სულ ცოტა ხნის წინ ქართველმა საზოგადოებამ სალვადორ დალის არც ისე გახმაურებული ნამუშევარის ისტორია გაიგო, როგორც გაირკვა დალიმ ერთ-ერთი ნახატი თავის ქართველ მეგობარს არჩილ გურუელი-ჭყონიას მიუძღვნა.- ნახატიდან გაომდინარე „მდინარეში ნავები ჩანს, რაც პირობითად არგონავტებისა და ოქროს საწმისის ისტორიას გადმოსცემს, დათოვლილი მთები კი საქართველოს ლანდშაფტიდანაა აღებული, ხოლო ეკლესია მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ტრადიციებს უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ ფონზე მიჯაჭვული ამირანიცაა გამოსახული. დალი ეცადა ერთ ნახატში ჩაეტია წარმოდგენა საქართველოს კულტურასა და ისტორიაზე. ნამუშევარი 1959 წელსაა შექმნილი და მისი ფასი $1 მილიონიდან $1.5 მილიონამდე მერყეობს.“
არჩილ გურიელი–ჭყონია 1895 წელს საქართველოში აზნაურ ჭყონიას ოჯახში დაიბადა. ის ამტკიცებდა, რომ ბებიამისი გურიელების შთამომავალი იყო, ამიტომ ბებიის გვარი საგანგებოდ, ღირსების მომატებისათვის დაუწყვილა თავის გვარს და თავადის წოდებაც მიიღო. 1921 წელს არჩილ გურიელი–ჭყონია ემიგრაციაში წავიდა, ჯერ ავსტრიაში, შემდეგ – საფრანგეთში, 1937 წლიდან კი ამერიკაშია. 1945-47 წლებში იყო ამერიკის ქართული საზოგადოების თავმჯდომარე. მას საკუთარი ნათესავები არასოდეს დავიწყებია, შორიდან ეხმარებოდა, ზოგიერთი მათგანი განათლების მისაღებად საზღვარგარეთაც წაუყვანია. ფართო საზოგადოების ყურადღება არჩილ გურიელი–ჭყონიამ კოსმეტიკის დედოფლად შერაცხულ და ერთ–ერთ უმდიდრეს ქალბატონ ჰელენა რუბინშტეინთან (1882-1965 წწ.) ქორწინებით მიიქცია. ჰელენა პოლონელი ებრაელი გახლდათ და უზარმაზარ პარფიუმერულ კომპანიას „ჰელენა რუბინშტეინს“ ფლობდა, რომელიც ამჟამად „ლორეალის“ ჯგუფში შედის. ჰელენა რუბინშტეინისა და არჩილ გურიელ–ჭყონიას ოჯახური წყვილი გაუთავებელი მითქმა–მოთქმის საგანი იყო, ვინაიდან ჰელენა მეუღლეზე 23 წლით უფროსი გახლდათ.მაგრამ წყვილისთვის ამ ფაქტს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდათ, ისინი ბოჰემურად და შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ,მათ ბევრ ცნობილ ადამიანთან ჰქონდათ ურთიერთობა. არჩილ გურიელი–ჭყონია კარგი გარეგნობის, მანერებისა და უშუალობის წყალობით ახალ მეგობრებს სწრაფად იძენდა. მეგობრობდა ცნობილ ადამიანებთან: ჯანეტ მაკდონალდთან, ეროლ ფლინთან, გრეგორი პეკთან, ერნესტ ჰემინგუიესთან, ჯეიმს ჯოისთან. საინტერესოა არჩილ გურიელ–ჭყონიასა და სალვადორ დალის მეგობრობა. მხატვარმა ცოლისა და ქმრის პორტრეტები შექმნა. არჩილ-გურილთან მეგობრობის გამო, სალვადორ დალის თბილი დამოკიდებულება, ჰქონდა ქართველების მიმართ. არჩილ გურიელი–ჭყონია 1955 წელს მანჰეტენზე გარდაიცვალა, ეს მძიმე დარტყმა იყო ჰელენასათვის, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 10 წელი იცოცხლა. არჩილ გურიელ–ჭყონიას შთამომავლობა არ დარჩენია, მთელი მისი ქონება, საქორწინო კონტრაქტის მიხედვით, ჰელენას მფლობელობაში გადავიდა.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია