პატრიოტიზმი და ქრისტიანობა როგორ უნდა შეათავსოს ადამიანმა, ალბათ ყველაზე უკეთ პავლე მოციქულისგან თუ ვისწავლით, თან წარმართთა მოციქული გერქვას და თან არ ივიწყებდე საკუთარ სამშობლოს და ზრუნავდე მისი სულისთვის(!), როგორც ჩანს ძალიან რთულია, ან ჩვენს, ქართულ რეალობაში ჩანს რთულად. არ ვიცი, ქართველები პავლეზე უფრო პატრიოტები არიან თუ არა, მაგრამ პავლეზე ნაკლები ქრისტიანები რომ არიან, ცხადი ხდება ძალიან ხშირად („მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა“ (კორ I, 11) კათოლიკე ეპისტოლე არ არისო და ალბათ არ გვეხება).

საგრადა ფამილია, წმინდა ოჯახი

      როგორც ქართველებს სჩვევიათ დიხოტომიური თანაცხოვრება, პატრიოტიზმშიც ორი რადიკალური ფრთა გვხვდება:

      ერთნი, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველობაა მაცხონებელი, ქრისტეც კი ქართველი გამოჰყავთ და რატომღაც, იგივე კატეგორიის ადამიანები დასავლეთის, ევროპისა და ამერიკის ხსენებაზე ხმალ-კაპარჭმომარჯვებულები იცავენ ქართველობას, ამ მისტიურ და ღვთიურს (ზოგჯერ მგონია, რომ მხოლოდ საიმიჯოდ, თორემ ქართველების უპრობლემო მხოცველ რუსებს მაინცდამაინც არ მტრობენ).

      და მეორენი, რომლებიც უფრო ლიბერალური მსოფლმხედველობის არიან (ესეც იმიჯია), მაგრამ პატრიოტიზმის კუთხით, ზემოდასახელებულთა საპირისპიროდ, რუსეთის ხსენებაზე ემართებათ იგივე.

      პირველნი, ფუნდამენტალისტებად და ბნელებად არიან შერაცხულნი თვით სასულიერო პირთაგანაც, რადგან, მარტივია - წაიკითხო სახარება და ნახავ რომ საქართველოში არც ქრისტე, არც ღმრთისმშობელი, არც იოანე ნათლისმცემელი და არცერთი მოციქული არ დაბადებულა; მეორენი კი - უფრო პროგრესულობის სახელით სარგებლობენ საზოგადოებაში. მიმდევართა სიმრავლეზე ვერაფერს გეტყვით - არ აღმირიცხავს, მაგრამ არცერთი ფრთა არ უჩივის ნაკლებობას.

      ეს ყველაფერი გავიგეთ, თუმცა მორწმუნე ადამიანი იკითხავს - კი, მაგრამ ან ერთს ან მეორეს რა კავშირი აქვს ქრისტესთან?

      პასუხი სავალალოა: არანაირი, რადგან ორივენი თავისას ქადაგებენ და არა ღმრთისას.

რატომ დავიწყე ამ თემაზე წერა?

      ბოლო დღეებია, ერთი ასირიელი მამაო, რომელიც ცნობილია თავისი არამეულად შესრულებული გალობით, მოღალატე ყორღანაშვილად შეირაცხა მრავალთა მათ ერისაგანთა მიერ, იმიტომ რომ მის ტაძარში მისული, ოკუპანტი და საქართველოს მტერი რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი წირვიდან არ გაუშვა და ღვინითან გაუმასპინძლდა - მერე გადაწყვიტა რომ ფოტოები თავადვე უნდა გაევრცელებინა ფეისბუკზე, რასაც შესაბამისად მოჰყვა გამხმაურება. კიდევ იყვნენ სხვა სასულიერო პირები ლუჟკოვთან ჩახუტებულნი, თუმცა მათი ავან-ჩავანი არ ვიცი. ლუჟკოვს ჩვენი ქვეყნის წინაშე არც აქამდე ჰქონდა საპატივსაცემო ამაგი (როგორც ამას საინფორმაციოები წერენ) და არც ამ ვიზიტით აღმოჩნდა საქართველოს მოსიყვარულე - „უარი თქვით აფხაზეთზე და ოსეთზე და უკეთ იქნებითო“, დაგვარიგა პატივნაცემმა და წავიდა. ამაზე კიდევ უფრო მეტი აჟიოტაჟი ატყდა.

      ყურადღება აქაც მინდა მივმართო იქითკენ, რომ ზემოხსენებული პატრიოტებიდან, ხვდებით ალბათ, ამ მასპინძლობას ვინ შეაფასებდა უარყოფითად და ღალატად. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ზემოხსენებულნი ს ა ს უ ლ ი ე რ ო პირები არიან. და როდესაც იგივე მამაო, რომის პაპის სტუმრობისას, სვეტიცხოვლის საკურთხეველთან ზურგით მჯომ პაპ ფრანცისკესა და პატიარქ ილია მეორეს უგალობდა არამეულად (არ განვკითხავ, ამის მორალური უფლებაც არ მაქვს, რადგან მათ უკან მეც მგალობლად ვიდექი), გარეთ, ზემოხსენებული ფუნდამენტალისტი პატრიოტები საპროტესტო აქციას მართავდნენ, ხოლო ლიბერალი პატრიოტები ამ საქციელს ალბათ იწონებდნენ (კონკრეტულად, არამეული გალობის მოწონებაზე ვერ ვიტყვი, თუმცა პაპის ვიზიტით დაკავშირებულ აღფრთოვანებაზე მრავალი მაგალითს მოყვანა შემიძლია). ახლა, რუსი პოლიტიკოსის და რუსული აგრესიის გამამართლებლის მასპინძლობაზე, ვექტორები შეიცვალა (ფუნდამენტალისტი პატრიოტები არ ამართლებენ, მაგრამ არც გმობენ, ხოლო ლიბერალებმა ღალატად შეაფასეს).

      ახლა ის მორწმუნე დააბრუნეთ, ზემოთ რომ იყო და იგივე შეკითხვა გავიმეოროთ: კი, მაგრამ ან ერთს ან მეორეს რა კავშირი აქვს ქრისტესთან?

      პასუხი არ იცვლება და ისევ სავალალოა: არანაირი, რადგან ორივენი თავისას ქადაგებენ და არა ღმრთისას.

      თორემ ქრისტემ თქვა ვისი უნდა გვეშინოდეს - „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. 5. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ.“ (ლკ. 12, 4-5).

      რა თქმა უნდა, ამ ფრაზებსაც ეყოლება განმმარტებელი, რომელიც იტყვის ქრისტემ აქ რა იგულისხმა (თურმე დარიგებაში: „გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ“ (მთ. 5, 44), მაცხოვრმა იგულისხმა, რომ ისეთი მტერი შეგილძია შეიყვარო, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს შენთვის სიკეთე გაკეთებული და ეს სიკეთე არ უნდა დაუვიწყოო, და ამით შეძლება კეთილგანწყობა შეინარჩუნო მისდამიო, თორემ აბა ისე როგორ? - ერთ-ერთი ახალგაზრდა მღვდლის განმრტებიდან), მაგრამ არ მგონია იმაზე მეტად წინ წავიდეს ის განმარტება, რომ სული უპირატესია სხეულზე, მაგრამ ....... სული? მოიცა ერთი რა.

      ცხადია, რუსეთი მტერია, ოკუპანტია, ლუჟკოვი მტრის ერთგული ჯარისკაცი და მებაირაღეა, ამას წყალი არ გაუვა და მის მასპინძლობას ნამდვილად არ აქვს გამართლება, არც საამაყოა და არც მოსაწონი საქციელი. მივიდა ტაძარში, შევიდა, ილოცა, წავიდა. საერთოდ რომ არ მიექცია ყურადღება მამაოს და არც თავად და არც მედიას გაეშუქებინა ეს ყოველივე, არაფერი დაშავდებოდა, რადგან ამ კაცს მტრის გარდა, არანაირი სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის არ აქვს, ამჯერად, არა ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, არამედ ტურისტად და თუ ყურადღებას არავინ მიაქცევდა, კიდევ უკეთესი - არ ღირს ასეთებზე დროის ხარჯვა (ამის ნაცვლად, „ნაზარეთმა“ რომ იმღერა ბათუმში, იმაზე დაგეწერათ ამდენი, კარგი იქნებოდა!), მაგრამ ის რომ სასულიერო პირი ამბობდეს, ეკლესიაში არ შეუშვა რადგან მტერიაო, გადამეტებულად ურაპატრიოტული მგონია და ზოგჯერ, არც მაინცდამაინც გულწრფელი, განსაკუთრებით იმათ ფონზე, ვინც შესულა ჩვენს ტაძრებში მრავალი წლის განმავლობაში.

- გვეშველება რამე?

- რატომ უნდა გვეშველოს, თორემ კი!

ნახვა: 341

ტეგები: Qwelly, ამბავი, პატრიოტიზმი, სარწმუნოება, ქრისტიანობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters