- კიდევ რამდენი მომხსენებელია ვასილისკო? - აღფრთოვანებამ თითქოს დაღალაო ბელზებული.

 - ჯერ კიდევ ერიან ბატონთა ბატონო.

 - უხმეთ!

 - შემდეგი ვინც ჩვენი დღევანდელი შეკრების წინაშე სიტყვით გამოვა, მრისხანების ეშმაკი გახლავთ.

Qwelly, blog, ბლოგი, მრისხანება, სარწმუნოება, ქველი, ქრისტიანობა, შეკრებები ჯოჯოხეთში, ცილისწამება

      ეშმაკების გუნდში რხევა დაიწყო, თითქოს ვიღაც მოაპობდა იქაურობას. ნელ-ნელა ახალბედა ეშმაკუნებმა, რომლებიც მეტისმეტი ყელყელაობით ბელზებულისთვის თავისმოწონებას ცდილობდნენ, გვერდზე ჩაიწიეს და იყუჩეს. ტრიბუნასთან ასასვლელი კიბეებიდან ძვლების ჩახუნი გაისმა. კიბეზე უხუცესი ეშმაკი ადიოდა. მისი ასაკის მიუხედავად, კვლავინდებურად მარტო მიაბიჯებდა.

 - ჩემო ძველო და დიდებულო მეგობარო, როგორ ხარ? - ხელებგაშლილი მიეგება ეშმათავადი!

      გავარვარებულები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ალბათ ცრემლიც ჩამოუვარდა ზოგიერთს.

 - რას მეტყვი, რით გამახარებ?

 - რა გითხრა დიდო თავადო, სამყაროს შემოქმედმა კი თქვა, რომ "ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენო", მაგრამ ჩვენც ღირსეულად უნდა დავხვდეთ.

 - მერე, შენს სამინისტროში ხო ყველაფერი კარგად არის.

 - ხომ გახსოვს, დაეცა რა ადამიანი და სიკვდილის შვილი გახდა, იმ დღიდან მოყოლებული მე საქმე არ მელევა. მრისხანება ერთი მხრივ გამოადგებოდათ ადამიანებს, თუ საკუთარ თავებს განურისხდებოდნენ და ჩვენს წინააღმდეგ აამხედრებდნენ, მაგრამ ასეთები იშვიათია და მეტწილად სულ იმ სინათლის საუფლოში ხვდებიან. მათ საპირწონედ ხშირად სწორედ ჩვენი მითითებებით მრისხანებენ. ერთი კია მამონთა ბრწყინვალებავ, მრავალ ხრიკთა შორის, რომლებსაც ათასწლეულებია ვამზადებ, ერთი განსაკუთრებით მიყვარს. ესაა ცილისმწამებელთა მიმართ მრისხანება. როდესაც თავისი შექმნილი შვილების გადარჩენა ისურვა და განკაცდა, აღარ გაგახსენებ იმ საშინელ წუთებს, რომელიც ჩვენ ვიწვნიეთ, როცა მიწაზე ცხოვრობდა, სულ ამას ამბობდა, "გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ", ამიტომ ქრისტიანებმა იშვიათად, მაგრამ დაიწყეს იმ ადამიანების მიმართ მიმტევებლობა, რომლებიც მათ ლანძღავენ, აგინებენ, სცემენ და ა.შ. ბევრისთვის ეს მოჩვენებითია, ამისთვის მადლობა ნარცისიზმის სატანუკას, რომელიც მათ ასეთ დროს თვითკმაყოფილებითა და საკუთარი თავის სიყვარულით გააძღობს ხოლმე, თუმცა ეს მოჩვენებითობა მაინც საკმარისია, რომ მრისხანებას არ მიეცნენ. მაგრამ მე ხომ ახალბედა არ ვარ და არც მათსავით გამოუცდელი და უჭკუო? როდის ბრაზდებიან იცი?! როცა სიკეთეს აკეთებენ და მათი გარშემომყოფები ამ სიკეთეს ვერ ხედავენ და ცილს სწამებენ, სიავეს აბრალებენ. უნდა ნახო, მაშინ როგორი გულისწყრომა და მრისხანება იპყრობთ. ამ ქვეყნად ცილისმწამებლების პოვნას რა უნდა, ერთი ცოდვაც რომ ვერ ჩავადენინეთ, იმ კაცსაც კი ვუპოვეთ ცილისმწამებლების გუნდი და ამ ცოდვილებს, ცილისმწამებლებს როგორ ვერ ვუპოვი? ლოცვა მაგათ არ უნდათ და ასე უიარაღოდ დარჩენილებს, საკმარისია პატარა ცეცხლი შევუნთო, ისე აგუზგუზდებიან, იმხელა მრისხანებით ევსებათ გული, ისე უცბად შევმუსრავ ხოლმე ჩემი მარწუხებით, ამაზე ლამაზ სანახაობას ვერცერთი დიადი რეჟისორი ვერ გადაიღებს. და ამ წყეულ სიბერეს ასეთი წუთიერი გართობებით ვატარებ.

      სევდიან ნოტაზე დაასრულა თავისი გამოსვლა მრისხანების ეშმაკმა. ერთხელ კიდევ გადაეხვია ბელზებული და შემდეგ თავისი ადგილისკენ გასწია.

გაგრძელება

წინა გამომსვლელები:

სურვილების ეშმაკი

დათითოკაცების ეშმაკი

ნახვა: 286

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მრისხანება, სარწმუნოება, ქველი, ქრისტიანობა, შეკრებები_ჯოჯოხეთში

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters