დღეს, ასიათასი მოწამის ხსენების დღეა - გილოცავთ! მეტეხის ხიდთან ამ დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა, თუმცა მნიშვნელოვნად ცოტა ხალხით. სამომავლოდ ხალხმრავლობებს რაც შეეხება, ამინდები სააქციო მზადყოფნას არ აპირებს, როგორც დააანონსეს სინოპტიკოსებმა 13-16 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ცესკოში შეხვედრა იყო, თუმცა ოპოზიცია უკმაყოფილო დარჩა ამიტომ დაანონსებული აქციები შედგება. რაც შეეხება კორონას - 73154 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 55511, გარდაცვლილი - 636, კარანტინში - 2447. დოლარი 3.2951 ლარი ღირს.
#Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 1493 თბილისში, 448 აჭარაში და 513 იმერეთში გამოვლინდა. 37 პაციენტი გარდაიცვალა. ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. სერგო ჩიხლაძე - სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადება ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის ჩამოშლა იქნება. „გორმედმა" კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში დამატებითი საწოლფონდი გამოყო. მოგვიგდეს ალიკაპის მსგავსად კანონი და თვითონ დაშლიგინობენ - ესწრებიან ფეხბურთს, მანქანით გადაადგილდებიან, როდესაც ჩვენ გვაჯარიმებენ. გიორგი ფხაკაძე - მტკიცებულებები წამოვიდა, რომ რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო კორონავირუსის ძლიერი პირველი ტალღა. გიორგი ფხაკაძე - ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე! ამირან გამყრელიძე - ნუ ვიტყვით, ვინ, სად, რა შეცდომა დაუშვა ან დაუშვა თუ არა - ეპიდემია ქვეყანაში სერიოზულ მასშტაბებს იღებს და ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა თითზე ჩამოსათვლელია. კორონავირუსის მართვის პროცესში 700-მდე სტუდენტი გადამზადდა და ექიმების ასისტენტებად და ექთნებად გამწესდა. რეგულაციები შედეგს მომენტალურად არ იძლევა და რესტორნების მუშაობის 22:00 საათის შემდეგ შეზღუდვის შედეგიც გარკვეული დროის შემდეგ აისახება. ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშე არ არის, მაგრამ დაძაბულობა იმატებს. თუ პირბადის 95%-იან ტარებაზე ავალთ, პანდემია უკან დაიხევს. ოდესაც 112 გადატვირთულია, პირდაპირ უნდა დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს. გამოხატვის უფლება ერთ-ერთი მთავარია, თუმცა ამაზე წინ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება დგას. კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედრის სახლში დასვენება უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს გაკეთდეს. „რემდესივირი“ საქართველოში ორ კვირაში შემოვა, მაგრამ ეს წამალი აფთიაქში არ გაიყიდება. როდესაც კორონავირუსის რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო 700 000 ადამიანის ასაცრელად საჭირო დოზას მიიღებს. ხათუნა ზახაშვილი - ვაცნობიერებთ, რომ სწავლა და სააღმზრდელო პროცესის ნორმალურ რეჟიმში ჩატარება, მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანია და ასე დიდხანს გაგრძელება, შეუძლებელია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო - კორონავირუსის გავრცელების შენელების მიზნით წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას განვაგრძობთ, სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება. რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი - კვების ობიექტების ნაწილი იხურება, ნაწილი კი თანამშრომლებს ამცირებს. თვის ბოლომდე საწოლფონდი 8 500-მდე უნდა ავიდეს - თუ ეს საკმარისი არ იქნა, არსებობს გეგმა “ბ“, რომელიც დიდი სივრცეების მობილიზებას გულისხმობს.
შეხვედრა ცესკოში - ცესკოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ ოქმები ბათილად ცნონ. ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მმართველმა გუნდმა ოპოზიციის ხმები მიითვისა. ცესკოში სხდომაზე დაპირისპირების შემდეგ შესვენება გამოცხადდა. განახლების შემდეგ კი აურზაურიც გაგრძელდა. ოთარ კახიძე - ამომრჩეველი არჩევანს აკეთებდა არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ორგანიზებული ჯგუფი ბიულეტენს გარეთ უხაზავდა, ასეთი ბიულეტენების რიცხვია 8404. ცესკოში სხდომაზე თამარ ჟვანიასა და ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გიორგი კანდელაკი თამარ ჟვანიას - ან ბიულეტენების მეტობა გვაქვს, რაც არის ჩაყრის მტკიცებულება, ან ბიულეტენების ნაკლებობა - ეს საციხო საქმეა ქალბატონო თამარ! ცესკომ ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება. თამარ კორძაია - რაც ცესკოში ხდება არის ფარსი, ალბათ, დაკვეთა აქვთ, რომ მაიკ პომპეოს ჩამოსვლამდე ოქმები შეაჯამონ .
პროტესტანტები - ზაალ უდუმაშვილი - ხვალინდელი აქცია იქნება მასშტაბური - კიდევ ერთხელ შევახსენებთ ივანიშვილს, რომ არ ვაპირებთ იმ შედეგებთან შეგუებას, რომელიც ცესკომ დაუწერა. გადათვლა არის აბსურდი, რადგან ისეთი რამე ხდება საარჩევნო უბნებსა და ოქმებში, შეუძლებელია დაინახო, რა ნება გამოხატა ქართველმა ხალხმა. „ევროპულმა საქართველომ“ 30 ოლქის საუბნო შემაჯამებელი ოქმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა. გიგი უგულავა - ვანგა არ ვარ, რომ ვიწინასწარმეტყველო, რა იქნება ბოლოში - ხელისუფლება არაა იმ მდგომარეობაში, რომ ოპოზიციას გარკვეული პირობები უკარნახოს. უხეში შედარებაა, მაგრამ სწორი ანალოგია - როგორც გვამს კვეთით ვერ გააცოცხლებ, ისე გადათვლით არჩევნების შედეგებს ვერ გააკეთილშობილებ. გია ხუხაშვილი - არ მგონია, მოლაპარაკების რომელიმე მხარეს საგზაო რუკა ჰქონდეს, კარგია, რომ კობახიძე გადამალეს და თალაკვაძე-გახარია ლაპარაკობს. ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა - ზაალ უდუმაშვილი - დღეს ჩვენ განვიხილეთ ძირითადად საორგანიზაციო საკითხები ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით. ყველა ოპოზიციური პარტიას აქ თავისი როლი გააჩნია, ამ აქციას სჭირდება ლოჯისტიკა, დაორგანიზება და ეს საკითხები განვიხილეთ დეტალურად. ანა დოლიძე - საარჩევნო უბნებში კომისიის წევრები კლანურ-ნათესაური პრინციპებით, „ქართულ ჯიგრულად“ ინიშნებიან. ნინო ბურჯანაძე - პირდაპირ მითითება იყო ივანიშვილის მხრიდან, რომ ბურჯანაძე პარლამენტში არ ყოფილიყო, ჩვენ პირადი მტრები გავხდით. მიხეილ სააკაშვილი - ახლა გვჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, ოპოზიცია, ქართველი ხალხი ერთიანია, ახლა უფრო მეტი ქმედების დროა საბოლოო გამარჯვებისთვის. დავით ჭიჭინაძე - თუ მართლა ვინმეს ჰქონდა პირადი დაპირისპირება „ქართულ ოცნებასთან“, მე ვარ, სწორედ მე დავიწყე „ოცნების“ ნგრევა. "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტებმა ცესკოსთან ჩალა მიიტანეს. მიხეილ სააკაშვილი - გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ - დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ, ე.წ. სახელმწიფო უწყებები, რომლებიც აკეთებენ უკანონო აქტებს, უნდა იყოს დაბლოკილი.
მერის ბოდიში - კახა კალაძე - ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი უნებური შეცდომისთვის. საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა დაფასებას იმსახურებს და ჯარიმა ამ ადამიანს ტვირთად არ უნდა დააწვეს - პირობას ვიძლევი, მას პრობლემა არ შეექმნება.
10 თვეში, საქართველოდან ექსპორტი 11.1%-ით, ხოლო იმპორტი 16.6%-ით შემცირდა.
ამერიკა საქართველოში - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" - მივესალმებით მაიკ პომპეოს ვიზიტს - ეს არის იდეალური შესაძლებლობა, აშშ-ს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდაჭერის გასამყარებლად. ბენ ჰოჯესი - ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო, განსაკუთრებით როტაციული ძალებისა და სტრატეგიული ავიაგადაზიდვების მხარდასაჭერად. მაიკ პომპეოს ვიზიტისას თბილისის სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე აქციები გაიმართება და ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა, თუმცა პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება.
საზღვარგარეთულები:
#WorldCorona2020 - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 53 მილიონს გადააჭარბა. სომხეთში კორონავირუსის 1 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 29 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 21 983 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 411 პაციენტი გარდაიცვალა. „ევრონიუსი“ - საქართველოში, ხორვატიაში, ესტონეთსა და დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელები დაფიქსირდა. უკრაინაში კორონავირუსის 11 787 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 22 ადამიანი გარდაიცვალა.
ავღანეთი - საფრანგეთი აშშ-ს მოუწოდებს, ავღანეთიდან და ერაყიდან ჯარი არ გაიყვანოს.
ყარაბაღი - ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 1 მილიონი ევრო გამოყო. ილჰამ ალიევის თანაშემწე - რუსეთში აზერბაიჯანის ელჩის განცხადება მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით მიუღებელია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია