წლის ერთ-ერთი კარგი ამბავი შეიძლებოდა გამოსულიყო დღევანდელს საღამოს საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს რომ მოეგო მაკედონიისთვის და ევროპის თასზე ბრძოლა გაეგრძელებინა, მაგამ 2020-მა არც ამით გაგვახარა. 69681 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 52169, გარდაცვლილი - 599, კარანტინში - 2506. დოლარი 3.2914 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 ნოემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 1033 თბილისში, 502 აჭარაში და 517 იმერეთში გამოვლინდა. 33 პაციენტი გარდაიცვალა. საპატრიარქო - ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო, 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. ამირან გამყრელიძე - შემთხვევათა დაახლოებით 90% არის ასიმპტომური, მსუბუქი და საშუალო სიმძიმით. ამირან გამყრელიძე - ხომ გადავეჩვიეთ გადაკოცნას, ხომ გადაგვაჩვია პანდემიამ, ისევ და ისევ გთხოვთ, ერთი წელიწადი თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან. ამირან გამყრელიძის განცხადებით, „კოვიდ 19“-ის მართვისთვის, ერთი თვის განმავლობაში საწოლფონდის რაოდენობა 8 400-მდე გაიზრდება. წერტილოვანი შეზღუდვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება გაფართოვდეს, თუმცა სრული „ლოქდაუნი“ არ განიხილება. ერთ წელიწადში კორონავირუსმა სიკვდილიანობით გადაასწრო მალარიას, შიდსს და მიუახლოვდა ტუბერკულოზს - ასეთი პანდემია საუკუნეში ერთხელ არის.

      ფინანსების მომავლისთვის - ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება. დარწმუნებული ვარ, დიალოგის რესურსი არსებობს - არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა, 2021 წლის ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში. ეს დახმარების კარგი პაკეტია და 2021 წელსაც გაგრძელდება.

      ეკონომიკური მართვა - ნათია თურნავა - „აწარმოე საქართველოში“ შეტანილი ცვლილებით, ივენთ კომპანიებს საკრედიტო - საგარანტიო სქემაში ჩართვის და საბანკო პროცენტის დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. მრავალწლოვანი კულტურების მოსაყვანად ფერმერები საკრედიტო - საგარანტიო სქემაში ჩართვას შეძლებენ. მცირე და საოჯახო სასტუმროების საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით უფრო მეტი სასტუმრო ისარგებლებს. საგარანტიო სქემით ის მეწარმეებიც შეძლებენ სარგებლობას, რომლებსაც სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აქვთ აღებული.

      ვაშაძემ ძალიან დაძაბა - ზაალ უდუმაშვილი - შესაძლოა, ვაშაძეს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მქონია კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან. საპროტესტო აქციები ძირითადი სამოქმედო გეგმაა, სხვა საშუალება ხელისუფლებასთან სასაუბროდ ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია. ვაშაძე - გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული მისი განცხადება, ოპოზიციონერმა ლიდერმა უპასუხა, რომ „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო. „დეტალებში არ მინდა შესვლა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა თამარ კეკენაძე - „ოცნებასთან“ დიალოგი მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე უნდა შედგეს. ლევან თარხნიშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე - ვისგანაც შეიძლება მოდიოდეს დიალოგი, ამ ხალხთან ურთიერთობა ჩვენც გვაქვს და არაფერი მსგავსი, გარდა მოწოდებისა, რასაც ყველა ვისმენთ, არ ყოფილა. ზურაბ ჯაფარიძე - იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? გიგი უგულავა - ჯერჯერობით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დიალოგი გვესმის, როგორც ცარიელი ვერბალური სიტყვა, რომლის შინაარსიც არ არსებობს. თინა ხიდაშელი - არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ დათო უსუფაშვილს სიტყვისგან გადაეხვიოს - „ლელოში“ ვინმეს მხრიდან სეპარატისტულ მოძრაობას არ ველოდები. გიგი უგულავას განცხადებით, მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს ოპოზიცია განსხვავებული ფორმატის აქციის ჩატარებას აპირებს - მდუმარე აქცია. არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია ტყუილია, ეს განცხადება ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს. სერგი კაპანაძე - გიორგი გახარიას განცხადებას, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები და არ უნდა დარჩეს მხოლოდ განცხადებად. ზაალ უდუმაშვილი - ევროპარლამენტარების განცხადება დიპლომატიური ენიდან რომ გადავთარგმნოთ, იმას ნიშნავს, რომ საქართველომ დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა. ნინო ბურჯანაძე - ჩვენი ევროპელი მეგობრების შეშფოთება საფუძვლიანია, მათ პირდაპირ აღნიშნეს, რომ ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა არჩევნებმა საზოგადოების ნდობა ვერ მოიპოვა. გიორგი კანდელაკი - ევროპარლამენტში უკვე გაიგეს, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან სერიოზული. გიგა ბოკერია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე - არ შეესაბამება სიმართლეს თითქოს რაღაც მოლაპარაკებები იყო დანიშნული და ჩაიშალა, ეს უბრალოდ არის სიცრუე. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ლელოში“, დავით უსუფაშვილის ჩათვლით, ყველას ერთი პოზიცია აქვს და პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს.

      მოლაპარაკებების დასაწყისი - არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური დიალოგი დაიწყო - ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო. ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო - მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული. დავით ბაქრაძე - ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან ორი შეხვედრით რაიმე გადაწყდება - ჩვენი ამოცანაა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნა. გიორგი ვაშაძე - კომპრომისზე საუბარი ნაადრევია, ჩვენს პოზიციაზე მყარად ვართ - ველოდებით გარკვეული პოზიციების ცვლილებას ხელისუფლების მხრიდან. ზურაბ ჯაფარიძე - ყველა ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში და რაღაც ტიპის შეთანხმება არის მისაღწევი. ალეკო ელისაშვილი - თალაკვაძეს ჰქონდა არგუმენტები, რომ არჩევნები მასშტაბურად არ გაყალბებულა და გამოსავლის მსგავსი რაღაც შემოგვთავაზა. გიგი უგულავა - ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. ლევან კობერიძე - ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ პოლიტიკური ფასი აქვს გადასახდელი - მინისტრთა კაბინეტში დათმოს პორტფელები ოპოზიციის სასარგებლოდ.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - ინდოეთმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის 40 მილიონი დოზა დაამზადა. სომხეთში კორონავირუსის 2 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 32 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 21 608 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 439 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებული ვლადიმერ ზელენსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ესპანეთში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩასულ ყველა მგზავრს PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევს. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 20 ადამიანი გარდაიცვალა. რომის პაპი ღარიბ და უსახლკარო ადამიანებს კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარებას სთავაზობს.

      ყარაბაღი - მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო ოპერაციებში რუსული სამხედრო ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან. მევლუთ ჩავუშოღლუ - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტა აზერბაიჯანისთვის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გადაცემითაა შესაძლებელი. სერგეი ლავროვი - ყარაბაღში არანაირი თურქი სამშვიდობოების გაგზავნა არ მოხდება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 135

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

ლაშა: ნოემბერი 13, 2020||7:29pm

ვარგისები სად არიან? ((

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters