თითქოს, წელი მიწიურა და პოლიტიკისთვის აღარავის სცალიაო, ასეთი ამბები დღის ნიუსებში. ამნისტიის პროექტი ცოტა გაახმაურა ხუნდაძემ, როცა ოჯახური ძალადობის საქმეების გადახედვა მოითხოვა. ძირითადი ამბავი მაინც ოპოზიციის მომავალი იყო და ასეე შემრიგებელი მინისტრის სამომავლო გეგმები. კოვიდიკა - 225893 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 210445, გარდაცვლილი - 2481, კარანტინში - 389. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასია 3.2766 ლარი.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტარიფები იანვრიდან იზრდება. ამჯერად მხოლოდ ელ. ენერგია და წყალი გაძვირდება, მომავალში ვნახოთ სხვა გაძვირებებიც თუ გველის. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს ახალი ტარიფები იყო და ამასთანავე ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი. ბიუჯეტიც დამტკიცდა და სემეკმა ტარიფებიც დაადგინა და მომდევნო 3 წელი არც შეიცვლებაო დღეს ასე ამბობენ. ეპიდემიოლოგები კორონას ახალ შტამს უკირკიტებენ, ჩვენთანაც ხომ არ არისო. ისე კი ასეთი კოვიდსტატისტიკა გვაქვს - 224155 დადასტურებული,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 29, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
წინასაახალწლო კვირაც დაიწყო, დეკემბრის ბოლო ორშაბათს ახალი კლინიკისა და ქარხნის გახსნის ამბავი იყო დომინანტი, ასევე კორონას შემცირების სტატისტიკა და უკეთესი მომავლის იმედი, თუმცა ამ მომავალში არ არის ერთი რთული რეალობაც - ელექტრო ენერგიის ფასი გარდაუვლად გაიზრდებაო, ამბობს ენერგო პრო ჯორჯია. ოპოზიციაში ელენე ხოშტარია დამოუკიდებელ გუნდს შექმნის - ესეც ახალი ამბავია. კოვიდსტატისტიკა - 214871 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 206313,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 28, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
დღის მთავარი ამბავი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა, ხოლო პრეზიდენტმა გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. დღის მთავარი ამბავი სწორედ მინისტრ გახარიას ყველაფერზე საუბარი იყო და ამ საუბრის გამოხაურებები. კოვიდსტატისტიკა - 214871 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 191968, გარდაცვლილი - 2233, კარანტინში - 455. რაც…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 24, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უამინდობამ თავისი შედეგი გამოიღო - სიახლეები, აქტიურობა და გაწი-გამიშვი შემცირდა. დღის მთავარი ამბავი პრემიერის საპარლამენტო, ოცნებისთვის გამართული გამოსვლა გახლდათ და მისდამი გამოხმაურებები. ასევე, დღეს პარლამენტმა უპარლამენტო ოპოზიციისთვის დაფინანსების აკრძალვას მხარი დაუჭირა. რაც უფრო დიდხანს იქნება შეზღუდვები, მით უფრო გართულდება ცხოვრებაო, ამბობენ. კოვიდსტატისტიკა - 214871 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 191968, გარდაცვლილი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 23, 2020 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
მოთოვს, წელს აუცილებლად მოთოვს გულიანადო, ამბობენ სინოპტიკოსები და ამ თოვლიანობას ხვალიდან გვპირდებიან, 23-24 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთ ნაწილში უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ნისლი და ქარბუქი, ხოლო ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა. დღეს კი ოთხი მინისტრის გამოსვლა იყო მთავარი თემა. კოვიდსტატისტიკა - 212526 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 188408, გარდაცვლილი - 2182, კარანტინში - 470. რაც შეეხება…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
თამამად შეგვიძლია დღევანდელ დღეს ვუწუდოთ ხუთი მინისტრისა და ოპოზიციის შებოჭვის დღე. პირველნი საკუთარ გეგმებს წარადგენდნენ პარლამენტში, ხოლო მეორენი ჯერ პარლამენტის გარეთ აპროტესტებდნენ, შემდეგ კი პარლამენტარებისგან დაწესებულ შეზღუდვების, ფინანსების მიუღებლობას და ულიდერობას უჩიოდნენ. კოვიდთან ბრძოლა აცრებით იწყება და ამ სიაში საქართველოც ხვდება. ვირუსის სტატისტიკა კი ასეთია პირველი ინფიცირბეულიდან დღემდე - 209462, დადასტურებული, აქედან…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 21, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
გუშინ რომ საზეიმოდ აინთო ნაძვის ხე და მერე მთელი ქალაქი კიდევ ერთხელ და სრულყოფილად გაბრდღვიალდა, ის განათებები მხოლოდ საღამოს 9 საათმდე იქნება და მორჩაო - მერე გამოირთვება. დღეს, შსს მინისტრის წლიური ანგარიში იყო მთავარი ამბავი, ასევე ოპოზიციის დაანონსებული აქციები და ლეგიტიმური რევოლუცია და მთავრობის უცვლელი ახალი კაბინეტი. ქართული კოვიდ სტატისტიკა - 204003, დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 171526, გარდაცვლილი - 2002, კარანტინში -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს ბარბარობაა - გილოცავთ! დღესასწაულს არ ეხება, მაგრამ მოლოდინები გამართლდა და არ შემეძლო ამ ანონსით არ დამეწყო დღევანდელი ქველინიუსი - 26 დეკემბერს ახალი გირჩი დაფუძნდება, ქვეყანაში იქნება ორი გირჩი - ეს განცხადება ეკუთვნის ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. კიდევ ერთი არამთავარი ამბავი დღეს - მთავარი ნაძვის ხე აინთო და კალაძემ მოიბოდიშა - მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ დღეს აქ არ ხართ. დღის მთავარი ამბავი კი კობახიძის ინიციატივაა ოპოზიციის სავალალოდ -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 17, 2020 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
რამდენადაც სახლების ნგრევის ამბავი გახდა ინტერნეტ-ვირუსული, ასევე გავირუსდა იმ ცნობილ ფოტოზე აღბეჭდილი მამა-შვილისთვის სახლის ჩუქების ამბავიც - კალაძემ, გვიან ღამით, იფიქრა და ოჯახს სახლი აჩუქა. დღეს აქციები ისევ იყო მერიასთან, სამგორის თვითმართველობასთან და მცირე შეხლა-შემოხლებიც. დღის მთავარი ამბავის სტატუსი ასევე სოფლისა და ეკონომიკის თითქმისმინისტრების გამოსვლებმაც დაიმსახურეს. თუმცა ამნისტია ერთ-ერთ მთავარ განსახილველად ჩანს. კოვიდის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 16, 2020 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
სინოპტიკოსები კარგს არაფერს ამბობენ მომავლის ამინდებზე, პირიქით, საქართველოში ამინდი გაუარესდებაო გვეუბნებიან, თუმცა თოვლი არა - უფრო წვიმა, მეტწილად. დღეს კი მთავარი ამბავი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში სხვადასხვა უნებართვო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და დემონტაჟის გარშემო არეულობა, დაპირისპირება, დაპატიმრებები, ავადმყოფობები იყო. ასევე ვაშაძის საოცარი წასვლა ენმ-ს რიგებიდან. კოვიდი ჯერ კიდევ საომარია - სტატისტიკა -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 15, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დეკემბერი რომ დადგა, ცის ფერის ცვალებაზე ვერაფერს ვიტყვი, ერთი ცნობილი ქართული სიმღერის მსგავსად, მაგრამ პოლიტიკური ცვლილება კი სახეზეა - გაყალბებული არჩევნები არც ისე გაყალბებული ყოფილა, თუმცა კარუსელებზე ჯერ კიდევ საუბრობენ. მთავარი ამბავი ისევ პარლამენტში შესვლა-არ შესვლას შეეხებოდა და ულტიმატუმებს და სიმტკიცეს ქუჩაში დგომით. პარალელურად პარლამენტი გახარიას გააპრემიერებს და ის კი მთავრობას დააკომპლექტებს. კოვიდ პროგნოზები საშიშად ისმის,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 14, 2020 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
და აი ისიც, მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს შედგა - პირველი სხდომა ჩატარდა. X-Man არ ვიცი, მაგრამ X დეპუტატები კი ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ერთი პარტიიდან იყვნენ - სულ შინაურები შეიკრიბნენ. მთელი დღე მხოლოდ ეს ერთი თემა ტრიალებდა, შესულები დარჩენილებს ეპატიჯებოდნენ, დარჩენილები კი შეუსვლელობას გამარჯვებად აღიქვამდნენ და საკუთარ მემორანდუმზე ხელს აწერდნენ. რომ არა კოვიდი, სხვა ამბავი დღეს არ გაისმებოდა. კოვიდვითარება კი ასეთია - 183099 დადასტურებული,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 11, 2020 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
ხვალ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეათე მოწვევის პარლამენტი იწყებს მუშაობას და მთელი დღე იმის განხილვას მოანდომეს ვინ რა თქვა შესვლა-არ შესვლაზე, ვის რატომ უნდა შესვლა ან ვინ ხსნის კანდიდატურას და რჩება ბოიკოტის ოპოზიციად. ასეა თუ ისე, პარლამენტი იწყებს მუშაობას და ექნება თუ არა ლეგიტიმაცია, ეს მერმე და მერმე გამოჩნება. კორონას შეზღუდვების შემცირებაზე არავინ ფიქრობს, ან ფიქრობს მაგრამ არ შეიძლებაო, იქვე დასძენენ. სტატისტიკა ასეთია -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 10, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოპოზიცია ჯერ თავისთვის ჯერდებოდა, შეჯერდა ან ვერ შეჯერდა, მერე რაუნდზე შევედა და გამარჯვებულ პარტიასთან ერთად ცდილობდა საერთო სურვილებზე საუბარს (ყოველშემთხვევაში ასე ამბობენ, თორემ დახურულ კარს მიღმა რა ხდება, არავინ იცის). ეკონომიკა ითხოვს შველას და კომპანიები შეზღუდვების ცოტა ადრე მოხსნას, ვიდრე ეს მთავრობის გეგმაშია. ინფექცია კი ითხოვს მიხედვას და დამატებით პალატებს, საწოლებს, ექიმებს.... ჯამური მაჩვენებლები - 169649 დადასტურებული, აქედან…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 8, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
კრივი არ არის, მაგრამ რაუნდები აქაც მომრავლდა - მესამე რაუნდი იყო დღევანდელი მთავარი ამბავი. რა რაუნდზეა საუბარი? ოპოზიციისა და პოზიციის მოლაპარაკებები ფასილიტატორებთან ერთად. დღეს ნაყოფიერი დღე იყო, თუმცა ხვალ კიდევ იქნება შეხვედრაო - ისევ მესამე რაუნდია, უბრალოდ შუაში იყო გონგი. კოვიდ ინფექცია არ წასულა - 164976 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 137499, გარდაცვლილი - 1540, კარანტინში - 1267. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასი 3.2910…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
ნატოში სულ კარგ რამეებს ამბობენ - უნდა დავახლოვდეთო, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანიაო მაგრამ ჯერ ვერ მიგიღებთო. ცესკომ, საბოლოოდ დაადგინა შედეგები და გამარჯვებულ-დამარცხებულებიც ოფიციალურად წარადგინა. საქმე ისაა, რომ ოპოზიცია კვლავაც მტკიცეს დგას თავის უარზე, ხოლო კორონავირუსი ყველა პრობლემის სათავეს წარმოადგენს. სვანები არ გეგონოთ - კოვიდიანები - 147636 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 124568, გარდაცვლილი - 1387, კარანტინში -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 3, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ზამთრის სუსხში გაზის ფასი გაეზრდა იურიდიულ პირებს, გარდა პურის მწარმოებლებისა. სავალალო ანონსია. პური არ გაძვირდება აპრილამდე და მერე ვნახოთო. ოპოზიციამ, ვადამდელი არჩევნებია ჩვენი ერთადერთი სასაუბრო თემაო და მეორე მხრივ, პოლიტიკოსების სასამართლო საქმეებს აპროტესტებენ. ვაქცინას ველოდებით ორ-სამ კვირაში, იქამდე კი ვითვლით კოვიდიანებს - 143376 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 121621, გარდაცვლილი - 1342, კარანტინში - 1980. რაც შეეხება…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 2, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დეკემბერი დადგაო და არაფერიც არ შეიცვალა - ოპოზიცია ისევ ინარჩინებს პრინციპულობას შეუსვლელობაზე, მეათე მოწვევის პარლამენტი კი პირველი სხდომისთვის ემზადება და სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს. დღის მთავარი ამბავი 2021 წლის ბიუჯეტის განყოფა იყო და კარტოგრაფიაც კვლავ აქტუალურია. კოვიდ-პოპულაცია - 139343 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 117560, გარდაცვლილი - 1303, კარანტინში - 1978. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასი 3.3185…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 1, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•