ყოველდღიურად ანონსდება მომავალი შეზღუდვები, ლოკდაუნები, პრობლემები, ჩაკეტვები და ეკონომიკურ კოლაფსსა და სიცოცხლის გადარჩენის შუა ხაზი. თავის მხრივ, პანდემიაშეშინებულზე ოპოზიციაც დაცხრა და ჯერ შიდა გარკვევაშია და შემდეგ მთავრობასთანაც დაალაგებს. საპატრიარქომაც გააკეთა განცხადება. ვირუსის რიცხვები - 114889 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 95581, გარდაცვლილი - 1085, კარანტინში - 2071. რაც შეეხება ეკონომიკის მეტრს - დოლარი - 3.3193 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 ნოემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევიდან 1314 - თბილისში, 523 - აჭარაში, 264 - იმერეთში დაფიქსირდა. 34 ადამიანი გარდაიცვალა. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა, 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოკუპირებულ ცხინვალში 5 ახალი შემთხვევა. აკაკი ზოიძე - ზომების გამკაცრება გარდაუვალია - ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილობის მკვეთრი მატება გველოდება. კვლევა - კოვიდ 19-ი მუტაციებს განიცდის, მაგრამ ვირუსს უფრო სწრაფად გავრცელებადს არც ერთი მათგანი არ ხდის. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, კორონავირუსით თბილისის მეტროპოლიტენის 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული. ბათუმში, კოვიდ სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა. ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი მიზანია, არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ პიკის დროული შეჩერება. კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა. სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების მიზნით დამატებით ზომებზე მსჯელობა მიმდინარეობს. დავაკვირდებით პროცესს და მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენმა მოქალაქეებმა ახალი წლის თავისუფლად და შესაფერისად აღნიშვნა. საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და განვითარების საკითხზე იმსჯელა. პაატა იმნაძე - შეიძლება დღეს 10 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს დღეში. უკეთესი იქნებოდა მეორე ტური რომ არ ყოფილიყო, ეს შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში რომ დაწყებულიყო, უფრო ეფექტს მივიღებდით. პაატა იმნაძე - ეს იქნება არა მხოლოდ შეზღუდვები, არამედ, მომავალი 2 თვის გეგმა. ამირან გამყრელიძე - მსჯელობა მიდის, რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდოს. დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება და რაც შეიძლება მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. ევროკავშირი საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს.

      კოვიდი და ეკონომიკური გაჭირვება - ნათია თურნავა - მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს. დავით ჭიჭინაძე - რაც ახლა ხდება, თუ ამ ფორმით გაგრძელდა, მივიღებთ მშიერ ბუნტს და ეს იქნება გარდაუვალი რეალობა. რიგითი ადამიანები, ისინი ვინც დღეს სახელმწიფო სექტორის გარეთ მუშაობენ, უბრალოდ ღმერთის ანაბარა არიან მიტოვებულები. გიორგი ცუცქირიძე - „ლოკდაუნის“ შედეგები ძალიან მძიმე იქნება, მასობრივად მოხდება სამუშაო ადგილების დაკარგვა.

      ოპოზიცია სიმბოლიზმით - პარლამენტთან მოვიყვანეთ გოჭი, ეს ძალიან სიმბოლურია. თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში შესვლა, ეკუთვნის გოჭს, იმიტომ, რომ ცხოველების ფერმაა რეალურად. სერგი კაპანაძე - როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების მიღება უჭირს იმაზე, რა ურჩევნია, კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ. არც ერთ საკითხზე არ ვაპირებთ რაიმე დათმობას ან დისკუსიას, თუ ეს არ შეეხება ახალ არჩევნებს, ეს არის მთავარი თემა, რომელიც განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს. ირმა ინაშვილი - არავითარი მკაფიო და სერიოზული შემოთავაზება, რაც ახალი არჩევნების დანიშვნას უკავშირდება, არ ყოფილა. 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მყარი გარანტიებით, რომ ახალი არჩევნები ინიშნება. ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ კონსტრუქციულად ვართ განწყობილი, მაგრამ ახალი არჩევნები არის აუცილებლობა ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. დავით ბაქრაძე - ჩვენი დამოკიდებულება მარტივია - მოვძებნოთ გამოსავალი, რომლითაც ქვეყანაში გვეყოლება ხალხის მანდატიანი და არა თამარ ჟვანიას მანდატიანი ხელისუფლება. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ფასილიტატორების მხრიდან არის მცდელობა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები დააახლოვონ. დავით ბაქრაძე - შესვლას არ ვაპირებთ, მაგრამ მზად ვართ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე ახალი არჩევნები დაინიშნოს. გრიგოლ ვაშაძე - ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე მეტად ანერვიულებთ 2021 წელი, რომელიც ყველა თვალსაზრისით უკიდურესად სახიფათო იქნება საქართველოსთვის, ამიტომ აინტერესებთ არის თუ არა სივრცე, კომპრომისი გამოინახოს. გიორგი ვაშაძე - დავადოთ თავი და პარლამენტში შევიდეთ, ამას არცერთ ვარიანტში, შეთანხმების დოკუმენტის გარეშე არ განვიხილავ. ალეკო ელისაშვილი - მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ პოზიციები დაახლოვდეს, აშკარად პროგრესია.

      თბილისური სამმართველო - კახა კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ოპონენტების მხრიდან ყოველი წლის ბოლოს მიზანმიმართულად ხდება, რომ ახალი ბიუჯეტის წარდგენა წარმოაჩინონ, თითქოს დავიღუპეთ და ბიუჯეტი მცირდება.

      აფხაზეთი რუსეთში - მამუკა არეშიძე - აფხაზების არ სჯერა მოსკოვს და მათ ისეთ პირობებს უქმნის, რომ მომავალში ვერსად გაიხედონ. პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცება აშკარად ანექსიური პოლიტიკაა.

      უსესხობა ბანკებისგან - ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 31.86 მლნ ლარით ნაკლები სესხი გასცეს.

      მაჩალიკაშვილის ევროპული სასამართლო - EMC - თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო და ამ ეტაპზე დავა მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაშია შესული. მალხაზ მაჩალიკაშვილი - ევროპულ სასამართლოსთან ერთი თხოვნა მაქვს, თემირლანის საქმე გამოძიებას ხელმეორედ დაუბრუნდეს და დაისაჯოს ყველა ადამიანი.

      ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი - ნავთობის ფასის მატების პარალელურად, საწვავის ფასიც იზრდება.

      საქართველოდან ექსპორტირებულია 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ დოლარი შეადგინა.

      საპატრიარქო - აუცილებელია, ტაძარში მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 1 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 38 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 23 675 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 507 პაციენტი გარდაიცვალა. გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 410 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

      სომხურ-აზერბაიჯანული გარჩევა - ნიკოლ ფაშინიანი - არ ვფიქრობ, რომ რუსი სამშვიდობოების მთიან ყარაბაღში ყოფნა ხუთწლიანი ვადით შემოიფარგლება. ილჰამ ალიევი - ქელბაჯარში მდებარე ეკლესიები „კავკასიის ალბანეთის“ უძველეს სახელმწიფოს ეკუთვნის, სომეხმა ისტორიკოსებმა კი ისინი სომხურად გადააკეთეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვაპირებთ, აპრილამდე ბაზარზე საკუთარი ვაქცინა გამოვიტანოთ. რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ პუტინთან საუბრისას ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების ძალისხმევაში რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვის საკითხი განიხილა.

      გარდაიცვალა დიეგო არმანდო მარადონა. 30 ოქტომბერს 60 წელი შეუსრულდა. 

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 143

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

ლაშა: ნოემბერი 26, 2020||11:15pm

წელს არც კი დაგვიჩირებია (( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters