ლაშა'ს ბლოგი - დეკემბერი 2015 არქივი (10)

მონიშნული ცხოვრება

      წინათ, "ხალხი ბნელი რომ იყო", ასე მგონია მათი უმრავლესობა ამ სიბნელიდან სინათლისკენ გასასვლელს ეძებდა. ყოველშემთხვევაში ჩვენი ახლანდელი "განათებულობა" [ არ გამომრჩენია, განათებულობა უნდა იყოს] ამაზე მიუთითებს. მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ეს ძიება და შემდეგ ნაყოფი უკუღმართული გამოდგა. ახლა როცა ხალხი განათდა, ყველა ერთიანად სიბნელს ეტანება. არ მინდა დავწერო, მაგრამ თითები და გონება არ მემორჩილება და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2015 წელი. 9:30pm — 4 კომენტარი
________________

კონტაქტი გარესამყაროსთან

      ვრცელი და ნათელი სივრცეა. ადგილ-ადგილ თეთრი მასა მოკრიალებული და მოსწორებულია, ზოგიერთ ადგილას შეგროვებული და ბორცვივით ამაღლებული. იქით რომ გაიხედავთ საითაც ყიჟინა წავიდა, დაინახავთ მათ მარცხნივ და მარჯვნივ თეთრი მასა როგორ იყრება და გორას აკეთებს. დგას ერთ ადგილას და მხოლოდ თავს ატრიალებს, თვალებს აცეცებს. კარგად უნდა გაერკვეს სად არის და რა ხდებოდა მის გარშემო. მზე მართლაც თბილი გამოდგა და ხელებსა და ფეხებში უკვე სითბოსაც…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 28, 2015 წელი. 9:30pm — 1 კომენტარი
________________

სათხოვარი და სავედრებელი

      ეკლესია და მის გარშემო განვითარებული ამბები, მუდმივად წერა-კითხვა, სჯა-ბაასის საგანია ჩვენს საზოგადოებაში. რამდენიმე ხნის წინ გამოვაქვეყნე ბლოგ პოსტი სათაურით "ვისი უნდა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 26, 2015 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პირველი მარტოობა

      დილანდელივით ფხაკუნზე გაეღვიძა. ალბათ მეგობრებმა მოაკითხეს. უცბად ეს ფხაკუნი მისკენ დაიძრა და მის ძირში გაიფხაკუნა. გრძნობს როგორ მიათრევს რაღაც ძალა გაურკვეველი მიმართულებით. მერე უცბად სიმსუბუქე, მერე ფრენა ამ თეთრ მასასთან ერთად და უფრო დიდ სითეთრეში ვარდნა. "ნეტავ რა მოხდა? ახლა სად არის?" ვერაფერს ხედავს, არადა მნიშვნელოვანია იპოვოს კარი, რომლიდანაც სითბო გამოდის. უნდა სცადოს და ეს გაყინული ფეხები როგორმე გაათბოს, აამოძრაოს. ნელ-ნელა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2015 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სტუმრების გაცნობა

      შეამჩნია, რომ ფანჯრებიდან შუქი იმაზე მეტად შემოდიოდა, ვიდრე დილით, როცა თვალი პირველად გაახილა. მერე კარგად დააკვირდა - ფანჯრები გაუწმენდიათ. მიუახლოვდა და იქიდან დაიწყო თავისი მეგობრების ცქერა. ყურებაში იმდენად გაერთო, ვერც კი მიხვდა ფანჯარას როგორ მიაწვა. გაიღო და გადავარდა, ჯერ თოვლში გადაკოტრიალდა და შემდეგ მოლიპულ აივანზე დაეცა. იქაც თოვლი დახვდა, კიდევ მოუწია თოვლში კოტრიალი.

      წუთის წინ სასიამოვნო სიგრილე, უცბად საშინელ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 20, 2015 წელი. 7:30pm — 4 კომენტარი
________________

ხელოვნური ინტელექტი ფილმებში

      ხელოვნური ინტელექტი XX საუკუნის პროდუქტია და ლოგიკური გაგრძელება ცივილიზაციის ისტორიისა, ცოდნის დაგროვებისა. ცოდნა ინახებოდა ადამიანთა გონებაში, შემდეგ დამწერლობამ ბიბლიოთეკებში მოათავსა ის, შემდეგ ცოდნა ელექტრო იმპულსებად გადაიქცა და რობოტების ხელში აღმოჩნდა.

      სამეცნიერო ფანტასტიკა კინემატოგრაფიაში საკმაოდ პოპულარული და რეიტინგული ჟანრია და უამრავ ცნობილ და დიდ რეჟისორს აქვს ფილმი ამ ჟანრზე.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 17, 2015 წელი. 9:00pm — 2 კომენტარი
________________

სურვილები (შეკრებები ჯოჯოხეთში)

      შემდეგი მომხსენებელი იქნება სურვილების ეშმაკი.

Qwelly, christianity, wishes, არიმანი, ბედნიერება, ბელზებული, კეთილი_სურვილები, ორმუზდი, სარწმუნოება, სურვილები, სურვილების აღსრულება, სურვილების_ეშმაკი, ქრისტიანობა, ღირებულებები, შეკრებები ჯოჯოხეთში

 - მოახსენე თავად ბელზებულს, რა ხდება შენს სამინისტროში? - ომახიანად კი დაიწყო, მაგრამ უცბად შეეცვალა ხმა ვასილისკოს, რადგან კათედრა უნდა დაეთმო ყველაზე მომხიბლავი ეშმაკუნასათვის, რომელიც თვალის ერთი ჩაპაჭუნებითაც კი სურვილების მთელს კორიანტელს დააყენებდა გონებაში. რაღა დაგიმალოთ და თვით ბელზებულსაც კი ეშინოდა მისი.

 - თავადო, როგორც…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 14, 2015 წელი. 4:30pm — 2 კომენტარი
________________

თეთრი სტუმრები

      მისი გაღვიძება სიხარულის შეძახილით აღნიშნეს, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ, მათ ხომ უფრო ადრე გაიღვიძეს?! მაგრამ ახლა ფიქრის დრო არ ჰქონდა, მთავარი იყო წყურვილი მოეკლა. იწრიალა ოთახში, იბორიალა, ეძება, ბოლოს მიირბინა თავის სარწყულთან და გემრიელად გამოცალა. წყურვილი რომ მოიკლა, გაჩერდა და მძიმედ ამოისუნთქა. ღია კარში წუთისოფლის თეთრი სტუმრები მოჩანდნენ, გაუჩერებლად მოდიოდნენ ზემოდან.

      "ესენი არიან თეთრი სტუმრები?!" - გაიფიქრა - "გუშინ,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 10, 2015 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

ჭორის ბუმბულები

John Patrick Shanley, Qwelly, blog, doubt, ალეგორია, ბალიში, ბუმბული, დაქალების ჭორაობა, ეჭვი, იგავი, მამაო რურკი, მერილ სტრიპი, ტყუილი, ფილმი, ცილისწამება, ჭორი, ჭორიკანა, ჭორის აგორება, ჯონ პატრიკ შენლი

      ერთი ქალი თავის დაქალთან, ახლადგაცნობილ მამაკაცზე ჭორაობდა, რომელსაც არც ისე კარგად იცნობდა. იმ ღამით ქალმა სიზმარი ნახა, მის თავს ზემოთ უზარმაზარი ხელი გამოჩნდა და მასზე მიუთითა. ქალი მაშინვე დანაშაულის წარმოუდგენელმა გრძნობამ შეიპყრო. დილით აღსარების სათქმელად წავიდა. სამრევლოს მოხუც მღვდელს - მამაო რურკის შეხვდა და ყველაფერი უამბო.

 - ჭორაობა ცოდვად ითვლება? - ჰკითხა ქალმა მოხუცს - ეს ყოვლისშემძლე…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 8, 2015 წელი. 10:00pm — 1 კომენტარი
________________

წუთისოფლის დილა

      კაკლის წასაღებად ჭერში შემოპარული ციყვის უყურადღებო ფხაკუნმა გააღვიძა. სიცივე იგრძნო. ლანდების გასარჩევად სამყოფი სინათლე შემოდიოდა თოვლით თითქმისდაფარული სარკმლიდან. ბუხარი მიჩუმათებულიყო, სამაგიეროდ ოთახის კუთხეში დატანებული, მარანში გასასვლელი კარი ჭრიალებდა - იქიდან სულ სიცივე უბერავდა. ნაბადში გაკრულს წამოდგომა ჭირისდღესავით ეზარებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა - ასე დარჩენა არ შეიძლებოდა. თვალები მოიფშვნიტა და ოთახს ინტერესიანად მოავლო…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2015 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters