ჰო, 45 წელი განგვასხვავებდა მე და ძია გუჯას, მაგრამ მაინც ჩემი ძმაკაცი იყო ვიდრე კარგი, ჭკვიანი, დამჯერი და ეკლესიით თვალებანთებული, სუფთა გულის ბავშვი ვიყავი...
დიდი ხანია ძია გუჯა ავადმყოფობდა... წელს მცხეთობასაც ვერ დაესწრო სვეტიცხოველში... დღეს უწმინდესი იყო, საღმრთო ლიტურღია აღასრულა სხვა ეპისკოპოსებთან ერთად... ილია (ძია გუჯას შვილი) წირვაზე არ მოვიდა... სამაგიეროდ ბიჭებმა მოიტანეს ცუდი ამბავი - ილიას მამა გარდაეცვალაო...
არ ვიცოდით ილიასთან ავსულიყავით და გვერდში დავდგომოდით თუ წირვაზე გვეგალობა, ბოლოს ილომ ჩადით წირვაზეო... ძია გუჯას სული შევავედრეთ უფალს... მაგრამ მთელი წირვა მაინც მის გახსენებაში გავატარე... ჩემი ძმაკაცი - ჰო, ასე დაგვარქვა ჯერ ილიამ და მერე გუნდის ყველა წევრმა... ჩვენთან ასეა, რამდენიმე თაობის მგალობელბი ვართ, ძია გუჯა ყველაზე უხუცესი იყო, ყველაზე უმრწემესი თაობისა კი მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი გახლდით, რომელთაგან ძია გუჯასთან ძმაკაცობა მე მხვდა წილად...
ბევრ რამეს დავწერ და მოვყვები მასზე, საუბარი იცოდა წყაროს წყალივით და არც სიტყვაძუნწობას უჩიოდა... პირველად კი მაინც თავისებური სიჯიუტით დაგვამახსოვრა თავი... ასეა, ბავშვები დანაშაულს არ ივიწყებენო ჰოდა მეც მოვყვები...
ჯერ კიდევ საკვირაო სკოლაში ვიყავით, როდესაც ბავშვებმა სამწვადე ვიყიდეთ და არაგვის პირას, ჭალაში, ძია გუჯას ნაკვეთში გადავწყვიტეთ ქეიფობანა... ბატონი შალვა (ასე ერქვა ნათლობის სახელი ძია გუჯას) გულითადად გვიმასპინძლდებოდა, მაგრამ ამ გულითადობაში იმდენი ქნა რომ სულ მლაშე მწვადი გვაჭამა... იხტიბარს არ იტეხდა - საერთოდ არ აქვს მარილიო...
ჭალაზე ერთი ღამე განსაკუთრებით მახსენდება... მაშინ უკვე დიდი გუნდის წევრი ვიყავი... მაშინაც ამ კურთხეულ ჭალაში მოვულხინეთ მგალობლებმა, ცხვრის ჩაქაფულს მივირთმევდით, ვსვამდით და ვღიღინებდით გულიანად... უკვე კარგად ჩამობნელებულიყო, ახალზაფხულგაცილებულზე ჯერ კიდევ აგვისტოს თბილი ღამეები გამოგვყოლოდა, მაგრამ არაგვისპირის სუსხმა თავისი გაიტანა და შეგვცივდა... მე და ძია გუჯა ადრე წამოვედით... ირგვილ მხოლოდ ბაყაყების ყიყინი, წყალში ტყლაპატყლუპი და მოუსვენარი ჭრიჭინების ხმა ისმოდა... მოვდივართ და მიამბობს ეს ენაწყლიანი კაცი ისტორიებს - როგორ ნადირობდა მწყერზე, როგორ დაჰყავდა მამას ვენახში სამუშაოდ, რას ასწავლიდა, როგორი იყო მცხეთა, რა არის ეს ცხოვრება... მოვსეირნობდით და მეც მიხაროდა როცა ამ ადამიანს ვუსმენდი და ხანდახან თითოოროლა სიტყვას შევაწევდი... როდესაც გამოვცდით ჭალებს და სვეტიცხოვლისკენ ასახვევს მივუახლოვდით, უცბად ძია გუჯა შეჩერდა, სვეტიცხოვლისკენ მიბრუნდა და გაშეშდა, გაირინდა... მის სახეზე საოცარი სითბო და ნეტარება იგრძნობოდა... სიტყვები არ იყო საჭირო... ისედაც დაინახავდით რას გრძნობდა ამ დროს... რა სითბო იღვრებოდა მის გულში... ბოლოს ხელები ზეცად აღაპყრო, მადლობა ღმერთოო ერთი შეჰღაღადა და პირჯვარი გადაიწერა... მერე მომიბრუნდა - ნახე რა მშვენიერია ჩემი სვეტიცხოველიო... რა დიდებულია და როგორი საკმარისია იმისთვის რომ ადამიანმა სიყვარულით ცხოვრება შეძლოო... მაშინ, მეც განსაკუთრებულად შემიყვარდა სვეტიცხოველი... მართლაც თვალწარმტაცი სანახავი იყო ბნელ ჭალაში მდგარი დიდებული, მხარბეჭიანი ვაჟკაცი, ძია გუჯას სვეტიცხოველი... მერე, კიდევ ვისაუბრეთ, მომიყვა როგორ ნადირობდა მთებში... როგორ უნახავს ირემი... როგორ ამოუყვანია მამას ცხენი... ძალიან უყვარდა ძია გუჯას თავისი მშობლები...
ერთი დიდი ბედნიერება იყო გესმინა მისთვის როცა გიყვებოდა ვაზს როგორ უნდა მოფრთხილებოდი და როგორ უნდა მოგევლო მისთვის... სხვა ნეტარება გელოდათ თუ თავისი ახალგაზრდობის ამბებს მოიგონებდა, სტუდენტობას, ჟურნალისტობას და მრავალ სხვას...
მოსაყოლის მეტი რა არის, ჩვენს გუნდში ძია გუჯას ჩემზე ახლოს ბევრიც იცნობდა და საერთო ისტორიებიც უფრო ბევრი აქვთ, მაგრამ მე დღეს ჩემსას ვიხსენებდი და გული მწყდებოდა რომ ბოლო დროს მე და ჩემი ძმაკაცი აღარ ვიყავით ისე ახლოს როგორც უწინ... უწინ როცა ახალი მგალობელი მერქვა... როცა ძია გუჯას ჩაძახებულს ამოვძახებდი ხოლმე...
ნასვამი ძია გუჯა? აი ეს ის მომენტი იყო როცა ნახავდით მოსიარულე სიყვარულს... ადამიანს რომელიც ნასვამი იყო და მხოლოდ მაშინ შეეძლო ბოლომდე გამოეხატა ის დიდი სიყვარული რაც მის გულში დაბუდებულიყო და ვეღარ ეტეოდა...
დღეეს??? დღეს ვნახე ძია გუჯა რომელსაც არ დავიმახსოვრებ!!! დღეს ვნახე ავადმყოფობისგან დასუსტებული, უფერული, გამომშრალი და უღონო ძია გუჯა! არა ის ასეთი არ იქნება ჩვენს გონებაში... აი, მე გამოვართმევ ილიას ფოტოს და დავდებ და ნახავთ როგორი სიცოცხლით სავსე ძია გუჯა უნდა გვახსოვდეს ყველას!
მადლობა მას ყველა ლამაზი მოგონებისთვის!
აქამდე სვეტიცხოველში უგალობდა უფალს, ახლა სასუფეველში შეასხამს ხოტბას სამებას, ერთარსებას და განუყოფელს!
ღმერთმა წმინდათა თანა განუსვენოს!!!
მეგონა გამოკეთდა, მაგრამ ... ნათელში იყოს მისი სული .
;( ;( ;( მართალია არ ვიცნობდი, მაგრამ ნაამბობმა ამატირა :)
..მართლა ძალიან დამწყდა გული ძიას გამო..ლაშ ისე მოკლედ და კონკრეტულად გადმოეცი და აღწერე შენი განცდები რომ ემოციებით დავიმუხტე :( :( :( :(
ნათელში ამყოფოს უფალმა.
ino დღეს დილით გარდაიცვალა... გუშინ ჯერ კიდევ ყველაფერი იმედიანად იყო...
MaRi ეს მართლა ძალიან მოკლეა :)
ძალიან ტკბილი საუბარი იცოდა და კარგადაც დაგამახსოვრებდა... სადღეგრძელოები? ეს ნამდვილი ხელოვნება იყო... ცხოვრების შეფასება? ეს კარგ გაკვეთილებად გამოადგებოად ყველას... მოკლედ რა...
ლაშა: ხო შენ ისე გულწფელად გადმოეცი შენი გრძნობები უკვე მიხვდი რო ძალიან ბევრს ნიშნავდა შენთვის )
მარინის მადლობა ლამაზი კომენტარებისთვის :* ჩემზე მეტადაც ჩემო კარგო, ჩემზე მეტადაც უყვარხართ და იცნობდნენ :(
მაპატიეთ თუ თავი შეგაწყინეთ, მაგრამ მთელი ემოცია, გულისყური და გონება ამ პიროვნებისადმი მაქვს მიპყრობილი, განსაკუთრებით როცა მოსაღამოვდება და გარემო გვაგრძნობინებს გარდაცვალების "მშვენიერებას"...
ბევრი ცრემლიანი სახე, ბევრი დამწუხრებული და ბევრი ატირებული ვნახე დღეს, ლამაზი მოგონებები, ლამაზი ისტორიები, სითბო სხეულში...
მაგრამ ყველგან და ყოველთვის გამორჩეული მადლიანი სიტყვით მამა ისააკმა ყველას გვაგრძნობინა, დიახ დიახ, კი არ გვთიხრა ან გვიქადაგა, არამედ გვაგრძნობინა რომ ხვალ და ზეგ ჩვენც იგივე მოგველის...
ბატონმა შალვამ ერთ ასეთი სწავლებაც დამიტოვაო - იხსენებდა მამა ისააკი - არ მესმის ადამიანების რომლებიც ამბობენ სიტყვას მიყვარდაო. ვერ ვიტან ამ სიტყვას და არც მესმის, თუკი ადამიანი ერთხელ შეგიყვარდა, ის როგორ აღარ უნდა გიყვარდესო, როგორ უნდა თქვა ვინმეზე - მიყვარდაო!
ეს სიტყვები მეც მომისმენია მისგან, მაგრამ ალბათ ასე ბევრი არ მიფიქრია როგორც მამაოს... მადლიანი სიტყვები გულს ისე ხვდებოდა, იმდენს გაგრძნობინებდა რომ არ შეგეძელო არ გაგხარებოდა - "დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი"!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია