მოთოვს, წელს აუცილებლად მოთოვს გულიანადო, ამბობენ სინოპტიკოსები და ამ თოვლიანობას ხვალიდან გვპირდებიან, 23-24 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთ ნაწილში უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ნისლი და ქარბუქი, ხოლო ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა. დღეს კი ოთხი მინისტრის გამოსვლა იყო მთავარი თემა. კოვიდსტატისტიკა - 212526 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 188408, გარდაცვლილი - 2182, კარანტინში - 470. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასი 3.2684 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1241 - თბილისში, 191 - აჭარაში, 497 კი - იმერეთში დაფიქსირდა. შსს-მ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 974 ფაქტი გამოავლინა. მაია ცქიტიშვილი მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და საახალწლო დღესასწაულის ვიწრო წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდებს. პირველ ეტაპზე, როდესაც 28 ნოემბერს შეზღუდვები გამოვაცხადეთ, ამ შეზღუდვების გეგმა გულისხმობდა პერიოდს 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე, თუმცა, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ 24 იანვრიდან 2 იანვრის ჩათვლიდთ შეზღუდვების შემსუბუქებას ვგეგმავდით. სამწუხაროდ, დაგეგმილი გვქონდა შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში ბაზრობების საქმიანობის განახლება, მაგრამ ვხედავთ, რომ ვერ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტანდარტის დაცვისთვის, ამიტომ ბაზრობების ფუნქცინიორება ვერ იქნება დაშვებული, მათ შორის ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობაზე, ასევე ყველა იმ საქმიანობაზე, რაც ბაზრობების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. მათ კვლავ ექნებათ დისტანციურ რეჟიმში ვაჭრობის საშუალება. ეს აკრძალვა არ ყოფილა დაწესებული ამ ორთვიან პერიოდში. ისინი კვლავ მოემსახურებიან მოქალაქეებს. ამირან გამყრელიძე - ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენციაა, მაგრამ არა ძალიან მნიშვნელოვანი - ყველა რეკომენდაცია აუცილებლად დასაცავია, განსაკუთრებით ახლა. არ შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსულ ინფექციას ვამარცხებთ - ექიმები გადაღლილები არიან და ახალი ტალღა სამართავად რთული იქნება. „რემდესივირი“ პაციენტებზე არ გაიცემა - მას აქვს ძალიან მკაცრი ჩვენებები, როდის, რა ეტაპზე უნდა დაინიშნოს, რომ მაქსიმალური ეფექტი მოგვცეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ექიმები მკაცრი რეგულაციების მომხრეები არიან, მაგრამ დღეს მივიღეთ ბალანსირებული გადაწყვეტილება. ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, რომ საქართველოს „ფაიზერი" ვაქცინას არ მისცემს. ნათია თურნავა - შეზღუდვების და წესების დიდი ნაწილი, რაც დღეს გამოცხადდა, სწორედ სავაჭრო სექტორიდან მოდის. იმ ადამიანებისთვის, იმ ინდმეწარმეებისთვს, ვინც სავაჭრო სექტორში მუშაობს, დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ, მაღაზიების სამუშაო საათები კი 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრება. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება, გამონაკლისი კი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება. ნათია თურნავა - ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი - თუ სავაჭრო ობიექტების მხრიდან დარღვევები დაფიქსირდება, ძალიან მკაცრ ზომებს გამოვიყენებთ.

      მინისტრების მოსმენა - მომავლისთვი უმნიშვნელოვანესი სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი - პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა. 2021 წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აღმზრდელი პედაგოგების საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას დაიწყებენ. პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულება საგრძნობლად განვითარდა. მინდა, მადლობა გადავუხადო მასწავლებლებსა და პროფესორებს მათი საქმიანობისთვის, ექიმებთან ერთად, ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები. პანდემიის პირობებში დღის წესრიგში დადგა კულტურული ცხოვრების შენარჩუნებისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის აუცილებლობა. გაიზრდება საგრანტო კონკურსების დაფინანსება როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით. ჩვენი მიზანია, გაიზარდოს სპორტზე ხელმისაწვდომობა. ჩვენი ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ჩემპიონატებისა და ტურნირების მასპინძლობის მხარდაჭერას. პანდემიის მიუხედავად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად განხორციელდა. კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს, საკითხზე გუნდში მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. რაც არ უნდა კარგი იყოს დისტანციური და ონლაინსწავლება, ვერ ჩაანაცვლებს იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახში და აუდიტორიებში. საზოგადოებაში მასწავლებლის, პროფესორის პრესტიჟის ამაღლება ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. ადრონული თერაპიის ცენტრი სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ უაღრესად მნიშვნელოვანია. ელისო ბოლქვაძე - სკოლაში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს - ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს. ირმა ზავრადაშვილი მიხეილ ჩხენკელს - ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა? შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს პროფესიულ განათლებაში ჩართულობა და მისი პრესტიჟი. ხუნდაძემ კითხვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, რა ვადით გაგრძელდება მცხეთის მორატორიუმი - დიმიტრი ხუნდაძე - როცა მცხეთის მორატორიუმზე კითხვა პირველად დავსვი, 2015 წელი იყო, ეს კადრები ამოვიღე და ბევრად ნაკლები ჭაღარა მქონდა, ვიდრე დღეს მაქვს - ისევ ამ თემაზე ვსაუბრობთ. გიორგი ამილახვარი - ხომ არ გვეფიქრა ინიციატივაზე, სამომავლოდ გარკვეული დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო?

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - ეკატერინე ტიკარაძე - 2020 წელს, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა. ობიექტურ კრიტიკაზე მე ვარ სოლიდარული, მაგრამ როცა მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, უნდა გავიხსენოთ, რა ფასად უწევთ სასწრაფოს ექიმებს სირთულეებთან გამკლავება. სასტუმროებით არის ჩანაცვლებული ის საველე ჰოსპიტლები, რომელის გახსნისკენაც აქტიურად მოგვიწოდებდნენ - ჯანდაცვის სამინისტრომ ბევრად უსაფრთხო და გამართული პრაქტიკა დანერგა. დღემდე ქვეყანაში 1 მლნ 800 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა, ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ კი 250 000-მდე ზარზე მოხდა რეაგირება. მიმდინარე კვირიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება 400-ზე მეტი საწოლი, რომელიც ინტენსიური პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი. სახელმწიფოს მიერ დონორების საშუალებით შესყიდული აღჭურვილობის ნაწილი კლინიკებში უკვე განაწილდა. კოვიდ 19-ით ინფიცირებულ მსუბუქ პაციენტზე სახელმწიფო 1200 ლარს, ხოლო მძიმე პაციენტებზე 3000 ლარზე მეტს ხარჯავს. კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, მარტის თვეში გამოჩნდება. 520-ე დადგენილების შედეგად, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობის გაზრდა და პაციენტის ჯიბიდან გადასახადიც შემცირდა. თუ რუსული ვაქცინა აღიარებული იქნება, შეიძლება არამხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც გახდნენ მისი მომხმარებლები, თუმცა ამ ეტაპზე ამის განხილვა არ მიმდინარეობს. „რემდესივირის“ გამოყენებისას აუცილებელი იქნება პაციენტის ინფორმირება და მისი თანხმობა, ასევე - მინიმუმ ორი ექიმის გადაწყვეტილება. მონიტორინგი გაგრძელდება, რა ხარისხით მოხდება შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, რეგულაციების აღსრულება. თუ გაზაფხულზე ყოველდღიურად ტესტირების მაჩვენებელი იყო, დაახლოებით, 400, დღეისათვის ეს მონაცემი 20000-ს აღწევს. სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო 20 წუთამდე შემცირდა. იქმნება შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც გაზრდილი მანდატითა და რესურსებით შეუდგება საქმიანობას. ოჯახის ექიმების გადამზადება 4-ჯერ, ხოლო სოფლის ექიმების გადამზადება 2-ჯერ განხორციელდა. ლადო კახაძე ეკატერინე ტიკარაძეს - ჩვენთან შიმშილით სიკვდილის ერთი მაგალითი მაინც თუ არის, მითხარით!

შიდა საქმეების გამგებელი - ვახტანგ გომელაური - ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ კრიმინალმა იმატა, მონაცემები საპირისპიროს ადასტურებენ - გასულ წელთან შედარებით, დანაშაული 10%-ით შემცირდა. საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით რეფორმები გაგრძელდება. ყველა მსხვილ ქალაქში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი შეიქმნება, რომელიც სპეციალური პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტები დაინერგება. მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა. ვფიქრობ, რიგ ქვეყნებთან სავიზო თემები გადასახედი იქნება. არასრულწლოვნებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას სამომავლოდაც გავაგრძელებთ, მომავალ წელს მათთვის შესაბამისი გარემო მოეწყობა გორში, გურჯაანსა და ახალციხეში. თბილისის მსგავსად, ეტაპობრივად, ყველა მსხვილ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი. ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმართვიანობა თითქმის გაოთხმაგებულია. პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ითმენენ. გომელაური ბადრი ესებუაზე - სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ - მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იქნას დაკავებული. მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა - ეს ხალხი გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90 -იანი წლები, დაიქცა ქვეყანა. დავით მათიკაშვილი - კრიმინოგენური სიტუაციის ზრდას ადგილი არ აქვს და ეს მხოლოდ მანიპულირებაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ირაკლი ჩიქოვანი - მინდა ხაზი გავუსვა პოლიციელების მაღალ პროფესიონალიზმს და თავდადებას, რომელიც ზუგდიდში ვიხილეთ. ირაკლი ქადაგიშვილი ვახტანგ გომელაურს - რა შეიძლება გაკეთდეს იმ მიმართულებით, რომ პოლიციელი იყოს დაცული, რათა შეუფერხებლად შეასრულოს კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობები.

თავის მცველი - ირაკლი ღარიბაშვილი - 2021 წელს ჩვენ შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“. თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. 2021 წელს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინის“ დამატებითი პარტიის შეძენა. საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატო-სგან. მომდევნო წლებში ჩვენი პრიორიტეტი ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარება იქნება. 2020 წელს თავდაცვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 100 მილიონი ლარით დაახლოებით 250 ობიექტი, ყაზარმა და სასადილო რეაბილიტირდა. მომდევნო წლებში კიდევ უფრო გავაძლიერებთ სამედიცინო შესაძლებლობებს. უნდა დავიწყოთ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე აქტიური მუშაობა. ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენი ღირსეული ჯარისკაცების დაფასება და საკადრისი სოციალური პირობების შექმნა. კორონავირუსის გავრცელების კუთხით რაიმე სერიოზული გამოწვევა ჯარში არ გვაქვს - პროცესს საკმაოდ ეფექტიანად ვმართავთ. ღარიბაშვილი გარეჯზე - ნაცვლად იმისა, რომ რუკის მიხედვით საზღვარი ჩიჩხიტურის მონასტერთან გაეტარებინათ, გამოატარეს პირდაპირ თხემის თავზე და არა მის ძირში - ეს ერთ-ერთი მთავარი არათუ დარღვევა, არამედ დანაშაულია. რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, საქმე გადაკვალიფიცირდეს და სახელი დაერქვას, როგორც "კარტოგრაფების საქმე“, რაც მიუთითებს, რომ მათი მცდელობაა, საკუთარი დანაშაული დაფარონ. ერთობლივი საწარმოს შექმნაზე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან. არსებული ბიუჯეტი სათანადოდ ვერ პასუხობს მოთხოვნებს, გამოწვევებს და პრიორიტეტებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და უნდა დავიწყოთ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე აქტიური მუშაობა. „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის. დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახის წევრებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. რატი იონათამიშვილმა სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ქართველი სამხედროების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

      პური გაუძვირებელი - ლევან სილაგავა - დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება, მაგრამ შესაძლოა, გაძვირდეს თონის და ე.წ. საგემოვნო პური.

      დამეგობრების ამბავი - ბექა დავითულიანი - მოლაპარაკებების არეალი დავიწროვდა - მმართველმა პარტიამ ოპოზიციას ყველა ტიპის კომპრომისი შესთავაზა, რაც კი შეიძლება შეეთავაზებინა. ბადრი ჯაფარიძე - ნაკლები მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ უახლოეს პერიოდში მეხუთე რაუნდი ჩაინიშნება. ეკა ბესელია - მე-10 მოწვევის პარლამენტი ძალიან უღიმღამოდ და უშინაარსოდ გამოყურება, რადგან აუცილებელი შემადგენელი - განსხვავებული აზრი არ არსებობს. სოზარ სუბარი - არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც ამბობს, რომ რევოლუციას დააფინანსებს. ირმა ნადირაშვილი - რასაც „ქართული ოცნება“ უწოდებს მთავრობის დამტკიცებას, სინამდვილეში არის ერთპარტიულ პარლამენტში წარდგენილი ბიძინა ივანიშვილის მონების გუნდი. ბადრი ჯაფარიძე - ძალის ასეთი დემონსტრირება უნდა დამთავრდეს - შეთანხმება არ მიიღწევა, თუ ერთი მხარე მეორეს ემუქრება და მის დასჯას ცდილობს. ირმა ნადირაშვილი - ხელისუფლების მზაობა, რომ უნდოდეს კრიზისის განმუხტვა, არ ჩანს, თუმცა ჩვენ არასდროს გვითქვამს მოლაპარაკებებზე უარი. მამუკა ხაზარაძე - ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი როგორ განვითარდება ქვეყანა - იქნება პროდასავლური, ევროპული, გამჭვირვალე და სამართლიანი, თუ იქნება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მსგავსი, დახურული და უსამართლო. ინიციატივას, რომელიც პარლამენტში არშესული პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეწყვეტას ითვალისწინებს, ხვალ განიხილავენ.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - გერმანიაში კორონავირუსის 19 528 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 731 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 17 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 28 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 561 პაციენტი დაიღუპა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 284 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 41 პაციენტი გარდაიცვალა. ენტონი ფაუჩი - მოვუწოდებ ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ჩაიტაროს ვაქცინაცია, ამით შევქმნით დაცვის ფარს, რაც დაასრულებს პანდემიას. ბაიდენი პირდაპირ ეთერში აიცრა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 83

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters