თითქოს, წელი მიწიურა და პოლიტიკისთვის აღარავის სცალიაო, ასეთი ამბები დღის ნიუსებში. ამნისტიის პროექტი ცოტა გაახმაურა ხუნდაძემ, როცა ოჯახური ძალადობის საქმეების გადახედვა მოითხოვა. ძირითადი ამბავი მაინც ოპოზიციის მომავალი იყო და ასეე შემრიგებელი მინისტრის სამომავლო გეგმები. კოვიდიკა - 225893 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 210445, გარდაცვლილი - 2481, კარანტინში - 389. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასია 3.2766 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 192 ტესტი ჩატარდა. საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ამირან გამყრელიძეს კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, სახლშია და აგრძელებს თვითმონიტორინგს. ბიძინა კულუმბეგოვი - ნამდვილი მეორე ტალღა და ვიღაცისთვის მესამეც გვექნება გაზაფხულზე.

      უგრძნობელი ტარიფი - ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას მომხმარებლების 95%-ზე მეტი ვერ იგრძნობს.

      ამნისტიის პროექტი - მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იქ, სადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონის გაფართოების შესაძლებლობა გაჩნდება, გამოყენებული იქნება განსხვავებული ინსტრუმენტებიც. თუ დღეს ამნისტიით გათვალისწინებული რომელიმე მუხლით მჯავრდებული არ ზის ციხეში, ეს არ აკნინებს ამ მუხლის კანონში ჩადების საჭიროებას. დიმიტრი ხუნდაძე ინიციატივით გამოდის, რომ ამნისტიის პროექტი გარკვეულ ოჯახურ დანაშაულებსაც შეეხოს. ანრი ოხანაშვილი - პრინციპი, რომლის თანახმადაც ამნისტია არ უნდა შეეხოს სქესობრივ დანაშაულებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, ორგანიზებულ ჯგუფს, უცვლელი რჩება. კიდევ ერთი მუხლი, რომელსაც ამნისტია შესაძლოა შეეხოს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილია - 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი გულისხმობს ნარკოტიკური საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერერებების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას განსაკუთრებული დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ. მოძრაობა „შემახე ამნისტიის" წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტთან აქცია გამართეს. „ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით ნამდვილად ვგეგმავთ გაფართოებას, გარკვეული მონახაზიც გვაქვს. მიხეილ სარჯველაძე - ამნისტიის კანონპროექტი მიღებულია პირველი მოსმენით იმ პრინციპით, რომ ის არ ეხება ოჯახურ დანაშაულს. მოსალოდნელია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ქვეყნისთვის საკეთილდღეოდ იქნება მიღებული. პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

      მინისტრი განმეორებით - აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს

      უგულავას ოპოზიცია - გიგი უგულავა - რეალური ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც „გირჩი 2“ შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში. ეცე ხაზარაძეს და აკრიტიკო მაშინ, როცა ელისაშვილის ცუდი საქციელი ირაკლი ოქრუაშვილისგან შეფასებული არ მინახავს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ირაკლი ზარქუა - ზუსტად ვიცი, ვინც პარლამენტში შემოვა, იქნება საქმის კეთებაზე აქცენტირებული - არ გვაქვს დრო დაძაბულობის და რევოლუციური სცენარების, ეს გამორიცხეთ. დავით სერგეენკო - იმ პარტიასთან, ვისაც ძალადობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ალბათ გართულდებოდა მუშაობა. მამუკა მდინარაძე - მთელი ოპოზიციური სპექტრი ბოკერიასა და “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშაა, რომ მოღალატეები არ დაუძახონ - თუ ამ კომპლექსს მოიხსნის ოპოზიციური სპექტრი, მაშინ შევთანხმდებით. გიგი უგულავა - ელისაშვილს აქვს ერთადერთი გამოსავალი, მას შეუძლია იყოს “ოცნების” ახალი სახე - ვისაც შესვლა უნდა პარლამენტში, შევიდეს და სისინს თავი დაანებოს. ირაკლი კობახიძე - ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, საფინანსო დეპარტამენტს მიმართა და ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა. გიგა ბოკერია საპარლამენტო ხელფასებზე - ვისაც უნდა, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით დახარჯავს ამ რესურსს სწორ საქმეზე. იაგო ხვიჩია - ბატონ უგულავას, როგორც ციხეში ნაჯდომ კაცს, ასახსნელი აქვს რა მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს ხვიჩიას, მეგრელიშვილს და ვიღაცის ციხეში ჯდომას შორის.

      შემრიგებელი მინისტრი - თეა ახვლედიანი - გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტად რჩება. გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდა. რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ინტენსიური ნაბიჯები შერიგების პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული. აფხაზეთში შეტანილია საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო პარტნიორების 4 მილიონ ლარამდე ღირებულების დახმარება. ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მკურნალობის მიზნით, 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოვიყვანეთ. ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების სამკომპონენტიანი კამპანია გრძელდება. სამწუხაროდ, ჩვენი ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია კვლავ გრძელდება.

      სათბილისო - კახა კალაძის განცხადებით, 2021 წელს ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. 2020 წელს ნაძალადევის რაიონში გზის საფარი 60 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ხშირად ამისთვის ილანძღებიან, რომ კანონს იცავენ. გლდანში, გზის რეაბილიტაციისას ამოღებული ძველი მილები, რომელიც დასაწყობებული იყო, აღარ არის, მოიპარეს - ყველა აგებს პასუხს, ვინც დამნაშავეა. თბილისში ხვალ ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერდება და 8 იანვრიდან გაგრძელდება. წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებში 39 მლნ ლარი დაიხარჯა, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში - 60 მლნ ლარი. პანდემიის გამო, არაერთი პროექტის გაჩერება მოგვიწია, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტში არის ასახული.

      10 ტონა ქართული თაფლი ექსპორტზე იტალიაში გავიდა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - გერმანიაში კორონავირუსის 22 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 129 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 582 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 26 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 599 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინამ ჩინური ვაქცინის 1.8 მილიონი დოზის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი გააფორმა.

      ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსული მედიის წინააღმდეგ ცენზურისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 76

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters