საქართველოში თითქოს სტაბილურობაა, სიმშვიდე იწყებს დავანებას, ამიტომ დღის ამბებში სომხეთის არეულობის და რუსეთისთვის გახსნილი დერეფანი ლიდერობს. ქართული სიმშვიდის დასტურია პომპეოს ვიზიტიც და საგანგებო მზადება დასახვედრად. ოპოზიცია ჯერ კიდევ ხმების გაყალბებასა და ოქმების გასაჩივრებაზე საუბრობს. კოვიდს რაც შეეხება - აქამდე უარი ლოქდაუნს, უკვე კითხვის ქვეშ დადგა - თენგიზ ცერცვაძემ ლოქდაუნი შეიძლება გამოსავალი იყოსო. ამის ფონზე, ქვეყანაში გვყავს - 66561 რეგისტრირებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 49811, გარდაცვლილი - 566, კარანტინში - 2656. დოლარი 3.2863 ლარი ღირს.
#Covid19GEO - ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდსასტუმროში მოთავსებული პაციენტებისთვის ე.წ. D დიმერისა და სისხლის საერთო ანალიზების ჩატარება დაიწყო, ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებულების შემთხვევაში კი გადაწყვეტილებას ექიმი იღებს. გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსის 2911 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 1056 თბილისში, 476 აჭარაში და 469 იმერეთში გამოვლინდა. 45 პაციენტი გარდაიცვალა. თენგიზ ცერცვაძე - არ დაფიქსირებულა ფაქტები, სადაც სამედიცინო პერსონალის მხრიდან გამოიკვეთებოდა გულგრილი დამოკიდებულება, ან არასათანადო პროფესიონალიზმი. შესაძლოა, მატება ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდეს და ახალი შემთხვევების რიცხვი 3 000-ს გადასცდეს. თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში სიტუაცია იდეალურად ვერ, მაგრამ ბევრად უფრო უკეთსად და გამართულად კონტროლდება, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში.
ციტრუსის ბედი - ლევან დავითაშვილი - იფუნქციონირებს შტაბი, სადაც ციტრუსის მოსავლის დაბინავებაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ
ამერიკა საქართველოში პომპეოს ვიზიტის სახით - სახელმწიფო დეპარტამენტი - მაიკ პომპეო თბილისში შეხვედრებს გამართავს, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების კუთხით პროგრესის მიღწევისკენ. პრემიერი მაიკ პომპეოს ვიზიტზე - ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის იმ დონის, რომელიც ისტორიულად ჯერ არ ყოფილა. დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ს 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. აშშ-ის სენატის ასიგნების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში არ არის ის დათქმა, რაც დაკავშირებული იყო 15%-იან შეზღუდვასთან. მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ურყევ მხარდაჭერას. ოპონენტების განცხადებები, თითქოს მაიკ პომპეო „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად ჩამოდის, ღიმილისმომგვრელი და არასერიოზულია. გიორგი ვაშაძე - მე პომპეოსთვის აქციების გამართვას არ ვაპირებ, ეს გამორიცხულია. სერგი კაპანაძე - ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოდის მაიკ პომპეო საქართველოში, არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. გიორგი ხელაშვილი - „ქართული ოცნებისა“ და ქართველი ხალხის სახელით გვსურს აშშ-ს მადლობა გადავუხადოთ გულუხვი დახმარებისთვის და სწორი პოლიტიკური გზავნილებისთვის. ნინო ბურჯანაძე - პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთ დღეს უნდა ჩატარდეს აქცია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მარიამ ქვრივიშვილი - მაიკ პომპეოს ვიზიტი აშშ-ის მხრიდან გზავნილია საქართველოს სტაბილურობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის.
ამბავი არჩევნებისა და ოპოზიციის პროტესტისა - დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე, პანდემიის გამწვავების ფაზაში, შესაძლოა, "იტალიური სცენარის" საფუძველი გახდეს. გიორგი ვაშაძე - ჩვენ დიალოგი რაღაც ჰაეროვან საკითხებზე არ გვექნება, კონკრეტულ პრობლემებზეა საუბარი, რაც ამ არჩევნებმა მოიტანა და ამ არჩევნების შედეგს არ ეთანხმება ოპოზიცია. სერგი კაპანაძე - დიალოგი ჯერ მხოლოდ სიტყვებია „ოცნების“ მხრიდან, არ გვინახავს არც კონკრეტული ნაბიჯი გადადგმული და არც რაიმე კონკრეტულ თემაზე დათმობა. ირაკლი სესიაშვილი - ჩვენ გვყავს ერთი ბუნტისთავი „ნაცმოძრაობის“ კლასტერი, რომელმაც სამწუხაროდ, ბრმად ჩაიბა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სიახლეს წარმოადგენდნენ პოლიტიკაში. ხათუნა ლაგაზიძე - ხელისუფლებაში როლებს იყოფენ - ვიღაც უნდა იყოს აღვირახსნილობამდე თავხედი, მაგალითად, კობახიძე და ვიღაც უნდა იყოს მოლაპარაკებებისკენ განმწყობი. სამგორის საოლქო კომისიასთან "ნაცმოძრაობის" აქტივისტები შეძახილით - “ქურდები, ქურდები” აქციას მართავენ. ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. გლდანის მე-10 საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა „ნაცმოძრაობის" და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დატოვეს. ბათუმში 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმის შედგენა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი - ფოთში გაყალბებული არჩევნების „გაპრავება“ხდება. “ევროპული საქართველოს” და “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციის დასრულების შემდეგ, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლეს. ვაკისა და საბურთალოს საოლქო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს 10-მა წევრმა მოაწერა ხელი. სამგორის საოლქო კომიასთან აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ბესიკ გაზდელიანი გაათავისუფლეს. არმაზ ახვლედიანი - აშშ-სთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული, დასავლური ორიენტაციის მმართველობა. სერგი კაპანაძის განცხადებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარტიებისა და არასამთავრობოების საჩივრები იმ უბნებზე, „სადაც არსებობს საფუძველი, რომ ბიულეტენები იყო ჩაყრილი“. ევროპარლამენტარები - გვაშფოთებს საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია, მზად ვართ ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ხალხს შორის დიალოგში კონსტრუქციული როლი შევასრულოთ. გიორგი კახიანი - ოპოზიციური პარტიები აღმოჩნდებიან ჩიხში და იმდენი არ გააკეთონ, რომ თავისი განცხადებების ტყვეობაში მოიქციონ თავი. თამარ კორძაია - მოვუწოდებ ცესკოს, შეწყვიტოს ყოველდღიურ რეჟიმში კანონს ამოფარებით ოქმების გაყალბება. გიორგი კახიანი - ოპოზიციასთან დიალოგი წარმომიდგენია ასეთ ფორმატში: თუკი არჩევნების ვითომ გაყალბების თაობაზე რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ, წარმოადგინონ. ნინო ბურჯანაძე - გადატრიალება ხელისუფლებამ მოახდინა, როცა ხალხს ხმები მოპარა - რომ არ შევუვარდით და კინწისკვრით არ გამოვყარეთ, მადლობა თქვან!
ღია ცა - ზურაბ აბაშიძე - ერევანისა და ბაქოს თხოვნის საფუძველზე, საქართველომ რუსი სამშვიდობოებისთვის საჰაერო დერეფანი გახსნა.
ვალუტის ბედ-იღბალი - ნათია თურნავა - სავალუტო ფონდის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო შეინარჩუნებს და განამტკიცებს რეგიონალური ლიდერი ქვეყნის სტატუსს. კობა გვენეტაძე - კორონავირუსს და შოკს, რომელიც დიდი და მოულოდნელი იყო, შევხვდით გამართული ეკონომიკით, რადგან მაკროეკონომიკა სტაბილური იყო. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებების პაკეტზე შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საზღვარგარეთულები:
#WorldCorona2020 - შეერთებულ შტატებში კორონავირუსისგან 15 000-ზე მეტი წაულა დაიხოცა, რის გამოც ფერმებში კარანტინია გამოცხადებული. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ლიბანში 2-კვირიანი კარანტინი ამოქმედდება. სომხეთში კორონავირუსის 1 861 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 27 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 19 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 432 პაციენტი გარდაიცვალა.
ფაშინიანის წაგებული ომი?! სომხები პრემიერის წინააღმდეგ - სომხეთის პარლამენტის სპიკერზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარეებმა იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება და მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსის განსაზღვრა უნდა დაუშვან. დავით ზალკალიანი - ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას რეგიონში. ილჰამ ალიევის თანაშემწე - ალბათ, საფრანგეთი ეჭვიანობს რუსეთის როლზე ყარაბაღის საკითხში. ერევანში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეკრებილები სკანდირებენ: „ნიკოლ მოღალატე!“ ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით, ხელი მოაწერა დოკუმენტს არა ტერიტორიების ჩაბარების, არამედ მათი შენარჩუნების შესახებ. მედია - ერევანში აქციაზე სამართალდამცავებმა 129 ადამიანი დააკავეს. ილჰამ ალიევი - როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან იმას ვაღწევთ, რაც გვინდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალებს შეუერთდება - ვულოცავ ჩემს ძმას ილჰამ ალიევს ყარაბაღის ოკუპაციისგან სრულ გათავისუფლებას. სომხეთის ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანს ულტიმატუმს უყენებს და გადადგომისთვის დროს აძლევს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია