როგორც ამბობენ, ოცდამეერთე საუკუნე იქცა მესამე ეპიდემიოლოგიურ გარდამავალ პერიოდად და ამ პერიოდში, ყველაზე ხმაურიანი გამოდგა კორონავირუსი (Covid-19). როგორც გვირგვინოსან ვირუსს, სწორედ მას ერგო პანდემიის სტატუსის მოპოვება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. ვირუსის მასშაბურობა, მედია-აჟიოტაჟი (ხშირად აფსურდულიც) და შფოთი არც საეკლესიო შეკრების ირგვლივ დარჩენილა უხმაუროდ.

      იტალიამ დიდი ხანაი დაკეტა ტაძრები მრევლისთვის და სულ ბოლო ამბავი გვატყობინებს - სააღდგომო ლიტურღია მრევლის გარეშე აღესრულება ვატიკანშიო. მართლმადიდებლური ეკლესიების ნაწილსაც აქვს მსგავსი საჭიროება - დაკეტონ ტაძრები და იმ ხანას დაუბრუნდნენ, როცა მალულად, აქა-იქ შეიწირებოდა ძღვენი. საქართველო, როგორც გლობალური სამყაროს ნაწილი (ყოველშემთხვევაში ასე ვთვლით თავს), არ დარჩენილა პრობლემების მიღმა - დღევანდელი მონაცემებით 33 კლინიკურად დადასტურებული ინფიცირებული და 1 განკურნებული პაციენტი გვყავს. იზრუდება მასობრივი თავშეყრის ადგილები და ამ ადგილებს შორის, ცხადია, მორწმუნეთა შესაკრებელიც მოიაზრება (პირდაპირ თუ ირიბად).

      ეკლესია როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ცხადია, საუკუნეთა განმავლობაში პრაქტიკულ საკითხებს ხშირად დროისა და მოთხოვნის პარალელურად ცვლიდა, ამიტომ ეკლესიის ისტორიის მკვლევარებმა ადვილად მოიძიეს ეკლესიის გამოცდილება - თავდაპირველი ქრისტეს ზიარების შემდეგ, ლიტურგიკულ პრაქტიკაში, პერიოდულად დამკვიდრებული წესები - ზიარება ჩალტობით, მიწოდებით და უკვე XIII საუკუნიდან კოვზის გამოყენების პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, როდესაც ზიარების წესში ერთჯერად კოვზებზე საუბარი დაიწყეს, ორივე მხარეს საკმაო არგუმენტი იყო პოზიციების გასამყარებლად. ზოგმა განკურნებების მაგალითები გაიხსენა შავი ჭირის პერიოდში, ზოგიერთმა კიდევ სპეციალურად მოწამლული ქართველი წინაპრებიც ა.შ. საბოლოოდ, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მტკიცე გადაწყვეტილებით ზიარების წესი უცვლელი დატოვა - ერთი ბარძიმიდან, ერთი კოვზით.

      კოზვის თემა მხოლოდ საილუსტრაციოდ მინდა მოვიშველიო, თემის შინაარსი ცოტა უფრო ვრცელია.

      რა პრობლემაა ერთჯერადი კოზით ზიარებაში?

      სარწმუნოებრივ ფაქტორს თუ არ ჩავთვლით - არანაირი! არ არსებობს რაიმე დოგმატური სწავლება კოვზზე, მისი სიწმინდეზე ან რაიმე მსგავსზე და ვერც იარსებებს, რადგან ის მხოლოდ პრაქტიკული ნივთია, რომელმაც მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით, სხვადასხვა განმარტებებიც შეიძინა და გარკვეული შინაარსის მატარები გახდა. პრობლემა არის რწმენის სფეროში. ისედაც მცირედმორწმუნეობით გამორჩეულ სამრევლოებში, კიდევ იმაზე ყურადღების გამახვილება - ვინ როგორი პირით ეზიარება; ბარძიმთან მიახლებისას, რიგში, წინ მყოფების შეთვალიერება, ნეტავ ვინმეს სიცხე ან ხელება ხომ არ აქვს, ვაითუ რაიმე გადამედოსო; კურნების მიღებაზე მეტად, დავირუსებაზა ფიქრი, თუნდაც გულზე ხელებგადაჯვაედინებულ ადამიანს, უფრო უძლიერებს ურწმუნოებას და საპირძონედ, რწმენასთან მებრძოლ ბოროტებას ახარებს. მადლობა უფალს, ისედაც დაცლილი ტაძრები, ჯერ კორონას მიზეზით სრულად არ დაცლილა, მაგრამ ეჭვი უკვე გაცნდა და ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ეჭვი, რომელიც ყველაზე მძლავრი იარაღია ბოროტის ხელში (თუმცა, სიკეთის სამსახურშიც დიდი ძალა ექნებოდა მას) უკვე დათესილია (ეს ის ღვარძლია, რომლისგანაც ყანის განწმენდა შეუძლებელია მკათათვემდე). მაპატიეთ, მაგრამ ამ ეჭვის გაძლიერებაა უკვე დღეს შემოთავაზებული პრაქტიკა - ზიარების შემდგომ, სიტკბოება ერთჯერად ჭიქებში და სტიკაროსნის ხელზე სამედიცინო ხელთათმანი სეფისკვერის დასარიგებლად. ანუ - ზიარებით შეუძლებელია ეპიდემიის გადადება, მაგრამ სიტკბოებასა და სეფისკვერზე ინფორმაცია არ გვაქვს? რწმენა ბარძიმამდე საკმარისია და ბარძიმს შემდგომ აღარ?

      მახსოვს, ჯერ კიდევ, სტუდენტობის დროს, ერთ-ერთ ლექციაზე გვქონდა საუბარი - თუ ადამიანი გულით არ ლოცულობს, რა აზრი აქვს ლოცვას? თუ ადამიანი გულით არ დგას ტაძარში, რა აზრი აქვს ტაძარში სიარულს? თუ ადამიანი გულით არ მარხულობს, რა აზრი აქვს მარხვას? და ა.შ. ამბობდნენ ერთნი. თითოეულ ამ აზრს ვეთანხმები დღესაც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ადამიანი, მეორეს, მოყვასს პირადად უზიარებს გულით ლოცვის, მარხვის, ეკლესიურობის გამოცდილებას და არა ამბიონიდან ან პოსტებიდან ქადაგებით. რატომ? იმიტომ, რომ ქრისტემ ეს ეკლესია ასე დააფუძნა - გამოსწორებაზე მითითება ერთ-ერთთან, ერთი-ორთან, ერთი-კრებულში და მხოლოდ ამის შემდეგ კიდევ საჯარო შეგონება და მერე განშორება. ინტერნეტში საკმაოდ პოპულარულია მისიონერობა, რაა დასამალი და ჩემს ძველ ბლოგებშიც იპოვით მსგავსი ტიპის პოსტებს - ჩვენი ვაი ქრისტიანობა, ცუდი მორწმუნეობა, არასწორი ლოცვა და ა.შ. - ფაქტია ამან შედეგი არ გამოიღო. ესეც არ იყოს, ხშირია შემთხვევები: „აი, ბოლომდე ვერ ვრჩები წირვაზე და ამიტომ ვეღარ მოვდივარ“, „დავარღვიე რამდენჯერმე მარხვა და რაღა აზრი აქვს“, „რომ ვჩქარობ დილით სამსახურში, ვეღარ ვლოცულობ, ჩქარა ბუტბუტს კიდევ რა აზრი აქვს“ და აღარც ლოცვაა, აღარც მარხვა და ა.შ. ასეთი პირი უჩანს ზიარების წესსაც: „იცი, როცა საზიარებლად მივდივარ, ეჭვი მიჩნდება და რაღა აზრი აქვს ზიარებას?“.

      პრობლემა უფრო ფართოა, ვიდრე ამ პოსტში ან რომელიმე მსგავს პოსტში ჩაეტევა. მაგრამ რაც უარესია, რაც დრო გადის, გამოსავლის ძიება კიდევ უფრო რთული ხდება (შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც), რადგან ნებისმიერ იდეა უკვე განწირულია მარცხისთვის. პოსტის დასასრული კი იმედიანი იქნება და არა რომელიმე კლირიკის გამოცდილების გაზიარება, არამედ მაცხოვრის დანატოვარი ნუგეში: „ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან.“ (მარკოზი, 16, 17-18).

ნახვა: 400

ტეგები: COVID19, Qwelly, ბლოგი, ეკლესია, ზიარება, სარწმუნოება, ქრისტიანობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters