არასამთავრობოები, ამერიკის ელჩობა, „გამოსულები“ და კიევის სამიტი

      ვინც დასასვენებლად დასავლეთს და მთის ნაცვლად, ზღვას მიაშურეთ, გაითვალისწინეთ რომ ზღვა ადუღებას აპირებს - სინოპტიკოსები ამბობენ, რომ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. სიცხის ფონზე, გაფრთხილებამ, ხანძრებთან დაკავშირებით არ გაჭრა და უკვე მეოთხე დღეა ბორჯომში ხანძარს ებრძვიან. პოლიტიკურ ველზე, კვლავ ამერიკის საელჩო, არასამთავრობოები და სამართლიანი არჩევნების და რეფორმების ამბები ისმის - ევროპის გზითვის. უკრაინაში სამიტიც აქტუალური ამბავი იყო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8000 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 23 აგვისტო, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აგვისტო

      კოვიდსაქართველო - 14 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი. თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში გრძელდება COVID-19-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე.

      ხანძარი ბორჯომში - თავდაცვის სამინისტრო ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჩართვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია ხანძრის ლოკალიზება, რომ დამატებით ტერიტორიებზე არ მოხდეს გავრცელება. ჯუანშერ ბურჭულაძე - პირველ ეტაპზე 150 სამხედრო მოსამსახურე გამოვიყვანეთ, შესაბამისი ტექნიკით - დღეს უკვე შედეგი მივიღეთ და იმედი გვაქვს, მიმდინარე სტიქია ბორჯომში უახლოეს დღეებში დასრულდება. ვახტანგ გომელაური - ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში დაახლოებით 1 200 კაცზე მეტი მონაწილეობს, მობილიზებულია ტექნიკა, თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე დაბალი კერები გვექნება. შსს - ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს - სხვადასხვა სირთულის კერები ჯერ კიდევ ფიქსირდება. თავდაცვის მინისტრი - ვფიქრობთ, რისკები შემცირებულია, იმ კერების ლოკალიზება მოხდა, რაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო დასახლებული პუნქტების მიმართულებით - ვერტმფრენის ჩართულობა კერებს 19 რიცხვშივე ვერ შეამცირებდა. ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ამ დროს უნდა ჩაერთოს და ამ დროს არ უნდა ჩაერთოს, ასეთი რაღაც მსოფლიოში არ არსებობს - ისე ნუ წარმოგვიდგენია, ვერტმფრენი რომ მიფრინდება, დაასხამს წყალს, დამთავრდება ყველაფერი. 145 კაცზე ვაკანსია გამოვაცხადეთ და ატყდა ამბავი, დედა, რა ხდება, დაიქცა ქვეყანა, ამ დროს 38 000 კაცი ვართ - 4 000 წავიდა, 5 000 შეიძლება მოვიდა, ხალხი მიდის, მოდის. ოთარ შამუგია - ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური და ცეცხლის ლოკალიზება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - ბორჯომის ტყეში ამჟამად სამი ღია კერა გვაქვს, სადაც მეხანძრე-მაშველები აქტიურად მუშაობენ - ჩართულია 1000-ზე მეტი ადამიანი.

      არასამთავრობოები, ევროპული არჩევნები და აშშს საელჩო - რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ , „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები - „ისფედის“ გამოქომაგებით, აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს და „ნაცმოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს. მიხეილ სარჯველაძე - „ისფედმა“ უნდა თქვას, რომ ემიჯნება იმ დესტრუქციულ პოლიტიკურ გეგმას, რომელიც მათ შორის 24 ივნისს იქნა გაცხადებული და რომლის ავანგარდშიც ვხედავდით ამ ორგანიზაციას. გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ს საელჩო ყოველ გამოსვლაში პრაქტიკულად ადასტურებს იმას, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ კითხვის ნიშნები დავსვით. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს მხრიდან „სამართლიან არჩევნებთან" დაკავშირებით გამოთქმული წუხილი და მხარდაჭერა გაუგებარია. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ “პივიტის” შეცდომის თაობაზე აშშ-ის საელჩოს ISFED-ისთვის მაშინვე უნდა მიეცა მკაცრი მითითება, თუმცა პოზიცია „მომრიგებლური” იყო. ირაკლი კობახიძე - ამერიკის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ჩვენთვის შოკისმომგვრელია. ჩვენს ლიდერებს ჰქონდათ შეხვედრა ამერიკელ კოლეგასთან, სადაც ითქვა, რომ PVT იყო უპრობლემო, 2 დღეში ISFED-ს მოუწია PVT-ის გაყალბების აღიარება - ჩვენ ისინი კუთხეში მივაყენეთ. 12 პუნქტის გარშემო სამუშაო პროცესში ჩართული უნდა იყვნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს და არ არიან შემჩნეული რაღაცების გაყალბებაში. პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს - არჩევნები „სამართლიანმა არჩევნებმა” კი არ გააყალბა, „ქართულმა ოცნებამ” გააყალბა და ამის მტკიცებულებები სოსო გოგაშვილმა დადო. ლევან იოსელიანი - “ქართული ოცნების” მხრიდან „სამართლიანი არჩევნების“ ასე უპირობოდ დაბლოკვა სწორი არ არის - ასეთი ანგარიშსწორების დრო ახლა არაა. დავით მათიკაშვილი - „ისფედი“ არასამთავრობო ორგანიზაციას ნაკლებად ჰგავს - ის „ნაცმოძრაობის“ გაგრძელებაა, რომლის მიზანიც მათ მიერ ჩადენილი გაყალბების შედეგად რევოლუციური განწყობების ამაღლება იყო. ნინო დოლიძე - კონსპირაციულია მოსაზრებები, როდესაც „სამართლიანი არჩევნების“ ქმედებებს უკავშირებენ აშშ-ის ქმედებებს. ISFED-ს მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით არც სურვილი გამოუხატავს და არც მოთხოვნა - ორგანიზაციაზე დევნა და ზეწოლაა.

      ოპო-პო - კახა კალაძე - ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება - სხვა სურვილები, რომ ვიღაცამ გადატრიალება მოაწყოს და სადღაც შევარდეს, ეს ყველაფერი განწირულია მარცხისთვის. ნიკა მელია - თუ ვინმე აწყობს რევოლუციას, არის თავად ხელისუფლება - არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც ხალხს სწორ ადგილზე მოუწყვია რევოლუცია. გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია იმაზე ვერ თანხმდება, შემოდგომაზე სიცივე იქნება, თუ ეცხელება, პოლიტიკურ პროცესებში საბოტაჟი იქნება, თუ ჯანსაღი კრიტიკა და დანარჩენზე, ბუნებრივია, ვერასდროს შეთანხმდებიან. დავით მათიკაშვილი - „ნაცმოძრაობის“ ბოიკოტს მიჩვეული ვართ, თუმცა შიგნით დესტრუქციული ოპოზიციაც კი ვერ ახერხებს შეთანხმებას. ლევან იოსელიანი - არანაირი „ცხელი შემოდგომა“ არ იქნება, ყველა ხვდება, რომ „ნაცმოძრაობა“ შეიძლება დაიშალოს და ეს გამოწვეული იქნება სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით.

      შსს წასულები - ნიკა მელია - შსს-ში სამსახურის დატოვების მოთხოვნით ასეულობით პატაკი დევს, რომელსაც არ უკმაყოფილებენ, მაგრამ ბევრი ისე გარბის, აღარც ეკითხებიან. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ „პოლიციას თანამშრომლები მასობრივად ტოვებენ“, „საშემოდგომო საცირკო წარმოდგენებისთვის შემზადებაა“.

      თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა დამტკიცდა, მომავალში ვერავინ შეძლებს უხეშ ჩარევას ბულვარის განვითარებაში.

საზღვარგარეთულები:

      სამიტი უკრაიანში და ამბები ომის დროს - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთს სულ უფრო უჭირს დამხმარე ძალების მოტივირება, დონბასში თავისი რეგულარული ჯარების გასაძლიერებლად. რუსებმა დონეცკში 10 დასახლება დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნატო-ს დესტრუქციული კურსი უკიდურესად სარისკოა და შესაძლოა, ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო შეტაკება გამოიწვიოს. ბრიტანეთის არმიის ყოფილი მეთაური - უკრაინაში მიმდინარე ომი ვლადიმერ პუტინის ყველაზე ცუდ, კოშმარულ სცენარად გადაიქცა. ოდესის პორტები სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა დატოვა. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა ყველა რუსისთვის „არ არის საუკეთესო იდეა“. გაერო-ში რუსეთის ელჩი უკრაინაში მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით დასრულებას გამორიცხავს. ვალერი ზალუჟნი - რუსეთთან ომში 9 000-მდე უკრაინელი გმირი დაიღუპა. „აზოვი“ - ე.წ. დოკუმენტი, რითაც რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ, დაამტკიცონ „აზოვის“ მონაწილეობა დუგინას ავტომობილის აფეთქებაში, სხვა არაფერია თუ არა მორიგი „სავიზიტო ბარათი“ - ტერორისტული თავდასხმა „აზოველების“ „ტრიბუნალისთვის“ მომზადებაა. მიხაილო პოდოლიაკი - მათ ეგონათ, რომ დაუსჯელად მოგვკლავდნენ - ყირიმში გაურკვეველი წარმოშობის თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება. მედია - აშშ უკრაინისთვის Excalibur-ის საბრძოლო მასალების მიწოდებას გეგმავს. ვოლოდიმირ ზელენსკი - ფრთოსანი რაკეტის რაოდენობა, რომელიც რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა, 3.5 ათასს უახლოვდება. დმიტრო კულება - უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარი მხოლოდ უნგრეთმა და ავსტრიამ განაცხადეს. Reuters - აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავს. პოლონეთის საგარეო მინისტრის მოადგილე - რუსეთ-უკრაინის ომი არ არის პუტინის ომი, ეს არის რუსების ომი - თუ მათი ოჯახები და ახლობლები ვერ ხვდებიან რა ხდება უკრაინაში, ამისთვის პასუხისმგებლობა მათაც უნდა დაეკისროთ. რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი ოთხჯერ დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის 45 550 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. აშშ უკრაინას შორ მანძილზე მფრინავ 10 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს. ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა. უკრაინიდან, შავი ზღვის პორტების განბლოკვის შემდეგ, 33 სატვირთო გემი გავიდა. აშშ კიევში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დედაქალაქის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკი - არასოდეს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწაზე და ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ ლურჯ-ყვითელი დროშა. ურსულა ფონ დერ ლაიენი - გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება, არ დავისვენებთ, სანამ არ გაიმარჯვებთ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - თუ ევროკავშირი არ დათანხმდება საყოველთაო გადაწყვეტილებას, განვიხილავთ წინადადებას რუსებისთვის რეგიონალურ დონეზე ვიზების აკრძალვის შესახებ. ანალენა ბერბოკი - რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა - რაც მოხდა ბოლო ექვს თვეში, ვერასოდეს იქნება ანულირებული. გაეროს უშიშროების საბჭო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით დღეს სხდომას გამართავს. ანჯეი დუდა - ყირიმი არის და იქნება უკრაინა, ისევე როგორც გდანსკი და ლუბლინი ეკუთვნის პოლონეთს, ისევე როგორც ნიცა ეკუთვნის საფრანგეთს, კიოლნი კი გერმანიას. ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიცი ყირიმი ელოდება უკრაინას - ოკუპაცია ყირიმში დაიწყო და ყირიმში დასრულდება. შარლ მიშელი - რუსეთი ყირიმს უკრაინაზე თავდასხმებისთვის, უკრაინის მოქალაქეების ფილტრაციის ბანაკებში დეპორტაციისთვისა და მოპარული საქონლის ტრანსპორტირებისთვის იყენებს. ოლაფ შოლცი - ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავიცავთ უპრეცედენტო სანქციებს, მხარს დავუჭერთ უკრაინას ფინანსურად, გავაგრძელებთ იარაღის მიწოდება. იენს სტოლტენბერგი - უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რათა მან ამ ბრძოლაში სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნად გაიმარჯვოს - ძლიერი, სტაბილური და დამოუკიდებელი უკრაინა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია. სალომე ზურაბიშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე - მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ - ყირიმი უკრაინაა. ქართველების სახელით, მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა აღფრთოვანება უკრაინელების მამაცი ბრძოლის მიმართ და გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ თქვენ ამ ბრძოლას გამარჯვებით დაასრულებთ. ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენი სანქციები მნიშვნელოვნად არყევს პუტინის ომის მანქანასა და რუსეთის ეკონომიკას. ბორის ჯონსონი - უკრაინას მხარდაჭერას გავუწევთ იქამდე, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საზარელ ომს და არ გაიყვანს ძალებს მთელი უკრაინიდან. ემანუელ მაკრონი - უკრაინამ აირჩია დიპლომატიის გზა, რუსეთმა კი ომის - რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს მხოლოდ უკრაინელ ხალხს არ ეხება, ყველა ჩვენგანს ეხება. Associated Press - აშშ უკრაინისთვის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალ სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს.

      დუგინას მკვლელობა - რუსეთის უშიშროების სამსახური - დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია - დამნაშავე უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკია, რომელიც ესტონეთში გაემგზავრა. ალექსანდრ დუგინი - უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ ტერაქტის შედეგად ჩემი ქალიშვილი ჩემ თვალწინ, სასტიკად მოკლეს, თუმცა ჩვენს ხალხს, ასეთი აუტანელი დარტყმაც კი ვერ გაგვტეხს. ვლადიმერ პუტინმა დარია დუგინას მკვლელობას „მზაკვრული, სასტიკი“ დანაშაული უწოდა.

      ტაივანის პრეზიდენტი - ჩინეთს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს თუ ტაივანზე თავდასხმას გადაწყვეტს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 64

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters