ისე ცხელა, მედიამ რისთვის მოიცალოს აღარ იცის და ისიც კი აქტუალურია, ერთ-ერთ არხზე გადაცემის წამყვანი როგორ გაუშვეს სამსახურიდან იმის გამო, რომ ოჯახში ძალადობდა. ჰო, ესაა ქვეყნის მეინსტრიმი. ასევე დღის მთავარი ამბავი იყო კელი დეგნანის და ამერიკის საელჩოს რეკომენდაციები, რომლებიც ზოგიერთმა პოლიტიკოსმა რეკომენდაციად კი არა, თითის ქნევად აღიქვა და მუშტი მაგიდაზე ბრახუნად. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 აგვისტო, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აგვისტო

      დეგნანის დღე - აშშ-ს საელჩო საქართველოს პარლამენტს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს. რეკომენდაციები დაეხმარება პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში, რომელთა მეშვეობითაც გაუმჯობესდება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ანგარიშვალდებულება. რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის თანაფარდობის გადასინჯვას, ასევე, საბჭოს წევრთა ეტაპობრივ დანიშვნას. მოსამართლეთა დაწინაურების ყოვლისმომცველი სისტემა უნდა შემუშავდეს. დოკუმენტის თანახმად, უნდა გაუქმდეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში 2021 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებები, რომელმაც შესაძლებელი გახადა მოსამართლის გადაყვანა მისი თანხმობის გარეშე და გაახანგრძლივა გადაყვანის ვადა. უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური და გამოცდილი მოსამართლეების შენარჩუნების მიზნით, რეკომენდებულია კონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი მოსამართლეების უვადოდ არჩევა. კელი დეგნანი - ბოლო დროს აშშ-ის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება. „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები - აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში არსებული პოლარიზაციის ერთ-ერთ მიზეზად “გავრილოვის ღამეს” ასახელებს. დიმიტრი ხუნდაძე - ქვეყანა მივუშვათ ომში, იმიტომ რომ უფრო დიდი ომია მოსაგები? მოთამაშე ჩვენ არ ვართ, მაგრამ შეწირული პაიკი შესაძლოა, საქართველო აღმოჩნდეს. ლევან დოლიძე - ცინიზმია “ქართული ოცნების” მცდელობა, რომ დასავლეთზე შეტევა პრინციპულობად და ეროვნული ინტერესების დაცვად წარმოაჩინოს. გურამ მაჭარაშვილი - საინტერესოა, რომ "გავრილოვის ღამეზე" საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე. ნინო წილოსანი - პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული - იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული. მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე - მარტივად დგას საკითხი: არიან დეპუტატები, რომლებიც თვლიან, რომ საკითხებზე, რომელიც მათ აქტუალურად მიაჩნიათ, ისაუბრონ და არ მგონია, ეს შეთქმულების ნიშანს იძლეოდეს. კელი დეგნანის შეფასებით, გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვა იმ კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. იაგო ხვიჩია - ვეთანხმები ქალბატონ კელის - ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია.

      დამცველი - ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობოებისა და უფლებადამცველი ჯგუფების ჩართულობა საშუალებას იძლევა, დამოუკიდებელი და პროფესიონალი ადამიანი შეირჩეს. ანა ბუჩუკურის განცხადებით, მის პარტიას ჯერჯერობით სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ დაუწყია, თუმცა ამ პროცესში მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და დამოუკიდებლობა იქნება.

      მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ეწვია.

      მწერალი პატიმარი - სოსო გოგაშვილი გომელაურს - მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და თავის დაძვრენა განიზრახე, მათთან გაგზავნეთ ბინძური ადამიანი, რომელსაც ფულს უხდით და ჩემს წინააღმდეგ მუშაობა დაავალეთ. სოსო გოგაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს და ვახტანგ გომელაურთან ტელეფონზე საუბრის დეტალებს ჰყვება.

      კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის ამბები - ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომით დაიღალოს რუსეთი და არა ჩვენ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები. მედია - რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების საკითხის განხილვას გეგმავს. უკრაინის გენშტაბი - დონბასში რუსული ძალები მასიურ შეტევას ახორციელებენ, უკრაინელმა სამხედროებმა სამჯერ მოიგერიეს შტურმი. რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს. ოდესაში რაკეტები რეკრეაციული ცენტრის ტერიტორიაზე დაეცა, არიან დაშავებულები. აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის. რუსულმა ძალებმა მიკოლაივში უნივერსიტეტი დაბომბეს. ლოიდ ოსტინმა და ოლექსი რეზნიკოვმა „რამშტაინ V“-ის შეხვედრის დაგეგმვის საკითხი განიხილეს. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის 44 100 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. მიხაილო პოდოლიაკი - ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს. ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა აშშ-სა და ნორვეგიისგან დახმარების ახალ პაკეტებს მიიღებს. ვიტალი კლიჩკო - ჩვენ ვიბრძვით და ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს სახლებს და სამშობლოს, რეალურად ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს და ევროპას. ოლექსი რეზნიკოვი - გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება.

      ქაბულის მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი.

      ჯო ბაიდენმა „ინფლაციის შემცირების აქტს“ ხელი მოაწერა.

      პენტაგონის განცხადებით, სომალიში, აშშ-ის ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ 13 მებრძოლი მოკლეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 57

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters