დადგა მარტის მიწურულის ბოლო ქველინიუსის დღეც. მართალია ამინდმა გამდოარება არ ისურვა და ჯერ კიდევ ბოროტობს, მაგრამ ადრე თუ გვიან, გაზაფხული კვირტებს გამოიტანს. დღის ამბებში კი კვლავ ჯანდაცვის და სოც მუშაკების პრობლემებს ვკითხულობთ, განათლების კომერციულობას და თბილისის განვითარებას, ასევე პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს.
ფარული კადრები - თამარ ჩუგოშვილი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 29, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია მხოლოდ სამი დღე დარჩა მარტის ბოლომდე, მაგრამ ეს სამი დღეც ისეთივე იქნება, როგორც წინა დღეებიო - გაურკვეველი - სინოპტიკოსების ცნობით მარტის ბოლომდე საქართველოში ცივი და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღევანდელი ნიუსებში გაცხადდა, რომ სუს-მა ანგარიში გამოაქვეყნა, ძალადობა და ფარული კადრები ისევ აქტუალურია და ასევე ნატოსკენ გვაქვს გეზი.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2019 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ერთდღიანი გამოდარება გვქონდა, რადგან სინოპტიკოსები ისევ წვიმების მიყოლებას წინასწარმეტყველებენ (პროგნოზირებენ). პოლიტიკური გამონათება კი არ გვეღირსა - ისევ გაურკვეველი, უკვე მობეზრებამდე მისული შიდაპარტიული დაპირისპირებაა ოცნებაში. პირადი კადრები ბესელიას გარშემო, ვერა და ვერ დასრულდა, სოც. მუშაკები ისევ გაფიცულები არიან, კალაძეს დღეს ტაქსისტებმაც მოუწყეს აქცია. ერდოღანმა აია სოფია მეჩეთად გადაკეთდებაო!
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 27, 2019 წელი. 11:30pm —
2 კომენტარი
________________
ისევ წვიმა, ისევ სიცივე, ნაცრისფერი ამინდი და ნაცრიფერივე განწყობა მთელს ქალაქში. ქვეყანაზე ამას ვერ ვიტყვით, დასავლეთში გამოიდარა. რაც შეეხება პოლიტიკურ სარბიელს, რა თქმა უნდა, ნატოს მდივნის სტუმრობა უპასუხო არ დარჩენილა. დღეს ისევ ისმოდა სოც. მუშაკების ხმა, ასევე სამართლისა და სასამართლოს ამბები. ვრცელი იყო ფილარმონიის გამგებლობის თემაც.
ასამაღლებელი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 26, 2019 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარტის გედის სიმღერაც დაიწყო - არეული ამინდების და მომღერალი კატების ბოლო კვირა დაიწყო. დაიწყო საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღის ზეიმით - 25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა - პატრიარქი - დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელიც ისტორიულ თარიღს აღემატება - ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში. დღის სხვა ამბებში ერთ-ერთი დაწინაურებული იყო ნატოს…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 25, 2019 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარტობის ერთი კვირა კიდევ წინ არის, ამიტომ გასაკვირი არაა ის არეული ამინდები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დაატყდა - დილიდან წვიმა თოვლი ქარი მზე და ზღვა ყველაფერი ერთად იყო. პოლიტიკურ სარბიელზეც ცისარტყელა გადაიშალა. ვიეთნიმე ქვეყნის დედაქალაქზე საზრუნავში იყვნენ გადართულები, ახალი ავტობუსები, ახალი რეგულაციები, ტაქსები და მრავალი სხვა. ვიეთნიმე საარჩევნო გარემოს აფასებდა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი. მთავრობის პირველი წარმომადგენელი,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 22, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
სინოპტიკოსებმა გამოდარებაზე სწორად ივარაუდეს. ნამდვილად კარგი ამინდები გამოვიდა, ცოტა ცივა ქარი რომ არ ქროდეს. მზე და სითბო ნამდვილად არ აკლია აღმოსავლეთ-დასავლეთს. პოლიტიკურმა ამბებმაც მოიმატეს თან ბევრი მიმართულებით - პირადი ცხოვრების კადრები, კოალიციური თანამშრომლობა, ჭიდაობის ფედერაცია, ანაკლიის პორტი, წულუკიანი და ცქიტიშვილი პარლამენტში და მოსამართლეების მოურჩენელი თემა.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 21, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარტმა ცოტა მოიხედა ზაფხულისკენ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დღის ამბებმა, განსაკუთრებული სიახლეები ვერ შემოგვთავაზა. დღეს ისევ ხმამაღლა და აყალმაყალის ფონზე განიხილებოდა სასამართლოს მომავალი, ასევე ოცნების განახლებები და რეგისტრირებული „აფდეითები“, ჰონკონგელი სტუმარ-მასპინძლობა, განათლება, ჯარი და სახელმწიფო სიმბოლიკის კანონი.
მოსამართლეთა გამწესება და თემის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 19, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უამინდობა ერთმანეთს მიეწყო. საბედნიეროდ, სინოპტიკოსები კარგ დღეებსაც პრგნოზირებენ - უმეტეს რაიონებში 19-22 მარტს გამოიდარებსო. ნეტავ ეს უმეტესი, თბილისსაც თუ ეხება?! იქამდე კი ძლირმა ქარმა თავის პრობლემები მოიტანა - 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 4 სარეკლამო ბილბორდი და 1 შუქნიშანი დააზიანა. ქვეყანაში კი არ წყდება ფიქრი სასამართლო სისტემაზე და მოსამართლეობაზე.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 18, 2019 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
გაზაფხულის მეორე კვირაც მიილია და ამინდი ისეთივე მატყუარაა, როგორც მარტს შეეფერება. ქვეყნის მთავარ ამბებს კი საერთაშორისო პრობლემები და ურთიერთობები განაპირობებდნენ - ეკონომიკური ამბები და ურთიერთბები აღმოსავლეთთან, ასევე პატრიარქის გზავნილი პრეზიდენტის პირით, სასამართლოს ამბები და დღის ბოლოსკენ ხურვალეთში არეულობაც.
საქართველო ნატოსკენ, თავდაცვა და…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარტის შუა დღეებში ქვეყნის ფარგლებში და მის გარეთ რამდენიმე ძირითადი თემაა განხილვების საკითხი და დღევანდელ დღესაც მათ გარშემო ვტრიალებდით. ერთია გალში მოკლული ახალგაზრდა და მკვლელობის ექსპერტული გამოძიება, მეორე იყო ამერიკული ანგარიში საქართველოს შესახებ და მესამე საკითხი საგარეო საქმეებს უკავშირდება - მინისტრი პარლამენტის წინაშე.
აფხაზეთის პრობლმა -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 14, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარტის ცამეტი წინა დღეებთან შედარებით მეტი ღრუბლებით და დაბალი ტემპერატურით დაიწყო. ეს უკანასკნელი ვერც პოლიტიკურმა ამბებმა აწია განსაკუთრებულ ნიშნულზე. დღის მთავარ თემებში გამოარჩევდით ისევ მოსამართლეების საკითხს, გალში გარდაცვლილი ახალგაზრდის ამბავს და თბილისის ახალ სტანდარტებს.
მოსამართლეების საკითხი - ვენეციის კომისია - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 13, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
თიბისის საქმე რომ არა და ხაზარაძის წერილობანა, მარტის თვე პოლიტიკურადაც ქალების თვე იქნებოდა. ახლა უკვე დღის მთავარი ამბების კვარცხლბეკზე ზედა საფეხურისკენ მიიწევს თეა წულუკიანი და მის გარშემო განვითარებული მოვლენები. სხვა ამბებში ისევ ისმის ბესელიას ხმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და თიბისის გადაჯაჭვულობა და უკვე სამეფო კარის ქართული თამაშებიც.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 12, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჩაკეტილ წრეზე ტრიალიდან თავის დასაღწევად, დღეს ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიაში მარხვა დაიწყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ შიდა გუნდური გაგებ-გატანა ძველებურ ტრიალს ამჯობინებს. დღის მთავარი თემა ისევ მამუკა ხაზარაძის გარშემო ტრიალებდა და მისი ახალი ინტერვიუს განხილვით შემოიფარგლებოდა. იყო კორეასთან დამეგობრების ნიუსებიც, ცოტა იღლიაში ამოდებული სასამართლოც და წვრილ-მსხვილი თემებიც.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 11, 2019 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია საჯარო დასვენებებით აღინიშნა კლარა ცეტკინობის რვა მარტობა, მაგრამ დღის ამბებს შორის, როგორც პოლიტიკური სიახლეები, ასევე ჩვენი კრიმინალური სიძლიერეც გამოვლინდა. მსოფლიო არაერთ ფაქტს იცნობს, როდესაც დღესასწაულებზე ხდება ძარცვა, ამიტომ ქართველებმაც მიბაძეს და საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს. სხვა ამბებში კი ისევ თიბისი და ანაკლია ისმოდა, შიდაპარტიული თემები და პრეზიდენტის ლიეტუვური ტურნე.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 8, 2019 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარტის ამინდმა მარტობა დაიწყო - მზეს წვიმა მოსდევს, წვიმას ქარი, ნამქერ თოვლი და მერე იევ მზე და ასე სულ. არეულია პოლიტიკური ამინდიც და გადანაწილებულია სხვადასხვა მიმართულებებით. კვარცხლბეკიდან არ ჩამოდის ხაზარაძის საქმე, იქვე წამოიწია განათლების მომავლის იდეები
თიბისი და ანაკლია - გიორგი ქადაგიძე - სასამართლოში ჩვენებას მივცემ ადვოკატების გარეშე. გიორგი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 7, 2019 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
მართალია 66 წლის წინ, დღვანდელ დღეს სტალინი გარდაიცვალა, მაგრამ მგონი ეს ამბავი საერთოდ არავის გახსენებია დღევანდელ მთავარ ამბებში. ანდა რატომ უნდა გახსენებოდათ? საბჭოთა წარსული იქით იყოს და დღეს მთავარ ამბებში ისევ მამუკა ხაზარაძე და მისი წერილი იყო, ასევე ჯანდაცვის და სოც მუშაკების ამბები და დღის მესამე მთავარი მოვლენა - ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 5, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
საქმიანი მარტი თიბისი ბანკის საპარლამენტი ამბებით დაიწყო. დღის მთავარ სხვა ამბებს შორის ასევე იყო ბავშვთა უფლებები და მისი ქართულად მოდერნიზება, ასევე სამეზობლო თუ საერთაშორისო პრობლემები, მოსამართლეობანა და ივანიშვილის გუნდური შეკრება.
თიბისის გამხილავი პარლამენტი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ მივიდნენ. რომან კაკულია…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2019 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
გაზაფხულის მიგებებას თავისებური ამბები მოჰყვებაო მაგრამ არც საგაზაფხულოა რამე, არც აყვავებული. დღის თემებში იყო თიბისის გრიფით საიდუმლო, პერსონალური ინფორმაციის დაუცველობა, პარკირების მომავალი თბილისში, მამალაძის მონახულება და ეტიკეტირების გამკაცრება.
თიბისის გრიფით საიდუმლო - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ინფორმაციით, „თიბისი ბანკის"…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 1, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•