- ოჰ, ლაშა რამდენ ხანს უნდა გელოდოთ?

- მაპატიეთ, ნელა მოდიოდა ჩემი მძღოლი.

- კარგი, ავიდეთ დროზე.

     მარშრტუკა სავსე დამიხვდა, გადმოსაწევ სკემებზეც კი ხალხი ისხდა. სადღაც შუა მარშრუტკაში ჩემთვის დარჩენილი იყო ერთადერთი ადგილი ამ ბევრი ხალხიდან ორ ადამიანს რომ კარგად ვიცნობდი იმათ გვერდით.

     ავედი თუ არა უმალ თვალში მომხვდა ფანჯარასთან მჯდომი ლურჯკეპიანი ჟღალი გოგონა წითელი თმებით. გავიფიქრე - "ეს ვინ არის? მგონი არ ვიცნობ". სიმართლე გითხრათ, ასევე არ ვიცნობდი ბევრს იქ მყოფთგანს, მაგრამ ჩემი ფუმფულა გზადაგზა ყველას გამაცნობს.

     ასე გავიცანი ინდი, ძალიან სიფრიფანა, ჰაეროვანი და პოზიტივით სავსე გოგონა. სიცილი, კისკისი, იუმორი, ცეკვა, გართობა, მოლხენა, სიმღერა, თამაში, ინტელექტი, სილამაზე და მშვენიერება - ერთ ადამიანს ყველაფერი თან გქონდეს იშვიათია, მაგრამ მას ჰქონდა.

     ეს იყო პირველი შეხვედრა - სამეგრელოში მოგზაურობისას.

პირველად მოხვდა ჩემს ობიექტივში

wyaldidoba tbilisshi, died, floods, indi zara, indira zarandia, post, qwelly, qwellypost, tbilisi, victim, gardacvaleba, ბედნიერება, ბლოგი, გარდაცვალება, გოგონა წითელი თმებით, ინდი ზარანდია, ინდირა ზარანდია, ლაშა ჩილინდრიშვილის ბლოგი, მეგობრობა, მოგზაურობა მარტვილში, მოგონება, მსხვერპლი, ოთხი შეხვედრა, პოზიტივი, ჟღალი გოგონა, ტკივილი, ქველი, წყალდიდობა თბილისში, წყალდიდობის მსხვერპლი

ვერც კი გავბედავ მისი ახლომეგობრების გრძნობებზე ფიქრს

wyaldidoba tbilisshi, died, floods, indi zara, indira zarandia, post, qwelly, qwellypost, tbilisi, victim, gardacvaleba, ბედნიერება, ბლოგი, გარდაცვალება, გოგონა წითელი თმებით, ინდი ზარანდია, ინდირა ზარანდია, ლაშა ჩილინდრიშვილის ბლოგი, მეგობრობა, მოგზაურობა მარტვილში, მოგონება, მსხვერპლი, ოთხი შეხვედრა, პოზიტივი, ჟღალი გოგონა, ტკივილი, ქველი, წყალდიდობა თბილისში, წყალდიდობის მსხვერპლი

პრანჭიკელა ☺

     ჰო, თქვენ მას როგორც ჰერმიონას ისე იცნობთ.

wyaldidoba tbilisshi, died, floods, indi zara, indira zarandia, post, qwelly, qwellypost, tbilisi, victim, gardacvaleba, ბედნიერება, ბლოგი, გარდაცვალება, გოგონა წითელი თმებით, ინდი ზარანდია, ინდირა ზარანდია, ლაშა ჩილინდრიშვილის ბლოგი, მეგობრობა, მოგზაურობა მარტვილში, მოგონება, მსხვერპლი, ოთხი შეხვედრა, პოზიტივი, ჟღალი გოგონა, ტკივილი, ქველი, წყალდიდობა თბილისში, წყალდიდობის მსხვერპლი

     მეორედაც შევხვდი - უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე. იმ დღის ემოციებს თავიდან არ მოვიგონებ, უბრალოდ გეტყვით რომ მაშინაც დადიოდა და დათრევდა დიდ ხურჯინს ბედნიერებისას და გარშემო ყველას უნდოდა თუ არა, ბედნიერების მორევში ხვევდა.

ყველას ეყოფა ჩემი თმებიო!

wyaldidoba tbilisshi, died, floods, indi zara, indira zarandia, post, qwelly, qwellypost, tbilisi, victim, gardacvaleba, ბედნიერება, ბლოგი, გარდაცვალება, გოგონა წითელი თმებით, ინდი ზარანდია, ინდირა ზარანდია, ლაშა ჩილინდრიშვილის ბლოგი, მეგობრობა, მოგზაურობა მარტვილში, მოგონება, მსხვერპლი, ოთხი შეხვედრა, პოზიტივი, ჟღალი გოგონა, ტკივილი, ქველი, წყალდიდობა თბილისში, წყალდიდობის მსხვერპლი

მოლაპარაკე ფოტოც გადავიღეთ იმ დღეს!

     ვნახე ბანკეტზეც - უკვე მესამე შეხვედრაა, საგულდაგულოდ გამოწყობილი, მიუხედავად იმისა რომ უზომოდ ვიწრო წრეში აღინიშნა ის ბანკეტი. მაგრამ "ბანკეტი ერთხელ გვაქვს და რატომ არ უნდა გამოვიპრანჭო?"

wyaldidoba tbilisshi, died, floods, indi zara, indira zarandia, post, qwelly, qwellypost, tbilisi, victim, gardacvaleba, ბედნიერება, ბლოგი, გარდაცვალება, გოგონა წითელი თმებით, ინდი ზარანდია, ინდირა ზარანდია, ლაშა ჩილინდრიშვილის ბლოგი, მეგობრობა, მოგზაურობა მარტვილში, მოგონება, მსხვერპლი, ოთხი შეხვედრა, პოზიტივი, ჟღალი გოგონა, ტკივილი, ქველი, წყალდიდობა თბილისში, წყალდიდობის მსხვერპლი

     მეოთხედ იცით სად ვნახე?! მეტროში. ვაგონის ბოლოში იდგა და მე ვაგონის მეორე ბოლოდან ის დავინახე, იდგა თავისთვის, მუსიკას უსმენდა და იღიმოდა. ძალიან დაღლილი ვიყავი, არ შევწუხებთქო და არ მივსულვარ. ჩემს ჩასვლამდე ერთი გაჩერება რჩებოდა, მან დამინახა და გამოიქცა, გადამეხვია, მომიკითხა, უცბად სიხარულით და პოზიტივით დამტენა და გამომიშვა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა დიდუბიდან სამედიცინომდე გავედი და თავს ბედნიერად და მხიარულად ვგრძნობდი.

     აი ასე, სულ 4 ჯერ შევხვდი ამ გოგონას და ოთხივე შეხვედრა მახსოვს წარულშელ მოგონებად.

     ვიცნობდი ხალხს, რომლებთან ერთადაც წლობით ვუსმენდი ლექციებს, ვსაუბრობდი, ვკამათობდი, ზოგჯერ ერტადაც გვისეირნია, მაგრამ მეხსიერებიდან გაქრნენ, მე მათი მეხსიერებიდან ისინი კი ჩემგან, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ქრებიან, ისინი არსად არ მიდიან. ასეთებს ბედნიერება და პოზიტივი დააქვთ, ასეთები ამ საშინელი სამყაროს ნათელ წერტილს წარმოადგენენ და სამარადჟამოდ კიაფობენ!!!

     ვიფიქრე დავწერთქო, ცოტა გამოვალთქო, ტირილი არ მინდოდა.

     აი, ჩვენი ჰერმიონა რა მხიარული გოგონაა ამ ვიდეოში კარგად ჩანს:

ნატოუკის ჰეფი და ინძის ვარიაციები

თუ აქამდე არსად შეხვედრიხართ ინდის, მისი ფოტო არ გინახავთ და არ მოგისმენიათ მისი ხმა, დარწმუნებული ვარ ამ ერთი ნახვით და მოსმენით უკვე შეგიყვარდათ ის! ჰო, ამის განსაკუთრებული ნიჭი აქვს - უცბად გავსებთ დადებითი ემოციებით.

მას და სიცოცხლეს ერთმანეთი განსაკუთრებულად უყვართ, განგებამ მარადიული ერთობისთვის დააკავშირა ისინი!

     ბევრი ემოცია მქონდა დღეს, უამრავ ფოტო მხვდებოდა თვალებში, ზოგი მაბრაზებდა, ზოგი გულს მიკლავდა, ბევრის კომენტარი და ბევრის სიტყვა მოვისმინე, ზოგი ცხოველებს იცავდა, ზოგი მოსახლეობას, ზოგი ხელისუფლებებს ლანძღავდა, ბევრი აღტკინებაც მქონდა - წავალ რამეს გავაკეთებთქო. მერე უცბად თვალში ინდის ფოტო მომხვდა. მერე სტატუსი მისი მეგობრის კედელზე.

wyaldidoba tbilisshi, died, floods, indi zara, indira zarandia, post, qwelly, qwellypost, tbilisi, victim, gardacvaleba, ბედნიერება, ბლოგი, გარდაცვალება, გოგონა წითელი თმებით, ინდი ზარანდია, ინდირა ზარანდია, ლაშა ჩილინდრიშვილის ბლოგი, მეგობრობა, მოგზაურობა მარტვილში, მოგონება, მსხვერპლი, ოთხი შეხვედრა, პოზიტივი, ჟღალი გოგონა, ტკივილი, ქველი, წყალდიდობა თბილისში, წყალდიდობის მსხვერპლი

     და მერე ყველაფერმა აზრი დაკარგა და ყველაფერს არაფრისმთქმელი, უემოციო, გაბრუებული სახით ვუყურებ და ვაკეთებ. ახლა ვინც გინდათ ის ლანძღეთ და რაც გინდათ ის წერეთ, ეძებეთ დამნაშავეები, უდანაშაულოები, დაიცავით და ისაუბრეთ მაღალ ფასეულობებზე, იყავით ლიბერალები ან ფაშისტები, ყველაფერი სულ ერთია. არ შემიძლია ვთქვა თანავუგრძნობ მის ოჯახს, მის შეყვარებულს, მის მეგობრებს. ყალბი სიტყვები იქნება, რადგან ასეთ დროს მათი თანაგრძნობა თითქმის შეუძლებელია. ხშირად ემოციებს ვეძებ, ახლა კი ემოციები მახრჩობენ.

ნახვა: 10590

ტეგები: 13ივნისი, Qwelly, ბლოგი, ინდი, ტკივილი, წყალდიდობა

ლაშა: ივნისი 20, 2015||11:54pm

დღეს ვნატრობდი - ისე ძალიან არ დავბერდე განცდის და ტკივილის უნარი დავკარგო მეთქი (((

ისევ ისე დაიწყო დილა, როგორც თითქმის ერთი წლის წინ - 26 ივნისს (http://www.qwelly.com/photo/albums/martvili). მარშრუტკაზე დავაგვიანე, ჩემს მოლოდინში ისევ სიგარეტს ეწეოდნენ, მელოდნენ, ისევ გამიღიმეს დაგვიანებულს, ისევ ნაცნობი სახეები მაგრამ სხვა განწყობები. ისევ სავსე მარშრუტკა, მაგრამ ამავდროულად დაცლილი რადგან ამჯერად არსად იყო ლურჯკეპიანი სიფრიფანა გოგონა წითელი თმებით... და მთელი განწყობაც მას წაეღო თან. მხოლოდ ტკბილ მოგონებებად გვართობდა და გვახალისებდა მთელი გზა, გზად ბოლო გაცილებამდე. 

ლაშა: ივლისი 4, 2015||12:38am

დრო ემოციებს აყუჩებს, მაგრამ ახალ განცდებას ბადებს, ახალ რეალობას. ამ ახალ რეალობაში უკვე მესამედ შემეჩეხა. მართალია საბოლოოდ არ აღმოჩნდა, მაგრამ როგორ ჰგავდა ან როგორ ვამსგავსებდი რომ ემოციისგან კინაღამ სუნთქვა შემეკრა.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.

What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters