მომნატრებია მეტროთი მგზავრობა. დღეს ვიმგზავრე. ორი ადამიანი, ჩვენს წინ მსჯელობდა იმაზე, რა არის მეგობრობა - შენ რომ ჩემი გესმის და იცი მე რას ვფიქრობ, მე რომ შენი მესმის და ვიცი შენ რას ფიქრობ, ეს არის მეგობრობაო, უმტკიცებდა ერთი მეორეს. ამ დროს კახას გადავულაპარამე, ხედავ რა საინტერესოათქო. კახამ ჩვეული ფილოსოფიური სიდინჯითა და ჩაფიქრებით - დაიკიდე, ძალიან ბევრი დალიესო - მიპასუხა.
- რას ამბობ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 24, 2021 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
აღდგომიდან მეხუთე კვირას, ქრისტეს ეკლესია ზეიმობს დღეს ანდა უფრო მართებულად რომ ვთქვათ, იხსენებს იმ დღეს, როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე სამარიტელ ქალს შეხვდა სუქარში, იაკობის ჭასთან. ადრე უკვე დავწერე გულისტკივილით, რომ არ შეიძლება ხარება დღის სიხარული გადაფაროს წმინდა ქალაქის კურთხევის დღესასწაულმა (იხ.…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2020 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ამბობენ, ოცდამეერთე საუკუნე იქცა მესამე ეპიდემიოლოგიურ გარდამავალ პერიოდად და ამ პერიოდში, ყველაზე ხმაურიანი გამოდგა კორონავირუსი (Covid-19). როგორც გვირგვინოსან ვირუსს, სწორედ მას ერგო პანდემიის სტატუსის მოპოვება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. ვირუსის მასშაბურობა, მედია-აჟიოტაჟი (ხშირად აფსურდულიც) და შფოთი არც საეკლესიო შეკრების ირგვლივ დარჩენილა უხმაუროდ.
იტალიამ დიდი ხანაი დაკეტა ტაძრები მრევლისთვის და სულ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 16, 2020 წელი. 12:00am —
არ არის კომენტარები
_______________
რწმენა-მორწმუნეობის, ურწმუნოებისა თუ რელიგიური გრძნობების საკითხს არაერთი მნიშვნელოვანი განხილვა მიეძღვნა, მაგრამ როგორც ისტორია გვასწავლის (არაფერს რომ არ გვასწავლის), ყოველთვის შეიძლება სიახლე კარგად დავიწყებულ ძველში ვიპოვოთ, იმიტომ რომ სინამდვილეში კაცობრიობა, აგერ უკვე მრავალი წელია, არა შექმნით, არამედ შექმნილის დახვეწითა და მოდიფიკაციით არის დაკავებული.
დღევანდელ ბლოგშიც მინდა ერთი ძველი მოსაზრება შემოგთავაზოთ. ძველი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 13, 2017 წელი. 5:07pm —
1 კომენტარი
________________
მაუსი ზოგჯერ უპრაკუნოდ აკლიკებს ხოლმე და ინტერნეტში უკვე არაერთგზის გადავეყარე ნარატივს - რელიგია ხალხის სამართავად მოიგონეს, მორწმუნე ადამიანებს ღმერთი კომფორტისთვის სჭირდებათ, რომ თავი უკეთესად იგრძნონ, პასუხისმგებლობა მოიხსნან, რომ თავისი წარუმატებლობა რაღაც უხილავ ძალებს გადააბრალონ და ა.შ. აღარაფერს ვამბობ იმ ქილიკსა და დაცინვაზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მორმწუნე ადამიანების მიმართ ისმის და საზოგადოების გარკვეულ ფენებში ნორმადაც არის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 24, 2017 წელი. 5:01pm —
არ არის კომენტარები
_______________
პატერიკების მნიშვნელობასა და ისტორიაზე, ამ ბლოგ პოსტის ფარგლებში საუბარი მართებულად არ მიმაჩნია, უბრალოდ მინდა თავად მოგითხროთ ერთი პატერიკი, რომელიც ამბიონიდან, აგერ უკვე მესამედ მოვისმინე და დაზეპირება თუ არა, ტექსტთან (თუკი არსებობს) მიახლოებით მოყოლა შემიძლია.
მოკლედ, ერთი ახალგაზრდა ბიჭი ღმერთის ურწმუნოებით ცხოვრობდა. ღმერთის არ სწამდა და სხვა მორწმუნეებისაც არ ესმოდა. სჩადიოდა ცოდვებს და არად ადარდებდა, რადგან მისთვის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2017 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სანდომიანი ღიმილით ახალგაზრდა გოგონამ რაღაც გამომიწოდა. როგორც წესი, „პრომო“ გოგონებს ყოველთვის ვთანხმდები სარეკლამო ბროშურების გამორთმევაზე და არც ამჯერად მიღალატია ამ წესისთვის. მადლობაც გადავუხადე, გავუღიმე რამდენაც შემეძლო, თვითონაც გამიღიმა და განაგრძო თავისი საქმიანობა. სკოლის მოსწავლე იქნებოდა, ასე 15-16 წლის.
პირველი რამაც გამაკვირვა ეს იყო სისქე. ტრადიციისამებრ „ფლაერი“ ან კუსტარულად, შავ-თეთრ პრინტერზე ამობეჭდილი ერთი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 15, 2017 წელი. 8:31pm —
არ არის კომენტარები
_______________
პატრიოტიზმი და ქრისტიანობა როგორ უნდა შეათავსოს ადამიანმა, ალბათ ყველაზე უკეთ პავლე მოციქულისგან თუ ვისწავლით, თან წარმართთა მოციქული გერქვას და თან არ ივიწყებდე საკუთარ სამშობლოს და ზრუნავდე მისი სულისთვის(!), როგორც ჩანს ძალიან რთულია, ან ჩვენს, ქართულ რეალობაში ჩანს რთულად. არ ვიცი, ქართველები პავლეზე უფრო პატრიოტები არიან თუ არა, მაგრამ პავლეზე ნაკლები ქრისტიანები რომ არიან, ცხადი ხდება ძალიან ხშირად („მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 11, 2017 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ნადიდგორალს და ნაშამქორალს რა გაგაკვირვებსო, ერთ-ერთ ლექსში, მუხრან მაჭავარიანი ასე მიმართავს თავის სისხლს, თუმცა საკვირველსა და გასაოცარს რა გამოლევს თანამედროვე სამყაროში. ცხადია, ბორბალს ახლიდან ვერავინ გამოიგონებს და ვერც ველოსიპედს, მაგრამ რაღაც ხმაურიანი ახალი ამბები მაინც ვრცელდება გარშემო.
მღვდელი ლუის პადილა დაჭრილ ჯარისკაცებთან ვენესუელის აჯანყების დროს, 1962…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 22, 2017 წელი. 2:00pm —
1 კომენტარი
________________
შობა-ახალი წლის პერიოდში, დეკემბრის მიწურულიდან იანვრის პირველი რიცხვების ჩათვლით, განსაკუთრებით პოპულარულდება კალენდრის საკითხი. შობა 25 დეკემბერს უნდა აღინიშნოს თუ 7 იანვარს? რატომაა რომ ზოგიერთი ეკლესია 25_ში აღნიშნავს ზოგი 7_ში და ზოგიერთი საერთოდ 6_ში? 7 იანვარს ვზეიმობთ შობას და ვმღერით ოცდახუთსა დეკემბერსაო და ა.შ. პასუხად მოისმენთ - ტრადიციაა ასეთი; 25_ში კათოლიკური შობაა - 7-ში მართლმადიდებლური და ბევრ სხვას. საბოლოოდ, მაინც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2017 წელი. 9:30pm —
1 კომენტარი
________________
გუშინ დილით, აპრილის ბოლო დღეს, როდესაც ჯერ თვით მზესაც არ ენახა სვეტიცხოვლის სიდიადე, ვუყურებდი უფლის "გვამს" და გონება მექაჩებოდა ფიქრეთში - რამ მოგაფიქრა უფალო, დაგემარცხებინა სიკვდილი სიკვდილით? წევხარ ახლა საფლავში და დგას მარიამ შენს საფლავთან და ტირის... და მაშინ როდესაც რამდენიმე საათით ადრე მთელი ქვეყანა შეიძრა, როდესაც მთელი სამყარო და თვით მოციქულებიც კი მკვდრად გრაცხავდნენ, შენ ამ დროს სიკვდილს ამარცხებ სიკვდილით.
…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 1, 2016 წელი. 4:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს სეზონისთვის შეუფერებლად ჩამოთბა. შუადღე იყო როცა გამეღვიძა და ჩიტების ჭიკჭიკიც კი მოვისმინე ჩემს ფანჯრებთან, ოღონდ ეს ისეთი ჭიკჭიკი არ იყო მთელი ზამთრი რომ ვუსმენდი კარალიოკის ხეზე მათთვის დატოვებული კარალიოკით პირჩამტკბარუნებულებს. არა, დღეს გაზაფხულის სიხარულის ჭიკჭიკს ჰგავდა მათი ხმიანობა. დღეც გაზაფხულივით მზიანი და თბილი გამოდგა, მხოლოდ იასამანი მოვინაკლისე და მისი სურნელი. ეს ამბავი აქ სრულდება.
სვეტიცხოველში ვინც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 6, 2016 წელი. 8:30pm —
4 კომენტარი
________________
დღეს, საკვრიაო ქადაგების დასასრულს, მამაომ თქვა, რომ ხვალ, ორშაბათს, 18 იანვარს, ჩავატარებთ ღამისთევის მსახურებას, ღამისთევის შემდეგ კი არაგვში ჩავალთო. ამ სიტყვების თქმა იყო და ტაძარში ერთდროულად ჩამოიარა ბედნიერმა სახეებმაც და აციებულმაც. თვალებანთებული თუ სიცივეშეპარული მრევლი ერთმანეთს ეკითხებოდა - აპირებ ჩასვლას?! პასუხები არაერთგვაროვანი იყო: არ ვიცი; ვნახოთ; თუ ძალიან არ ეციება; თუ არ გავიყინები ჩავალ; ჩავდივარ აბა რას ვშვრები; არაა,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2016 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
- კიდევ რამდენი მომხსენებელია ვასილისკო? - აღფრთოვანებამ თითქოს დაღალაო ბელზებული.
- ჯერ კიდევ ერიან ბატონთა ბატონო.
- უხმეთ!
- შემდეგი ვინც ჩვენი დღევანდელი შეკრების წინაშე სიტყვით გამოვა, მრისხანების ეშმაკი გახლავთ.
ეშმაკების გუნდში რხევა დაიწყო, თითქოს ვიღაც მოაპობდა იქაურობას. ნელ-ნელა ახალბედა ეშმაკუნებმა, რომლებიც მეტისმეტი ყელყელაობით ბელზებულისთვის თავისმოწონებას…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 17, 2016 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ორი ათასწლეული და კიდევ საუკუნის მეთექვსმეტედი გავიდა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, იმ ხანად რომ დაბადებულიყავით. ალბათ როგორ ხარობდა ქვეყნიერება. პირველად დედამიწა ალბათ ხარებისას შეინძრა და გული აუჩქარდა, როდესაც მოისმინა იესოს სამომავლო განკაცების ამბავი, ხარება ხომ მაცხოვრის ადამიანში სრულად დამკვიდრების დღესასწაულია. რას გრძნობდა მიწა, როდესაც მიდგომილი ქალწული დააბიჯებდა? არ ვიცი. და დღეს შობაა. განცხადება უფლის განკაცებისა. როდესაც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 6, 2016 წელი. 5:30pm —
1 კომენტარი
________________
ეკლესია და მის გარშემო განვითარებული ამბები, მუდმივად წერა-კითხვა, სჯა-ბაასის საგანია ჩვენს საზოგადოებაში. რამდენიმე ხნის წინ გამოვაქვეყნე ბლოგ პოსტი სათაურით "ვისი უნდა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 26, 2015 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
შემდეგი მომხსენებელი იქნება სურვილების ეშმაკი.
- მოახსენე თავად ბელზებულს, რა ხდება შენს სამინისტროში? - ომახიანად კი დაიწყო, მაგრამ უცბად შეეცვალა ხმა ვასილისკოს, რადგან კათედრა უნდა დაეთმო ყველაზე მომხიბლავი ეშმაკუნასათვის, რომელიც თვალის ერთი ჩაპაჭუნებითაც კი სურვილების მთელს კორიანტელს დააყენებდა გონებაში. რაღა დაგიმალოთ და თვით ბელზებულსაც კი ეშინოდა მისი.
- თავადო, როგორც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 14, 2015 წელი. 4:30pm —
2 კომენტარი
________________
დალოცვის, მილოცვის, მოკითხვისა თუ დამშვიდობების თანდართულ ტექსტად იქცა - წარმატებებს გისურვებ (უნდა იყოს წარმატებას, მაგრამ დღეს გრამატიკაზე არ ვისაუბრებ). წარმატების გაგება სხვადასხვაგვარია და ინტერნეტსაც თუ გადაქექავთ, ადვილად აღმოაჩენთ წარმატების საიდუმლო რეცეპტებს, შეგონებებს, წარმატებულობის ხერხებს და მრავალ სხვას (წარმატების აკადემიაც კი არსებობს თურმე).…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 29, 2015 წელი. 3:30pm —
1 კომენტარი
________________
პიპიიიპ, პიიი, პიპ პიპ პიიპ პიიიიიპ... პიპიპიპპიიიიიიპ...
დღეს შუადღიდან შაბათამდე და მერმეცა...
დაიწყო!
ამ თემაზე უკვე რამდენჯერ დავწერო? წერე და იკითხეო, ვინ გიშლისო და მეც ვწერ და ვკითხულობ.…
გაგრძელება
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 18, 2014 წელი. 9:00pm —
17 კომენტარი
________________
(პიროვნულად, ფოტოზე გამოსახულ არცერთ ადამიანს არ ეძღვნება ეს პოსტი!)
წინასწარ ვიტყვი - ცოტა რომ მომეცადა და მერე დამეწერა, ალბათ ემოციაც გადამივლიდა და ასეთი სასტიკი არ ვიქნებოდი, ან საერთოდ არ დავწერდი და ცოტა მეტ ქრისტიანობას გამოვიჩენდი, მაგრამ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 10, 2013 წელი. 4:30pm —
32 კომენტარი
________________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•