ძველი წერილების კითხვა საახალწლო ტრადიციად მექცა. ეს წერილიც უკვე გაცვეთილი და გადაყვითლებუილა და ძალიან დიდი ხნი წინ იყო, ძალიან დიდი ხნის წინ, მაგრამ ხომ იყო.
წერილზე გარედან წამიწერია:
„ყველაზე მეტად იცი რა მახარებდა ამ აზრში? - ორსულობის პერიოდი
პირველად რომ დაგარტყავს ბავშვი და ეს იმხელა რაღაცაა რომ შენც გაგეღვიძება, გულით გრძნობ უბრალოდ...
მერე…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 31, 2021 წელი. 3:19pm —
არ არის კომენტარები
_______________
მოვედით და მხიარულ იყვენით,
რამეთუ განმზადებულ არს ქორწილი!
ცხრა წლის წინ ცრემლები იყო და ცხრა წლის შემდეგაც პირველი ემოცია ცრემლიანი გამოდგა, ასეთი ყოფილა კაცის ბუნება - სიცოცხლე უყვარს და გულს უფრთხილდება, ცრემლებზე კი არ დარდობს, თუნდაც ნიაღვრად იდინონ, ოღონდ გული კი მოიოხოს. არა, დღეს ტირილი არ შეიძლება, დღეს ქორწილია!
არც ძველი ამბების მოსაყოლი წერილია და არც ახლის,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 27, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ზოგჯერ ალბათ უკეთესი იქნება მოზრდილები ბავშვებს თუ მივბაძავთ რადგან მათი თვალებით დანახული სამყარო ალბათ ძალიან განსხვავდება ჩვენი აღქმისგან ჩვენც ხომ ოდესღაც ბავშვები ვიყავით ჩვენი წარმოდგენა გვქონდა კარგზე და ცუდზე რაღაცეებს ჩვენი კრიტერიუმებით ვსაზღვრავდით ხშირად სულელურად მაგრამ სამაგიეროდ გულწრფელად როცა იზრდები რთულია ეს სისუფთავე შეინარჩუნო რადგან ადამიანებმა ჩვენთვითონ შევქმენით ისეთი გარემო და სისტემა სადაც ადამიანის ყოფა…
დაამატა vako_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 28, 2018 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გრაგნილზე დაწერილი წერილი პირველად მივიღე და მიუხედავად იმისა რომ სარეკლამო კამპანიას წარმოადგენს, ორიგინალურობა არ აკლია.
სახლი: ლუმიერი
მნიშვნელობა: ადგილი სადაც სინათლე ჩნდება
მოწოდება: გაჩუქოს უნიკალური ემოცია (მოწოდებაში ცოტა მოიკოჭლეს, ყველა ამას წერს ხოლმე)
ძვირფასო ლაშა, (ხომ გითხარით, მე მეძღვნებოდა)…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 31, 2017 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დეკემბერი თბილად დაიწყო. წინა დღეების ყინვა, ღამის სითბომ შეცვალა და ღრუბლებიც თოვლის ნაცვლად წვიმას გვიგზავნიან. ნაცრისფერია ზეცა და ამინდი, მაგრამ ჯერ კიდევ წითელ-ყვითელ-ყავისფერია მიწა და გარემო. შემოდგომა არ დაზავებია ზამთარს და არც საქორწილო კონტრაქტი გაუფორმებია - უბრალოდ თავის სიცოცხლეს იცავს. მოკლედ დღეს თბილა და ფანჯრების გაღება გადავწყვიტე. ხეზე წერილი დამხვდა. აღარ მეგონა, თუ კიდევ ვინმე იყენებდა საფოსტო მტრედებს ან თუ იყენებდა,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 1, 2016 წელი. 5:00pm —
1 კომენტარი
________________
რომ დაგიწყოთ მტკიცება მენატრებითთქო, ალბათ, ზედმეტი იქნება, რადგან ჩვენს სიყვარულს და მონატრებას ბევრჯერ უჩენია თავი უსიტყვოდ და საზღვარიც არასოდეს დაუდვია არავის ამ გრძნობისთვის.
სისხლის და ხორცის ყივილს არაფერი უდგება წინ, არც მანძილი და არც დრო -- ყველაფერი მენატრება მაქაური, ღამით რომ შემოვიპარებოდი ჩუმად სახლში და ფეხზე დაგაყენებდით დიდს თუ პატარას. ყველაფრის ფასს მაშინ ვერ გრძნობ კაცი, რადგან ჩვეულებრივად იქცევა ყველაფერი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 24, 2016 წელი. 1:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოლოლ! გამარჯვება!
შენი წერილი მივიღე და ძალიან ვხარობ. ჩემო ოლოლ, რა საჭიროა დარდი და წუხილი? რა საჭიროა, რომ ყოველ წუთში შავი ფიქრები გიტრიალებდეს თავში? უნდა ეცადო, რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებად წარმოიდგინო, უნდა ჩაჰკლა მწუხარება გულში. ჩვენი სიცოცხლე ისე ხანმოკლე და უდღეურია, რომ არავითარი ფასი არ ექნება მას, თუ ის ისე არ გავატარეთ, როგორც ჩვენ გვსურს. ცხოვრება უნდა მოვაწყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. აი თავი და თავი მიზანი…
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2016 წელი. 4:00pm —
1 კომენტარი
________________
დღეები შენი მონატრებითაა გაჟღენთილი. ყოველ საღამოს ამოცურდები და სევდას და დიდ სიყვარულს მიტოვებ.. რატომ გწერ? რავიცი, ის ვიცი რომ ამას ვერ წაიკითხავ, მაგრამ დავიღალე. ყველაზე გულწრფელი მაშინ ვარ, როცა ვწერ.. მენატრები, მენატრები... უშენოდ რამდენმა წელმა და დღემ ჩაიარა, რამდენმა ცრემლმა და ღიმილმა გაირა სახეზე... ვინ მოსთვის?!
როცა ასე ძალიან მეფიქრები, ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე და მერე ის მამშვიდებს, რომ ვიცი, ცოცხალი ხარ! იქ,…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 12, 2015 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ერთი... ორი... ხუთი ... ნაბიჯებს ვითვლით. კიდევ ერთი გუბეა წინ, ესეც თუ "გადავცურეთ", ისე რომ არ დავსველდეთ, ჩვენთვისაც გადაიღებს წვიმა. შენი ლექსებისგან შეკოწიწებულ ქოლგას შენივე კარადის ბოლო თაროზე მივუჩენ ადგილს.
დამიჯერე, გუბის იქით მარტოობის პროსპექტს მზის ამოსვლის ქუჩა შეცვლის. ცოტაც მოითმინე, მალე სულში ჩაგისახლდები, შენთან ავიშენებ ბუდეს ... ჩამოიფერთხე ეგ სევდა სახიდან, არ მინდა ამღვრეული თვალებით მიყურებდე,…
დაამატა tiko_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 18, 2015 წელი. 3:00pm —
8 კომენტარი
________________
გამარჯობა რომა! ძალიან მომენატრე, დიდი ხანია არ მინახიხარ. ტელეფონზე რომ გირეკავ სულ არ გცალია და მალე მითიშავ. ბოლოს რომ ვილაპარაკეთ მივხვდი, გაიზარდე და სერიოზულ თემებზეც შეიძლება საუბარი შენთან. არ ვიცი შეიძლება ლაპარაკი ვეღარც მოვახერხოთ და გადავწყვიტე წერილი მომეწერა. შეიძლება ცოტა გაგიკვირდეს ჩემგან ეს ყველაფერი მაგრამ მინდა წაიკითხო...
მახსოვს როცა…
დაამატა roma_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2015 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
ვიდრე ლინკოლნის შვილი სკოლაში სწავლას დაიწყებდა, აბრაამმა წერილი მისწერა მის მომავალ მასწავლებელს.
ძვირფასო მასწავლებელო! "ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას: მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, თუმცა ასევე მსურს იცოდეს, რომ ყოველი არამზადას უკან გმირი იმალება.
ასწავლეთ მას, რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია. ეს დიდ დროს მოითხოვს, ვიცი ასეა, მაგრამ მინდა ხვდებოდეს, რომ დოლარს რომელიც საკუთარი ოფლით…
დაამატა makuna_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 14, 2015 წელი. 1:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
წერილი ეძღვნება ახალგაზრდა მემანქანეს, რომელიც მოსაწყენ სამუშაოს უჩივის
ჩივიხარ, რომ სამსახურმა თავი მოგაბეზრა. ყველა სხვა საქმიანობა უფრო საინტერესოდ გეჩვენება შფოთავ და ნაღვლობ, რომ უკეთესი ვერაფერი გამონახე. დიდხანს ვიფიქრე, ვიდრე კალამს ხელს მოვკიდებდი და შენს ჩივილს ვუპასუხებდი. ვცდილობდი, გონებით შენს მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი და შენი როლი…
დაამატა Tsitsino_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2015 წელი. 9:30pm —
2 კომენტარი
________________
22 სექტემბერს ნორმებიდან გადახვევის დღეა. საკუთარი ნორმებიდან და წესებიდან გადახვევის. დღე, როდესაც ყველაზე მეტ სიმართლეს ყვები საკუთარ თავზე, ამბობ იმას, რასაც მარტოდარჩენილიც არ ამბობდი, ფართე სიჩუმეში.
წერ, წერ და ვეღარ ჩერდები.
მერე კონვერტი, გაფორმება.
მერე ყოყმანი, იქნებ არ უნდა დაგეწერა, იქნებ არ უნდა დატოვო.
მერე მიდიხარ და ხელს გიწვავს, ჯიბეს გიწვავს, თითქოს მოპარული მიგქონდეს რამე. არავინ უნდა გაიგოს.
მერე თვალებით არჩევ ადგილს.…
დაამატა nini_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 18, 2014 წელი. 3:30pm —
3 კომენტარი
________________
არ ვიცი, ამ ლექსს როგორ გაიგებთ. ბევრი ალბათ ვერც გაიგებს ისე, რა იდეაც ჩავდე, ზოგი მეც დამადანაშაულებს და არ მოეწონება ლექსი. მე მინდა მთავარი დაინახოთ, საერთოდ პირველი ლექსია, რომელშიც პირდაპირ უფალს მივმართავ კითხვებით. რადგან სხვას ვის ვკითხო, სხვა ვინ მომისმენს? თითოეულ სტროფში, რაღაც დევს რაც საერთო სენია ადამიანების. წაიკითხეთ და იმედი მაქვს ყველა მიხვდება რაზე ვწერ და ყველა გულთან ახლოს მიიტანს ამას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.…
დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2014 წელი. 1:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
(ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება ჩვენ რომ გვინდა)
ასე მგონია, რომ შენც აქ ხარ და ეს უფრო მაძლევს იმის ძალას რომ გასაკეთებელი გავაკეთო და წინ გადავდგა ნაბიჯი... შენს ღიმილს რომ შევხედო ალბათ მომაჯადოვებს და ისე დამიჭერს რომ აქედან წასვლა არც მომინდება. ასე რომ მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო როგორ იღიმი და წარმოსახვაშიც ისეთი ლამაზი ხარ, რომ ვერ ვბედავ იქ წასვლას. მეშინია იმის რომ ვერასდროს გიხილავ…
გაგრძელება
დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 18, 2014 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
შესავალს გავაკეთებ, ეს ეძღვნება მას, ვინც უკვე გვერდში აღარ მყავს. აქ კი სრულიად გულახდილი ვარ და ყველაფერი…
გაგრძელება
დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 18, 2014 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
არასდროს გასაგზავნი წერილი
ღამე უეცრად თავს რომ არ დამატყდეს თავისი ჯადოსნობით და მონატრებამ ყელში არ მომიჭიროს, ვეჩვევი ადრე შევაფარო თავი ბალიშს და საბანს. მაგრამ ამ უცნაურმა მონატრებამ ისე ამომიჩემა, რომ დილის ფერებს ჩემთან ერთად ხვდება და ღამის უფერობას ერთად ვეგებებით. როგორც ღამეა მისტიური, ასევეა ჩემი „შენდამი“ მონატრება, უმისამართო მონატრება. თვალწინ მიდგას შენი სახე, თვალების ფერი,…
გაგრძელება
დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: მაისი 27, 2014 წელი. 9:00pm —
4 კომენტარი
________________
სალამი, ჩემო ძვირფასო ჯონათან! გადავწყვიტე, შენთვის ჩემი ფიქრებიდან ამონარიდი მომეწერა... ვიმედოვნებ ზღვის ნაპირზე შესვენებისას, ნახავ, რომ შენს სახელზე წერილია და წაიკითხავ... მეც შენნაირი სული ვარ ჯონა, ცხოვრებას მონდომებული და არა უაზრობაშემოცმულ, ნაღრძობ ყოფას…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2014 წელი. 8:30pm —
9 კომენტარი
________________
უმორჩილესად გთხოვთ ყველას: თუ კი ვინმეს რამე გაწყენინეთ,გთხოვთ მაპატიოთ.მე უკვე ყველას გაპატიეთ. დიდი მადლობა ყველას წინასწარ...
დაამატა nika shelia_მ!
თარიღი/დრო: მარტი 2, 2014 წელი. 7:30pm —
2 კომენტარი
________________
ძვირფასო დღიურო -_-
იცი, სულ მარტო ვარ, მხოლოდ ჩემი თავის იმედის ანაბარად... სულ ტირილი მინდა, მაგრამ დამიშრა ცრემლი... აშკარააა, ნერვები გამინადგურდა, ყველა პატარა მიზეზზეც კი ამგვარი გაღიზიანება?! ჯერ თოთხმეტის ვარ!! კმარა!!! მაგრამ.. არ შემიძლია, რამე არ ვატკინო ამ ნატიფ ნერვებს, უწინ უმანკოს, დაუნაოჭებელ ტვინს, უწინ ოპტიმიზმით აღსავსე თვალებს, უწინ სიყვარულით…
გაგრძელება
დაამატა Tinano Star_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 24, 2014 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•