არ ვიცი, ამ ლექსს როგორ გაიგებთ. ბევრი ალბათ ვერც გაიგებს ისე, რა იდეაც ჩავდე, ზოგი მეც დამადანაშაულებს და არ მოეწონება ლექსი. მე მინდა მთავარი დაინახოთ, საერთოდ პირველი ლექსია, რომელშიც პირდაპირ უფალს მივმართავ კითხვებით. რადგან სხვას ვის ვკითხო, სხვა ვინ მომისმენს? თითოეულ სტროფში, რაღაც დევს რაც საერთო სენია ადამიანების. წაიკითხეთ და იმედი მაქვს ყველა მიხვდება რაზე ვწერ და ყველა გულთან ახლოს მიიტანს ამას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ♥
ღმერთო ადამიანი ვარ?
მაშინ რად მაქვს შური ძმისა,
რად ვატარებ უცხო სამოსს
არ მესმის ხმა მუსიკისა.
ღმერთო ადამიანი ვარ?
რად მძულს, ვინც უნდა მიყვარდეს
იქნებ ესეც მოდაშია
თუ არა გძულს არ ივარგებ.
ღმერთო ადამიანი ვარ?
რატომ ვიკლავ გულში დარდებს
არ ვამბობ რაც მსურს გულით ვთქვა,
ვმალავ "ის" რომ არ გამწარდეს.
ღმერთო ადამიანი ვარ?
რად ვაყვედრი სხვას ყველაფერს
რატომ ვცდილობ რომ დავჩაგრო
ამ სურვილებს რად არ მართმევ.
ღმერთო ადამიანი ვარ?
მაშინ რად ვკლავ კაცს ამაოდ,
რატომ ვტირი მის საფლავზე
ურცხვად და რატომ არ ვნანობ.
ღმერთო ადამიანი ვარ?
რად არ მყოფნის რაც მომეცი,
თითქოს რამეს შევცვლი ჩემში,
მოპარულ ასი მონეტით.
ღმერთო ადამიანი ვარ?
რატომ მიდევს მტრობა გულში,
რატომ არ ვცდილობ განვაგდო
და ჩავეფლო სიყვარულში?
ღმერთო ადამიანი ვარ?
რად არ მინდა რომ ვიფიქრო,
ცოცხალი ვარ, აი ვინ ვარ
რად არ მინდა ეს ვიყვირო?
ღმერთო ადამიანი ვარ?
რად ვცდილობ რომ გაგიტოლდე,
მე ღმერთი ვარ დამემონე
მე ღმერთი ვარ არ ვცვლი როლებს.
ღმერთო ნუთუ ცოცხალი ვარ?
მკვდარივით რატომღა ვყარვარ,
ყველა თავის მოძღვარია
და ცოცხლებად თავებს ვმარხავთ.
ღმერთო ვიცი შენ შემქმენი
მაგრამ აგვიხსენი რატომ?
რომ დავამსხვრიოთ ზღუდენი,
სიცოცხლით, რომ ვითამაშოთ?
არა, ალბათ რომ გავერთოთ
დავივიწყოთ რად ვარსებობთ,
ვკლათ ვხოცოთ და ვიტრაბახოთ,
ანდაც ეს სხვამ გვიკარნახოს.
ღმერთო ადამიანი ვარ?
რად არ ვტკბები მაშ ცხოვრებით,
ზიზღი, შური, სიძულვილი
ავივსე უცხოს ჭორებით.
ღმერთო მივხვდი ცხოველი ვარ,
მე ასეთი ამაზრზენი
არ მაქვს გრძნობა, არც ველი
და ვცხოვრობ მხოლოდ ღრენა-ღრენით.
ღმერთო ნუთუ შენ შეგვქმენი,
რატომ? ამას ვიმსახურებთ?
ბევრი კითხვა დამიგროვდა,
გთხოვ მორჩილად, მიპასუხე!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია