თეთრ დღეს ვერ ვიწუდებთ დღევანდელ დღეს, რადგან არც მზე გვაკლდა და შიგადაშიგ არც ღრუბელი, მაგრამ მთელი დღე რომ თეთრ ფულებზე იყო საუბარი მედია ამბებში - ეს ფაქტია. ფული გათეთრდა თუ გაჩუქდა თუ გამეგობრდა, შსს და პროკურატურა ამ საკითხებს არკვევდა მთელი დღის განმავლობაში. დანარჩენ მსოფლიოს კი ამაზონი ადარდებს.
დავიწყოთ მედიური ამბებით და მთელი დღის მთავარ თემებსაც ლოგიკურად გავკვებით - პაატა სალია - ძალიან მალე „რუსთავი 2“ დაგიბრუნდებათ იმ გადაცემებით, რომლებიც მაყურებლების დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ნიკა გვარამია - არავის ჰქონია ჩემთან საუბარი იმაზე, რომ „რუსთავი 2“- ზე დაბრუნდებოდა და თუ ვინმე დაბრუნდება, იხილავთ - მე ვიცი, ჩემთან ვინ იმუშავებს.
მეორე მედია ნიუსი, იმდენად არის მედიის, რამდენადაც ტვ პირველის შენობის მესაკუთრეს ეხება - გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ადვოკატი - ავთო წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების არანაირი საფუძველი არ არსებობს. გია ხუხაშვილი - პროკურატურის მხრიდან ავთო წერეთლისთვის წაყენებული ბრალი კრიტიკას ვერ უძლებს. ავთანდილ წერეთელი მოსამართლეს - ვერ გავიგე მკვლელობას მედავებიან თუ ფულის მითვისებას. ავთანდილ წერეთელი - თუ ისეთი შესაძლებლობები მაქვს, როგორც ამბობენ, 500 000-ს გავეკიდები? - ტელევიზია გინდათ? ვერ მიიღებთ! ვახტანგ წერეთელი და ნინო ჟიჟილაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორებს სასამართლოსთან მანქანით გადაადგილების საშუალება არ მისცეს. ნინო ჟიჟილაშვილი - ელჩებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. იტალიის ელჩი - ყველა საქმეს ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რომელსაც შეიძლება, რაიმე გავლენა ჰქონდეს მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმზე. პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ავთანდილ წერეთელს საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინების გარეშე აეკრძალოს. ავთანდილ წერეთელი - მე ფული ვასესხე ჩემს მეგობრებს, რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რა ჩემი საქმეა. ავთანდილ წერეთელი - 180 ლარი პენსია, დღეს ეს არის ჩემი შემოსავალი. ვატო წერეთელი - მე უნდა ვიხსნა მამაჩემი - თუ გირაოში ქონების ჩადება მოგვიწევს, ეს იქნება „ტვ პირველის“ შენობა. ავთანდილ წერეთელს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. ავთანდილ წერეთელი - გირაოს თანხას არ გადავიხდი, წავალ ციხეში.
გათეთრებული ფულების გაგრძელებას ხაზარაძესთან მივყავართ - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ბრიტანეთში ხაზარაძე-ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებაზე - სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბრიტანეთისგან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს. ბადრი ჯაფარიძე - გვინდა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო სამსახურები პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენება. მამუკა ხაზარაძე - მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა - რატომ შეეშინდა? არ გამოგივათ! ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე. უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას - მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმიაა. მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს სასაუბროდ ტელეეთერში იწვევს. პროკურორი - ფულის გათეთრებაში ბრალდებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკვე მერამდენედ ცდილობენ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ. გია ვოლსკი - მამუკა ხაზარაძე პოლიტიკას ტყუილით იწყებს. პროკურორი - საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის. პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ“. „ანუ, აღნიშნული კომუნიკაცია შედგა ბრიტანული მხარის ინიციატივით და დამერწმუნებით, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად არის ის უმაღლესი სტანდარტი, სადაც მარტივად გაირჩევა კრიმინალური საქმეები პოლიტიკური დევნისგან.
შსს დაკავებები - 20-21 ივნისის აქციის საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი მიეცა.
ერთნაირობა - ბექა ნაცვლიშვილი - "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას შორის არანაირი განსხვავება არ არის.
აფხაზეთის აღიარება - სერგეი ლავროვი - აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია.
ლოგალური ხანძარი - ატენის ხეობაში, წიწვოვანი ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საზღვარგარეთულები:
ირანი და ტრამპობა - დონალდ ტრამპი - ირანი თუ განაგრძობს იმის კეთებას, რასაც აკეთებს, ხისტ ძალას შეეჯახება. მჯერა, ირანს შეუძლია დიდებული ქვეყანა იყოს, მაგრამ არ შეიძლება, მათ ატომური იარაღი ჰქონდეთ.
მსოფლიო ხანძარი - ბრაზილიის ხელისუფლება ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო ელჩებს შვებულების გადადებისკენ მოუწოდებს. ბრაზილიის მთავრობა ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ შეთავაზებულ თანხაზე უარს ამბობს. ცენტრალური აფრიკის რეგიონებში ხანძარია, რომელიც მასშტაბებით ამაზონის ტყეებში არსებულ ხანძრებს აღემატება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია