გიორგობისთვე მიიწურა და მას გაჰყვა შემოდგომის მთელი ბედნიერებაც, ხვავ-ბარაქის დაგროვება მაინცდამაინც არ გამოვიდა წელს, მაგრამ შემოდგომა თავის ფერსა და სუსხს არ დაშურებია. ხვალიდან კარგად აცივდება და ზამთარს ვეღარაფერი შეაკავებს. ამასობაში მეათე მოწვევის პარლამენტი პირველი სხომისთვის ემზადება, ოპოზიცია კი პირველი პროტესტისთვის. კოვიდიც არსად აპირებს წასვლას - 135584 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 113986, გარდაცვლილი - 1267,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 30, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ფაქტი, რომ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 1-2% იბადება წითელი თმით, ამ ადამიანებს განსაკუთრებულს ხდის. ზოგჯერ, ეს განსაკუთრებულობა დადებითად წაადგებათ ხოლმე, ზოგჯერ კი ჩაგვრისა და ბულინგის მსხვერპლნიც გამხდარან. ჩვენი დღევანდელი მასპინძელი ფოტოგრაფია. შესავლიდან გამომდინარე, აღარ გაგიკვირდებათ, თუ დავწერ, რომ წარმოშობით შოტლანდიელია, ანუ იმ ქვეყნიდან არის, სადაც წითური ადამიანები, შეიძლება ითქვას, უმავლესობაშიც არიან - ყველგან იპოვით ერთ წითურს…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 28, 2020 წელი. 8:41pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარხვის დაწყების წინ, პატრიარქმა მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა მისცა საჭიროების შემთხვევაში რძის პროდუქტების მიღებაზე კურთხევა გასცენ. ხვალიდან შეზრუდვების ამოქმედება იწყება, ამიტომ დღევანდელი პარასკევი, რომელსაც შავი პარასკევიც წამოეწია, დედაქალაქის სრული პარალიზების მიზეზი გახდა - ყველა საყიდლებს ეშურებოდა. მომავალი დღეები წვიმიანი იქნებაო, ამბობენ სინოპტიკოსები - 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. კოვიდს რაც შეეხება - 123470 დადასტურებული,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 27, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ცის თაღი იძროდა მისი ნაბიჯებიდან, ელვას აკვესებდა ჯიღა თვალებით, ფართოდ განტოტვილი რქებით კი თითქოს მთელ სამყაროს შესდგომოდა დედაბოძად.
აზავერი მოდისო, დაურბენდა ეს ძახილი ცის ბინადრებს, ისინიც დიდის ამბით მოემზადებოდნენ მის დასახვედრად. ფარშევანგი მაშინვე კუდს გაშლიდა, რათა საზეიმო ელფერი მიეცა სასურველი სტუმრის მობრძანებისთვის. მგელიც უკუდგებოდა, ოღონდ აშკარად გამომწვევი ნაპერწკლები უხტოდნენ თვალებში. გველი განზე გასრიალდებოდა,…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 27, 2020 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შეზღუდვები დაწესდა და აღსრულება 28 ნოემბრიდან დაიწყება. შეზღუდვები კი განსაკუთრებული სიმკაცრით არ გამოირჩევა, თუმცა ქალაქები მაინც დააშორა ერთმანეთს. დღის მთავარი თემა პრემიერის გამოსვლა და დაწესებული შეზღუდვები იყო. ოპოზიციამ, ცხადია, არც დაწესებული შეზღუდვები მოიწონა და არც პარლამენტში შესვლაზეა თანახმა - ერთადერთი რასაც თანხმდება საბიუჯეტო დაფინანსებაა. კოვიდს რაც შეეხება - მთლიანი რიცხვები - 118690 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 26, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ყოველდღიურად ანონსდება მომავალი შეზღუდვები, ლოკდაუნები, პრობლემები, ჩაკეტვები და ეკონომიკურ კოლაფსსა და სიცოცხლის გადარჩენის შუა ხაზი. თავის მხრივ, პანდემიაშეშინებულზე ოპოზიციაც დაცხრა და ჯერ შიდა გარკვევაშია და შემდეგ მთავრობასთანაც დაალაგებს. საპატრიარქომაც გააკეთა განცხადება. ვირუსის რიცხვები - 114889 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 95581, გარდაცვლილი - 1085, კარანტინში - 2071. რაც შეეხება ეკონომიკის მეტრს - დოლარი - 3.3193 ლარი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 25, 2020 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
გასული კვირა 90 ათასის ფარგლებში დავასრულეთ - დღევანდელი მონაცემი კი 100 000-ს გასცდა - ცხადია, როგორც მიხვდით ეს კორონას ამბავია. დღის მთავარი თემა კლავ პანდემიამ ჩაიგდო ხელთ. ორდღიანი გამომზეურება წვიმით შეიცვლებაო ამბობენ და ხვალ და ზეგ, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. კორონა ვირუსის ქართულ-მოქალაქეობრივი სტატისტიკა - 111818 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 92215, გარდაცვლილი - 1051, კარანტინში - 2102. დოლარი 3.3193 ლარი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 24, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მთელს მსოფლიოში, უამრავი კუნძულია, რომლის ყიდვაც შეგიძლია და დასახლება, მაგრამ ზოგჯერ გამოუსაგარი და შეუძლებელი ხდება კუნძულზე ცხოვრება. ოცნებების ასასრულებლა კი კოპენჰაგენში ხელოვნური კუნძულები შექმნეს, რომელსაც სადაც გინდა იქ წაიღებ. მოტივტივე კუნძულების პარკი სულ მალე გაიხსნება კოპენჰაგენის ნავსადგურში. დანიურმა კომპანიამ, სტუდიო ფოკსტროტმა (Studio Fokstrot) და ავსტრალიელმა არქიტექტორმა მარშალ ბლეჩერმა (Marshall Blecher) მოიფიქრეს…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2020 წელი. 10:52pm —
არ არის კომენტარები
_______________
ერთ კვირაში შემოდგომაც მიილევა. მიწურულს კი თოვლმა გაამშვენა წითელი ფოთლების ფრენა და ნარნარი. კორონასგან მიყენებული ლეტალური ზიანი არ კლებულობს, ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება. ხვალ ისევ არჩევნებია და ოპოზიცია ისევ უარზეა. ტერორიზმი კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვირუსი სტატისტიკა - 96860 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 77932, გარდაცვლილი - 894, კარანტინში - 2226. დოლარი 3.3073 ლარი ღირს.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
პირველი თოვლით დავსაჩუქრდით ნოემბერში - თბილისში უკვე ჩამოთოვა, ჯერ მხოლოდ წავკისსა და წყნეთში, მაგრამ ალბათ მალე რუსთაველზეც მოთოვს. იქამდე კი აქციებით დაიფარება ეს ქუჩა - ამას პროგნოზირებენ ოპოზიციონერები. იცოდით რომ კეთილდღეობით ვცხოვრობთ? - საქართველომ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ შეფასების 100%-იანი შკალიდან 61.8% მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა. ვირუსი სტატისტიკა - 93092 კოვიდ დადასტურებული, აქედან…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 19, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ყოველგვარი შესავლის გარეშე - დღის მთავარი ამბავი პომპეოს ვიზიტი იყო და მისი პოზიციურ-ოპოზიციური მხარეები, განაზრებანი, განმარტებანი, განზრახვანი, თარგმანნი და ა.შ. კორონა მატულობს და მატულობს სიცივეც - მომდევნო ორი დღე თოვლჭყაპი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჩინეთი ჩამოვიტოვეთ მსოფლიო კოვიდ სტატისტიკაში - 89395 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 71468, გარდაცვლილი - 815, კარანტინში - 2370. დოლარი 3.2919 ლარი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 18, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სულ ცოტა ხნის წინ ქართველმა საზოგადოებამ სალვადორ დალის არც ისე გახმაურებული ნამუშევარის ისტორია გაიგო, როგორც გაირკვა დალიმ ერთ-ერთი ნახატი თავის ქართველ მეგობარს არჩილ გურუელი-ჭყონიას მიუძღვნა.- ნახატიდან გაომდინარე „მდინარეში ნავები ჩანს, რაც პირობითად არგონავტებისა და ოქროს საწმისის ისტორიას გადმოსცემს, დათოვლილი მთები კი საქართველოს ლანდშაფტიდანაა აღებული, ხოლო ეკლესია მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ტრადიციებს უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ…
გაგრძელება
დაამატა მარი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 18, 2020 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
საღამოს მთავარი ამბავია პომპეოს ვიზიტი საქართველოში, მაგრამ იქამდე კოვიდი ლიდერობდა - ახალი შეზღუდვები უკვე ძალიან ხშირად ანონსდება. დღეს ინფექციონისტებიც კი გაკარანტინდნენ. ოპოზიცია მდუმარე აქციებით ელოდებოდა პომპეოს და შემდეგ უკვე არჩევნებს, ამიტომ მათი სამოძრაო ორბიტაც საინტერესო ნიუსსტრიმს წარმოადგენს. კორონას ამბავი ასეთია - 85952 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 68929, გარდაცვლილი - 778, კარანტინში - 2797. დოლარი 3.3021…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 17, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ნოემბრის შუაწელია და სინოპტიკოსები ამბობენ, თოვლჭყაპს უნდა ველოდოთო - ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან აცივდა - ფაქტობრივად აყინდა. ოპოზიცია იკრიბება და აპირებს სირცხვილის კორიდორების მოწყობას, თუმცა მათი ერთობა ამ საკითხში არ არის. ჯერ-ჯერობით არჩევნებს ისევ ველოდებით. დღურად კოვიდ გამოჯანმრთელებულებმა კი დღიურ დავირუსებულებს აჯობეს. რიცხვებში ქართული კოვიდი ასეთია - 82835 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 65291,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 16, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
„ზღაპარს დავეძებ“ - მაღალ თაღზე ცეცხლივით ბრიალებენ ეს სიტყვები, დაუძლეველი ძალით გიზიდავენ. თაღი ბაღის შესასვლელი უნდა იყოს, ეს აქედანაც კარგად ჩანს. თვითონ თაღს ხვიარა მცენარე შემოხვევია, ოღონდ ისე, რომ ცეცხლოვანი წარწერა არ მიჩქმალოს.
წამით ნაბიჯს შეანელებ, დაფიქრდები, ხომ არ გაიმრუდო გზა, ზღაპრისკენ თუ მისი მაძიებლებისკენ ხომ არ გადაუხვიო... და უცბად აღმოაჩენ, რომ უკვე ზემოხსენებული თაღის ქვეშ დგეხარ, ცეცხლოვანი წარწერა…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 16, 2020 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ამერიკულ დღესასწაულებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღეა - მადლიერების დღე. როგორც წესი, ამ დღეს ინდაური იკვლება და გემრიელადაც იწვება, თავისი ამოვსებული „სტომაქით“ - ლიმონი, ბრინჯი, ხახვი, მწვანილები და ა.შ. ისიც ტრადიციაა, რომ ერთი ინდაური აუცილებლად უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა - წელს ეს ბაიდენს მოუწევს, ალბათ. პოლიტიკური პოსტი არ გვექნება - დღეს მადლიერების მეორე გემრიელ გაგრძელებაზე უნდა დავწერო - ღვეზელი, რომელიც ამ დღის ტრადიციაა.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2020 წელი. 9:37pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს, ასიათასი მოწამის ხსენების დღეა - გილოცავთ! მეტეხის ხიდთან ამ დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა, თუმცა მნიშვნელოვნად ცოტა ხალხით. სამომავლოდ ხალხმრავლობებს რაც შეეხება, ამინდები სააქციო მზადყოფნას არ აპირებს, როგორც დააანონსეს სინოპტიკოსებმა 13-16 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ცესკოში შეხვედრა იყო, თუმცა ოპოზიცია უკმაყოფილო დარჩა ამიტომ დაანონსებული აქციები შედგება. რაც შეეხება კორონას - 73154 კოვიდ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 13, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წლის ერთ-ერთი კარგი ამბავი შეიძლებოდა გამოსულიყო დღევანდელს საღამოს საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს რომ მოეგო მაკედონიისთვის და ევროპის თასზე ბრძოლა გაეგრძელებინა, მაგამ 2020-მა არც ამით გაგვახარა. 69681 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 52169, გარდაცვლილი - 599, კარანტინში - 2506. დოლარი 3.2914 ლარი ღირს.
#Covid19GEO - საქართველოში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 12, 2020 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
საქართველოში თითქოს სტაბილურობაა, სიმშვიდე იწყებს დავანებას, ამიტომ დღის ამბებში სომხეთის არეულობის და რუსეთისთვის გახსნილი დერეფანი ლიდერობს. ქართული სიმშვიდის დასტურია პომპეოს ვიზიტიც და საგანგებო მზადება დასახვედრად. ოპოზიცია ჯერ კიდევ ხმების გაყალბებასა და ოქმების გასაჩივრებაზე საუბრობს. კოვიდს რაც შეეხება - აქამდე უარი ლოქდაუნს, უკვე კითხვის ქვეშ დადგა - თენგიზ ცერცვაძემ ლოქდაუნი შეიძლება გამოსავალი იყოსო. ამის ფონზე, ქვეყანაში გვყავს -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 11, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც უკვე დაანონსდა, აქციებმა ცოტა ხნით ტაიმ-აუტი აიღეს და გადაინაცვლეს მომავალში. ამ ფონზე, წინ წამოიწია მოლაპარაკებების, შერიგებების, პარლამენტარებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ათვისების და სხვა მომიჯნავე თემები. პარალელურად, რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადებები ხდება მედიის განხილვის ობიექტი. მეზობლებში ომი მორჩა და რუსი სამშვიდობოები ჩადგნენ საზღვარზე. კორონა არსად წასულა - დღევანდელი რიცხვები - 63650, გამოჯანმრთელებული - 47390, გარდაცვლილი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 10, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•