განათლების კომერციზაცია, სანთლით საძებარი მუშაკები, თბილისის სატრანსპორტო იმიჯი და პირველი პრეზიდენტის იუბილე

      დადგა მარტის მიწურულის ბოლო ქველინიუსის დღეც. მართალია ამინდმა გამდოარება არ ისურვა და ჯერ კიდევ ბოროტობს, მაგრამ ადრე თუ გვიან, გაზაფხული კვირტებს გამოიტანს. დღის ამბებში კი კვლავ ჯანდაცვის და სოც მუშაკების პრობლემებს ვკითხულობთ, განათლების კომერციულობას და თბილისის განვითარებას, ასევე პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 29 მარტი, 2019/

      ფარული კადრები - თამარ ჩუგოშვილი ფარულ ჩანაწერებზე - საჭიროა, ყველა დავრწმუნდეთ, რომ გამოძიება ყველაფერს აკეთებს პირველწყაროს დასადგენად. გია ხუხაშვილი ფარულ ჩანაწერებზე - რეალური ძიების პროცესს ვერ ვხედავთ. პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ბრალდებით დაკავებულის პროცესი დღეს გაიმართა. პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გავრცელების ბრალდებით ბათუმში დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა, რომ მისი ქმედება დანაშაული იყო.

      ჯანდაცვა და მუშაკები - სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმება ნაწილობრივ შედგა, თუმცა გაფიცვას აგრძელებენ. სოფო კილაძე - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვა ისე დასრულდეს, როგორც ეს ორივე მხარის ინტერესშია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - რეგიონებში სოციალური მუშაკების აყვანის სერიოზული პრობლემა გვაქვს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - რეგიონების მასშტაბით, 12 მანქანა უკვე გამოყოფილია სოციალური მუშაკებისთვის, 11 მანქანა კიდევ დაემატება პარტნიორი სამინისტროებიდან. სოციალურ მუშაკთა გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაში მიღება 2019 წლის ივნისში გამოცხადდება. სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებზე, საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის მისვლას ითხოვს. სოციალური მუშაკი - არის რაიონები, სადაც სოციალური მუშაკები ფიზიკურად დაავადდნენ, რადგან წლებია კუთვნილი შვებულებით არ უსარგებლიათ. ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ.

      კომერციული განათლება - მიხეილ ბატიაშვილი - ყველა ბავშვს უნდა დავეხმაროთ არა მარტო ტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, არამედ მათ კომერციამდეც მიყვანაში. როს უილსონი - ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები უმნიშვნელოვანესია, რათა ქვეყანამ 21-ე საუკუნეში ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიოს. მიხეილ ბატიაშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი „ობერტონი” დააჯილდოვეს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სკოლის ბაზაზე პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა იგეგმება. მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი მიზანია მეცნიერების მიმართულებით გვქონდეს განვითარებაზე ორიენტირებილი გრძელვადიანი სტრატეგია. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს მოუწოდებს, ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული აკრედიტებული პროგრამების ჩამონათვალი მუდმივად შეამოწმონ. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროგრამების ჩამონათვალი მუდმივად იცვლება.

      თბილისის იერსახე ტაქსებსა და პარკინზე - ილია ელოშვილი - სამარშრუტო ტაქსებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ, მაგრამ ოდნავ ქაოსური მოძრაობის გამო, ხშირ შემთხვევაში, შემაფერხებლებიც არიან. კახა კალაძე ტაქსის მძღოლებთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. კახა კალაძე - მეტრო გოცირიძის ხიდს არანაირი ნაპრალები არ აქვს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ირაკლი ზარქუა - მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობა გაგრძელდება. შალვა ოგბაიძე - ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები ტაქსის მძღოლების საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმა. თედო ისაკაძე - ტაქსების თეთრად შეღებვა ახირება არ არის, თეთრ ფერზე რეკლამა კარგად ჩანს, რაც მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება. გიორგი ჩაკვეტაძე - ოპოზიციას თბილისში „ყვითელი ჟილეტების“ აქციის გამართვა არ გამოუვა. თბილისის საკრებულომ საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

      საქართველო სერბეთში - ირაკლი კობახიძემ სერბეთში საქართველოს საკონსულო გახსნა. ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაშია წარმოდგენილი. ირაკლი კობახიძე სერბეთის პატრიარქს შეხვდა.

      რუსთავის მერი - ჩემი სახელის დისკრედიტაციით და გამოგონილი ამბებით, ცდილობენ ზიანი მიაყენონ მმართველი გუნდის ერთიანობას და დაბნეულობა გამოიწვიონ საზოგადოებაში.

      ევროპასთან ხელის გაწვვდენაზე - საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე - ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისე მჭიდრო, როგორც ახლა.

      სამართალი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში - ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეებთან დაკავშირებით, გავითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს კონსტიტუციასთან. ექსპერტების ნაწილმა მოსამართლეთა არჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მოსაზრებები ვენეციის კომისიას დღეს გადაუგზავნა.

      სტატისტიკოსი საქ სტატი - „საქსტატის“ ინფორმაციით, თებერვალში 4357 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. საქსტატის წინასწარი შეფასებით, თებერვალში ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობა 4%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა შემცირდა, განქორწინებების რაოდენობა კი გაიზარდა.

      აშშ-ს დეპარტამენტი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოში სინთეტიკური და კლუბური ნარკოტიკი კვლავ რჩება ყველაზე პოპულარულად, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.

      ფრანგული ხაზები საქართველოში - 31 მარტს საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია "AIR FRANCE” დაიწყებს.

      ფილარმონიის საქმე - მიხეილ ბატიაშვილი - ნიკოლოზ რაჭველის გათავისუფლების საკითხი არც განხილულა და არც განიხილება.

      გამოუძიებლობის სირცხვილი - ბიძინა ივანიშვილი - ის, რომ პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია. მამუკა ბახტაძე - ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გამოუძიებლობა, არის დიდი სირცხვილი ყველასთვის - სრულიად ვიზიარებ პარტიის თავმჯდომარის შეფასებას ამ საკითხში. თბილისის მერიის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას სოფელ ხიბულაში დაგეგმილ პროექტებზე - ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა. კონსტანტინე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

      ცემა ფსიქიატრიულში - ხონის ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალს პაციენტის ცემაში ადანაშაულებენ. ხონის ფსიქიატრული დაწესებულების ყოფილი პაციენტი, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა. შსს-მ ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტზე შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი - პაციენტმა ეპილეფსიური შეტევების დროს მიიღო დაზიანებები, პერსონალის მხრიდან ძალადობა გამორიცხულია. გარდაცვლილი პაციენტის და - ხონის ფსიქიატრიულში გვითხრეს, რომ ჩემი და დაეცა, მაგრამ ასეთ დაზიანებებს დაცემის შედეგად ვერ მიიღებდა.

საზღვარგარეთულები:

      ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ორი წლით გაუხანგრძლივდა.

      ვენესუელას ხელისუფლებამ ხუან გუაიდოს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება 15 წლით აუკრძალა.

      ჭკვიანი ტრამპი - დონალდ ტრამპი - მე უკეთესი განათლება მაქვს, ვიდრე - ლიბერალებს, უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე - ისინი, მე პრეზიდენტი ვარ, ისინი - არა, ამის მერე ისინი ამბობენ, რომ ელიტა არიან?

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 160

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters