მართალია მხოლოდ სამი დღე დარჩა მარტის ბოლომდე, მაგრამ ეს სამი დღეც ისეთივე იქნება, როგორც წინა დღეებიო - გაურკვეველი - სინოპტიკოსების ცნობით მარტის ბოლომდე საქართველოში ცივი და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღევანდელი ნიუსებში გაცხადდა, რომ სუს-მა ანგარიში გამოაქვეყნა, ძალადობა და ფარული კადრები ისევ აქტუალურია და ასევე ნატოსკენ გვაქვს გეზი.
ახლოს ნატოსთან - მამუკა ბახტაძე - საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს. სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი მიზანი უცვლელია, ეს არის ნატო-ს წევრობა. ლევან იზორია - საქართველო მზად არის გახდეს ნატო-ს წევრი და ეს უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
უპასუხო მუშაკების პროტესტი - სოციალური მუშაკები - ჯანდაცვის სამინისტროსგან ჩვენს მოთხოვნებზე რეალისტური პასუხი არ მიგვიღია. ლევან გოგიჩაიშვილი - ჯანდაცვის სამინისტროში კრიზისია. დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს შეხვდა. ნინო ლომჯარია - ფსიქიატრიული ჯანდაცვის სფეროში იმ საკითხებთან მიმართებით, რომელიც ყველაზე პრობლემურია, წინსვლა არ გვაქვს. ელენე ხოშტარია - პრემიერს საჯაროდ მივმართე თხოვნით, ყურადღება მიაქციეთ, რომ სოციალური სამსახურის გაფიცვა კატასტროფაა, რა მივიღეთ შედეგად?
საარჩევნო პროცესი - გიგი უგულავა - მთავარი ამოცანაა, გაქსუებული და ამორტიზირებული მაჟორიტარების გაუქმება.
კანაფის ნარკოტესტი - „გირჩი“ ნარკოტესტებზე - ათასობით მოქალაქე დგება საფრთხის წინაშე, რომ თუ კანაფს ღამით მოიხმარს, დილით ავტომობილით გადაადგილებისას, დააპატიმრებენ.
ეკლექტური ძალადობა და საჯარო პირადულობა - სულხან სალაძის განცხადებით, ძალადობის პრობლემის სხვადასხვა კუთხიდან დანახვა მნიშვნელოვანია. საია - ხშირად ძალადობის მსხვერპლს უწევს სხვა ქალაქში წასვლა თავშესაფრის მისაღებად, რადგან კონკრეტულ ქალაქში თავისუფალი ადგილი არ არის. საია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე სამართალდამცავთა რეაგირებას კრიტიკულად აფასებს. გიორგი ტუღუში - გახმაურებულ საქმეებზე, რომლებიც სახალხო დამცველის ანგარიშებში უკვე მეორდება, უწყებებს პასუხი არ აქვთ. საია-ს ანალიტიკოსი - საჭიროა შსს-მ პოლიციელთა გადამზადებაზე იმუშაოს, რათა ოჯახში ძალადობისას მარტივად შეძლონ მსხვერპლის და მოძალადის იდენტიფიცირება. ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ გვყავს კოლეგები, რომლებიც შინაგანად გახარებულები და ვიზუალურად მოწყენილები საუბრობენ ჩანაწერებზე. ელენე ხოშტარია - ნათელია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ხდება იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც თავს ესხმიან და მათთვის არასასურველია. ლევან გოგიჩაიშვილი - შსს ან დააკავებს ფარული ჩანაწერების მთავარ გამავრცელებელს და დამკვეთს, ან მის ხელმძღვანელობას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს. რომან გოცირიძე - დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით არაფერს გამოიძიებენ. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 4 პირი, შესაძლოა, გირაოთი გაათავისუფლონ. ირაკლი სესიაშვილი ფარულ ჩანაწერებზე - მოვითხოვ, რომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდეს ადეკვატური და სწრაფი რეაქცია. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული - ვაღიარებ, რომ ვიდეო გადმოვწერე და მეგობრებს გავუგზავნე. ადა მარშანია - ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე გენდერულმა საბჭომ აუცილებლად უნდა თქვას თავისი სიტყვა. პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გავრცელებაში ბრალდებული ზაალ ლატარია - ვიდეოჩანაწერი მეგობრებთან გავაზიარე, ერთ-ორ პიროვნებას გავუგზავნე. მამუკა ბახტაძე ფარული ჩანაწერების საქმეზე - კიბერდანაშაული კომპლექსური ტიპის დანაშაულია, რასთან გამკლავება განვითარებულ ქვეყნებსაც უჭირთ.
დაცული პენსია - საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი - მოქალაქეების საპენსიო ანგარიში იმაზე მეტადაა დაცული, ვიდრე საბანკო დეპოზიტი.
კობაურის მოსარჩლეები - ადვოკატი - ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ იმ პროცესუალურ დარღვევებს, რომელიც მალხაზ კობაურის საქმეში არსებობდა.
თბილისის ამბავნარი - კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს რამდენიმე კაციანი ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რომელთანაც ტაქსის რეფორმის საკითხზე შეხვედრა გაიმართება. კახა კალაძე - ამ დროისთვის 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული და ტაქსების გადაღებვის სამუშაოები მიმდინარეობს. გოცირიძე-დიდუბის ხიდის ავარიულობა არ დადგენილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ დადის მეტროს შემადგენლობა აღნიშნულ მონაკვეთზე შენელებულად, მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე საკომუნიკაციო ქსელების პრობლემაა და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
საზღვარგარეთულები:
წასვლა პირობებით - ტერეზა მეიმ თანამდებობიდან გადადგომის პირობები დაასახელა - თუ მხარს დაუჭერენ ბრიუსელსა და ლონდონს შორის მიღწეულ შეთანხმებას Brexit-ის შესახებ.
ამერიკის არჩევნები რუსეთისთვის - დონალდ ტრამპი - რუსეთისთვის უკეთესი იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონს გაემარჯვა.
სასაჩუქრე შტატები - სუს-ი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის მიდგომები არ შეცვლილა და 2018 წელს კვლავ გამოიხატებოდა ანექსიის პოლიტიკის გატარებაში.
რუსეთი ვენესუელაზე - რუსეთის საგარეო უწყება - თვითმარქვია პრეზიდენტის პროვოკაციული აქტიურობა ვენესუელას სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია