გამარჯობა რომა! ძალიან მომენატრე, დიდი ხანია არ მინახიხარ. ტელეფონზე რომ გირეკავ სულ არ გცალია და მალე მითიშავ. ბოლოს რომ ვილაპარაკეთ მივხვდი, გაიზარდე და სერიოზულ თემებზეც შეიძლება საუბარი შენთან. არ ვიცი შეიძლება ლაპარაკი ვეღარც მოვახერხოთ და გადავწყვიტე წერილი მომეწერა. შეიძლება ცოტა გაგიკვირდეს ჩემგან ეს ყველაფერი მაგრამ მინდა წაიკითხო...
მახსოვს როცა თქვი მოხუცები სულელები არიან, ვერ ხვდებიან რა ხდება სამყაროში. ცოდნა ძველდება და ახლის სწავლას ვერ ახერხებთ მოხუცებიო. მკითხე რომელია საუკეთესო ოპერატიული სისტემა და რატოო. მე კიდევ წარმოდგენა არ მქონდა რას მეკითხებოდი, ამის საფუძველზე დაასკვენი, რომ შენ ჩემზე ჭკვიანი ხარ. ნუ რათქმაუნდა შენ უფრო მეტი იცი კომპიუტერებზე, ავტომობილებზე, ფილმებზე და ა.შ. მაგრამ წარმოდგენა არ გაქვს ადამიანებზე.
ადამიანებზე რომ ვლაპარაკობდით მითხარი: „ადამიანები იმდენად საზიზღრები ვართ ყველაფერს ვეჩვევითო“. გეთანხმები მე ყველაზე საშინელებას_ ომს შევეჩვიე, კაცის კვლა ბოლოს უკვე სიამოვნებასაც მანიჭებდა. გადიოდა წლები და მე ვამაყობდი როგორ მოვაჭერი თავი ახალგაზრდა კაპიტანს. მაგრამ გავიდა წლები, მე მარტო ვარ, ხანდახან კატას ვეფერები და ველაპარაკები ხოლმე რომელიც ჩემსავით დაბერდა და სულ სძინავს, ესეც ეჩვევა სიკვდილს ნელ-ნელა.
ჩემი მხრიდან ასე ლაპარაკი შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს მაგრამ მინდა გითხრა: როცა ვბერდებით და ხშირ შემთხვევაში მარტო ვრჩებით, ვბოროტდებით. მე ახალგაზრდობაში ვიყავი ბოროტი და ამ სიბერეში დავიწყე ფიქრი სიკეთესა და სიყვარულზე. ახლა ველოდები ჩვენ სახლთან როდის ჩაივლიან სკოლის ბავშვები რომ დავხვდე მათ და თითო ვაშლი დავურიგო, მერე პატარა ცელქ თვალებში ჩავხედო, გავუღიმო და მოვეფერო. ხან ფანჯრიდან ვუყურებ როგორ შემოიპარებიან ეზოში და მპარავენ ხილს, მეც მინდა მათსავით პატარა ვიყო და ხილს ვიპარავდე, ვიცინოდე ბევრს და ვეხუტებოდე ყველას...
შენ ჩემი სახელი გქვია და ჩემ გვარს აგრძელებ... ჩვენში დარჩეს და გვარი, ეროვნება ან სახელი სისულელა. არ ღირს რომელიმეს გამო მოუკლა ადამიანში „ღიმილი“. მე მინდა რომ გვარი კი არა, ჩემი ბებრული ოცნება გააგრძელო. რამდენი „ღიმილიც“ მოვკალი, რაც ბოროტება გავაკეთე, მინდა რომ ათასჯერ მეტად გააბედნიერო ხალხი. დათესო სიყვარული ღიმილით. ახლა ყველაფერი გაუფერულდა, ყველაფერი არარეალურია. თითქოს იშლება ყველაფერი და რეალურად მხოლოდ სინანულს ვგრძნობ, სინანულს რომ საკმარისად არ მიყვარდა. ჩემ ყველა ნასროლ ტყვიას ვარდით შევცვლიდი, ყველას ვისაც ვაწყენინე ფეხებს დავუკოცნიდი და პატიებას ვთხოვდი, მიუხედავად იმისა იმსახურებდა თუ არა ამას. მე შევცდი, სამშობლოს ტყვიით ვერ დაიცავ და შენ სახელზე მნიშვნელოვანი შენი ღიმილია. მინდა რომ მხოლოდ სიკეთე აკეთო ყველას გაუღიმო და ყველა შეიყვარო... გთხოვ! არ მინდა მხოლოდ ჩემ სახელს და გვარს აგრძელებდე, დაივიწყე ყველაფერი და ჩემი ბებრული ოცნება გააგრძელე_ხშირად გაიღიმე, ხშირად ჩაეხუტე და ეცადე ყველა შეიყვარო...
ნახვა: 526
ტეგები: grandfather, letter, qwelly, war, მსოფლიო ომი, ომი, პაპას წერილი, რომას ბლოგი, სამშობლო, ტყვია, მეტი...ყველაფერს ვეჩვევით, წერილი, წერილი შვილიშვილს, წყენა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია