საპირველსექტემბროდ ცუდი სპორტული დღე გამოდგა, დღეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიასთან 100:73 თითქმის სრულად დაკარგეს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. ამ დროს, ქართლმა ოცნებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაიწყო - მიზეზი, ჩვენ ავუკრძალეთ წასვლა და ის მაინც წავიდა ევროპაშიო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6293 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 1, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვიდრე აგვისტო მიიწურა, თბილისის ზოგიერთ უბანში მაინც მოაწყო წვიმის ტბორები და ქალაქის ქუჩების დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. ძირითადად გლდანი დაიტბორა, მაგრამ დაშავებულებზე ინფო არ გვაქვსო - მერია აცხადებს. დღის მთავარი ამბავი, ევროკავშირის 2030 წლის გაფართოების მოლოდინსა და მიშელის „დაიმედებას“ ეხებოდა, ასევე კარასინის განცხადებას - აფხაზეთისა და ოსეთის საერთაშორისო აღიარებაზე. დეგნანის წერილი გვქონდა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 29, 2023 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მედვედევის გამოხტომას ოსეთის და აფხაზეთის მიერთებაზე, ცხადია, ცხინვალიდან მიუჭახუნეს და ბანი მისცეს, საპასუხოდ, ჩვენთანაც გაკეთდა განცხადებები და დღის მთავარ თემად შეიძლება სწორედ ეს ამბავი მოვიაზროთ. შოვით შეშინებულზე რიკოთის აუდიტის მოთხოვნა იყო ამბავი, ასევე ცოტა ჯანდაცვა და ცოტაც 2023 მოსავლიანობა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6334 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 23, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ამ აგრილებულ საღამოს ლეგენდამ დაგვტოვა - ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში, მილანში, ჰოსპიტალში გარდაიცვალა. აგვისტო იწურება და დღის მთავარ ამბებში მიშას პოლიტიკური დაბრუნება, შოვის ტრაგედიის გამოძიებები, ამერიკის ელჩთან ბრალ-აპოლოგეტიკა და უკრაინის გახანგრძლივებული ომია. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 22, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ფერისცვალებას რომ გადააგორებ და პირველ გრილ საღამოს იგრძნობ, ეგ არის შვება, რომელსაც გვერდს ვერ აუვილი. #qwellynews რეკორდული სიცხეების შემდეგ, ჯერ კიდევ მიძინებული პოლიტ ამბებით მობრუნდა. თან წვიმაა ნაწინასწარმეტყველები - 21-22 აგვისტოს, საქართველოში წვიმა, მდინარეებზე კი წყლის დონის მატებაა მოსალოდნელიო. ვიდრე…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 21, 2023 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია ჯერ სრულად არ გადაუვლია ცხელ დღეებს, აგვისტო კი იმდემად მძიმედ დაიწყო, რომ ჯერ კარგი ამბები არ ჩანს. პოლიტიკური სიახლეების ველიც თითოქს უმოქმედო გახდა სიცხის პროპორციულად. ამიტომ დღის მთავარი თემა თბილისის მერიის გეგმები და შოვის ტრაგედია იყო. ტრაგედია, რომელმაც პოლიტიკური დაპირისპირებების (ძირითადად კომენტარების) ახალი ველი გახსნა და გააფართოვა. ამასთან, ნიუსლენტს ახალი მსხვილი მოთამაშე -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ჩანს, საშემოდგომო აგრილება ზუსტად შემოდგომისთვის იგეგმება - პირველ სექტემბრამდე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელიო. ტემპერატურამ პოლიტიკურ ველზე დაიწია, ახლა მხოლოდ არჩევნების გარშემო ტრიალებდა მედია - საარჩევნო კოდექსი, არჩევნების ხელმძღვანელობა და ა.შ. აქტუალურია ოცნებიდან წასულების ეპისტოლარული კინკლაობა ამერიკის ელჩთან. და უკვე საღამოს, ვენეციის კომისიამ დასკვნა დადო და დაგვიწუნა მუშაობა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 26, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ხანძარი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა, ამიტომ ამ სტიქიასთან ბრძოლა წელიწადგამოშვებით გვიწევს და დიდი მასშტაბებით - ბორჯომი ჯერ კიდევ „ანთია“. რაც შეეხება თბილისისს, აქ კონსტიტუციის დღე იზეიმეს, უკრაინას დამოუკიდებლობა მიულოცეს, ამერიკის ელჩზე და ისფედზე რაღაცეები აკომენტარეს და დღე ასე განლიეს - არაფერი ხელშესახები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8192 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 24, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინც დასასვენებლად დასავლეთს და მთის ნაცვლად, ზღვას მიაშურეთ, გაითვალისწინეთ რომ ზღვა ადუღებას აპირებს - სინოპტიკოსები ამბობენ, რომ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. სიცხის ფონზე, გაფრთხილებამ, ხანძრებთან დაკავშირებით არ გაჭრა და უკვე მეოთხე დღეა ბორჯომში ხანძარს ებრძვიან. პოლიტიკურ ველზე, კვლავ ამერიკის საელჩო, არასამთავრობოები და სამართლიანი არჩევნების და რეფორმების ამბები ისმის - ევროპის გზითვის. უკრაინაში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 23, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ისე ცხელა, მედიამ რისთვის მოიცალოს აღარ იცის და ისიც კი აქტუალურია, ერთ-ერთ არხზე გადაცემის წამყვანი როგორ გაუშვეს სამსახურიდან იმის გამო, რომ ოჯახში ძალადობდა. ჰო, ესაა ქვეყნის მეინსტრიმი. ასევე დღის მთავარი ამბავი იყო კელი დეგნანის და ამერიკის საელჩოს რეკომენდაციები, რომლებიც ზოგიერთმა პოლიტიკოსმა რეკომენდაციად კი არა, თითის ქნევად აღიქვა და მუშტი მაგიდაზე ბრახუნად. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 17, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
აგვისტოში ისე დაცხება, რომ გარეთ გასვლას, სადმე ცეცხლის ანთებას და მერე უყურადღებოდ მიტოვებას, ბუნება არ გაპატიებთო, საგანგებო სამსახურმა დღეს განაცხადა. მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო მატება. პარალელურად, საქართველოში კვლავ ევროპის კარზე მდგომი პოზიციიდან ხდება გადაწყვეტილებების შეფასება. უკრაინა კვლავ ომობს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7877 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტრადიციად ქცეული კითხვის დღე - 08.08.08 - ვინ დაიწყო ომი? და დაუსრულებელი ბრალდებები ერთმანეთის რუსეთუმეობაზე, ასეთია აგვისტოს პირველი დღეების პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში. დღესაც 08.08.22-ში, კვლავ გმირების საფლავები შეამკეს, დაგმეს ოკუპაცია და პარალელურად ქსენოფობიაც, ასევე განიხილებოდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ზაფხული დასრულდა. ბოლო დღეებში თითქოს კუდს იქნევსო, ძალიან დააჭირა და სექტემბრის პირველ კვირაშიც ასე იყო ნავარაუდები, მაგრამ უეცრად სეტყვა და ძლიერი წვიმები დაანონსდა. ქვეყანაში კვლავ კოვიდია მთავარი თემა და მერე არჩევნები. კოვიდმა ახალი შეზღუდები გაახანგრძლივა და სკოლა-უნივერსიტეტები დისტანციურად დაიწყებენ მუშაობას, ტრანსპორტი ისევ გადაიწევს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1107 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 31, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღის აღმოჩენა იყო ვაქცინაციის მოსიაურლი ცენტრები - ავტობუსებში „ჰოსპიტალები“ მოაწყეს და ჯერ მხოლოდ 3 ავტობუსი და 3 ლოკაცია დაიკავეს. უფრო მეტი იგეგმება. კოვიდი ჯერ არ წასულა და დღიური გარდაცვალება 8 ათეულს აღწევს უკვე. გუშინდელი ტერაქტი, დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავია მთელს მსოფლიოში და ცხადია, საქართველოშიც. არჩევნები მალე ჩატარდება და უფრო მეტ აქტუალობას იძენ ეს თემა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1248 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 27, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ცხელი აგვისტოს დღეები მდორედ მიედინება. ტოკიოში პარაოლიმპიადა დაიწყო და პირველსავე სატურნირო დღეს, ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - დღის სიხარული ეს იყო. სხვა ამბები პოლიტიკას და კოვიდს უკავშირდებოდა და მათ გადაჯაჭვულობას. მოახლოებული არჩევნები კვლავ პანდემიის პრიზმიდან იცქირება და სიახლეები მთლიანა კოვიდით არის გაჯერებული. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1305 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 25, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
აქამდე პოლიტიკური ველი იყო ორპოლუსიანი, ახლა კი საინფორმაციო ველიც ასეა - დღეს კოვიდის სტატისტიკა და საარჩევნო კვლევები თუ მოლოდინები იყო დღის მთავარი ამბავი. ახალი საველე ჰოსპიტლები და კოვიდ სტატისტიკის საშიში თუ სანუგეშო ამბები. კანდიდატებით ომი და პირადი გამოკითხვებიც მნიშვნელოვანი იყო. მსოფლიო კი ყირიმისკენ იმზირება და იქაური სამიტით იყო დაკავებული. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1180 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 23, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მედიის სრული ყურადღება ჯანდაცვის სფეროს ეთმობა, კოვიდ სტატისტიკა, მკურნალობა და ჰოსპიტალიზაცია. სულ მალე არჩევნები იქნება და ნელ-ნელა gvote21 ტრენდდება. მსოფლიოს მზერა კვლავ ავღანეთისკენ არის მიმართული. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1283 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 18, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
კოვიდის ექვსი ათასი დღიური შემთხვევა და პირბადის დაბრუნება როგორც კოვიდ სასჯელი. მთელი დღის თემა სწორედ კოვიდამბები იყო და მასთან ერთად არჩევნებიც, რომლის წინასწარი პროგრამა უკვე კარგად ძალამოკრებილია. დღესვე იუსტიციის სამინისტროსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდ-ბარათების გაცემა დაანონსდა და დაიწყო. წვიმები გველის - 18-19 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1191 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 17, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღე მსოფლიოს ამბით იყო განპირობებული - თალიბებმა ავღანეთი საბოლოოდ დაისაკუთრეს და საკუთარი წესრიგი დაამყარეს. მოსახლეობის ნაწილი ქვეყნიდან გაქცევას ლამობს. ჩვენს ქვეყანასი კვლავ კოვიდ ებრძვიან და სტატისტიკით შეშინებული მოსახლეობა უფრო და უფრო მეტად მიიწევს ვაქცინაციისკენ. #აცრაგვიცავს! არის მთავარი ლოზუნგი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1175 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 16, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღის მთავარ ამბებში რამდენიმე მიმართულება გვაქვს - ერთი რა თქმა უნდა დიდგორობაა, რომელიც ეროვნული დღესასწაულად იზემება, ასევე კოვიდის ამბები და კოვიდ აკრძალვები, რასაც ჩვენც ჰედლაინში წარმოგიდგენთ - 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. კვების ობიექტების მუშაობა დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 12, 2021 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•