ტყუილად ვცდილობ წერაზე უარის თქმას, დავიღალე აზრიანი და უაზრო ფილმების ყურებით. ადრე თუ გვიან მაინც დავწერ და სჯობს ახლა იყოს. ალბათ, ბევრი ელოდება ჩემგან ინფორმაციას, როგორ, როდის, რატომ, სად და ა.შ. დიდი სურვილი მაქვს არაფერი ვთქვა და უბრალოდ გითხრათ, რომ შემეშვით და ნურაფერს მეკითხებით! ეს ძალიან პათეტიკური იქნება, მითუმეტეს როცა გათენდება და თავიდან წავიკითხავ ამ ტექსტს. ეგეც არ იყოს, კვლავ რჩება პრობლემა - ადრე თუ გვიან მაინც დავწერ...
ერთია, როდესაც დედმამიშვილს უშვებ მონასტერში. ჩაგყავს, ტოვებ, უკანა გზაზე მოდიხარ და ისმენ მშობლების ჯერ კიდევ იმედიან ხმას. მათ არ იციან კარგად ეს ყოველივე, ამიტომ იმედიანი ხმები აქვთ. და მეორეა, როდესაც ბრახ... და ფაქტი დაგეცემა.
- - - - -
ტელეფონზე ზარია.
ვახ, ბესო?! რა მოხდა ნეტა.
- ჰო, ბესო.
- ლაშა, ხომ არ გაგაღვიძე.
- არა, ჯერ რა დროს ეგ არის, რა ხდება?
- ლაშა, შენთან ერთად რომ დადის ხოლმე ბიჭი, რა ჰქვია იმას? რაღაცას რომ ეძახიან?
- ობამა? - სიცილით ვკითხე.
- ჰო, ჰო, ობამა, ეგ აღკვეცეს?
- რა? არაფერი ვიცი ბესო, რა აღკვეცეს კაცო?! წინა კვირას სტიქაროსნობდა.
- ჰო, მეც ეგ ვთქვი, მაგრამ ელისომ ეგ არისო. მაგრად ჰგავს, გააზიარეს ფოტო. კომპთან ხარ?
ვიდრე ბესო მკითხავდა კომპთან ვიყავი თუ არა, მე უკვე იმ გვერდზე ვიყავი შესული სადაც ამის დამამტკიცებელი საბუთი უნდა ყოფილიყო.
- კი ის არის!
- აღკვეცეს?
- ეგრე გამოდის.
...
ამის შემდეგ კიდევ იყო რამდენიმე წინადადება, მაგრამ არ მახსოვს რა. ისიც არ ვიცი დავემშვიდობე თუ არა. ვუყურებდი ფოტოებს და მეღიმებოდა. (არა, ეს სიხარულის ცრემლები აფიორაა, არ დაიჯეროთ)
- კახა, ნახე, სანამ მე არასასურველ პოეზიის საღამოებზე დავდივარ, ხალხი ბერად იღკვეცება.
- ეს ვინ არის?
- გიომე.
- აღიკვეცა?
- ეგრე ჩანს.
კიდევ ერთი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი კომენტარი, ოღონდ საზღვარგარეთიდან - "რა ხდება ეს?".
ჰო, ახლა რაც შეეხება იმ ბიჭს, ჩემთან ერთად, რომ დადის ხოლმე.
სკოლამდელი ასაკიდან თითქმის არაფერი მახსოვს, მხოლოდ ორი ეპიზოდი - ერთი ჩემს დაბ.დღეს უკავშირდება, მეორე მისაღებ ოთახში სირბილის კადრებს (არ ვიცი ესენი რამდენად რეალურებია). არცერთ ამ ისტორიაში ეს "ბიჭი" არ ურევია.
სამაგიეროდ პირველი კლასიდან ყველაფერი იწყება სიტყვით - ერთი ან საერთო ან ერთად!
ერთი მერხი და პირველივე გაკვეთილზე ძალიან ბევრი ტირილი და ჭიდაობა, კლასში დარჩენის საპროტესტოდ.
ჩვენ ერთ უბანში გავიზარდეთ.
პირველი შორეული მოგზაურობა და გვერდი-გვერდ სკამებზე დაღვრილი ცრემლები.
ოჯახიდან გარეთ პირველი გათენებული ღამე და გვერდი-გვერდ მდგარი საწოლები.
პირველად ერთად წაკითხული ზიარების წინა ლოცვები. ერთად ფეხბურთზე, ხშირად ერთ-გუნდში, ერთად პლაკატების შეგროვებაში, მარიოს თამაშშიც ერთად, დომინო - ერთად, ნარდი - ერთად, ტყეში ფეხბურთის სათამაშოდაც ერთად. სკოლისკენ ერთად, სკოლიდან ერთად. ერთად სვეტიცხოველში. მგონი, პირველი ღამისთევაზეც ერთად. სკოლის ბოლო ზარზე - აღარ გაგიკვირდებათ და ისევ ერთ მერხთან. ჯარისკაცებად ვარგისნი ვიყავით თუ არა, ამის გასარკვევადაც ერთად. ერთად სემინარიის გამოცდაზეც (იმდენ რამეს ვტოვებ, მეტი რომ არ შეიძლება).
შემდეგ ბევრი "ცალ-ცალკე" იყო, მაგრამ იყო ბევრი "ერთად" და ბოლო მაინც გამოვიდა "ცალ-ცალკე". დროს მხოლოდ მაშინ ეძლევა ღირებულება, როცა გონისმიერი ხდება...
დღეს, ყოველადარასასურველ პოეზიის საღამოზე ვიყავი.
ერთი ჩემი მასწავლებელი და უფროსი მეგობარი მეუბნება ხოლმე, როცა რაღაცას აკეთებ, ეს ისე არ ხდება, ეს რაღაცის ხარჯზე კეთდებაო. სხვის გამოცდილებაზე სწავლა კი როგორ შეიძლება, ეს ხომ დანაშაულიაო - იკითხავს ხოლმე გულნატკენი.
სკოლაში ვისწავლეთ მუმუ, ვისწავლეთ რა, მესამე ან მეოთხე კლასის წიგნში ეხატა სურათი და მასწავლებელმა გვიამბო ისტორია. შემდეგ, უკვე სტუდენტობისას ხელახლა წაკითხვა მირჩიეს. გერასიმეს მთელი თავისი ცხოვრების აზრი მუმუში აქვს ჩაქსოვილი, ისაა მისი მზეც, მთვარეც, სარჩო-საბადებლის მოპოვების ერთადერთი ინსპირატორი, ისაა ყველაფერი, რისთვისაც გერასიმე ცხოვრობს და როდესაც, ეს ენაბრგვილი მოხუცი ცდილობს გათავისუფლებას, ის ადგება და წავა, დატოვებს ბატონს, მაგრამ ამით არ მიიღწევა ჭეშმარიტი თავის-უფლება - ის მუმუს წყალში დაახრჩობს! ამის შემდეგ ხდება სრულიად თავისუფალი. ესაა ქრისტიანის გზა ქრისტემდე - "რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი" (მათე 16, 25).
დღეს, მე არ დავსწრებივარ ბერად აღკვეცას, გაგიკვირდებათ და არ მითქვამს "წიაღნი მამულის" გალობა და არც ის მიკითხავს - რაი არს სახელი შენი ძმაო (მითუმეტეს, რომ არაერთგზის მაქვს ეს შეკითხვა დასმული სხვათათვის, აღკვეცამდე უცნობთათვისაც). "ჩემი აღკვეცის ამბავი, მოულოდნელი იქნებაო, არავინ დაესწრებაო" არაერთხელ უთქვამს და ჩემი ღიმილის მიუხედავად, მაინც ასე გამოვიდა.
ვისურვებდი, რომ ეს ჩვენი "ბევრი ბევრი ბევრი ერთად", ყოფილიყოს ის მუმუ, რომელიც...
სახელი უკვე ვიცი მამა აბიათარ, ამიტომ პირდაპირ ამას დავწერ - ცხონდი!
28 მარტი, 2016 წელი
თეთრი ღამის გათენებისას
მკითხველმა მაპატიოს, თუ ბევრ ინფორმაციას ელოდით და ამის ნაცვლად ემოციებად ამოგლეჯილი ტექსტი დაგხვდათ.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია