აგვისტოს მიწურულის ბოლო სამუშაო დღე საკმაოდ ღრუბლიანი, ავდრიანი და წვიმიანი გამოდგა. არა მარტო ამ კონტინენტზე, დედამიწის მეორე სამყაროშიც. ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემად სახელდებული ოკუპაცია ისევ აქტუალურია და ამჯერად კიდევ რამდენიმე სოფელში არის გაურკვევლობა და დაძაბულობა, დღის მეინსტრიმიც სრულად ამ თემას მიეძღვნა.
საგუშაგოები ოსეთთან - ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტი“ – საქართველოს მიერ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა შეუნიღბავი აგრესიის ფაქტს წარმოადგენს. გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი ჩორჩანასთან არსებულ მდგომარეობაზე - მხარეებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოვუწოდებთ. დავით ზალკალიანი - პარტნიორები სრულად ინფორმირებული არიან და მათი მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რათა ვითარებიდან მშვიდად გამოვიდეთ. ანრი ოხანაშვილი - რაიმე ულტიმატუმით საუბარი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პარლამენტის მხრიდან სრულიად მიუღებელია, მათ განცხადებებს არანაირი ძალა არ გააჩნია. კახა ქემოკლიძის განცხადებით, დე ფაქტო წარმომადგენლებთან შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა და ვითარების დეესკალაციისთვის ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და წნელისის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ვეტყვი, რომ შეშფოთების მიზეზი არ აქვთ. ჩვენმა კოლეგებმა ცხინვალიდან შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ მათი განზრახვა ულტიმატუმის ენით საუბარი არ ყოფილა - ბლოკპოსტის დაშლის საკითხი დღეს არ განხილულა. სუს-ის წარმომადგენელი - შეხვედრის მონაწილეებს გავუზიარეთ პოზიცია პოლიციის საგუშაგოს მოწყობაზე, რაზეც ჩვენი პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებული რჩება. შს მინისტრის მოადგილე - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სიტყვა „ულტიმატუმი“ იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან. „სამხრეთ ოსეთის“ КГБ - ჩორჩანას მცხოვრებთა პრობლემების მოგვარებით ქართველი სამართალდამცავები დაკავებულები უნდა იყვნენ ჩორჩანაში და არა სოფელ უისტას შემოგარენში. სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს. მურატ ჯიოევი - ჩვენ ერთი მოთხოვნა გვაქვს: ქართული პოსტი, რომლის არსებობაც ძაბავს სიტუაციას, უნდა მოიხსნას - ქართული მხარე დათმობაზე ჯერ არ წამოვიდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩაშლილ შეხვედრაზე - IPRM-ის 95-ე შეხვედრა, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოგისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის, რუდოლფ მიჰალკას მონაწილებით ერგნეთში გაიმართა. „ბატონმა ჰოგმა 2019 წლის 18 ივლისის შემდეგ განვითარებული მოვლენები მიმოიხილა. მან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებული ვითარება განიხილა. მისი აზრით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა უსაფრთხოების მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა, მათ შორის კი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გუგუტიანთაკარსა და წნელისშია. მათი აზრით, დაძაბულობის განსამუხტად და კონფლიქტის გამო დაზარალებული მოსახლეობის პირობების გასაუმჯობესებლად აუცილებელია დიალოგის გაგრძელება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად. მერის წარმომადგენელი - სოფელ ჩორჩანაში ამ დროისთვის სიმშვიდეა - სიმართლე არ არის ინფორმაცია, თითქოს, ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლის ულტიმატუმის შემდეგ რამდენიმე ოჯახმა სოფელი დატოვა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართული პოსტის გაუქმების საკითხი არც კი განიხილება. ვანო მაჭავარიანი - მთავრობამ მტკიცე პოზიცია უნდა დაიცვას სოფელ ჩორჩანასთან არსებულ პოლიციის საგუშაგოსთან დაკავშირებით - უსაფრთხოების საბჭოს შეკრებაა საჭირო. შს მინისტრის მოადგილე - გამყოფ ხაზთან სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. ხათუნა ლაგაზიძე - ევროკავშირის მისიის განცხადება უხერხემლო და არაფრისმომცემია - რუსეთს უნდა დაუფიქსირონ, რომ ძალისმიერი ქმედება იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყება. სოფო კილაძე - პრინციპულად არ შევასრულებთ რუსეთის უკანონო და უსამართლო მოთხოვნებს. მურატ ჯიოევის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე დღეს „ტექნიკური შეხვედრა“ გაიმართება. ანრი ოხანაშვილი სოფელ ჩორჩანაში ვითარებაზე - ჩვენთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია - უსაფრთხოების სამსახურების მიერ დაწყებული საქმიანობა ბოლომდე უნდა მივიდეს. მამუკა არეშიძე - ვფიქრობ, ოსური მხარე შეეცდება მოაწყოს პროვოკაცია, როგორც ჩანს, გარკვეული დავალება აქვთ. ქეთევან ციხელაშვილი - ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, მიმართულია სიტუაციის დეესკალაციისკენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია.
შემწყალებელი პრეზიდენტი და მისი დისკრეციული უფლებამოსილებანი - სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე - რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით, ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. ანრი ოხანაშვილი - პოლიციელის მკვლელის შეწყალება, რომელსაც ნახევარი სასჯელიც არ აქვს მოხდილი, არ არის მისაღები. ლევან იოსელიანი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებაზე - პრეზიდენტს უნდა ეყოს პასუხისმგებლობა, საკუთარი გადაწყვეტილების "სისწორე" აუხსნას საზოგადოებას.
მამალაძეების საშიში საქმე - თორნიკე მამალაძე - ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა, რომელიც დამემუქრა, რომ მომკლავდნენ თუ საუბარს დავიწყებდი.
სიგიჟე - 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პატიმრობა შეეფარდა.
მეცნიერებას მოწადინებული თაობა - წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა.
საზღვარგარეთულები:
ტრამპი ამერიკა - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფლორიდას ქარიშხალი „დორიანის“ სახით „მონსტრი“ უახლოვდება. მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის 250 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარების შეწყვეტას აპირებს.
ბარტერი - უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს, რომელთა შორის 24 უკრაინელი მეზღვაურიცაა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია