ამ აგრილებულ საღამოს ლეგენდამ დაგვტოვა - ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში, მილანში, ჰოსპიტალში გარდაიცვალა. აგვისტო იწურება და დღის მთავარ ამბებში მიშას პოლიტიკური დაბრუნება, შოვის ტრაგედიის გამოძიებები, ამერიკის ელჩთან ბრალ-აპოლოგეტიკა და უკრაინის გახანგრძლივებული ომია. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6215 ლარია.
პანდემია პოსტ - ამირან გამყრელიძე - მთავარი რეკომენდაციაა, ანალიზი ჩატარდეს, რა ვისწავლეთ პანდემიის დროს და როგორ უნდა მოვემზადოთ ახალი საფრთხეებისთვის - შესაძლოა, მსგავსი გამოწვევები განმეორდეს ახალი შტამების გამოჩენით, გლობალური დათბობით ან კლიმატის ცვლილებით. ამირან გამყრელიძე - უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო EG.5 ქვეშტამის და კორონავირუსის მიმართ - მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ხდება კოვიდთან დაკავშირებით, სტატისტიკა უნდა ქვეყნდებოდეს კვირაში ან თვეში ერთხელ.
საარჩევნოდ მიშა გისმენთ! - მიხეილ სააკაშვილი - თანამედროვე ქვეყნის აშენება შეუძლებელია მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის გარეშე - მზად ვარ, მოვისმინო თქვენი პრობლემები და იდეები, მომაწოდეთ თქვენი ნააზრევი, თუ როგორ სახელმწიფოდ უნდა იქცეს საქართველო. ლევან ხაბეიშვილი - იმ პირობებში, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია, თავისუფალ არჩევნებზე ლაპარაკი არის ანეკდოტი - მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და შეეძლოს საარჩევნო პროცესში ჩართვა. ნინო დოლიძე - არჩევნების სრული სურათის სანახავად, სასურველია საერთაშორისო მისიები პროცესს 6 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ - ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს ადრე, 2024 წლის დასაწყისიდან დავიწყებთ.
საპენსიო ჯიბე - ანა დოლიძე - საპენსიო სააგენტოს ხელაღებული ქცევა ჩვენი ხალხის მიმართ მიუღებელია.
შავი ზღვა ისევ „ნორმალურია“ - გარემოს ეროვნული სააგენტო - 5 და 9 აგვისტოს ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.
შოვის ტრაგედია - ონის მერის მოადგილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონის პერიმეტრი სრულად დამუშავებულია. 29 ცხედარია ნაპოვნი. შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29-ე გარდაცვლილი ბავშვია. ლაშა ფარულავა - შუალედური დასკვნა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის ტრაგედიაზე მოამზადა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან დანაშაულებრივ გულგრილობასა და უმოქმედობაზე მიუთითებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიში - არსებობს ინფორმაცია, რომ შოვში სტიქიის დღეს, მაღალი თანამდებობის პირები, სუს-ის იუბილეს აღსანიშნავად, მცხეთაში, რესტორანში იმყოფებოდნენ, რაც შესაძლოა, კავშირში იყოს დაგვიანებულ რეაგირებასთან. ზაზა გოგავა - ხელისუფლებისთვის მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება არ არის პრიორიტეტი და ყველა განცხადება, რომელიც თანამდებობის პირებმა გააკეთეს, შოვის ტრაგედიის გადაფარვას ემსახურება. ლევან ხაბეიშვილი - სტიქიის ზონებში, დიახ, ე.წ. ვალინკებით ჩავდივარ და ბახილებით არ მივდივარ. გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ათობით უდანაშაულო ადამიანის ტრაგიკულ აღსასრულზე, განურჩევლად იმისა თუ რა ცილისმწამებლურ ხრიკებს მიმართავენ. გივი მიქანაძე - შოვში, პირველივე წამიდან იყო რეაგირება, რადიკალური ოპოზიცია კი ცდილობს ტრაგედია პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს - „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება, მორალი არ აქვს.
მეცნიერი ძალადობაში - „რუსთავი 2-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თეა გოდოლაძეს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ბრალი წარუდგინა 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ამჟამად თეა გოდოლაძეს 2 000 -ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება.. თეა გოდოლაძე - ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა ჩემ წინააღმდეგ შეთითხნა ცრუ ბრალდებები, მისი გასაჯაროებით კი ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს - ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები!
ამერიკელი ელჩი - ლევან ხაბეიშვილი - ნებისმიერი ტექნოლოგიური წინსვლის არჩევნებში გამოყენება კარგია მაშინ, როცა ხელისუფლება არ არის გამყალბებელი და ქურდი - კელი დეგნანის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ „რუსულ ოცნებას“ ქვეყნის გარეთ განაჩენი გამოტანილი აქვს. რატი იონათამიშვილი ადამ კინზინგერზე - ასეთი არაკომპეტენტური და საკუთარი პარტიიდან გარიცხული ადამიანის სპიკერად მოშველიება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარგი საქმეა, ასეთი სპიკერი მშვიდობაში მოახმაროს. გივი მიქანაძე - კელი დეგნანის განცხადებები დეპოლარიზაციას კი არ ამცირებს, პოლარიზაციას ზრდის, რაც არ არის ელჩის ფუნქცია - რაც შეეხება ადამ კინზინგერს, მის სულელურ ნარატივზე აყოლას არ ვაპირებ. ბექა ლილუაშვილი - გუშინ ვიხილეთ ფეხების ბაკუნი მომავალი ელჩისთვის - ხელისუფლების გაღიზიანების მესმის, რადგან არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მოხდენა აქვს განზრახული. თინა ბოკუჩავა - როცა ივანიშვილის პაიკი აშშ-ის ელჩს თავს ესხმის სამარცხვინო, მდაბიო ტერმინოლოგიით, ეს ადასტურებს, რომ ის არის რუსული რეჟიმის დავალების შემსრულებელი.
ვადაგახანგრძლივებული ტკბილეული - საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში მისცა ორი პირი, რომელიც სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასულ შოკოლადს ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს აკრავდა და მის რეალიზაციას თბილისის სავაჭრო ქსელში ახდენდა.
ბავშვებზე ძალადობა - 2023 წლის 6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 793 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება, საიდანაც ძალადობა 171 ფაქტზე დადასტურდა. 6 თვის მონაცემებით, საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, მშვილებელ პირთა რაოდენობა კი 2153-ს შეადგენს.
საზღვარგარეთულები:
გახანგრძლივებული ომი - ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირი უმაღლესი დონის შეხვედრაზე მუშაობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - მოსკოვსა და ბრიანსკის ოლქებში კიევის რეჟიმის ტერაქტების მცდელობა აღიკვეთა, განადგურებულია 4 დრონი. პენტაგონი - აშშ მზადაა, უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე წვრთნაში ჩაერთოს, მაგრამ არსებობს პირობა. რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს, დაზიანდა 20 სახლი. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნის ლიდერებმა ათენში გამართულ სამიტზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ დეკლარაცია მიიღეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის Apache-ს საბრძოლო ვერტმფრენების მიყიდვას მხარი დაუჭირა. უკრაინელებმა რაბოტინოში შეაღწიეს, მიმდინარეობს უკრაინელების ევაკუაცია. ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა. ოლექსი რეზნიკოვი - რა იარაღს ველოდებით ჯერ კიდევ? პრიორიტეტები არ შეცვლილა - ნომერ პირველი პრიორიტეტია საჰაერო თავდაცვა, მეორე პრიორიტეტი კი ჭურვები, ჭურვები და კიდევ ჭურვები. ოლექსი დანილოვი - ყირიმის გათავისუფლება დიდი ალბათობით, სამხედრო გზით მოხდება, რადგან სხვა გზა არ გვაქვს - ყირიმის დეოკუპაციის გარეშე ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება. ურსულა ფონ დერ ლაიენი - მხარს ვუჭერთ უკრაინის მცდელობას, შეაკეთოს, აღადგინოს და შეინარჩუნოს სახელმწიფო - დღეს უკრაინას ახალი, 1.5 მილიარდი ევრო გადავუხადეთ, უფრო მეტი იქნება წელს და მის შემდეგ. კირილ ბუდანოვი - ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ. ვოლოდიმირ ზელენსკი - სახლში ახალი პოლიტიკური მხარდაჭერით, ახალი შეთანხმებებით ვბრუნდებით - ბოლო ვიზიტების შედეგად უკრაინა თვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას მიიღებს და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს.
მოგზაურობა - ევგენი პრიგოჟინი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ აფრიკაშია. სერგეი ლავროვი სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა, სადაც BRICS-ის ქვეყნების სამიტი ჩატარდება.
ბელორუსიის ამბავი - აშშ საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ტრამპნიუსი - დონალდ ტრამპი - მივდივარ ატლანტაში, რათა რადიკალმა მემარცხენე პროკურორმა დამაკავოს. მოირიგებლები - აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაჭრეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია