რიჩარდ ბახის, "თოლია ჯონათან ლივინგსტონ"-ის მიხედვით
ნაწარმოები თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის სულისკვეთებით არის სავსე, წერის მანერა სადა და დახვეწილია, ისეთია ბევრ რამეზე რომ დაგაფიქრებს და ეს ფიქრები თითქმის მთელი ცხოვრება რომ შეგაწუხებს, აგაწრიალებს. ნაწარმოების დანიშნულებაც ხომ ესაა, შეძრას მკითხველი რაღაც ასწავლოს ისეთი რაც აქამდე არც კი უფიქრია. როდესაც თავისუფლების ფენომენზე ვფიქრობ ყოველთვის მახსენდება თოლია ჯონათან ლივინგსტონი, ჩემთვის ის ფრინველია რომელშიც ყველა ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს. ის ჩვეულებრივი თოლიაა, არაჩვეულებრივი აზროვნებით. ნუთუ არასოდეს გაგჩენიათ სურვილი შეგეცვალათ ის გარემო სადაც ცხოვრობთ, ერთხელ მაინც არ გდომებიათ გეფრინათ საზღვრებს მიღმა და ყოფილიყავით თავისუფალი?... თუ კი ეს ასეა მაშინ თქვენში თოლია ჯონათანს აუცილებლად ამოიცნობთ. ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა რასაც თავისუფლებისკენ მივყავართ. წიგნი იდეალისტებისთვისაა ალბათ უფრო და სწორედ ამიტომ მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება. რიჩარდ ბახი ერთ-ერთი უდიდესი მწერალია მე-20 საუკუნის. არამარტო ამ წიგნის გამო, მაგრამ პირველ რიგში მაინც თოლიათი. მინდა თქვენშიც გაიღვიძოს მეამბოხე ადამიანმა და თქვენც მოგინდეთ შეცვალოთ სამყარო, ეს ნამდვილად შეგიძლიათ თუკი მოინდომებთ ნებისმიერი საზოგადოება ვერ იტანს და მტრობს გამორჩეულ ინდივიდებს. ყველაფრის მიუხედავად თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ საზოგადოებასთან დაპირისპირებილი ნებისმიერი ინდივიდი განწირულია მარტოობისთვის. გუნდმა ჯონათანი მოკვეთა, რის შემდეგაც თოლიამ მარტოობაში განაგრძო ცხოვრება. თუმცა მან მალევე იპოვა თანამოაზრეები, ის შეხვდა თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე მასზე შორს წასულ თოლიებს. თვითონაც ბევრი აზიარა ფრენის, თავისუფლების უმაღლესი გამოხატულების ხელოვნებას. იგი სხვა თოლიებს ასწავლიდა, რომ "თოლიას უფლება აქვს იფრინოს, თავისუფლება თვით მისი არსია. ყველაფერს, რაც ამ თავისუფლებას წინ აღუდგება - რიტუალს, ცრურწმენას თუ რაგინდარა შეზღუდვას, სასწრაფოდ უნდა აეაროს გვერდი".. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის წინ წავიკითხე, თოლია ჯონათანი დღემდე მახსოვს, როგორც თავისუფლების მოყვარული მეამბოხე. არ მავიწყდება, რომ: "ყოველთვის შეიძლება ფრენის სწავლა. საჭიროა მხოლოდ მონდომება." ☺
ნახვა: 501
ტეგები: Qwelly, ამბოხი, ბლოგი, დღიური, თავისუფლება, თოლია_ჯონათან_ლივინგსტონი, მეამბოხე, რიჩარდ_ბახი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია