Qwelly ბლოგი! - მოგონება (23)

11 დღე

      როცა დავინახე რა მწარედ გააქნია თავი უარყოფის ნიშნად - ნეტავ არ მეკითხათო - გავიფიქრე და ენაზე ვიკბინე, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

      საუბრისას რამდენჯერმე ახსენა გარდაცვლილი შვილი, შვილის საფლავი, „ჩემი ბიჭი რომ მოკვდაო...“ და ა.შ. თითქოს ძალიან მსუბუქად და თავისუფლად საუბრობდა ამ თემაზე. ერთი შეხედვით იფიქრებით, ძალიან დიდი ხნის ისტორიაა და ამიტომ უადვილდება ასე თქმაო. მერე ისე მოხდა, რომ მარტო დავრჩით, ჩიქა არაყი მომატანინა და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 4, 2018 წელი. 11:03pm — არ არის კომენტარები
_______________

მარინე გიორგის ასული ფერაძე

      ქველნო სულ ცოტა ხნის წინ 8 აპრილს ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა და გადავწყვიტე ეს პოსტი მასზე დამეწერა ის ნატო ვაჩნაძის შემდეგ ალბათ ყველაზე პოპულარული ქართველი მსახიობი იყო.

      დაიბადა თბილისში 1929 წლის 1 აგვისტოს მამა თანამდებობის პირი იყო და რეპრესიების დროს 37 წელს გაუციმბირებიათ ამის გამო ოჯახი ციმბირი გადავიდა საცხოვრებლად რადგან მასთან ახლოს ყოფილიყვნენ სწორედ აქ გამოავლინა ლეილამ პირველი სამსახიობი…

გაგრძელება

დაამატა vako_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 28, 2018 წელი. 8:00pm — არ არის კომენტარები
_______________

საიქაო ჩასაცმელი

      ახლა, როცა ღამის სიჩუმეში უფრო ადვილია წარსულში ხეტიალია, მეც ავიღებ ვიზას ღრმა სარდაფებისთვის. ბავშვობის მოგონებებში პირველად მაშინ ჩნდება - ბნელ 90_იანებში, ე.წ. „ლახანკაში” რომ მაბანავებდა და „დათვი მჭლე და შენ მსუქანიო“ მლოცავდა. მერე მახსოვს საწოლი მის ოთახში, უფრო სწორედ ჩემი თავი მახსოვს მის საწოლში, მის გვერდით ბედნიერად წამოწოლილი და გარინდული ზღაპრების მოლოდინით (ცივ ზამთარში, ორთქლით გამთბარი ლოგინიც მახსოვს). როგორც წესი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2017 წელი. 6:00pm — 2 კომენტარი
________________

ერთხელ სნოში

      სოფელი სნოს მკვიდრი ბატონი სანდრო გელაშვილი. ეს კაცი არის უწმინდესის, ილია მეორის კლასელი. საოცარ რაღაცებს იხსენებდა ბავშობიდან, როგორიცაა: "ირაკლი (ილია II) ბავშობიდან გონიერებით გამოირჩეოდა, მთელი კლასი თუ არა ნახევარი მაინც მისგან ვიწერდით საკონტროლოებს"-ო ( თან ამას იქაური მოხევური კილო ახლდა და მისი სმენა ერთი დიდი სიამოვნება იყო ) .. რომ ვიმღერეთ რამდენიმე ფოლკლორული სიმღერა, სიხარულით სავსე თვალებით მოვიდა და მეუბნება „ძველი სიმღერები რატომ არ იცით? ჩამოდი…

გაგრძელება

დაამატა ლევან ბაკურაძე_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 25, 2017 წელი. 11:38pm — არ არის კომენტარები
_______________

მშვიდი საღამოს საფასური

- რა გადავიხადეთ იმის საფასურად, რომ დღეს ასეთი მშვიდი და წყნარი საღამოა?

      მოგვიანებით გიპასუხებთ.

* * *

- ბოლო დღეები სულ ვაწვიმებთ, ხომ არ გადავიღოთ?

- კარგი რა, ხომ იცი ამ ადამიანების ამბავი, დაიწყებენ მერე, „იწვის ქვეყანა და იხრუკებაო“. რა გინდა, ცოტა ვიწვიმოთ. იქნებ უხარიათ კიდეც.

- მაინც მეშინია, იქნებ არ ღირდეს? განსაკუთრებით სააღამოობით.

- პირიქით, საღამოსაა კარგი წვიმა.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2017 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მოსწავლეობის წლები - გიმნაზია 1998-2010

      რამდენიმე საათის წინ ან შეიძლება სწორედ ამ წუთებშიც, შვიდი წელი გავიდა იმ მომენტიდან, როცა სკოლაში, ჩვენი კლასისთვის ბოლო ზარი დარეკეს. გვახსოვს, იმ დადგმაზე, მაიკო მასწავლებელს ვთხოვეთ - მას, დაგვირეკეთ ბოლო ზარი. იყო ცრემლები, იყო ღიმილი, სიცილი, კისკისი, მხიარულებაც, ცოტა იუმორი და ბევრი მოგონება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იყო სითბო და სიყვარული - ეს ხდიდა იმ დღეს განსაკუთრებულს. გიმნაზია უკვე აღარ ერქვა, სტატუსით ოფიციალურად უკვე…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2017 წელი. 4:00pm — 3 კომენტარი
________________

მატარებლის ფანჯრებში წვიმდა

მატარებლის სადგურზე მივედით.

- გამარჯობა, მატარებელი მალე მოვა?

- 7 საათიანი ჩამოივლის ახლა.

- დიდი მადლობა. ბილეთი თქვენთან უნდა ვიყიდო?

- შეგიძლია ჩემთან იყიდო, შეგიძლია მატარებელში აიღო.

- თქვენთან ვიყიდი.

- ნება შენია.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 18, 2016 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მოგონება

წყლიან სიბნელეში ერთდროულად

თვალი და ფოთოლი.

წარღვნის შიში, რომელიც ყველა

დროში ხელახლა იბადება.

გადარჩენილა სამყარო,

ნოეს თვალებში შეფრინდა მტრედი.

ციდან გადმოეშვა ცისარტყელა,

ფანჯრიდან ფარდა.

მოგონებას იქ უნდა ჩამოუარო,

სადაც დატოვე,…

გაგრძელება

დაამატა გიო_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 28, 2016 წელი. 2:00pm — 2 კომენტარი
________________

ამ სოფლის იქით სხვა სოფელია

      დღევანდელ დღეს წმიდა ეკლესია მიცვალებულებს იხსენიებდა.. ტაძარი სავსე დამხვდა, შავებში ჩაცმული დიაცთა უმრავლესობით. ბევრს ძალიან კარგად ვიცნობდი და მათი სევდის მომსწრე ვიყავი, რომელიც შვილის გარდაცვალებით იყო გამოწვეული. ვერ გავუძელი ამდენი ცრემლიანი თვალების ნახვას, რომელიც ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო. მეც დავატარებ დიდ სიცარიელეს და ტკივილს გულით, რომელიც ახლახანს კიდევ უფრო გამიღრმავდა და უფრო მეტად მძიმე სატარებელი გამიხდა. არ მიყვარს და არ…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 6, 2016 წელი. 12:30am — 2 კომენტარი
________________

წლების გაქროლება ბავშვობიდან დიდობისკენ

      ჰო ასე იცის, გათენდება მერე ისევ დაღამდება, დღე დღეს მიყვება წყებად და წლებად, მერე კიდევ საუკუნეში გადადიან და უკან იტოვებენ ყველაფერს ადამიანებს, გრძნობებს, ემოციებს, ბუნებაც იცვლება. ფეხს კარგად უწყობს ბუნება დროის დინებას. იცვლება გარემოც, იცვლებიან ადამიანებიც. არა კი არ იცვლებიან ცვლიან დამოკიდებულებებს და შეხედულებებს, მიზნებს ერთმანეთში ანაცვლებენ და ......

      და მიისწრეფიან ამ მიზნისკენ! არ ვიც, არ ვიც, ვისი რა მიზანი იყო…

გაგრძელება

დაამატა ნათი მორბედაძე_მ!
თარიღი/დრო: მარტი 2, 2016 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

ივნისში იწვიმა

      ბოლო სამი დღეა წვიმს. შიგადაშიგ გამოდარებით, მაგრამ მაინც წვიმს - გუშინწინ, გუშინ ღამით, დღეს.

ივნისი, წვიმა, ტრაგედია, წყალდიდობა, თბილისი, ოქტომბერი, ოქტომბრის წვიმა, ივნისში იწვიმა, დღიური, ნაღველი, qwelly, blog, rain, june, october, wvima, tbilisi, wyaldidoba, tragedia, megobari, mogoneba, nagveli

ფოტო წვიმიანი ბათუმი

      ინტერნეტ "სტატუსები" წვიმაზე უკვე ყელში ამოვიდა,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 7, 2015 წელი. 10:30pm — 2 კომენტარი
________________

შეცვლილი მოგონებები

      ადამიანი ხშირად ცვლის საკუთარ მოგონებებს.

      ის ინახავს მის მოგონებებს ტვინში და ჰგონია, რომ ისინი ვიდეოს ჰგვანან, რომლებიც ნებისმიერ დროს შეუძლია, ჩართოს და გააცოცხლოს ისე, როგორც ეს იყო, თუმცა ეს ასე არ არის. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვუბრუნდებით მოგონებას, ჩვენ მას ვცვლით. ეს ხდება იმიტომ, რომ ნერვული უჯრედები ჩვენს ტვინში ყოველთვის სხვადასხვანაირად აქტიურდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: შემდეგში მომხდარი მოვლენები, ან ადამიანის…

გაგრძელება

დაამატა ლორეტა პაპავა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 17, 2015 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ჩამავალი მზე

      ძველავეჯიან ოთახში საწოლზე ხანიერი ქალი იწვა: სულით და ხორცით ერთნაირად გატანჯული. იწვა გარინდებული, თითქოს ტკივილებს ყურს უგდებსო. ის იყო, ზოგჯერ გვერდს თუ იცვლიდა ნელა, სეჭირვებით, უძლურად და ჩუმი გმინვით ამხნევებდა ტკივილს. დაგნებდი, არაფერს გავნებ, შენთან ვარო. სახე არაფერს ხატავდა; გაშტერებოდა ყველა მიმიკა და ფერიც არაფრისმთამელი დასდებოდა. მხოლოდ თვალები იყო რაღაცნაირი გამომეტყველების, აი ისეთი, თუ გინახავთ დასაკლავად შებოჭილი საქონელი…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2015 წელი. 10:00am — არ არის კომენტარები
_______________

იუბილარი მენავე

      ერთი კითხვა მაწუხებს მთელი დღეა. არ ვიცი, აქამდე არ მიფიქრია, რატომ არის დაბადების დღე დღესასწაულთან დაკავშირებული? რატომ ვზეიმობთ ან გვიხარია ჩვენი დაბადების დღე? სანამ პატარა ხარ საჩუქრები გახარებს შესაძლოა, ტორტი და ა.შ. მოკლედ, ირგვლივ სამყაროს ვერ ამჩნევ, მაგრამ რეალურად იბადები ამ ქვეყნად ტანჯვისთვის, ტკივილისთვის, ბრძოლისთვის, თავის შენახვისა და გატანისთვის.

      ასეც თუ ისეც, მაინც გვიხარია დაბადების დღე, ზოგჯერ საკუთარზე…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 4, 2015 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გარდაიცვალა მეუფე ელისე - ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი

გარდაიცვალა ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი, მეუფე ელისე (ჯოხაძე)

barakoni, bishop, bishop elise, blog, elise jokhadze, memories, nikorwminda, qwelly, racha, ბარაკონი, ბლოგი, ეპისკოპოსი ელისე, მეუფე ელისე, მეუფე ელისე ჯოხაძე, მიტროპოლიტი ელისე, მოგონებები, ნიკორწმინდა, ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისე, ონი, რაჭა, რაჭველი, სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდი, სვეტიცხოვლის მგალობლები, ქველი

     2009 წელს პირველად ვესტუმრე რაჭას. ვისაც ახსოვს…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 17, 2015 წელი. 2:00pm — 2 კომენტარი
________________

ჩამეხუტე

ჩახუტება, ჩამეხუტე, ქველი, ცისიას ბლოგი, ქველიბლოგი, qwelly, qwellyblog, hug, chaxuteba

     ბოლო რამდენიმე დღეა უბრალოდ ვთამაშობ ფიქრებით....

     ვხვდები რომ განცდები და ემოციები იბადება და უკვალოდ ქრება მე ვრჩები საწყისი-დასასრული, გრძნობები მძაფრდება ან იკლებს არასდროს არჩერდება ერთ ადგილას

     გახსოვს გითხარი ეს გრძნობა დაუღალავ სწრაფვას იწვევს შენსკენ თქო ფერებს გავხარ უბრალოდ…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2015 წელი. 3:00am — 3 კომენტარი
________________

მოგონებები მამა ილიაზე

      წელიწადის დასასრული და მომდევნო წლის დასაწყისი არც ისე ბედნიერი გამოდგა როგორც ამას ტელეეკრანებიდან გვპირდებიან, გვლოცავენ ანდა გვილოცავენ ხოლმე.

      იშვიათად ვუყურებ ტელევიზორს, მაგრამ თითქოს, 31 დეკემბერს ჩართული ტელევიზორის ოთახში ყოფნა ეს საახალწლო აუცილებლობაა, მაგრამ მხოლოდ კარგ ამბებს როდი მოისმენ იქ.

მამა ილია კარტოზია გარდაიცვალაო

      გემის და ხანძრის ამბავი ვიცოდი, დაკარგული…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 31, 2014 წელი. 6:00pm — 3 კომენტარი
________________

ორი ფილა

- იცი რა მაფიქრებს? აწი მეც რომ ტურისტად ვივლი აქ, ასე გაშინაურების შემდეგ.

- ორი მარმარილოს ფილა ამოაძრე საიდანმე და წამოიღე!

არც ნოსტალგიურ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2014 წელი. 7:00pm — 34 კომენტარი
________________

მოგონებები გაბრიელ ბერზე

მოგონებები გაბრიელ ბერზე!

   ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა:– მარხვა რა არის?ეხლავე აგიხსნიო უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: "მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 23, 2014 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მილოცვა მამას

მილოცვა მამას

     პირველად ვხვდები ბზობას მამაჩემის გარეშე... დღეს მისი დაბადების დღეა. მის გარეშე ალბათ ძალიან მკაცრი ნათქვამია, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარში ყოველთვის ვგრძობ მის ახლოს მყოფობას. ვგალობდი დღეს და თან თვალებით ვეძებდი იმ ადგილას, სადაც 22 წლის განმავლობაში იდგა. სვეტიცხოველში, წარსული, აწმყო და მომავალი ერთ სივრცეშია მოქცეული. ამ ტაძარში ცოცხლდება არა მარტო ქრისტეს…

გაგრძელება

დაამატა ნინო_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 12, 2014 წელი. 10:30pm — 2 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters