"უპატრონო ბავშვები როდი ემუქრებიან საზოგადოებას, საზოგადოება ემუქრება მათ უპატრონობით." ბავშვობიდან ჩარჩენილი ფრაზა დავიწყებული მოთხრობიდან.
ბექა უპატრონოდ იყო, მიუსაფარი. ვინ დაარქვა ეს სახელი, არ იცოდა. თავისთავს ცნობდა მხოლოდ და ქაოსურად დაეხეტებოდა. დაღამდებოდა და მოიკუნტებოდა დასაძინებლად. მისი ფიქრი შიმშილის მოკვლა იყო. ღვთისნიერი ვინმე თუ წააძლევდა რამეს ან ვინმეს ხილს წაატანდა. ერთხელაც ხის პატრონმა ყურში ჩაავლო ხელი. ბექას უკვირდა, რა უნდოდა ამ კაცს, რას ითხოვდა მისგან, ცოტათი გააცნობიერა მაშინ, როცა უბიძგა ამ კაცმა და აწითლებული ყურით მიწაზე დაეცა... და ჩაესმა ყურში, მეორედ რომ დაგიჭირო, მაგ ხელებს წაგამტვრევ და ყურებს დაგაჭრიო. ბექა შეშინებული წამოდგა ფეხზე და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. გულს უფორიაქებდა ერთი გაუგებრობა: რა უნდოდა იმ კაცს ჩემგან? რა დავაშავე? ხე და მისი ნაყოფი რა შუაშია? ამ კითხვებით ერთი ეზოს ღობესთან აღმოჩნდა... და ხედავს, ქალი ჩამოდის კიბეზე, მიდის სახლის კუთხეში და იხრება. გამოჩნდა ვეება ძაღლი, რომელიც კუდის ქიცინით მივიდა იმ ადგილას და რაღაცის ჭამა დაიწყო. ბექას ნერწყვი მოადგა, ძალიან შიოდა. მივიდე? - გაუარა კითხვამ გულში. რომ ამანაც წამატანოს ხელი? ძაღლს აჭამა, მე დამიშლის კი? - დიდხანს წონიდა ფიქრებს ბიჭი, ნერწყვი კი არ ასვენებდა; მისი ფართო თვალები თითქოს ჭამდნენ იმ ძაღლთან ერთად.
ქალი შევიდა სახლში. ძაღლი აგრძელებდა ჭამას. ბიჭმა ვერ სძლია შიმშილს და შევიდა ეზოში. გადადგა ნაბიჯი, კიდევ გადადგა და გაუბედავად გააგრძელა გზა ძაღლისკენ. ძაღლი ჩქარჩქარა სანსლავდა სამელს და ლითონის თეფშს რაკუნი გაჰქონდა. ბოლოს კმაყოფილი, ენის იქით-აქით ლოკვით გვერდზე დაწვა. უკვე მაძღარი თვალებს ავლებდა არემარეს. დაინახა თუარა ბიჭუნა, შეუყეფა და ყურებდაცქვეტილი ფეხზე წამოდგა. ძაღლს ფეხები განზე გაექაჩა და დაძაგრული კუნთები ემჩნეოდა. ბავშვი შეჩერდა. შიმშილისაგან შიშის თავი არ ჰქონდა, თუმცა არ იცოდა, აქ რის იმედით შემოვიდა. უცებ თავი ამ ძაღლად წარმოუდგა და ბავშვური ოცნების წკიპურტი ფანტაზიას შეეტწყა. მისთვის მთავარი იყო ეხლა, ამ წუთას რაღაც ეჭამა და მოელანდა, რომ ქალი მოდიოდა კიბეზე საჭმლით. ძლიერმა შიმშილმა სინამდვილეს მოწყვიტა და ფანტაზიამ კიბისკენ წაიყვანა. ძაღლის ყეფაზე კარი გაიღო და შუახნის კაცმა გამოიხედა. ბიჭი წუთით სინამდვილეში დაბრუნდა და უგონოდ დავარდა. მას დახეული სამოსიდან დაუბანელი სხეული უჩანდა.
კაცი ჩამოვიდა კიბეზე, დაიხარა და ხმამაღლა ჩასძახა. ბექა ხმას ვერ იღებდა. ისევ მოეგო გონს, კაცი ისევ ჩაეკითხა ვინაობას. "მშია," - წაილუღლუღა მან. შიმშილი იყო მისი ვინაობა.
ბიჭი საავადმყოფოში მოვიდა გონს. ვიღაც თეთრხალათიანი თერმომეტრს ჩრიდა იღლიაში. ცოტა ხანს ასე გეჭიროსო, უთხრა და უღიმილოდ გავიდა. ბიჭი - ბაქა აზრზე ვერ მოსულიყო. არც ვინმე უხსნიდა რამეს. ვიღაცები მოვიდნენ ორი დღის შემდეგ და წაიყვანეს ერთ სახლში, სადაც ბავშვები ნაირისნაირად ირეოდნენ: მასზე პატარები, დიდები და ტოლებიც. მთელი დღე იჯდა გაუბედავად, გამოლაპარაკების გარეშე, გაოგნებული. ისევ შიში. ის გაურკვეველი მოლოდინით იყო შეპყრობილი. შიმშილს კი დაევიწყებინა და ეს იყო. ისევ ვინმე ბექად ითვლებოდა.
2015წ. 21 თებერვალი
ნათელა გორგოშაძე-დუმბაძისა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია