მართალია ჯერ სრულად არ გადაუვლია ცხელ დღეებს, აგვისტო კი იმდემად მძიმედ დაიწყო, რომ ჯერ კარგი ამბები არ ჩანს. პოლიტიკური სიახლეების ველიც თითოქს უმოქმედო გახდა სიცხის პროპორციულად. ამიტომ დღის მთავარი თემა თბილისის მერიის გეგმები და შოვის ტრაგედია იყო. ტრაგედია, რომელმაც პოლიტიკური დაპირისპირებების (ძირითადად კომენტარების) ახალი ველი გახსნა და გააფართოვა. ამასთან, ნიუსლენტს ახალი მსხვილი მოთამაშე - კორონავირუსი უბრუნდება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6209 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15 აგვისტო, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აგვისტო

კორონა დაბრუნდა - Reuters - კორონავირუსის ახალი ვარიანტი EG.5 მკვეთრად იზრდება და უკვე 50 ქვეყანაში დაფიქსირდა.

თბილისის მერია უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში დამატებით ექვს უძრავ ქონებას შეიძენს. გამრეკელის ქუჩაზე 4-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი 8-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება. ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში სკვერები სამ მისამართზე ეწყობა. ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კალოუბნის N18-ში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. კახა კალაძე - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა - დამცავი ბადეები მოიხსნება და ახალი თანამედროვე პროექტი განხორციელდება. აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარები უნდა შემცირდეს მოცულობაში, რომ ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა - 25 აგვისტომდე თუ არ იქნება მოწესრიგებული, ჩვენი სამსახურები განახორციელებენ დემონტაჟს.

„საქსტატი“ - საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია.

შოვის ტრაგედია - 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში, მთის მასივი დაიმეწყრა, რომელიც ღვარცოფის სახით ხეობაში ჩამოწვა. მოხერხდა მოსახლეობის საშიში ზონიდან ევაკუაცია თუმცა, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ლანა გალდავა - იმისათვის, რომ უმრავლესობამ თავიდან არ აიცილოს როგორც პოლიტიკური, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, საჭიროა შოვში მომხდარი კატასტროფის გამოძიება. გიორგი ბოტკოველი - ის, რომ კითხვები არსებობს, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა მოსახლეობა - ინტერპელაციის პროცესი სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ დავსვათ კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს. მიხეილ დაუშვილი - პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობის მიღება ჩვენი მიზანი არ არის - სწორედ ამიტომ, შოვში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერთ. ანა წითლიძე - გომელაურს ინტერპელაციაზე მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც საზოგადოებას და დაღუპულთა ოჯახებს აინტერესებს - ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებთ. თავდაცვის სამინისტრო - თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ძებნა-შველის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. შსს - ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ეპიცენტრის მიწის მასის 90% გადამოწმებულია. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი და 7 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები. სერგო ჩიხლაძე - უკიდეგანო ბოროტებაა, რასაც კობახიძის, სარჯველაძის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ - ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომელთაც ადამიანის გადარჩენა არ უხარიათ, სწყინთ! გურამ მაჭარაშვილი - არ არსებობს კითხვა, რაზეც „ნაცმოძრაობას" პასუხი არა აქვს - უბრალოდ, ეს არის ხალხი, რომელიც ტრაგედიებით იკვებება და სურს, საკუთარი დღის წესრიგი სწორედ ტრაგედიებსა და ომებზე ააგოს. გიგი წერეთელი - არსებული პარლამენტი არანაირ წესს არ იცავს, ამიტომ, არა კომისიის შექმნა, არამედ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს მთავარი ამოცანა. ირაკლი ქადაგიშვილი - შს მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციაზე მოვა და ყველა კითხვას პასუხს გასცემს - ოპოზიცია ცდილობს, ტრაგედიიდან რამენაირად მისი პოლიტიკური ხვალინდელი დღე გამოადნოს. იაგო ხვიჩია - ინტერპელაცია ერთგვარი ემოციების გამოხატვის შესაძლებლობაა - მეეჭვება, შს მინისტრის პარლამენტში მოსვლა იმაზე უფრო ინფორმაციული იყოს, ვიდრე პარლამენტის შენობის გარეთ გაკეთებული კომენტარებია.

სურსათის ეროვნული სააგენტო - საქართველოში კალიების პოპულაცია კონტროლირებადია.

საზღვარგარეთულები:

რუსეთმა ფრეგატი „ადმირალი მაკაროვი“ შავ ზღვაში დააბრუნა. ლუცკში რუსების სარაკეტო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქულ სამოქალაქო გემზე - Sukru Okan-ზე რუსეთის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები შეაფასა და „მიუღებელი ესკალაცია“ უწოდა. სერგეი შოიგუ - კასეტური საბრძოლო მასალა ჩვენს შეიარაღებაშიც შედის, მაგრამ თავს ვიკავებდით ამის გამოყენებისგან - ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს. უკრაინა ევროპელი მწარმოებლებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემას და ახალი თაობის დრონებს მიიღებს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე შეტევით ოპერაციას აგრძელებენ. მედია - რუსეთის ფედერაცია კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციას ამზადებს. ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის მიმართულებაზე მებრძოლ სამხედროებს შეხვდა. ვლადიმერ პუტინი - დასავლეთი ცეცხლზე ნავთს ასხამს, რათა უკრაინაში კონფლიქტი კიდევ უფრო გაღვივდეს და მასში სხვა სახელმწიფოებიც ჩაითრიონ. ოლექსი დანილოვი - ვლადიმერ პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია, რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი. მიხაილო პოდოლიაკი - ტერიტორიის ნატო-ს ქოლგაზე გაცვლა? - უცნაურია - პუტინის ტრიუმფით “ცუდი მშვიდობის” დამყარების მცდელობები მსოფლიოს მშვიდობას არ მოუტანს, მაგრამ მოუტანს სირცხვილსაც და ომსაც.

დიდ ბრიტანეთში რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

კატასტროფები მსოფლიოში - ჰავაის გუბერნატორი - ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 96-მდე გაიზარდა. მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტში ავიარეისები გაუქმდა. სომხეთში ავარიის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. საფრანგეთის სამხრეთის პროვინციებში ტყის ხანძარს ებრძვიან. მედია - ლიბიის დედაქალაქში სამხედრო შეტაკებებია.

ტრამპის სამსჯავროები - ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს. დონალდ ტრამპი - რატომ არ წამიყენეს ბრალი 2.5 წლის წინ? - იმიტომ, რომ ამის გაკეთება ჩემი პოლიტიკური კამპანიის პერიოდში სურდათ - კუდიანებზე ნადირობა!

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 39

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters