თქვენ არ ვიცი როგორ ფიქრობთ მკითხველნო, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ალოგიკურია გინდოდეს მსოფლიო კაცობრიობის გამოხსნა და დაიბადო იმპერიის მიყრუებული პროვინციის ერთ-ერთ სოფელში, ბოსელში, ბაგაში, მაშინ როდესაც ხარ ის ერთადერთი გამონაკლისი, რომელსაც გაქვს არჩევანი - დაიბადო იქ, იმ ადგილას, სადაც გინდა და როცა გინდა. და შეგიძლია იმპერატორად აღიზარდო, იმპერატორისავე სასახლეში და მართო მსოფლიო იმავე ღირებულებებით, რომლებსაც მოგვიანებით, ბოსელშიდაბადებული, ასე სათითაოდ უქადაგებ ადამიანებს და გიწევს მთებზე ბღოტიალი ან გემზე ღამის გათევა ხშირად შიმშილსა და წყურვილშიც კი. არადა, შეგიძლია იმპერატორი იყო და გამოსცე ისეთი დადგენილებები, რომლებიც სამყაროს უკეთესს გახდიდა, მე პირადად შესანიშნავად მაქვს წარმოდგენილი 9 ნეტარება რომის იმპერატორისაგან ნათქვამი, როგორ დაიწყებდა ხალხი ამ ყოველივეს შესრულებას და რამდენი საუკუნით ადრე გვექნებოდა უკეთესი სამყარო - დღევანდელი საოცნებო ევროპა. ბოლო-ბოლო ყოვლისშემძლე ბრიუსიც ხომ გვინახავს?!
კარგი, არ გინდა იმპერატორობა და რელიგიურ სფეროში არჩევ მოღვაწეობას? ხომ შეგიძლია დაიბადო ერთდერთი მონოთეისტური ღმერთის მიმდევართა ლიდერის ოჯახში? იყო სინედრიონის თავმჯდომარე და ხალხი დააყენო შენს რჯულზე, რატომ იწყებ ქვემოდან და ირთულებ გზას? გიწევს გაიქცე, დაბრუნდე, იშრომო, განკურნო - გაგინონ, გააცოცხლო - მოგკლან, გდევნონ, გაწამონ რისთვის, რატომ? როცა ამის გარეშე შეგიძლია ყველაფერი მართო ზემოდან? არა, ძალიან ალოგიკურია ეს ყოველივე.
აგერ შეხედეთ საქართველოს - ქვეყანა ჭაობშია და საზოგადოება დღენიადაგ მთავრობების ქებასა ან გინებაშია, წინა მთავრობისა თუ ახლის. ამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ფიქრობს რომ ქვეყნის მთავარი უბედურება, ზემოთ - მთავრობაშია. ამიტომ ან გარბიან ამ ქვეყნიდან, ან უბრალოდ აგინებენ და აგინებენ. ისე, რომ იცოდე უფალო, „ქართველი ხალხი“ ბრძენია და ისინი როცა ფიქრობენ, რომ სათავეშია პრობლემა, ე.ი. მართაც სათავეშია პრობლემა, მაგრამ შენ მაინც გადაწყვიტე ბოსელში დაბადებულიყავი. ჩვენთან მთავარია დაგჭირდეს, გამოიყენო და როცა ხედავ რომ საჭირო აღარ არის, მიაგდო და დაივიწყო, შენ კიდევ პირიქით - იქით დასდევდი ყველას, ოღონდ რამე გეშველოთო. ალოგიკურია უფალო.
მეორე ნაწილში, რომელიც შენ დაადგინე სამყაროს გაჭირვების ტალკვესად, ერთადერთ დაუმარცხებელ ადგილად და ეს მართლაც ასეა, ის უნდა იყოს სათავე გაუმჯობესებისა, იქ უარესი ამბებია - ერთადერთი კრებულიდან, რომელმაც უნდა უშველოს ამ ქვეყანას, ხალხი პანტაპუნტით გარბის და გაქცეულები ტრიალდებიან და ისევ იმ კრებულს აგინებენ. რატომ, იმიტომ რომ ეს ხალხიც ფიქრობს რომ პრობლემა კვლავ ფულით გაუმაძღარ მმართველებშია, რომლებიც თავისას ქადაგებენ და არა ღმრთისას. და ამ ბრძენი ხალხის ფონზე, შენ მაინც იმ კუთხიდან იყავი, რომლიდანაც სიკეთე არავის ენახა, როგორც შენი მოციქული ამბობდა და კვლავინდებურად ქვემოდან ცდილბდი შეგეცვალა. ხომ ვამბობ, არავის ესმის უფალო შენი, რადგან ძალიან ალოგიკური ხარ. ყოველშემთხვევაში, ჩვენ საერთოდ არ გვესმის შენი.
და მე არ მიკვირს დიდი ინკვიზიტორისა. ინკვიზიცია იქით იყოს და ამ სამყაროშიც იგივე ბედი გელოდა თუ ისევ „არაამქვეყნიურ არს მეუფება ჩემიო“ იტყოდი.
თითქმის იგივე სატკივარი:
ფოტო ალბომიდან: საგრადა ფამილია
მე კი მგონია, რომ პრობლემა ჩვენშია... უფალმა მრავალნაირი გზა დაგვანახა და გვასწავლა.. ამქვეყნიურ მეუფეებს მისცა უფლება ემართათ ზექვეყნები, გამოეცათ კანონები, მაგრამ არა! ჩვენ მაინც ჩვენებურ "სწორ" გზას ვირჩევდით.. თვალხილული ბრმები ვართ!
ავტორი ვინ არის???
p.s. პრობლემები უფრო სხვა რამეშია ვიდრე დაბადების ადგილმდებარეობაში
პრობლემა რამდენიმეა, დავიწყოთ პირველი აბზაციდან : სრულიად ქართული კითხვაა, რომელზეც ასევე ქართველურ პასუხს ეძებენ ! თუ ადამიანს სხვაგან არ უცხოვრია და *საზღვარგარეთი*( გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ამ უმახინჯეს (sic- ვიტყოდი ქვეცნობიერს, მაგრამ აღრევა შესისლხორცებულია გენეტიკურად, ვინაიდან კუნძული წყნარ ოკეანეში და პარიზი, ლჰასა და ბუჯუმბორაც - და მთლიანად სამყაროც- მინუს მისი ერთი მემილიონედი აღიწერება ამ ხელოვნურად შექმნილი სიტყვით (პ.ს.-მეცხრამეტე საუკუნემდე მშობლიურ ენაში არ გხვდება)) ტერმინს ) მხოლოდ ტელევიზორში აქვს ნანახი - ბუნებრივად მიაჩნია, რომ ნებისმიერი ჰომო საპიენსი ოცნებობს იმპერატორობაზე (ისინი ხომ ჩვენ გვგვანან - ოღონდ უფრო მახინჯები და ნაკლებად ნიჭიერნი - ერთი სიტყვით : არაწილხვედრისეულნი არიან)...
წესით ღირებულებათა სისტემის მსხვრევა შოკს იწვევს, მაგრამ პოსტს ცოტაოდენი ხალხი კითხულობს, კომენტარებს უფრო მცირედნიც კი.. ( ყველაზე დიდი საშინელება კი ისაა, რომ წამკითხველები თანხმობის შემთხვევაშიც არ მივლენ ზემოდარჭერილ შოკამდე, ვინაიდან რაა მათთვის ციფრები ??? ( ციფრები კი ასეთია: დღეს - დედამიწაზე მცოვრებთაგან ერთმა მილიარდმა არც კი იცის, რომ ოდეზღაც არსებობდა იმპერატორის თანამდებობა ! პლუს ერთ მილიარდზე მეტს (ამჟამად ჩინელებს ვგულისხმობ) - არასდროს *წამითაც* არ უოცნებია არა მხოლოდ იმპერატორობა, არამედ კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნობაც ! პლუს ერთ მილიარდს (ნამდვილ ჰინდუს) ამაზე ოცნებაც დიდ ცოდვად მიჩნია( და თუ შემთხვევით ეს სიზმარში დაესიზმრათ - გაცილებით უფრო დიდ განწმენდას იტარებენ ვიდრე ძილში დაცემის მერე) !!! ... მერწმუნეთ , უფრო პატარა ციფრებით კიდევ 3 მილიარდს შევაგროვებ, მაგრამ გავჩერდები მხოლოდ ერთ ისტორიულზე - რომის იმპერიის აყვავების დროს დედამიწაზე *ბინადრობდა* დაახ. 100 მილიონი ადამიანი და მათგან 20(!) ერთეულს თუ უოცნებია იმპერატორობაზე !!! (პ.ს. - ბოლო ფრაზა რთულად იკითხება 4 მილიონ *პოტენციალურ* პრეზიდენტის მიერ)
რიცხვებზე მომაგონდა, ტიგრანა ჩიოდა, 4 მილიარდი ტიგრანას გაძლება არ გინდაო და ჩვენ 4 მილიონ *პოტენციალურ* წილხვედრისეულ პრეზიდენტს როგორ უძლებს ეს ქვეყანა.
ამდენი ვკრიფე, რომ პირველ აბზაცზეც დასკვნა ვერავის გაეგო ?( ჯგირ, მარტივად : მაცხოვრის შობა ბოსელში ალოგიკურია მხოლოდ ქართული მენტალობისთვის
სამწუხაროდ, ასე პირდაპირ ნათქვამიც არ გამოიღებს დიდ შედეგს, რადგან თქვენი თქმისა არ იყოს "პოსტს ცოტაოდენი ხალხი კითხულობს, კომენტარებს უფრო მცირედნიც კი" ((
იმის გამო, რომ ადამიანი ღმერთს დაშორდა, დაკარგა მასთან კომუნიკაცია, ერთ დღესაც აღმოაჩინა რომ ღმერთის გადაწყვეტილებები ალოგიკურია. ეს აღმოჩენა თან აღაფრთოვანებს და თან კიდევ უფრო აშორებს ღმერთთან. არადა, თუ შემოქმედია, მაშინ ქმნის ისე, როგორც უნდა და შესაბამისად, ქმნის კანონს ისე, როგორც ლოგიკურია.
ჰოდა, იმის კვლევა-ძიების ნაცვლად, ესა თუ ის გადაწყვეტილება რატომ მიიღო ღმერთმა, ადამიანმა მოიფიქრა რომ ღმერთი ალოგიკურია და მისი გაგება შეუძლებელი.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია