წარიმართა. ანა დოლიძე - მოსამართლეობის კანდიდატმა თეა ძიმისტარაშვილმა განმარტა, რომ მისთვის ლიდერი არის ვლადიმერ ლენინი - სიმბოლურად გავგზავნი არჩილ თალაკვაძესთან, ვლადიმერ ილიას ძე ლენინის პორტრეტს. დიმიტრი გვრიტიშვილი - მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა კანონის სრული დაცვით წარიმართა - ვფიქრობ, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მათი თანამდებობაზე გამწესების შესახებ.

      ლარის მომავალი - ნათია თურნავა - ლარის კურსი სტაბილურდება, სხვა გლობალური ფაქტორი თუ არ წამოვიდა, მომავალ წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

      მიტროპოლიტის საფიქრალი - მეუფე შიო - მატერიალიზმის, გარყვნილების, უღმერთოების, ყალბი იდეალების, აზარტული თამაშების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით ადამიანის სული ავადდება და ბევრი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის - ჩვენ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე.

      პირადობის არჩევანი - უჩიპო პირადობები - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს შეუძლია იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც "ჩიპი" არ ექნება.

საზღვარგარეთულები:

      ომი ისრაელში - ღაზას სექტორიდან ნასროლმა რაკეტამ ბენიამინ ნეთანიაჰუს საარჩევნო კამპანია შეაწყვეტინა. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანთან სამხედრო კონფრონტაციისთვის ემზადებიან. ისრაელმა ღაზას მიმართულებით საპასუხო თავდასხმა განახორციელა. ირანში, საპროტესტო აქციების მოლოდინში, ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდა.

      სირიის ამბები - სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბთან ათობით ქალაქსა და სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

      ნატოს წრთვნები - რუსეთი ნატო-ს მოუწოდებს, რუსეთის საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნებზე უარი თქვას.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 1224

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters