ძვირფასო დღიურო -_-

         იცი, სულ მარტო ვარ, მხოლოდ ჩემი თავის იმედის ანაბარად... სულ ტირილი მინდა, მაგრამ დამიშრა ცრემლი... აშკარააა, ნერვები გამინადგურდა, ყველა პატარა მიზეზზეც კი ამგვარი გაღიზიანება?! ჯერ თოთხმეტის ვარ!! კმარა!!! მაგრამ.. არ შემიძლია, რამე არ ვატკინო ამ ნატიფ ნერვებს, უწინ უმანკოს, დაუნაოჭებელ ტვინს, უწინ ოპტიმიზმით აღსავსე თვალებს, უწინ სიყვარულით განაძგერებ გულს, უწინ წრფელი სითბოთი განაღიმებ ტუჩებს, უწინ... მაინც გავუხეშდი, ირგვლივ გამოწვია ყველაფერმა... მოსიარულე ხალხიც კი მაღიზიანებს, ოჯახის წევრების ერთი სიტყვაც კი...

       ეს, იმის ბრალია ალბათ, რაღაც ტკივილი დამიგროვდა, სული დამიმძიმდა და ორგანიძმში გადმოვიდა ნერვიულობა, როგორც სენი, განუკურნებელი, თანდაყოლილი...გადმოვიდა და მოგისპო ყველა ორგანო, თითქოს იშლები, გტკივა ყველაფერი, ნადგურდები...გარეგნულადაც ილახები... მახინჯდები...ბერდები...ნაადრევად...

       ჯერ ხელები და მუხლები გითრთის, გიკანკალებს თითები, ხელსგულები და ფეხისგულები გეწვის, თითქოს ახლა ამოიორთქლებს ბოღმა ოთხი გულიდან ხელ-ფეხისა, წვივებს ვერ იმორჩილებ, აშკარად გრძნობ, რომ ორი დიდი ხელი გიჭერს კოჭებს და ძირს მიგექაჩება, თავს ძლივს იკავებ...ბოღმა გონებიდან გულში (კისრის და ყელის გავლით, რომელიც გეწვის, გახრჩობს, გისივდება!), გულიდან მუცელში, მუცლიდან ზურგში... თავი გისკდება, თავბრუსხვევა გეწყება, კონტროლს კარგავ, სული გეთენთება სხეულში, პატარავდები, გარდმოხდები, წამით წახვალ, სულ რამდენიმე წამით მიდიხარ სადღაც, მერე ჩამოვარდები სხეულში და ისევ ბრუნდები, ისევ გტკივა, ისევ გეწვის, ისევ უმწოდ ხარ დიდი ზომის სხეულში, ვერ ირგებ, თან შიგნით მარტო არ ხარ, ვერ აკონტროლებ ქმედებებს...მთელ სხეულში არ ეტევა ეს ტკივილიანი დარდი, ტრიალებს...ტრიალებს!!! აწვება ყბებს, თვალებს, ხელისგულებს, ფეხისგულებს! მგონია რარაც ცხელი ძალა გამხევს, მაგრამ ვერ ვიხევი! ვნერვიულდები ტკივილიგან, როგორ ამოვიღო?! ვყვირი! ვხავი! ვარტყავ! ვსპობ! ოღონდაც გამონთავისუფლდეს ეს ცხელი ძალა... ტირი ბევრს, ტირი! ღრიალებ! მერე პანიკური სიცილი გეწყება... უამრავი ფერი წყვდიადში ირევა, ქაოსი...ფეხები გეკვეთება, მიღლილი, გაოფლილი, განაწამები, განატკივრები, ათეისტივით უაზროდ ცარიელი-ძირს მიეგდები... სამწუხაროდ ვერ დაიცალე ტკივილისგან... ამას სიხარული და სიყვარული გაყვა ვიდრე ზიზღი და ტკივილი...აი, ჩემი დარდიც ეს არის, რომ ვერ მიგებენ და ჩემი დარდი ''პრანჭიაობა'' და ''სიყვარულობანა'' რომ გონიათ...ჰმმ...საცოდავნი!  ჩემი ტკივილიც კი, არ მიღირს უღირსთა ადგილზე ყობნად...

           P.S ძვირფასო დღიურო, ჩემს უკან სავარძელში მოკალათებულა, ნეტავ იცოდე რა ცინიკური ღიმილი აქვს, ზიზღია და ეგ უხარია?! მაჩერებს, შენ თავს ატყუებო, მაგრამ დედა მაინც მიგრძნობს... წეღან მაწვალებდა, შევუტრიალდი, ვერ მოვითმინე, მერე, კი არ წავიდა, ადგილი შეიცვალა, ახლა მეორე მხარეს გადმომიჯდა პატარა ბავშვივით. რა დამრჩენია სულ მარტოს?! ვის იმედად ვიყო?! შუაღამეს გადაცდა, ახლად გამოღვიძებული ვარ, ვცდილობ ამდენ კანკალს მოვეშვა, ვინ მიშველის  მეთვითონ თუარ ავიყვანე თავი ხელში?! ოთახშიც კი მარტო ვარ... ახლა იქნებ ჩამეძინეს, მასთან ერთად, ჯერ არ მომეშვება... მიყვრხარ დღიურო, ჩემი ტკივილი გაიზარე, იქნებ ასე მაინც დავიცალო და გამოვნთავისუფლდე... დროებით, გვიანია...  

    სიყვარულით და გულისტკივილით, მარადჟამ მარტოხელა თინანო <3

ნახვა: 209

ტეგები: Qwelly, დღიური, ნაწყვეტი, პირადი, წერილი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters