- აქ დიდხანს ვერ დავრჩებით ხომ იცით, დროებითი თავშესაფარი იყო და უკვე ორი კვირა გავიდა. თოვლიც დნეობას იწყებს.
- მარია არ წამოვა, ძალიან გულჩათხრობილია.
- სხვა გზა მაინც არ აქვს, კოლომბოს ლოდინის აზრს ვერ ვხვდები. ჯესიკამ თავისი გაიტანა.
მიოდი და ტარაკანი ამ საუბარში იყვნენ, როდესაც მარიამ დაუძახა:
- მეგობრებო, დროა ახალი თავშესაფარი მოვნახოთ. აქ ვეღარ დავიმალებით. თოვლის ქულასაც ვეღარ გამოვკვებავთ.
- მზად…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 31, 2016 წელი. 9:30pm —
2 კომენტარი
________________
ჩემო მისტიურო მეგობარო დღეს 163 წელი შეგისრულდა... ხშირად მიფიქრია იმაზე ერთდროს რომ დავბადებულიყავით რამოხდებოდა? იქნებ გვერზეც ჩამევლო შენთვის და ზურგი შემექცია შენთვის, იქნებ დამეცინა კიდევაც ან ერთმანეთის სახლები გავმხდარიყავი.. იქნებ.. იქნებ.. მაგრამ მაშინ როდესაც 103 წლის მერე გავჩნდი ერთადერთს გხედავ ვინც ჩემსას გაიგებდა და იგრძნობდა ვინც მიმიხვდებოდა და გულში ჩამიკრავდა.. მადლობა ყველა იმ ნახატისთვის და შეგრძნებისთვის რაცკიოდესმე…
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 30, 2016 წელი. 9:00pm —
2 კომენტარი
________________
აქამდე მისი სახელის ყოველ ხსენებაზე მისი ფილმები მახსენდებოდა და უნებლიედ ვიწყებდი სიცილს. დღეს სულ სხვანაირ განწყობაზე დამაყენა ნანა მჭედლიძის სახელის ხსენებამ. ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებმა თუ სააგენტოებმა გუშინ გვამცნეს - სესილია თაყაიშვილის შემდეგ ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი ბებია დღეს ისე გარდაიცვალა კაციშვილს არ გახსენებია 20 მარტს მისთვის 90 წლის იუბილე ვარსკვლავის გახსნას ვინ ჩივის და ერთი სიტყვით მაინც მიელოცაო. ბებიები…
დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: მარტი 30, 2016 წელი. 5:30pm —
2 კომენტარი
________________
ტყუილად ვცდილობ წერაზე უარის თქმას, დავიღალე აზრიანი და უაზრო ფილმების ყურებით. ადრე თუ გვიან მაინც დავწერ და სჯობს ახლა იყოს. ალბათ, ბევრი ელოდება ჩემგან ინფორმაციას, როგორ, როდის, რატომ, სად და ა.შ. დიდი სურვილი მაქვს არაფერი ვთქვა და უბრალოდ გითხრათ, რომ შემეშვით და ნურაფერს მეკითხებით! ეს ძალიან პათეტიკური იქნება, მითუმეტეს როცა გათენდება და თავიდან წავიკითხავ ამ ტექსტს. ეგეც არ იყოს, კვლავ რჩება პრობლემა - ადრე თუ გვიან მაინც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2016 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გუშინ პირველად ვნახე ვარსკვლავური ომები და რომ არ მცოდნოდა 1977 წელს იყო გადაღებული, ალბათ ვიტყოდი დრო დავკარგეთქო, მაგრამ არა - მაინც არ ვიტყვი. ამ ჟანრში უდაოდ კლასიკაა.
თინეიჯერებისთვის ცოტა ენციკლოპედიური მონაცემები. ფილმი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. სულ არის 9 ეპიზოდი და აქედან 7 უკვე გამოსულია, დარჩენი 2 მომდევნო წლებშია დაანონსებული. გამოვიდა ტრილოგიებად, როგორც ბეჭდების…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 24, 2016 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
- რომანტიკოსებო, იქნებ რეალობას დავუბრუნდეთ? რეალობა კი ასეთია - დროზე, მოკიდეთ თქვენს ბარგს ხელი და წავიდეთ ახალ თავშესაფარში.
- ტარაკან, შენ ხომ მშვიდობით მიიყვან ამათ?
- კოლომბო - გულამომჯდარმა შეუძახა მარიამ.
- მითხარი, შეძლებ მარია და თოვლის ქულა მშვიდობით მიიყვანო თავშესაფრამდე?
- კოლომბო, სად აპირებ წასვლას? - ცრემლებით სავსე თვალებით ჰკითხა მარიამ.
- მიოდიც რჩება? - იკითხა ტარაკანმა.
- არა, ეგეც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 22, 2016 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
"უპატრონო ბავშვები როდი ემუქრებიან საზოგადოებას, საზოგადოება ემუქრება მათ უპატრონობით." ბავშვობიდან ჩარჩენილი ფრაზა დავიწყებული მოთხრობიდან.
ბექა უპატრონოდ იყო, მიუსაფარი. ვინ დაარქვა ეს სახელი, არ იცოდა. თავისთავს ცნობდა მხოლოდ და ქაოსურად დაეხეტებოდა. დაღამდებოდა და მოიკუნტებოდა დასაძინებლად. მისი ფიქრი შიმშილის მოკვლა იყო. ღვთისნიერი ვინმე თუ წააძლევდა რამეს ან ვინმეს ხილს წაატანდა. ერთხელაც ხის პატრონმა ყურში ჩაავლო ხელი.…
დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 20, 2016 წელი. 9:00pm —
1 კომენტარი
________________
ალბათ დამიწერდნენ ყველას ტრაგედიად,
გულში გადახარჯულ სევდას მე რომ დამაქვს.
ფიქრში მოგონილს და ზღაპრულ ამბებიანს.
სცენა აზიარებს ყველა მელოდრამას.
ისეც გალეული სული მოთარეშე.
ისევ დაწრიალებს უხმო ტკივილებით .
ხშირად დავფიქრდები რა ვარ შენს…
დაამატა manana_მ!
თარიღი/დრო: მარტი 20, 2016 წელი. 12:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
რამდენიმე თვეა აქტიური კამათი მიმდინარეობს სკოლებში ახალი საგნის შემოღებასთან დაკავშირებით. საგანს ჰქვია "მე და საზოგადოება", და როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა ეს საგანი გახლავთ ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი. სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე, 2015 წლის 17 აგვისტოს განცხადებიდან ირკვევა, რომ "მე და საზოგადოება" - ახალ საგანში ძირითადი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 19, 2016 წელი. 2:30pm —
5 კომენტარი
________________
დილიდან არეული დაიარებოდა და საბოლოოდ მიხვდა რომ ძალიან ეძინებოდა, ამიტომ ჩემს ოთახში შემოვიდა, გვერდით მომიწვა და დაძინება გადაწყვიტა. მაგრამ როგორც ყველა ბავშვი ჯერ ანცობისთვის ჰქონდა გონება მიმართული.
- აი, ხომ მოიგო ბარსელონამ, რომ მეუბნებოდი ვერ მოიგებსო.
- როდის მოიგო?
- მმ, 3-1 მოუგო არსენალს.
- რას ამბობ ბიჯო, შენ სიზმარი ხომ არ ნახე, არსენალმა მოიგო ზუსტად.
- რა არსენალმა? ბარსამ გაიტანა სამი გოლი. აბა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 17, 2016 წელი. 4:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შესაძლებლობები საზღვრებს სცდება..
იქნებ არც კი განსხვავდები ჩემგან?
რამდეჯერ მიფიქრია იმ ადამიანებზე ვისზეც წამიკითხავს, მინახავს ან გამიგია..
როგორ მოვიქცეოდი მათ ადგილას? მეც რომ მის პირობებში გავზრდილიყავი? მეგრძნო? შემყვარებოდა? შემძულებოდა? მასსავით მარტო ვყოფილიყავი?
როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას?
ან შენ როგორ მოიქცევი ჩემს ადგილას?
შემიძლია ვიგრძნო ან იგრძნო ჩემს…
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 16, 2016 წელი. 2:00am —
8 კომენტარი
________________
დაპირებულის შეუსრულებლობა არ მეპატიება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი ცნობილი და ჩემთვის ახლადგაცნობილი ოსკაროსანი ფილმი მოვაქციო დღიურში. ამჯერად შორეულ ვესტერნში უნდა გადავინაცვლოთ და ამ მხარის სიმბოლოს, კლინტ ისტვუდის ოსკაროსან ფილმს შევეხოთ. მისი ორიგინალი დასახლებაა "Unforgiven", ქართულად თარგმნეს როგორც "უპატიებელი", თუმცა ალბათ შეიძლებოდა შეუმწყანრებელი ყოფილიყო. ფილმს რომ ნახავთ,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2016 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
რიჩარდ ბახის, "თოლია ჯონათან ლივინგსტონ"-ის მიხედვით
ნაწარმოები თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის სულისკვეთებით არის სავსე, წერის მანერა სადა და დახვეწილია, ისეთია ბევრ რამეზე რომ დაგაფიქრებს და ეს ფიქრები თითქმის მთელი ცხოვრება რომ შეგაწუხებს, აგაწრიალებს. ნაწარმოების დანიშნულებაც ხომ ესაა, შეძრას მკითხველი რაღაც ასწავლოს ისეთი რაც აქამდე არც კი უფიქრია. როდესაც თავისუფლების ფენომენზე ვფიქრობ ყოველთვის…
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2016 წელი. 3:00pm —
2 კომენტარი
________________
ერთ დღეს ყველაფრისგან ძლიერად დაღლილი აუცილებლად ავიღებ ხელში კალამს და შემოდგომასავით შეყვითლებულ ფურცლებზე სიტყვებით კაიფს მივეცემი..დავწერ თუ როგორ შემოიპარა თმაში ჭაღარა და რა ბედნიერი ახალგაზრდა ვიყავი...მაშინ დავიწყებ წერას როდესაც დამჭკნარ ხელებზე ძარღვები დამეტყობა და სისხლიც კი მეტკინება ვენებში,როდესაც მივხვდები რომ რაღაც სხვა და ახალი უნდა დაიწყოს ოღონდ აქ არა იქ სადღაც ძალიან შორს და ლამაზ ადგილას სადაც სულ სიმწვანეა მხოლოდ ერთი დროა,იქ სადაც საათიც კი…
გაგრძელება
დაამატა Catherine_მ!
თარიღი/დრო: მარტი 14, 2016 წელი. 12:30pm —
3 კომენტარი
________________
- წავედით, ვიპოვეთ ახალი თავშესაფარი. კედლებიც გვექნება და ჭერიც. რბილი საწოლიც თოვლის ქულასთვის - სიხარულით შემოვარდა კოლომბო.
- შორს არის?
- არა, მალე მივალთ და დაცულებიც ვიქნებით.
- კოლომბო, იცი დღეს აქ ჯესიკა იყო - თოვლის ქულა თამაშ-თამაშით მივიდა კოლომბოსთან.
- ჯესიკა? - კოლომბომ მარიას გადახედა.
- ჰო, მგონი ჯესიკა ერქვა. რავიცი, მარიამ ასე დაუძახა და... მარია, ხო ჯესიკა იყო? - მიმართა თოვლის ქულამ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 12, 2016 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოსკაროსან ფილმებზე გადართვა საინტერესო იდეა გამოდგა. ვიფიქრე, 90-იანებით დავიწყებ და ყველა ოქროსკაცუნააღებულ ფილმს ვნახავთქო, მაგრამ სულმა წამძლია და პირველი ვნახე "წვიმის კაცი" (1989 წელს აიღო ოსკარი) და იქიდან მოვყვები. უკვე 97-წელზე ვარ ამოსული, ვინაიდან "კრავთა დუმილი" (1992 წლის ოსკარი), "შინდლერის სია" (1994 წლის ოსკარი), "ფორესტ გამპი" (1995 წლის ოსკარი) და…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2016 წელი. 9:30pm —
1 კომენტარი
________________
თქვენ არ ვიცი როგორ ფიქრობთ მკითხველნო, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ალოგიკურია გინდოდეს მსოფლიო კაცობრიობის გამოხსნა და დაიბადო იმპერიის მიყრუებული პროვინციის ერთ-ერთ სოფელში, ბოსელში, ბაგაში, მაშინ როდესაც ხარ ის ერთადერთი გამონაკლისი, რომელსაც გაქვს არჩევანი - დაიბადო იქ, იმ ადგილას, სადაც გინდა და როცა გინდა. და შეგიძლია იმპერატორად აღიზარდო, იმპერატორისავე სასახლეში და მართო მსოფლიო იმავე ღირებულებებით, რომლებსაც მოგვიანებით,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 7, 2016 წელი. 6:30pm —
10 კომენტარი
________________
დღევანდელ დღეს წმიდა ეკლესია მიცვალებულებს იხსენიებდა.. ტაძარი სავსე დამხვდა, შავებში ჩაცმული დიაცთა უმრავლესობით. ბევრს ძალიან კარგად ვიცნობდი და მათი სევდის მომსწრე ვიყავი, რომელიც შვილის გარდაცვალებით იყო გამოწვეული. ვერ გავუძელი ამდენი ცრემლიანი თვალების ნახვას, რომელიც ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო. მეც დავატარებ დიდ სიცარიელეს და ტკივილს გულით, რომელიც ახლახანს კიდევ უფრო გამიღრმავდა და უფრო მეტად მძიმე სატარებელი გამიხდა. არ მიყვარს და არ…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 6, 2016 წელი. 12:30am —
2 კომენტარი
________________
გაოცებული დიდხანს უყურებდა ქვემოდან, ვიდრე კისერი არ ეტკინა.
- პატარავ, შენ ალბათ თოვლის ქულა ხარ, ხომ?
- აქ რა გინდა ჯესი? - გამოჩნდა მარიაც.
- დავინახე კოლომბო როგორ გავიდა თქვენი ახალი თავშესაფრიდან და ვიფიქრე უნდა გველაპარაკა.
- რაზე?
- იცი მარია, არ მომწონს, რომ განაწყენებულები ხართ ჩემზე.
- არ მიკვირს, არავის მოსწონს შემცირებები, განსაკუთრებით მათ ვინც სხვების ხარჯზე უშრომლად ნებივრობენ. მაგრამ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2016 წელი. 9:00pm —
3 კომენტარი
________________
ქუჩაში მიდიოდა ორსული ქალი; ერთი ბავშვი ხელში აეყვანა, მეორეზე ხელი ჩაეკიდა, სულ უფროსი, ასე ექვსიოდე წლის, კაბის კალთაზე ხელჩაფრენილი მიყვებოდა; მომავლისათვის საიმედო სურათმა გენეალოგიური ხის ასოციაცია შემიქმნა.
გზის გადაჭრისას ქალი ძალიან ფრთხილობდა, მძღოლმაც გამოიჩინა სიფრთხილე.
ვიღაც მუშა "კაჭკაზე" მარჯვედ ხელებჩაფრენილი ტვირთს მიარბენინებდა ნაბიჯაჩქარებული მეპატრონის ფეხდაფეხ. მუშას სახეზე უნებური, რაღაც…
დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2016 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•